вторник, 8 марта 2022 г.
ცისფერი მარმარილო
რაკეტა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
რაკეტა
ჯუჯა სახელმწიფო
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჯუჯა სახელმწიფო
ფართობის რაოდენობიდან გამომდინარე, ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორც წესი, ეძახიან ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც ფართობის მიხედვით ჩამორჩებიან ლუქსემბურგს. თუმცა თვითონ ლუქსემბურგიც ზოგჯერ ასევე ჯუჯა სახელმწიფოების რიცხვში შეჰყავთ.
ხშირად კრიტერიუმის სახედ ასევე იყენებენ მოსახლეობის რაოდენობას. ამასთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის ტერმინოლოგიაში ჯუჯა სახელმწიფოდ თვლიან ისეთ სახელმწიფოებს, რომელთა მოსახლეობა არ აჭარბებს 1 მილიონ ადამიანს. ერთა თანამეგობრობის მოხსენებებში გამოიყენება ტერმინი მცირე ქვეყნები, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 1,5 მილიონ ადამიანზე ნაკლებია. და ბოლოს, ზოგჯერ ჯუჯა სახელმწიფოებს ეძახიან ისეთ სახელმწიფოებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 500 ათას ადამიანზე ნაკლებია.
იხ. ვიდეო - 10 Самых Маленьких Стран в Мире - Как вы, наверняка, знаете, наш мир невероятно огромен, и в каждом уголке Земли можно найти что-нибудь удивительное. Сегодня мы решили рассказать вам о 10 самых маленьких странах мира, в размеры которых, возможно, будет сложно поверить. Их история, виды и достопримечательности являются по-своему удивительными, и многие из вас, наверняка, захотят их посетить.
ბევრი ჯუჯა სახელმწიფო შედარებით ახალგაზრდა წარმონაქმნია (აღმოსავლეთი ტიმორი და სხვები). ამავე დროს ევროპის ჯუჯა სახელმწიფოთა უმრავლესობას გააჩნია მრავალსაუკუნებრივი ისტორია. მაგალითად, სან-მარინო ითვლება ევროპის ყველაზე უფრო ძველ შენარჩუნებულ სუვერენულ სახელმწიფოდ და უძველეს კონსტიტუციურ რესპუბლიკად.
ზოგჯერ ასევე გამოიყენება ტერმინი ჯუჯა ქვეყანა, რომელთა რიცხვში შეჰყავთ არა მარტო მცირე დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ასევე სხვა მცირე გეოგრაფიულად და ისტორიულად გამორჩეული (უფრო ხშირად კუნძულოვანი) ტერიტორიები — დამოკიდებული ტერიტორიები, ადმინისტრაციული ავტონომიები და სხვა. მაგალითად — კუნძული მენი, გერნზი, ბორნჰოლმი, გიბრალტარი, მაიოტა, გუამი, ნიუე, ჰელგოლანდი, აიონ-ოროსი და სხვა.
მილეროვოში საჰაერო ბაზაზე თავდასხმა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მილეროვოში საჰაერო ბაზაზე თავდასხმა
მილეროვო
მილეროვო როსტოვის ოლქის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქია, მდებარეობს დონ-დონეცკის დაბლობის ფარგლებში, მდინარე გლუბოკაიას (ჩრდილოეთის დონეცის მარცხენა შენაკადი) დინებს ზემოწელში. ზღვის დონიდან 131 მეტრზე. ქალაქის დიდი ნაწილი მდებარეობს მდინარე გლუბოკაიას მარცხენა სანაპიროზე.
საავტომობილო გზით დონის როსტოვამდე დაშორებაა 210 კმ. უახლოეს ქალაქ კამენსკ-შახტინსკამდე კი 81 კმ.
მილეროვოს ერიტორია არის ტენიანი კონტინენტური კლიმატის სარტყელში ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 481 მმ
ბერკეტი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ბერკეტი
მცირე ძალის მეშვეობით დიდი ძალის გასაწონასწორებელი უმარტივესი მექანიზმი. ბერკეტი მყარი სხეულია, რომელიც ბრუნავს ღერძის გარშემო, ამ ღერძის მართობ სიბრტყეში მდებარე ძალების მოქმედებით. ბერკეტის წონასწორობის პირობა ზოგადად ის არის, რომ ამ სიბრტყესთან ბრუნვის ღერძის გადაკვეთის წერტილის მიმართ ძალთა მომენტების ალგებრული ჯამი ნულის ტოლია. თუ ბერკეტზე მოქმედებს ორი ძალა (მამოძრავებელი P და წინააღმდეგობის Q), მაშინ ბერკეტის წონასწორობის პირობაა: Pa=Qb, სადაც a და b - ბერკეტის მხრებია. მაშასადამე, მამოძრავებელი ძალა იმდენჯერ ნაკლები იქნება წინააღმდეგობის ძალაზე, რამდენჯერაც a მხარი მეტია b მხარზე; მაგრამ ამვე დროს რამდენჯერაც a მხარი მეტია b მხარზე, იმდენჯერ A წერტილის გადაადგილება მეტია B წერტილის გადაადგილებაზე. ე. ი. რამდენჯერაც ვიგებთ ძალაში, იმდენჯერ ვაგებთ გადაადგილებაში (მექანიკის „ოქროს წესი“).
ბერკეტის წონასწორობის პირობა, როდესაც მასზე სიმძიმის ძალა მოქმედებს, მოგვცა არქიმედემ (ძვ. წ. III საუკუნე); წონასწორობის ზოგადი პირობა ძალთა მომენტების საშუალებით ფრანგმა მათემატიკოსმა პ. ვარინიონმა მიიღო (1687). ბერკეტს, როგორც უმარტივეს იარაღს, უხსოვარი დროიდან იყენებენ. ამჟამადაც ტექნიკაში იგი მრავალი მექანიზმისა და მანქანის შემადგენელი ნაწილია.
უილიამ ჰარვეი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
უილიამ ჰარვეი
ჰარვი ( William Harvey; დ. 1 აპრილი, 1578, ფოლქსტონი, კენტის საგრაფო — გ. 3 ივნისი, 1657, ლონდონი) — ინგლისელი ექიმი, ფიზიოლოგი და ემბრიოლოგი. კემბრიჯში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1597) მუშაობდა პადუაში, სადაც 1602 მიიღო პადუის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის დიპლომი. ლონდონში დაბრუნების შემდეგ, 1607 წელს, ექიმთა სამეფო კოლეგიის წევრად აირჩიეს. მუშაობდა წმინდა ბართლომეს საავადმყოფოში ქირურგად და მთავარ ექიმად. ჰარვეიმ ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ცხოველის სხეულში სისხლი მუდმივად მოძრაობს დახშულ ძარღვებში, რაც განპირობებულია იმ წნევით, რომელიც წარმოიქმნება გულის შეკუმშვის შედეგად.
1628 წელს გამოვიდა ჰარვეის წიგნი "ანატომიური გამოკვლევა გულისა და სისხლის მოძრაობის შესახებ ცხოველებში"; ამ წიგნში მან საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი მოძღვრება სისხლის მიმოქცევაზე, რაც დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდა გალენოსის დოქტრინას. ჰარვეიმ 1651 წელს გამოაქვეყნა "გამოკვლევები ცხოველების ჩასახვის შესახებ"; მისი მოძღვრების თანახმად, არა მარტო ცხოველები, არამედ მცენარეებიც თავის განვითარებას კვერცხიდან იწყებენ.
იხ.ვიდეო - Уильям Гарвей - Мы много раз слышали: "наука не оставляет места для Бога, она несовместима с верой. Занятие научной деятельностью открывает ученым глаза, и они становятся атеистами". Это - беззастенчивая ложь. Современная наука заложена людьми, искренне верившими в Бога. Более того: они постоянно утверждали, что именно вера в разумность и совершенство Божьего замысла, воплощенного в мироздании, подвигла их на постижение и понимание законов, заложенных во Вселенную ее Создателем.
Эта серия видео роликов содержит информацию об ученых мужах, которые являются светочами веры в дивные дела Божьи - во всемогущество, совершенство и милость Творца. Она адресована учащимся, учителям, а так же всем, кто интересуется историей науки и вопросом совместимости веры и знания.
მეტყველება
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მეტყველება
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...