воскресенье, 20 февраля 2022 г.

სათამაშო (ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       სათამაშო (ფილმი) 

 (ფრანგ. Le Jouet) - 1976 წელს გამოსული ფრანგული კინოკომედია, გადაღებული რეჟისორ ფრანსის ვებერის მიერ. მთავარ როლში პიერ რიშარი
ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ფრანსუა პერენია (პიერ რიშარი). 15 თვიანი უმუშევრობის შემდეგ გაზეთ «France Hebdo»-ში დასაქმდება, რომლის მმართველი პიერ ლამბარ-კოშეა. იგი ნამდვილი დიქტატორია, პატივმოყვარეა და არ სცემს პატივს თანამშრომლებს. ერთს სამსახურიდან იმიტომ გააგდებს რომ ოფლიანი ხელი აქვს. პირველ დავალებაზე ფრანსუა, რეპორტაჟის გასაკეთებლად თავისი უფროსის სათამაშოების მაღაზიაში წავა. ამ დროს მაღაზიაში ლამბარ-კოშეს შვილი ერიკი შევა, დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად და ფრანსუას აირჩევს. მაღაზიის შეშინებული თანამშრომლები ფრანსუას თხოვენ რომ სათამაშოს როლი ითამაშოს, თუ არადა მისი მფლობელი სამსახურიდან გაუშვებს. პერენი ბანკის ვალების გამო, იძულებულია დათანხმდეს თავხედი ბავშვის კაპრიზებს. ფრანსუას ერიკი მამამისის მდიდრულ სახლში წაიყვანს. პიერი ბოდიშს მოუხდის თანამშრომელს, პრემიას გამოუწერს და სახლში გაუშვებს, მაგრამ ერიკი დაიჩემებს, ჩემი საჩუქარია და აქ დარჩებაო. პიერს ბავშვი ყოფილი ცოლისგან ერთი კვირით ყავს გამოშვებული და სურს რომ ყველა პირობა შეუსრულოს, რის გამოც ფრანსუას შესაბამისი ანაზრაურებით დარჩენას სთხოვს. ერიკს თავისი თავხედური თამაშებით გაწამებული ჰყავს სახლის მოსამსახურეები. მალე ფრანსუასაც გამოიყვანს წყობიდან და ისიც ოთახში ჩაკეტავს. ხმაურზე გაბრაზებული მამამისი გამოვა და მიზეზს იკითხავს, ერიკი კი გადაარჩენს, ვთამაშობთო. ფრანსუა თანდათან ეჩვევა სიტუაციას და ბავშვს დაუმეგობრდება, რის გამოც მამამისს დიდ პატივში ჰყავს. პიერის მეორე ცოლი კრისტინი, იმავე საღამოს ხალხთან დაამცირებს ფრანსუას, რის გამოც ყველაფერი ყელში ამოუვა და უფროსის სახლს დატოვებს. სახლში მისულს ცოლი შეაქებს, ნუ გეშინია ყველაფერს გავუმკლავდებითო. რამდენიმე საათში გაზეთის მთავარი რედაქტორი ბლენაკი თხოვს, დაბრუნდეს ერიკთან და გააგრძელოს თამაში. ფრანსუა დაბრუნდება და გააგრძელებს ბავშვთან ერთად თამაშს. 
იხ. ვიდეო - Pierre Richard le jouet 1976 (Игрушка) - When François, a journalist, is touring a big store for an article, he is chosen by the son of the owner, Rambal-Cochet, as his new toy. All afraid of the despotic industrialist who is also the newspaper's owner, François is forced to agree to this masquerade. Becoming the friend of the child, he induces him, who wants to make a newspaper, to unveil publicly the real tyrannical way of life of his father.



მათ ბევრის უფლებებს აძლებს პიერი და ორივეც სარგებლოს. ისინი ყველგან როგორც უნდათ ისე იქცევიან და ფრანსუა კრისტიანს წინა საღამოს შერცხვენისთვის აუზში ჩააგდებს. მოიმატებს ლამბალ-კოშეთი უკმაყოფილო ჟურნალისტების რიცხვი. ფრანსუა და ერიკი გადაწყვეტენ გამოუშვან გაზეთი „სათამაშო“, სადაც პიერის შავ-ბნელ საქმეებს გამოაშკარავებენ და «France Hebdo»-ს ყველა თანამშრომლის სურათს დაბეჭდავენ, როგორც მისი სათამაშოები. უფროსს არ მოეწონება მათი საქციელი და ფრანსუას გაესაუბრება. მის მოსყიდვას გადაწყვეტს, ეტყვის რომ ასეთ თამაშს დაანებოს თავი და კარგ თანამდებობაზე დანიშნავს. ერიკიც თანდათან გამოსწორდება, აღარაა ისეთი თავხედი. ფრანსუა არ მიიღებს უფროსის წინადადებას, თავისი გაზეთის გამოცემას გააგრძელებს და «France Hebdo»-ს თანამშრომლებს დაურიგებს. ლამბარ-კოშე გადაწყვეტს ბავშვს წაიყვანოს პირველ ცოლთან, თუმც ერიკი არ გაჩერდება, ავტომობილიდან გადმოხტება და პერენს ჩაეხუტება.

1982 წელს წელს ამერიკელმა რეჟისორმა რიჩარდ დონერმა გადაიღო ფილმის რემეიკი იგივე სახელწოდებით, რომელიც იმ წელს 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა

ეს ფილმი დღევანდელი საქართველოს მიესადაგება სრულად.


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...