среда, 16 февраля 2022 г.

რეფლექსები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               რეფლექსები

                                                 
                                                               ხელის ჩაჭიდების რეფლექსი
 (ლათreflexus - ასახვა ) — ეწოდება ორგანიზმის საპასუხო რეაქციას გამღიზიანებელზე, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემა ახორციელებს და აკონტროლებს. რეფლექსები თანდაყოლილი ქცევის ფორმებია და ისინი ახალშობილს გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარებიან. 
  • სუნთქვის რეფლექსი - სუნთქვა აირთა ცვლის პროცესია, რომლის დროსაც ორგანიზმი ითვისებს ჟანგბადს და ნახშიროჟანგს გამოყოფს. სუნთქვის რეფლექსი თანდაყოლილია და ყოველგვარი ძალდატანებისა და გაცნობიერების გარეშე მიმდინარეობს. ეს რეფლექსი სიცოცხლის ბოლომდე აქვს ადამიანს.
  • წოვის რეფლექსი - პირთან თითის ან რაიმეს მიახლოებისას ახალშობილი იწყებს მის წოვას.
  • თვალის გუგის რეფლექსი - ძლიერი შუქის მინათება იწვევს გუგების დავიწროებას,ხოლო სიბნელეში გუგები ფართოვდება. ეს რეფლექსი გრძელდება მთელი სიცოცხლე.
  • თავიდან კისერზე - ძლიერი შუქის მინათება იწვევს თავის უკან გადაგდებას. გრძელდება 4 თვემდე.
  • არშავსკის ქუსლის რეფლექსი - ქუსლის ძვალზე ზომიერი ზეწოლით დროული ახალშობილი იღებს ტირილის ნიღაბს. გრძელდება 1-3 თვემდე.
  • ბაუერის ცოცვის რეფლექსი - 1,5-2 თვემდე. თუ ახალშობილს დავაწვენთ მუცელზე და ხელით შევეხებით მის ფეხის გულებს მოხდება ფეხების უკუკვრა.
  • საყრდენის რეფლექსი - ბავშვს თუ დავიჭერთ საყრდენის მიმართულებით, დავინახავთ რომ შეეცდება დადგეს (ეძებს საყრდენს). გრძელდება 2 თვემდე.
  • სიარულის რეფლექსი - თუ ბავშვს ავიყვანთ ხელში და დავიჭერთ საყრდენთან ახლოს, დავინახავთ რომ დაიწყებს ფეხების რითმულ მოძრაობას საყრდენის მიმართულებით. ეს რეფლექსი 2-3 თვის ასაკისთვის ქრება.
  • ხვოსტეკის ფენომენი - მგლის ფოსოში თითის დარტყმა იწვევს ტუჩის, ცხვირის, თვალის გარეთა კუთხის კუნთების შეკუმშვას. გრძელდება 3 თვემდე.
  • ხორთუმისებური რეფლექსი - პირის კუთხესთან თითის დარტყმა იწვევს ტუჩების წინ წამოწევას. გრძელდება 3 თვემდე.
  • მკერდის მოძებნის რეფლექსი - ახალშობილს აქვს მკერდის მოძებნის უნარი. რაიმე საგნის პირთან მიახლოების შემთხვევაში ცდილობს მის პირში ჩადებას.
  • მოროს რეფლექსი - თუ ახალშობილს ავიტაცებთ ან მაგიდაზე ხელს დაკაკუნებთ მასთან ახლოს, ის გააკეთებს ხელების შემოხვევის მოძრაობას, იდაყვის მოხრით. ეს რეფლექსი გრძელდება 4 თვემდე.
  • კისრის რეფლექსი - ამ რეფლექსს მოფარიკავის პოზასაც უწოდებენ. ბავშვს თუ დავაწვენთ ზურგზე და თავს მივუბრუნებთ, იმ მხარეს საითაც თავს მივუბრუნებთ ხელს და ფეხს გაჭიმავს, ხოლო მეორე მხარეს კი მოხრის. ამ რეფლექსის მეშვეობით ამოწმებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ქრება 4 თვის ასაკში.
  • ბაბკინის რეფლექსი - თუ ბავშვს ხელის გულზე ან მხრის სახსარზე დავაჭერთ ხელს, იმ მხარეს თავს მიაბრუნებს და პირს გააღებს. გრძელდება 5 თვემდე.
  • ბაბინსკის რეფლექსი - თუ შიშველ ტერფზე თითს სიგრძეზე გაუსვამთ, ოთხ თითს მოხრის და ცერს წამოწევს(აბზეკს). გრძელდება 6 თვემდე.
  • ცურვის რეფლექსი - ახალშობილს შეუძლია ცურვა. არსებობს მოსაზრება რომ ეს რეფლექსი 6 თვის ასაკამდე გრძელდება, მაგრამ თუ დაბადებიდან ერთ დღეს მაინც გამოვატოვებინებთ ცურვა დაავიწყდება.
  • პერესის რეფლექსი - თუ კეფის კუთხიდან კისრის მალების წანაზარდებზე თითს გავაყოლებთ ბავშვის რეაქცია იქნება: ა)ხანმოკლე აპნოე ბ)ყვირილი გ)ლორდოზი-თეძოს აწევა დ)ზემო კიდურების მოხრა ე)გენერალიზებული ჰიპერტონია ვ)ანალური ხვრელის გამოზნექა;დეფეკაცია.
  • გლაბულარული რეფლექსი - გლაბელის არეში თითის ან ჩაქუჩის დარტყმას მოსდევს თვალის ირგვლივ კუნთების შეკუმშვა.
  • ხელის ტაცების რეფლექსი - ახალშობილი ხელის მტევანთან მიახლოებულ საგნებზე ჩაჭიდებას ცდილობს,აკეთებს ტაცების მოძრაობას. გრძელდება 5 თვემდე.
  • ტერფის ტაცების რეფლექსი - ახალშობილი ფეხის გულთან მიახლოებული საგნების ჩაბღაუჭებას ცდილობს. გრძელდება 9 თვემდე
იხ. ვიდეო  - პირობითი და უპირობო რეფლექსები
არსებობს მოსაზრება, რომ რაღაცაზე ფსიქიკური დამოკიდებულება გამოწვეულია პირობითი რეფლექსის ფორმირებით. მაგალითად, ნარკოტიკებზე ფსიქიკური დამოკიდებულება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ გარკვეული ნივთიერების მიღება დაკავშირებულია სასიამოვნო მდგომარეობასთან (ფორმირდება პირობითი რეფლექსი, რომელიც გრძელდება თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში). ხარლამპი ტირასი, ბიოლოგიის დოქტორი, თვლის, რომ „პირობითი რეფლექსების იდეა, რომლებთანაც მუშაობდა პავლოვი, მთლიანად ეფუძნება იძულებით ქცევას და ეს იძლევა [ექსპერიმენტების შედეგების] არასწორ რეგისტრაციას“. „ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ: ობიექტი მაშინ უნდა შეისწავლოს, როცა ის ამისთვის მზად იქნება. შემდეგ ვმოქმედებთ როგორც დამკვირვებლები, ცხოველის გაუპატიურების გარეშე და, შესაბამისად, უფრო ობიექტურ შედეგებს ვიღებთ
იხ. ვიდეო - რეფლექსი. რეფლექსური რკალი






Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...