ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
Oxygene
თავდაპირველად ჟარს გაუჭირდა დისკის გამოცემა. ალბომი მთლიანად ინსტრუმენტულია და რთული იყო ამ დისკიდან სარეკლამო სინგლის ამორჩევა. გამოსვლის შემდეგ იგი იქცა ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად და გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით.
იმდროინდელი ელექტრონული ალბომების გვერდით, მაგალითად, Kraftwerk-ის რთულ, ფუტურისტულ ჟღერადობასთან, ან კოსმიურ Tangerine Dream-თან შედარებით, ეს ალბომი უფრო თავისუფალი, მელოდიური და კიდევ უფრო დამაჯერებლად კოსმიური ჟღერადობის იყო.
Oxygene (ნაწილი II) ცნობილი გახდა ავსტრალიურ ფილმში გალიპოლი შეტანის შემდეგ. Oxygene (ნაწილი IV) გამოიცა სინგლის სახით და იქცა ელექტრონული მუსიკის ჟანრში დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად. ალბომის რამდენიმე კომპოზიცია მოხვდა დაგლას ადამსის წიგნის ავტოსტოპით გალაქტიკაში რადიოდადგმაში.
ჟარის ჟღერადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო რამდენიმე სინთეზატორი, რომლის საშუალებით მუსიკოსი ახდენდა ორიგინალური ხმოვანი ეფექტების გენერირებას.
ალბომი მოხვდა ბრიტანული ჩარტის #2, ხოლო აშშ ჩარტის - #78 ადგილზე.
1997 წელს ჟარმა გამოუშვა ციკლის გაგრძელება Oxygene 7–13 (ასე მას ეწოდა, რადგანაც პირველ ალბომში 6 ნაწილისგან შემდგარი პიესა იყო შეტანილი). მასზე მუშაობისას გამოყენებული იქნა იგივე ინსტრუმენტები, რაც წინამორბედზე.
2007 წელს ჩაიწერა და გამოიცა ორიგინალური ალბომის ახალი ვერსია Oxygene: New Master Recording. ჟარმა იგი ჩაწერა საკუთარ სტუდიაში, იმავე ინსტრუმენტების დახმარებით, რაც პირველი ალბომის შექმნისას გამოიყენებოდა. აუდიო და ვიდეო ვერსიაში შეტანილია ორიგინალური ალბომის შესრულება, რამდენიმე მცირე დამატებითი ფრაგმენტით. ვიდეო ვერსია გამოვიდა სამგანზომილებიან ფორმატში - მაყურებელს, სპეციალური სათვალეების მეშვეობით, საშუალება აქვს ვირტუალურად აღმოჩნდეს ჟარის სტუდიაში, ისე თითქოს ეს მართლაც ხდებოდეს.
2008 წლის 20 იანვარს ბრიტანულმა The Mail on Sunday-მ ყოველ მკითხველს მისცა საშუალება მოესმინა 2007 წლის ახალი ვერსია - თითოეული ასლი უფასოდ მოჰყვებოდა გამოცემას.
იხ. ვიდეო - Jean-Michel Jarre - Oxygene 2 (1976-2017)
Комментариев нет:
Отправить комментарий