ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
კარლ ფონ ფრიში
(გერმ. Karl von Frisch; დ. 20 ნოემბერი, 1886, ვენა, — გ. 12 ივნისი, 1982, მიუნხენი) — ავსტრიელი ეთოლოგი. 1973 წელს მას ნობელის პრემია მიანიჭეს ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგებში. კარლ ფრიში დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა ფუტკრების სენსორულ აღქმას და იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამნარტა ფუტკრების ცეკვის მნიშვნელობა.
კარლი იყო ქირურგისა და უროლოგის, ანტონ ფონ ფრიშის ვაჟი. იგი სწავლობდა ვენაში, შემდეგ კი — მიუნხენში. 1910 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი და ამავე წელს დაიწყო მუშაობა ასისტენტად მიუნხენის უნივერსიტეტის ზოოლოგიურ დეპარტამენტში. 1912 წელს იგი გახდა ლექტორი ზოოლოგიის დარგში.
მეცნიერის შესწავლის ობიექტი იყო ევროპული ფუტკარი. მან აღმოაჩინა, რომ ფუტკრებს შეუძლიათ ყვავილების ერთმანეთისგან გარჩევა მათივე სპეციფიკური სუნით. ფუტკრის მგრძნობელობა ტკბილ გემოზე, ადამიანტან შედარებით, უფრო ძლიერია. ფრიში ფიქრობდა, რომ ფუტკრებს შეუძლიათ ფერების ერთმანეთისგან გარჩევა. დღეისათვის დადასტურებულია, რომ ფუტკარი ერთმანეთისგან ვერ განარჩევს წითელსა და შავს, თუმცა შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს ყვითელი, თეთრი, ლურჯი და იასამნისფერი.
იხ. ვიდეო - Как пчелы находят дорогу домой? Загадка пчелиного танца-языка - როგორ პოულობენ ფუტკრები სახლის გზას? ფუტკრის ცეკვა-ენის გამოცანა
Комментариев нет:
Отправить комментарий