суббота, 10 сентября 2022 г.

მირიან III

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

მირიან III
ႩႣ ႫႤႴႤ ႫႨႰႨႠႬႨ
იბერიის მეფე
მმართ. წლები: 265–342[1]
284–361
წინამორბედი: ასფაგური
მემკვიდრე: ბაქარ I
გარდ. ადგილი: მცხეთა
მეუღლე:
აბეშურა
ნანა
შვილები: რევი
ბაქარი
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: ლევი
მირეანი, მერიბანი — ქართლის მეფე IV საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306–337) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა წმინდა ნინო. 337 წ. ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსის თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.

„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, იგი ქართლის მეფე ლევის ძეა. „ქართლის ცხოვრება“ კი მას მიიჩნევს პირველი სასანიანი შაჰის შვილად, რომელიც ერისთავებმა მოიყვნეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე ასფაგურის ასულის ქმრად. ეს ცნობა შეიძლება შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიან III-ისთვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით
იხ. ვიდეო - ქართული დოკუმენტალისტიკა - "მირიან მეფის სასწაული" - 
“ქართლის ცხოვრების” მიხედვით, მეფე მირიანმა თხოთის მთაზე სასწაული იხილა. უეცრად მზე გაქრა ციდან. მას შემდეგ, რაც ნინოს ჯვარცმულ ღმერთს მიმართა, მზე ისევ გამობრწყინდა. 
როდის მოხდა ეს ამბავი? ნასას რუკებზე დაყრდნობით, ქართველმა ასტრონომებმა ახალი 

                     ქართლის გაქრისტიანება


ნავიგაციაზე გადასვლაძიებაზე გადასვლა

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლში — IV საუკუნეშიიბერიაში მირიან მეფის დროს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

ქართლის ოფიციალურად გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, მოიპოვება 4 ძირითადი წყარო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, ქართლის ცხოვრება, ბერძნულ-რომაული წყაროები (გელასი კესარიელის და რუფინოსის თხზულებები) და მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორია“, რომელთაგან მოქცევაჲ ქართლისაჲ ითვლება დანარჩენი სამი წყაროსთვის ამოსავალ წერტილად.

წლების მანძილზე ქართულ და არაქართულ ისტორიოგრაფიაში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. სერგი გორგაძის აზრით „მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონოლოგია იმდენად არეულია, რომ ძალიან ძელია მას დაეყრდნო“, ამიტომ სხვადასხვა დროს სახელდებოდა იბერიის გაქრისტიანების სხვადასხვა თარიღი.

რომაელ ისტორიკოსს სოზომენეს პირდაპირ აქვს მითითებული რომ „ქართლის გაქრისტიანება მოხდა 325 წლის (ნიკეის პირველი საეკლესიო კრება) ახლო ხანებში“.

ივანე ჯავახიშვილი ასევე იკვლევდა აღნიშნულ საკითხს, რომელმაც გაქრისტიანების სავარაუდო თარიღად 337 წელი ჩათვალა (კონსტანტინე დიდის გარდაცვალების თარიღი).ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ხალხის და ქვეყნის განვითარებისთვის. ქრისტიანული რწმენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციაზე, ეს განამტკიცებდა კავშირს რომთან და უპირისპირდებოდა ირანის აგრესიულ პოლიტიკას. შეგვიძლია ავღნიშნოთ ისიც რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნიდან არსებობდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რადგან ეს ხალხს აერთიანებდა და ერთმანეთთან აახლოვებდა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მნიშვნელოვანი იყო მორალურად, ზნეობრივად და ამან ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

ქვედა ზღვარი — 313 წელი

ქვედა ზღვრად ყოველი მიზეზ გარეშე შეგვიძლია ავიღოთ 313 წელი, როგორც ქრისტიანობის საყოველთაო შეწყნარების დასაწყისი.

ქრისტიანობას თავისი არსებობის საწყის ეტაპზე მეტად რთული გზის გადალახვა მოუწია. 313 წლამდე (მილანის ედიქტამდე) რომის იმპერიაში ქრისტიანობის საყოველთაოდ აღიარება სიკვდილით დასჯადი იყო. ქრისტიანობაში იურიდიული საზღვრები 313 წლამდე ფიზიკურად არ არსებობდა და თუკი არსებობდა ის მეტად პირობითი იყო. უფრო განვითარებული იყო ქრისტიანობის რომელიმე ქალაქში არსებობა, სადაც იჯდა მოციქულის მიერ დატოვებული ეპისკოპოსი. ასე მაგალითად, 325 წელს ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე მოწვეული იყო ქალაქ პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე. პიტიუნტი ასოცირდება როგორც ბიჭვინთასთან, ასევე ლაზეთში ოფთან მდებარე ერთ-ერთ ქალაქთანაც. ასევე 381 წელს კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე მოწვეული იყო იბერიის ეკლესიის წარმომადგენელი ეპისკოპოსი პანტოფილე. იბერიად მოიაზრებოდა როგორც ქართლი და ეგრისი, ასევე კაპადოკიის რეგიონში არსებული იბერიის თემიც. არც ერთს და არც მეორე მღვდელთმთავარს ქართული წყაროები არ მოიხსენიებენ ქართლის მღვდელთმთავართა რიგებში.

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძის სიტყვებით:


„პირველ მსოფლიო კრების მუშაობაში 325 წელს მონაწილეობდა პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე. ისმის კითხვა, თუ რომელი ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა პიტიუნტი IV საუკუნეში (325 წლისათვის). ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში არ იყო ჩამოყალიბებული და ჯერ კიდევ არ არსებობდა კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, ანტიოქიისა და სხვა საპატრიარქოები თავიანთი ვრცელი საზღვრებით. ისინი, როგორც საპატრიარქოები, მხოლოდ შემდგომ ჩამოყალიბდნენ V-VI საუკუნეებში. 325 წელს რომის იმპერიაშიც კი სახელმწიფო სარწმუნოებად მხოლოდ ცხადდებოდა და ეკლესიათა საზღვრებიც საბოლოოდ არც იყო განსაზღვრული. ამ პერიოდში ყალიბდებოდა საქართველოს ეკლესიაც. ამიტომაც, პიტიუნტში არსებულ ქრისტიანული თემის რომელიმე ეკლესიის ქვეშ დაქვემდებარებაზე ლაპარაკი შეუძლებელია. ანუ პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე ისევე შეიძლება მივიჩნიოთ ქართული ეკლესიის ქვეშ დაქვემდებარებულად, როგორც სხვა ეკლესიებისა.“
(მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე))

ზედა ზღვარი — 327 წელი

ზედა ზღვრად შეიძლება გამოყენებულ იქნას ქართლის გაქრისტიანებაში მონაწილე პიროვნებების — კონსტანტინე დიდისა და ელენე დედოფლის მოღვაწეობის წლები. ცნობილია, რომ კონსტანტინე დიდი გარდაიცვალა 337 წელს, ხოლო ელენე დედოფალი 327 წელს.

ქართლის გაქრისტიანება უნდა მომხდარიყო ელენესა და კონსტანტინე დიდის სიცოცხლეში ანუ მილანის ედიქტსა და ელენე დედოფლის გარდაცვალებამდე 313-327 წლებში.

მ. რიფსიმეს წამება — 317 წელი

 მთავარი სტატია: რიფსიმე.

წმ. რიფსიმე

მაშინ, როდესაც ქრისტიანი ქალწულები — წმინდა ნინო, წმინდა რიფსიმე და სხვები ქართილსაკენ მოეშურებოდნენ, რიფსიმე თავისი მშვენიერებისა და წარმომავლობის გამო სომხეთის მეფე თრდატ I-ის ინტერესის სფერო გახდა. იმის გამო რომ ქრისტიან რიფსიმეს თავი ქრისტესთვის ჰქონდა მიძღვნილი, მტკიცე უარზე იყო ცოლად გაყოლოდა ვინმეს, თუნდაც სამეფო წრის წარმომადგენელს.

ხოლო ვითარცა წარიკითხა თრდატ ბრძანება ესე კეისრისა, მსწრაფლ იწყო ძიებად მათდა, და პოვნა იგინი საწნეხელთა მათ შინა პირველ ჴსენებულთა.

და იხილა რა რიფსიმე, აღივსო გულის-თქმითა და განიხარა სიხარულითა დიდითა, და განიზრახა ცოლად მოყვანება მისი. ხოლო არა ერჩდა წმიდა რიფსიმე. მაშინ იწამა იგი, დედა-მძუძე მისი გაიანე და სხუანი მრავალნი მათთანანი, ვითარცა წერილ არს წამება მათი და სასწაული მოქცევასა შინა სომეხთასა. (რამეთუ მადლითა ღმრთისათა იქმნა მეფე თრდატ ეშუად). ხოლო რომელნი-მე მათ წმიდათაგანნი დაიმალნეს და ივლტოდეს.

მაშინ ესე წმიდა ნინო დაიმალა ეკალთა შორის ვარდისათა, რომელი-იგი ჯერეთ არა ყუაოდა მას ჟამსა. და ოდეს-იგი აღმოვიდოდეს სულნი წმიდათა მათ მოწამეთანი, იხილა წმიდამან ნინო სტეფანეს მსგავსი დიაკონი, ჩამომავალი ოლარითა ნათლისათა; და ჴელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლე, რომლისაგან გამოვიდოდა კუამლი სულნელებისა, რომელი ცათა დაფარვიდა, და მის თანა სიმრავლე ერთა ზეცისათა. და მათ შეერთნეს სულნი წმიდათა მოწამეთანი.

—ქართლის ცხოვრება

317 წელს სომხეთის მეფემ რიფსიმეს ენა მოაჭრა და უბრძანა ქვებით ჩაექოლათ, მისი მეგობარი გაიანე დანააწევრეს და ვეფხვებს შეაჭამეს. რიფსიმეს წამების შემდეგ ნინო ჯავახეთის გავლით მცხეთისკენ ეშურება.

არმაზის დაცემა

არმაზის კერპი განადგურებულ იქნა მისივე დღესასწაულის დღეს — 6 აგვისტოს (ქრისტიანულ ეკლესიაში ფერისცვალება დღე).

ხოლო მასვე დღესა რისხვისასა, ოდეს დასცხრა სეტყუა იგი და ქარი სასტიკი, მაშინ გამოვიდა წმიდა ნინო კლდისა მისგან ნაპრალისა და პოვა თუალი იგი ბივრილი, აღიღო და წარმოვიდა წინა-კერძო დასასრულსა მის კლდისა ცხჳრისასა, სადა ყოფილ იყო ძუელი ციხე, და მუნ დგა ხე ერთი ბრინჯისა, შუენიერი, მაღალი და რტო-მრავალი, სადა-იგი ყოფილ-იყო ბარტამ მეფისა საგრილი და განსასუენებელი. და მივიდა ხესა მას ქუეშე, გამონიშნა ნიში ქრისტეს ჯუარისა და ილოცვიდა მუნ ექუს დღე. და მადლობდა ღმერთსა და ევედრებოდა, რათა მოხედნეს წყალობით ერსა მას შეცთომილსა და იჴსნეს ეშმაკისაგან. ხოლო ოდეს იქმნა ესე, ჟამი იყო მეექუსე, და დღე მეექუსე და თჳსა მის, ოდეს იგი ევმანოელ თაბორს მამისა ხატი უჩუენა თავთა მათ მოწაფეთა და თავთა მათ წინასწარმეტყუელთა.

—ქართლის ცხოვრება

თუ მზის დაბნელება იყო 319 წლის 6 მაისს, ხოლო რიფსიმე აწამეს 317 წლის 30 მარტს, მაშინ არმაზის განადგურბის დღე — 6 აგვისტო, შეიძლება ყოფილიყო ან 317, ან 318 წელი.

მირიან მეფის „მზის დაბნელება“

მზის სრული დაბნელება — 319 წლის 6 მაისი

(რიცხვები მოცემულია ძველი სტილით)

ქართლის ისტორიული წყაროების მიხედვით მირიან მეფეს თხოთის მთაზე „მზე დაუბნელდა“. მრავალი მეცნიერი თუ ისტორიკოსი ამოწმებდა აღნიშნულ მოვლენას და ყველა დადიოდა ერთ დასკვნაზე: თხოთის მთის მიდამოებში მირიან მეფის მეფობის პერიოდში არცერთი სრული დაბნელება არ შეინიშნებოდა. საქმე იმაში მდგომარეობდა რომ 1878 წელს თეოდორ ოპპოლცერის მიერ შემუშავებული მყარი რუკები, რომლებზეც დატანილი იყო მზის სრული დაბნელებები არ იყო ზუსტი, რომლითაც ხელმძღვანელობდა მთელი მეცნიერება. 2014 წელს ფრედ ესპენაკის მიერ შეიქმნა ახალი რუკები, რომლის ხელში იყო უფრო დაზუსტებული მონაცემები ციური სხეულების მოძრაობისა და ბრუნვისა.

ძველი მეთოდოლოგიისაგან განსხვავებით, თანამედროვე სატელიტურმა საშუალებებმა დადგინდა, რომ 313-327 წლების ინტერვალში დედამიწაზე მოხდა 10 მზის სრული დაბნელება.

კატ. ნომ.თარიღიდროSaros Num.Ecl. TypeGammaEcl. Mag.Lat.Long.Sun Alt.ხანგრძლივობატრაექტორია
05513313 სექ. 0707:32:5788T-0.31081.02819.8° S88.7° E71.8°02 წთ. 30 წმ.SE0313-09-07T.gif
05516315 იან. 2204:06:1365T-0.96361.034471.5° S104.1° W14.9°01 წთ. 48 წმ.SE0315-01-22T.gif
05518316 იან. 1119:59:2475T-0.29351.040638.5° S80.1° W72.7°03 წთ. 18 წმ.SE0316-01-11T.gif
05521317 ივნ. 2515:23:1390T-0.53701.02888.7° S23.8° W57.5°03 წთ. 04 წმ.SE0317-06-25T.gif
05526319 მაი. 0616:29:0872T0.53191.050848.0° N46.8° W57.6°03 წთ. 56 წმ.SE0319-05-06T.gif
05529320 ოქტ. 1809:46:0987T0.23081.02632.9° N64.8° E76.6°02 წთ. 36 წმ.SE0320-10-18T.gif
05531321 ოქტ. 0801:09:3997T0.90181.044554.6° N141.7° W25.2°03 წთ. 05 წმ.SE0321-10-08T.gif
05536324 თებ. 1113:18:5484T-0.35431.045734.3° S21.2° E69.1°03 წთ. 50 წმ.SE0324-02-11T.gif
05541326 ივნ. 1614:42:0171T-0.80711.040330.0° S3.0° W36.0°03 წთ. 43 წმ.SE0326-06-16T.gif
05543327 ივნ. 0606:52:2181Tm-0.04131.081020.5° N106.9° E87.8°07 წთ. 03 წმ.SE0327-06-06T.gif

აქედან მზის სრული დაბნელება, რომელიც თხოთის მთასთან კავშირში აღმოჩნდა, იყო შესაბამისად: 313, 319 და 320 წლების მზის დაბნელებები, ხოლო აქედან 320 წლისა — 313 წლის მზის დაბნელების აქტიობაზე თხოთის მთის მიდამოებში ოდნავ მეტია, მაგრამ ვერანაირად ვერ მივლენ 319 წლის 6 მაისის თხოთის მთის მზის დაბნელებასთან, რადგანაც ამ დროს ის იმყოფებოდა ეპიცენტრში.

მოგვიანებით, მცხეთის მიდამოებში არსებული „სასწაულებრივი ხისგან“ გამოთლიან სამ ჯვარს, რომლიდანაც ერთს თხოთის მთაზე, მეორეს ჯვრის მონასტრის ადგილას და მესამეს კი უჯარმაში აღმართავენ. თანამედროვე სატელიტური დაკვირვებბეით დადგინდა, რომ 319 წლის 6 მაისის მზის სრული დაბნელება დაიწყო მექსიკის წყნარი ოკეანის ნაპირებიდან და დასრულდა საქართველოში საგარეჯოსთან.

319 წლის 6 მაისის მზის სრული დაბნელება და აღმართული სამი ჯვარი. (ლურჯი ხაზით შემოსაზღვრულია სრული დაბნელების არეალი, ხოლო წითლით უბრალოდ მისი ცენტრალური ხაზი. მზის დაბნელების ხარისხი ლურჯი პერიმეტრის შიგნით ყველგან ერთნაირია)
319 წლის 6 მაისის მზის სრული დაბნელება და აღმართული სამი ჯვარი.
(ლურჯი ხაზით შემოსაზღვრულია სრული დაბნელების არეალი, ხოლო წითლით უბრალოდ მისი ცენტრალური ხაზი. მზის დაბნელების ხარისხი ლურჯი პერიმეტრის შიგნით ყველგან ერთნაირია)
მზის სული დაბნელება, მზის აქტივობის მინიმუმში (ჩანახატი)

თუ დავაკვირდებით მზის სრულ დაბნელებას, მზის აქტივობის მინიმუმში დავინახავთ მთვარის ოთხ მხარეს გამომავალ სხივებს რომელიც მას ჯვრის ფორმას აძლევს. აღნიშნული მდგომარეობა იყო თხოთის მთაზე 319 წელს და შესაბამისად მირიან მეფემ ეს აღნიშნული ჯვრის სიმბოლოც დაინახა.

ზოგადად მირიან მეფე ნებროთიანთა დინასტიის პრიველი წარმომადგენელი იყო და მისთვის უცხო არ იყო ასტრონომია და მათ შორის მზის დაბნელების მოვლენაც, რომელიც არც თუ იშვიათად ხდება. ძველი ასტრონომებისთვის ასევე საკმაოდ ცნობილი იყო მზის დაბნელების ჯვრისმაგვარი სხივები მზის აქტივობის მინიმუმში.

სასანიდების დინასტიის ოთხსივიანი დროშა
ბოლნური ჯვარი წუღრუღაშენში
ფეხზე მდგარი ბოლნური ჯვარი ვალეში

სპარსეთში, მირიანის დროს სასანიდების დინასტიას ჰქონდა ოთხსხივიანი დროშა, რომელიც სავარაუდოდ მზის დაბნელებასთან კავშირში იყო. აღნიშნული ტიპი ახლოს დგას ადრეულ პერიოდში გავრცელებულ "ბოლნურ ჯვართან", რომელიც წარმოადგენს ფეხზე მდგარ გამოსახულებას.

ძველ სამყაროში აღნიშნული ტიპის მზის დაბნელება მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნდათ. ამიტომ მირიანი, რომლის მოგვი (ასტრონომი) მძიმე სენისაგან წმინდა ნინომ განკურნა, უნდა ყოფილიყო საქმის კურსში ასეთი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის არსებობის შესახებ. ამიტომ ასეთი მზის დაბნელება მისთვის უკვალოდ არ ჩაივლიდა.

თვალთ დაბნელება — 318 წლის 20 ივლისი, შაბათი

აღნიშნული მოვლენა ასახულია ქართლის ცხოვრებაში სადაც „დაბნელების“ დღედ 20 ივლისი შაბათია სახელდებული.

და იყო. დღესა ერთსა ზაფხულისასა, თუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, განვიდა მეფე ნადირობად მუხნარით-კერძო, და მოუჴდა უჩინო იგი მტერი, ეშმაკი, და შთაუგდო გულსა სიყუარული კერპთა და ცეცხლისა; და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახჳლითა მოწყუედასა ყოველთა ქრისტიანეთასა. და რქუა მეფემან ოთხთა თანა-მზრახველთა მისთა: "ღირს ვართ ჩუენ ღმერთთა ჩუენთაგან ბოროტის ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებასა მათსა და მიუშჳთ ჩუენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქუეყანასა ჩუენსა: რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკჳრველებათა მათ. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა ბოროტად მოვსრნეთ ყოველნი მოსავნი ჯუარ-ცმულისანი და უმეტეს შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთა მათ მპყრობელთა ქართლისათა; ვამხილოთ ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანება და დატეობა სჯულსა ჯუარ-ცმულისასა, და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყუარული მისი და სხუათა-ვე თანა წარვწყმიდო იგი-ცა". და დაუმტკიცეს განზრახვა მისი თანა-მზრახველთა მათ, რამეთუ მჴურვალედ იყვნეს იგინი საქმესა ამას, და ნებვიდა პირველითგან და ვერ იკადრებდეს განცხადებად.

ხოლო მეფემან მოვლო ყოველი სანახები მუხნარისა და აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა მაღალსა, რათა-მცა მოიხილა კასპად და უფლისციხედ. განვიდა თხემსა მთისასა. შუა-სამხრისა ოდენ დაბ/ნელდა მზე მთასა ზედა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი, და დაიპყრნა ბნელმან არენი და ადგილნი. და განიბნივნეს ურთიერთას ჭირისაგან და ურვისა.

და დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული. დადგა ერთსა ადგილსა და წარეწირა სასოება ცხოვრებისა მისისა. და ვითარცა მოეგო თავსა თჳსსა ცნობასა, და განიზრახვიდა ესრეთ გულსა თჳსსა: "აჰა ესე-რა, ვხადე ღმერთთა ჩემთა და არა ვპოვე ჩემ ზედა ლხინება. აწ, რომელსა-იგი ქადაგებს ნინო ჯუარსა და ჯუარ-ცმულსა და ჰყოფს კურნებასა, მისითა მოსავობითა, არა-მცა ძალ ედვა-ა ჴსნა ჩემი ამის ჭირისაგან? რამეთუ ვარ მე ცოცხლივ ჯოჯოხეთსა შინა და არა უწყი, თუ ყოვლისა ქუეყანისათჳს იქმნა დაქცევა ესე, ანუ თუ ჩემთჳს ოდენ იქმნა. აწ, თუ ოდენ ჩემთჳს არს ჭირი ესე, ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი ესე და მიჩუენე საყოფელი ჩემი; და აღვიარო სახელი შენი, და აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყუანის-ვცე მას და აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა, და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა".

ესე ყოველი რა წართქუა, განთენა და გამობრწყინდა მზე. და გარდაჴდა მეფე ცხენისაგან, დადგა მას-ვე ადგილსა, განიპყრნა ჴელნი აღმოსავლით ცად მიმართ და თქუა: "შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყჳს; და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისაგან, ცასა ქუეშე და ქუეყანასა ზედა. რამეთუ შენ მიჴსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი. აჰა ესე-რა, მიცნობიეს, რამეთუ გინდა ჴსნა ჩემი, ლხინება და მიახლება შენდა, უფალო კურთხეულო. ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯუარისა, რომლითა იდიდებოდის სახელი შენი და იჴსენებოდის საქმე ესე სასწაული უკუნისამდე". დადაისწავა ადგილი იგი და წარმოემართა. იხილეს ნათელი და მოერთო ერი განბნეული. ხოლო მეფე ღაღადებდა: "მიეცით ღმერთსა ნინოსსა დიდება, რამეთუ იგი არს საუკუნითგან ღმერთი და მას მხოლოსა შუენის დიდება უკუნისამდე".ქართლის ცხოვრება

ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული დღეები წარმოდგენილია ძველი სტილით, რაც ასტრონომიული კალენდრის (გრიგორიანული კალენდარი) მიხედვით 1 დღით მეტს ნიშნავს, მაშასადამე ასტრონომიული კალენდრის შესაბამისად, 318 წლის 20 ივლისი ექვივალენტურია იულიუსის კალენდრის ამავე წლის 21 ივლისის.

თ ა ვ ი მ ე შ ჳ დ ე, მამაო გუაკურთხენ

და იყო. დღესა ერთსა ზაფხულისასა, თუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, განვიდა მეფე ნადირობად მუხნარით-კერძო, და მოუჴდა უჩინო იგი მტერი, ეშმაკი, და შთაუგდო გულსა სიყუარული კერპთა და ცეცხლისა; და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახჳლითა მოწყუედასა ყოველთა ქრისტიანეთასა. და რქუა მეფემან ოთხთა თანა-მზრახველთა მისთა: „ღირს ვართ ჩუენ ღმერთთა ჩუენთაგან ბოროტის ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებასა მათსა და მიუშჳთ ჩუენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქუეყანასა ჩუენსა: რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკჳრველებათა მათ. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა ბოროტად მოვსრნეთ ყოველნი მოსავნი ჯუარ-ცმულისანი და უმეტეს შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთა მათ მპყრობელთა ქართლისათა; ვამხილოთ ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანება და დატეობა სჯულსა ჯუარ-ცმულისასა, და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყუარული მისი და სხუათა-ვე თანა წარვწყმიდო იგი-ცა.

25 მარტს პარასკევ დღეს მირიან მეფემ „საკვირველი ხე“ მოაჭრევინა და 37 დღის შემდეგ 1 მაისს, რომელიც კვირა დღე იყო გამოათლევინა სამი ჯვარი.

ვითარცა ნათელ-იღეს მეფემან, და დედოფალმან, და შვილთა მათთა, და ყოველმან ერმან, მაშინ დგა ხე ერთი ადგილსა ერთსა, კლდესა ზედა ბორცუსა შეუვალსა, და იყო ხე იგი შუენიერი ფრიად და სულნელი...

ესე მოჰკუეთეს მარტსა ოცდახუთსა, დღესა პარასკევსა. და დაადგრა ხე იგი ეგრეთ დღესა ოცდაჩჳდმეტსა, და არა შეიცვალა ფერი ფურცელმან მისმან, ვითარცა დგა ძირსა-ვე ზედა მისსა, თავსა ზედა წყაროსასა, ვიდრემდის ყოველნი ხენი მაღნარისანი შეიმოსნეს ფურცლითა და ხენი ნაყოფისა გამომღებელნი შეიმოსნეს ყუავილითა.

მაშინ თუესა მაისსა ერთსა შექმნნეს ჯუარნი ესე, და შჳდსა ამის თჳსასა აღმართნეს ჴელის დადებითა მეფეთათა, სიხარულითა და წადიერებითა ყოვლისა ერისა ქალაქისათა, და იყვნეს ეკლესიასა შინა.

ხოლო დიდნი იგი მთავარნი არა განეშორებოდეს ეკლესიასა წმიდასა, და სუეტსა ნათლისასა, და ჯუარსა მას ცხოველსა, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ უზომოთა და კურნებათა მათ მიუთხრობელთა. და დღესა კჳრიაკესა აღვსებისა ზატიკსა ყო მირიან მეფემან და ყოველმან მცხეთამან, შეწირეს შესაწირავი იგი დღე განაწესეს ჯუარისა მსახურებად, აღვსებისა ზატიკი, ყოველმან ქართლმან მოდღენდელად დღედმდე.

—ქართლის ცხოვრება

აღვსების ზატიკის-ზატიკს დააწესეს გოლგოთის ჯვრის დღესასწაული, იზეიმება აღვსებიდან ანუ აღდგომიდან ორი კვირის თავზე, კვირა დღეს.

1 მაისი კვირა დღე (აღვსების ზატიკის-ზატიკის დღე) 313-337 წლებში იყო: 315320326 და 337 წლებში.

ზატიკის აღვსებიდან გამომდინარე, აღდგომა დღე იყო 17 აპრილი.

17 აპრილი აღდგომა დღე 313-337 წლებში იყო, მხოლოდ 320 წელს.

მირიან მეფის ბრძანებით, სრულიად იბერიაში, ნიშნად ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა, ერთად პირველი საზეიმო წირვა-ლოცვა გადაიხადეს 320 წლის 17 აპრილს აღდგომა დღეს.

пятница, 9 сентября 2022 г.

მდინარის სამყაროს ღმერთები (ფილმი, 2010)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

მდინარის სამყაროს ღმერთები (ფილმი, 2010)

(ინგლ. Riverworld; ასევე მოუწოდა Riverworld) არის ორნაწილიანი სატელევიზიო ფილმი, რეჟისორი სტიუარტ გილარდი, რომელიც ეფუძნება მწერალ ფილიპ ხოსე ფერმერის წიგნებს Riverworld-ის ციკლიდან, ამავე სახელწოდების პილოტური ეპიზოდის რიმეიკი, გადაღებული 2003 წელს. ეს არის SyFy Channel-ის მეორე მცდელობა შექმნას სატელევიზიო სერიალი ფილიპ ხოსე ფერმერის ფანტასტიკურ/სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანზე დაფუძნებული, 2003 წლის ფილმთან ერთად მდინარის სამყაროს ღმერთები (როდესაც Sci Fi Channel ჯერ კიდევ არსებობდა).
სიუჟეტი - მთავარ როლს ასრულებენ თამო პენიკეტი (ცნობილია სერიებიდან Battlestar Galactica და A Doll's House) და ლორა ვანდერვორტი (ცნობილია სერიებიდან Smallville და The Visitors). პენიკეტი თამაშობს მეტს, სამხედრო ჟურნალისტს, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს დასახლებას. ვანდერვორტი, როგორც ქერა ჯესი, საუკეთესო ტურისტული მეგზური. როდესაც მეტი ჯესის შესთავაზებს, თვითმკვლელი ბომბი აფეთქდება და გმირები რივერ სამყაროში აღმოჩნდებიან.

მდინარე სამყარო სინამდვილეში პლანეტაა, რომელიც გარშემორტყმულია ერთი გიგანტური, ერთი შეხედვით გაუთავებელი მდინარით. ფანტასტიკური წინაპირობა არის ის, რომ ყველა ადამიანი, ვინც ოდესმე ცხოვრობდა და გარდაიცვალა დედამიწაზე, როგორღაც აღდგა სიცოცხლისთვის მდინარის სამყაროს გაუთავებელ ნაპირებზე. მათი რეინკარნაციის მიზანი უცნობია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ სამყაროს ოსტატებმა, რომლებსაც მცველები ჰქვია, პლანეტა საკუთარი დიდი მიზნისთვის დააპროექტეს. ყველა ხელახლა დაბადებული საკვებით მარაგდება, არავინ შიმშილობს, ყველა დაუბრუნდა აქტიურ ასაკს - 25-30 წლის. მაგრამ არ არსებობს კანონი და წესრიგი, ამიტომ ყველა ისე იქცევა, როგორც უნდა. ამან გამოიწვია მინი-სახელმწიფოების გაჩენა, რომლებსაც ხშირად ხელმძღვანელობდნენ სხვადასხვა ისტორიული ფიგურები. მდინარის სამყაროში დროს არ აქვს მნიშვნელობა, ასე რომ თქვენ შეიძლება მოკვდეთ ერთდროულად, როგორც თქვენი საუკეთესო მეგობარი (მეტის შემთხვევაში, თქვენი საცოლე), მაგრამ ის შეიძლება იყოს ამ სამყაროში თქვენამდე წლებით ადრე.
იხ. ვიდეო  -  video - Riverworld (2010) (Trailer)



პირველ ორ ეპიზოდში მეთი აღმოაჩენს, რომ ის აირჩია ერთ-ერთმა მცველმა, რომელიც აცნობებს მას მცველებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომის შესახებ. მეტი გაიგებს, რომ ჯესისთან გაერთიანების მიზნით, მან უნდა შეაჩეროს სერ რიჩარდ ბარტონი (პიტერ უინგფილდი ჰაილენდერის სახელით), რომელიც გაერთიანდა ცნობილ ესპანელ კონკისტადორ პისაროსთან (ბრიუს რემსი). ბარტონი სხვა გვარდიანის (ალლან კუმინგის) ეგიდით იმყოფებოდა, რომელმაც მას საკუთარი მისია დაავალა. გზად მეტი ხვდება სხვა ხელახლა დაბადებულებს: ქალი სამურაი ტომოე გოზენი (ჟანანე გოსენი), სამუელ კლემენსი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით მარკ ტვენი (მარკ დეკლინი) და მის ძველ მეგობარს, ომის ფოტოგრაფ საიმონს (არნოლდ პინოკი), რომელიც ეუბნება მეტს. რატომ არ არის მდინარის სამყაროში ხელახლა დაბადებული ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან (ორიგინალური წიგნის მიხედვით, კაცობრიობის უმეტესი ნაწილი გაანადგურეს უცხოპლანეტელებმა).

როლებში
თამო პენიკეტი – მეთ
ლორა ვანდერვორტი - ჯესი
მარკ დეკლინი - სემ კლემენსი (მარკ ტვენი)
პიტერ ვინგფილდი - რიჩარდ ბარტონი
ჟანან გოსენი ტომოე გოზენის როლში
რომინა დ'ჰუგო - ალეგრა
Kwesi Ameyau - იუსეფი
თეა გილი - მეურვე ქალი
ალან კამინგი - მოღალატე მცველი
არნოლდ პინიკ საიმონი
ბრიუს რემზი - ფრანსისკო პისარო
ალექს პაუნოვიჩი - ბერნარდო
პანუ - მეურვე კაცი

მდინარის სამყაროს ღმერთები (ფილმი, 2003)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

მდინარის სამყაროს ღმერთები (ფილმი, 2003)

(ინგლ. Riverworld) არის სამეცნიერო ფანტასტიური მხატვრული სიგრძის საპილოტე ეპიზოდი სერიალიდან, რომელიც არასოდეს ყოფილა გადაღებული. იგი გამოვიდა Sci-Fi არხზე 2003 წელს. ფილმი დაფუძნებულია ფილიპ ხოსე ფერმერის წიგნებზე სერიიდან "მდინარის სამყარო". შოუ 2001 წელს დაიწყო.
სიუჟეტი - 2009 წელს დედამიწაზე მეტეორულმა წვიმამ ასტრონავტ ჯეფ ჰეილის (ბრედ ჯონსონი) სიცოცხლე შეიწირა. ის წყალქვეშ იღვიძებს ნეფრიტის ბუშტში. იდუმალებით მოცული ფიგურა ბუშტს ჯოხით აჭედებს, შუბლზე ეხება და იძულებით ავსებს გონებას ხილვებით. გაოგნებული და აგონიაში, ის მალევე აღმოჩნდება, რომ შიშველი ცოცავს ლითონის კონტეინერებით მოფენილ სანაპიროზე; კონტეინერები შეიცავს უნისექს ტანსაცმელს. მალე წყლიდან ასობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან და ისტორიული ეპოქიდან გამოდის, ასევე შიშველი და იწყებენ კონტეინერების დემონტაჟს. ბედის ირონიით, ისინი ყველა ერთსა და იმავე ენაზე საუბრობენ, მარტოხელა ნეანდერტალელის გარდა, რომელსაც არ შეუძლია საუბარი.

ჰეილი გაიგებს, რომ ხილული სამყარო უზარმაზარი მდინარის ნაპირია. ყველას, ვინც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე ისტორიის ნებისმიერ დროს, უფლება აქვს დაიწყოს ახალი სიცოცხლე მდინარის სამყაროში (თუნდაც ეს სუბიექტი იყოს კოსმოსური უცხოპლანეტელი, რომელიც დედამიწაზე იმყოფებოდა სიკვდილის დროს). დაუყოვნებლივ არ არის ნათელი, არის თუ არა მდინარის სამყარო სამოთხე, სხვა პლანეტა თუ სხვა განზომილება. საიდუმლოებით მოცული ფიგურები გაურკვეველია, მაგრამ მათი მიზანი გაურკვეველია. საკმარისი საკვებია და კლიმატი რბილია. თავშესაფრის საჭიროება ადვილად კმაყოფილდება ხელმისაწვდომი რესურსებითა და მარტივი ხელით სამუშაოებით.

შემდგომში ნეანდერტალელი მოკლა კაცმა, რომელიც თავს ლუციუს დომიციუს აჰენობარბუსად (ჯონათან ტორტი) წარადგენს. ლუციუსი ისტორიაში ცნობილია როგორც ნერონი, თუმცა თავიდან ის თავს უბრალო რომაელ ჯარისკაცად იჩენს. ნერონის სისასტიკით მას ოლქის ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა აძლევს; რომის იმპერატორის პოპულარობა მას აკონტროლებს რომაელთა უდავო უმრავლესობაზე მდინარის სამყაროს ამ უახლოეს ნაწილში.

ჰეილი ხვდება ბევრ სხვა ისტორიულ ცნობილ ადამიანს, როგორიცაა ქედმაღალი და თავდაჯერებული სამუელ კლემენსი (კამერონ დეიდუ), რომელიც აშენებს გემს მდინარის შესასწავლად.

ნერონი, პოტენციური მოკავშირე, რომელმაც გვერდი აუარა სახიფათო მტერს, აპირებს გამოიყენოს კლემენსის ორთქლმავალი მდინარის გასწვრივ თავისი ბატონობის გასაფართოვებლად. ის იპყრობს ჰეილს და მის ამხანაგებს, აიძულებს კლემენსს ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა იაროს გემზე. ჰეილი და სხვები საბოლოოდ ამარცხებენ ნერონს და მის კაცებს და დაიბრუნებენ ორთქლის გემს. ჰეილი კლავს თავად ნერონს, პირველად მოკლავს ადამიანს, მაგრამ ეშინია, რომ ეს დიდხანს არ იქნება საკმარისი. ისინი მიემართებიან დინების ზემოთ, რათა გაეცნონ მდინარის სამყაროს საიდუმლოებებს.

თუმცა, მალე ირკვევა, რომ თუ მოგკლავენ, მაშინ ხელახლა დაიბადები, მაგალითად, ნერონი, რომელიც ახალ სხეულში აღდგება სხვაგან მდინარის ნაპირზე...

როლებში
ბრედ ჯონსონი [en] - ჯეფ ჰეილი, ასტრონავტი
ემილი ლოიდი - ალისა ლიდლი (ალისა ლიდელ ჰარგრივსი)
კარენ ჰოლნესი, როგორც მალი, მკვდარი აფრიკელი მონა
ბრაიან მური - მანატი, უცხოპლანეტელი
კამერონ დადო სემის როლში, თემის ლიდერი, რომელიც აშენებს გემს
ჯონათან კეიკი - ნერონი, რომის იმპერატორი
პაოლო როტონდო ფლავიუსის როლში, ნერონის დაცვის უფროსი
პატრიკ კაკე
კოლინ მოილენჯერი
ლოიდ ედვარდსი - შავი კაპიუშონიანი უცხოპლანეტელი (მიიწერება, როგორც იდუმალი უცნობი)
ჯერემი ბირჩალი, როგორც ლეო, პოლონელი მეცნიერი
ნიკიტა კირსლი - მუნჯი გოგონა
კევინ სმიტი - ვალდემარი, ვანდალების ლიდერი
სლეიდ ლიფი - ნეანდერტალელი.
ხ. ვიდოე - Кино Фильм фантастика по книге Фармера. Боги речного мира - Теперь он понимает, что находится в другом мире, а миром правит жестокий римский император! Зарубежный фильм, Фантастика, Фантазия, Фэнтези. Существует другая экранизация этого фильма, где схож лишь смысл воплощений, смотрите на этом канале следующее кино по книге, про жизнь после "Мир реки"
Канал с фильмами, подпишись, только лучшее ждет впереди.
საინტერესო კინოა.......




                

ეპისტოლარული რომანი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

            ეპისტოლარული რომანი


სამუელ რიჩარდსონის ეპისტოლარული რომანის პამელას მეორე გამოცემის სათაური გვერდი; ან, სათნოება დაჯილდოვდა (1740), ბესტსელერი ადრეული ეპისტოლარული რომანი, რომელმაც გამოიწვია მხატვრული ინტერესი ეპისტოლარული ფორმის მიმართ.
  
(ბერძნული ეპისტოლიდან - წერილი, შეტყობინება) - ერთგვარი რომანი, რომელიც წარმოადგენს ამ რომანის ერთი ან რამდენიმე გმირის წერილების ციკლს. ასოები გამოხატავს პერსონაჟების ემოციურ გამოცდილებას, ასახავს მათ შინაგან ევოლუციას.

ევროპულ ლიტერატურაში ჟანრის ერთ-ერთი პირველი მაგალითია გაბრიელ ჯოზეფ გილერაგას პორტუგალიური წერილები (1669 წ.), რომელიც ლიტერატურული ხუმრობაა - პორტუგალიელი მონაზონის მარიანა ალკოფორადოს სასიყვარულო წერილების კრებული. კიდევ ერთი რომანი მე-17 საუკუნის წერილებში არის აფრა ბენის „აზნაურისა და მისი დის სასიყვარულო მიმოწერა“ (1684).

ჟანრი ძალიან პოპულარული გახდა მე-18 საუკუნის ლიტერატურაში, განსაკუთრებით სენტიმენტალისტი მწერლების შემოქმედებაში. ჟანრის პოპულარობა გაიზარდა სამუელ რიჩარდსონის რომანების წარმატებამ (პამელა, ან სათნოებით დაჯილდოვებული, კლარისა, ან ახალგაზრდა ქალბატონის ამბავი, რომელიც შეიცავს პირადი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს და აჩვენებს, კერძოდ, კატასტროფებს, რომლებიც შეიძლება შედეგია როგორც მშობლების, ისე ბავშვების არასწორი ქცევა ქორწინებასთან დაკავშირებით“, „სერ ჩარლზ გრანდისონის ისტორია“).

მე-18 საუკუნეში საფრანგეთში წერილებით რომანები დაიწერა შარლ ლუი დე მონტესკიემ („სპარსული წერილები“, ეძღვნებოდა სოციალურ და ფილოსოფიურ საკითხებს), ფილიპ ბრიდარ დე ლა გარდეს („ტერეზას წერილები“), ჟან-ჟაკ რუსო („ჯულია, ან“. New Eloise"), Choderlos de Laclos ("საშიში კავშირები"). გერმანიაში, ამავე დროს, იოჰან ვოლფგანგ გოეთემ წერილებით მიმართა რომანის ჟანრს („ახალგაზრდა ვერტერის ტანჯვა“).

რომანტიზმის ლიტერატურაში ჟანრის განვითარება გაგრძელდა. წერილების სახით შეიქმნა ჯულია კრიდენერის ("ვალერი"), ეტიენ დე სენაკურის ("ობერმანი"), იოჰან კრისტიან ფრიდრიხ ჰოლდერლინის ("ჰიპერიონი") რომანები. ეპისტოლარული ჟანრის ტექნიკა გამოიყენებოდა ჯეინ ოსტინის ლედი სუზანშიც. ნეორომანტიკულ ლიტერატურაში ჟანრის ტექნიკა შეიმუშავა ბრემ სტოკერმა („დრაკულა“).

რუსულ ლიტერატურაში შეუძლებელია არ ვახსენოთ ფიოდორ დოსტოევსკის პირველი რომანი „ღარიბი ხალხი“, რომელიც დაიწერა 1844-1846 წლებში, როცა ავტორი ოცდახუთი წლის იყო. რომანში ასახულია მაკარ ალექსეევიჩისა და ვარვარა დობროსელოვას მიმოწერა.

ეპისტოლარული რომანის გვიანდელ ნიმუშებს შორის შეიძლება აღინიშნოს ვიქტორ შკლოვსკის ზოოპარკი ან წერილები არა სიყვარულის შესახებ (1923), დაწერილი მის მიერ ემიგრაციაში და ვენიამინ კავერინის რომანი სარკის წინ (1972), შექმნილი ქალის ნამდვილი წერილების საფუძველზე. რომანის მოვლენები მოიცავს 1910 წლიდან 1932 წლამდე პერიოდს.

ინტერნეტის წყალობით ელექტრონულ მიმოწერაზე დაფუძნებული რომანებიც გამოჩნდა. პირველი მნიშვნელოვანი რომანი, რომელიც დაწერილია ესპანურ ენაზე და ეხება ექსკლუზიურად ელ.ფოსტის მიმოწერას, არის პუერტო-რიკოელი ავტორის ლუის ლოპეს ნიევსის „ვოლტერის გული“ (2005). ტრადიციული ეპისტოლარული რომანისგან განსხვავებით, რომანში ელექტრონული ფოსტის გამოყენება სიუჟეტს უფრო დინამიურს ხდის, რადგან ინტერნეტი საშუალებას აძლევს შეტყობინებებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში რამდენიმე წამში მიაწოდოს.

„ჩემი აზრით, საკმარისია შეაგროვოთ ადამიანების წერილები (მსუბუქად შეეხეთ მათ რედაქტორის გამოცდილი, ფრთხილად და გონივრული ხელით) და გამოაქვეყნოთ - და მიიღებთ მსოფლიო მნიშვნელობის ახალ ლიტერატურას. ლიტერატურა, რა თქმა უნდა, ადამიანებზე დაკვირვებით მოდის. მაგრამ სად შეიძლება მათი ნახვა მათ წერილებში“ - ანდრეი პლატონოვი.
იხ. ვიდეო - video - "What is an Epistolary Novel?": A Literary Guide for English Students and Teachers -   What does epistolary novel mean? What are some examples of epistolary novels and how should they be read? Professor Evan Gottlieb answers these questions using examples from Samuel Richardson's Pamela, Bram Stoker's Dracula, the Paranormal Activity series, and other popular novels and films.




Microsoft PixelSense

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    Microsoft PixelSense

 (ადრე ერქვა Microsoft Surface-ი, რაც ახლა Microsoft-ის მიერ გამოშვებულ პლანშეტურ კომპიუტერს ჰქვია) — ინტერაქტიული, სენსორული კომპიუტერული პლათფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ერთ ან მეტ ადამიანს, გამოიყენოს სენსორული ეკრანი როგორც თითებით, ისე სხვა რეალური საგნებით. ეს პლათფორმა შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: სპეციალური სენსორული მოწყობილობისგან (რომელიც დიდ, ტელევიზორს მოგვაგონებს) და ამ მოწყობილობაში ჩაწერილი სპეციალური პროგრამებისგან, რომლებსაც მართავს საოპერაციო სისტემა Windows-ი. პროგრამული უზრუნველყოფა ქმნის 360 გრადუსიან სამომხმარებლო ინტერფეისს, რაც საშუალებას იძლევა, რომ მოწყობილობის გარშემო მყოფმა რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად აკეთოს რამე სენსორულ ეკრანზე. პლათფორმის უმთავრესი ფასეულობა არის ბუნებრივი სამომხმარებლო ინტერფეისი (ინტერფეისი, სადაც არ არის ზედმეტი ხელოვნური ღილაკები, და რომლის მოხმარებასაც სწავლა არ სჭირდება, საჭიროა მხოლოდ მარტივი მოძრაობებით თით(ებ)ის, ხელ(ებ)ის ან საგნ(ებ)ის ეკრანზე შეხება, რადგან მისი სამართავი მოქმედებების ბუნებრივობისა და ლოგიკურობის გამო მისი ათვისება საკმაოდ ადვილია იმ ადამიანთათვისაც კი, რომელთაც ტექნიკასთან შეხება არასდროს ჰქონიათ).

                                              მიმოხილვა

PixelSense-ის პირველი ვესია: Microsoft Surface 1.0 საჯაროდ წარდგენილ იქნა 2007 წლის 29 მაისს, D5-ის (D: All Things Digital-ის მე-5 კონფერენცია) კონფერენციაზე. D: All Things Digital-ი არის კონფერენცია, რომლის დამფუძნებელი არის უოლტ მოსბერგი (Walt Mossberg). ეს ადამიანი ასევე არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტექნოლოგიური ვებსაიტისა: All Things Digital (allthingsd.com).

2008 წელს Microsoft Surface 1.0 საბოლოოდ გაეშვა გაყიდვაში. მისი ეკრანი არის უკანა პროექციის (Rear projection) ტექნოლოგიით შექმნილი. ეკრანის ფიქსელური ზომაა 1024x768 (4:3 შეფარდებით, ეს გულისხმობს იმას, რომ ფიქსელები კვადრატული ფორმისაა), ხოლო დიაგონალის სიგრძე არის 76 სმ (30 დუიმი/ინჩი). ამ მოწყობილობაში ჩამონტაჟებულია ხუთი თითქმის-ინფრაწითელი კამერა, რომელიც შიგნიდან უყურებს ეკრანს (თითქმის-ინფრაწითელი (Near-infrared) ეწოდება ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რომლის ტალღის სიგრძის დიაპაზონი მოთავსებულია ადამიანის თვალის მიერ აღქმადი ტალღის სიგრძის დიაპაზონსა და მოკლე-ინფრაწითელი (Short-wavelength infrared) ტალღის სიგრძის დიაპაზონს შორის). ეს კამერები მგრძნობიარენი არიან თითქმის-ინფრაწითელი გამოსხივების მიმართ და წამში დაახლოებით 60 სურათს აფიქსირებენ, ამიტომ თავისუფლად აღიქვამენ ეკრანზე თითების ან რაიმე სხვა საგნების შეხებას. მოწყობილობა იდგმება მაგიდასავით, ანუ ეკრანი არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამ პროდუქტის დიზაინი და პლათფორმის პროგრამის სამომხმარებლო ინტერფეისი ისეა შექმნილი, რომ ეკრანის გარშემო მყოფ რამდენიმე ადამიანს თავისუფლად შეუძლია ერთდროულად გამოიყენოს სენსორული ეკრანი, რომელიც აღიქვამს ერთდროულად 52 შეხებას სამი სახის ობიექტებისგან: თითები, სტიკერები (tags) (ა შემთხვევაში სტიკერი არის პატარა ფურცელი, რომელზეც სპეცილური ბაიტური კდია ამობეჭდილი) და შედარებით რთული ფიზიკური ობიექტები (blobs) (მაგალითად მყარი საგნები, ხელის გული, პლასტიკური ბარათი და ა.შ.). ასევე შესაძლებელია თითოეული შეხების შესახებ მყისიერი ინფორმაციის (Raw vision data) დანახვა, მაგალითად შეხების კოორდინატების. Microsoft Surface 1.0-ის გაყიდვები 2011 წელს შეჩერდა. იმავე წელს Microsoft-მა და Samsung-მა Consumer Electronics Show-ზე (CES - სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა) ერთობლივად წარადგინეს პლათფორმის ახალი თაობა: Samsung SUR40 for Microsoft Surface (2012 წლის 18 ივნისიდან სახელი გადაერქვა როგორც: Samsung SUR40 with Microsoft PixelSense) (ან უბრალოდ SUR40), რომელშიც პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია: Microsoft Surface 2.0 არის ჩაწერილი. 2012 წლის ადრეულ ხანებში კი ახალი პროდუქტი უკვე გამოვიდა გაყიდვაში.

Samsung SUR40-ს გააჩნია LED-backlit LCD ეკრანი, რომლის ფიქსელური ზომაა 1920x1080, 16:9 შეფარდებით, ხოლო დიაგონალის სიგრძე არის 102 სმ (40 დუიმი/ინჩი). ამ მოწყობილობაში თითქმის-ინფრაწითელი კამერების ნაცვლად PixelSense-ის ტექნოლოგიაა ჩაშენებული. ამ ტექნოლოგიამ საშუალება მისცა მწარმოებლებს, რომ მოწყობილობის სისქე შეემცირებინათ 56 სმ-იდან (22 დუიმი/ინჩი) 10 სმ-მდე (4 დუიმი/ინჩი). ზომის შემცირების წყალობით კი შესაძლებელი გახდა ახალი მოწყობილობის დაყენება როგორც ჰორიზონტალურ ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში. ტექნიკური შესაძლებლობები კი ბევრად გაუმჯობესებული აქვს მის წინამორბედთან შედარებით.

2012 წლის 18 ივნისს, ზოგადად, პლათფორმის სახელი, შეიცვალა "Microsoft PixelSense"-ით, ხოლო ძველი სახელწოდება "Microsoft Surface" ეწოდა Microsoft-ის მიერ წარდგენილ ახალ პროდუქტს, კერძოდ Microsoft-ის პირველ პორტატულ, პლანშეტურ კომპიუტერს.

იხ. ვიდეო - ГаджеТы: обзор тач-стола Microsoft PixelSense - В этом обзоре я постарался рассказать не сколько про сам стол Microsoft PixelSense, сколько про концепции его использования на примере демо-приложений.



                                                 გაყიდვების სამიზნე ბაზარი

PixelSense-ი შეიქმნა უფრო მეტად კომერციული კლიენტებისთვის, ვიდრე უბრალო მომხმარებლებისთვის. მოწყობილობა არ საჭიროებს ფიზიკურ კლავიატურას ან მაუსს მუშაობისთვის. ნებისმიერი ადამიანისთვის მისი მოხმარება ძალიან ადვილია, რაც ბუნებრივი სამომხმარებლო ინტერფეისის დამსახურებაა.

Microsoft-მა ეს პროდუქტი შექმნა შემდეგი ინდუსტრიული სფეროებისთვის: მედია და გართობა, მედიცინა, საცალო გაყიდვა, ფინანსური სერვისები, განათლება და პოლიტიკა. მისი შეძენა შესაძლებელია 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორისაა: აშშკანადაავსტრიაბელგიადანიასაფრანგეთიგერმანიაირლანდიაიტალიანორვეგიანიდერლანდებიკატარისაუდის არაბეთიესპანეთიშვედეთიშვეიცარიაარაბთა გაერთიანებული საამიროებიგაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი), ავსტრალიაკორეაინდოეთისინგაპური და ჰონგ-კონგი.

ისტორია

1:13
Surface 1.0-ის დემონსტრაცია
5:56
MSNBC-ის მიერ Microsoft PixelSense-ის გამოყენება პირდაპირ ეთერში 2008 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს

PixelSense-ის შექმნის იდეა წამოაყენეს 2001 წელს, Microsoft Hardware-ის თანამშრომელმა სტივენ ბეთიჩმა (Steven Bathiche) და Microsoft Research-ის თანამშრომელმა ენდი უილსონმა (Andy Wilson). იმავე წლის ოქტომბერში, დეივიდ ჯოშუა კურლანდერმა (David Joshua Kurlander, იგივე DJ Kurlander), მაიკლ კიმმა (Michael Kim), ჯოელ დელინმა (Joel Dehlin), ბეთიჩმა და უილსონმა დააფუძნეს ვირტუალური გუნდი, რათა იდეის ხოცშესხმისთვის ემუშავათ.

2003 წელს, გუნდმა იდეა წარუდგინა ბილ გეითსს, Microsoft-ის თავმჯდომარეს. მოგვიანებით ეს ვირტუალური გუნდი გაფართოვდა და სულ რაღაც ერთ თვეში შეიქმნა მათი იდეის პროტოტიპი, სახელწოდებით T1. ეს პროტოტიპი აგებული იყო IKEA-ს მაგიდის გამოყენებით. გუნდმა ასევე დაწერა სპეციალური აპლიკაციები პლათფორმისთვის, მაგალითად Pinball-ი, სურათების ბრაუზერი, და ვიდეო თავსატეხი. მომდევნო წელს, Micosoft-მა შექმნა 85-ზე მეტი პროტოტიპი. მოწყობილობის საბოლოო დიზაინზე მუშაობა დასრულდა 2005 წელს.

ამგვარი კონცეპტი გამოიყენეს Minority Report-ში, 2002 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში. ამ ფილმის DVD-ის კომენტარებში ვკითხულობთ, რომ რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა აღნიშნა, რომ ფილმში ნაჩვენები მოწყობილობის კონცეპტი არის გადაღებების დროს Microsoft-თან კონსულტაციის ნაყოფი. ერთ-ერთი ტექნოლოგიური კონსულტანტი ამ ფილმისა იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან, მოგვიანებით კი ეს ადამიანი შეუერთდა Microsoft-ს ამ პროექტზე მუშაობაში.

2007 წლის 30 მაისს, სტივ ბალმერმა (Steve Ballmer), Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა (CEO), აშშ-ს ქალაქ კარსლბადში (Carlsbad, California) The Wall Street Journal-ის D: All Things Digital-ის კონფერენციაზე საზეიმოდ წარადგინა ეს ტექნოლოგია "Surface"-ის სახელით.

2008 წლის 17 აპრილს, AT&T (ამერიკული მრავალეროვანი ტელეკომუნიკაციის კორპორაცია) გახდა პირველი გადამყიდველი ამ პროდუქტისა. იმავე წლის ივნისში, უოლტ დისნეის კომპანიამ ეს მოწყობილობა Innoventions-ის (დისნეილენდის ატრაქციონების ერთ-ერთ გაერთიანებაში: Tomorrowland-ში მდებარე ატრაქციონი) ერთ-ერთ განყოფილებაში: Dream Home-ში შეიტანა. 2008 წლის 13 აგვისტოდან, ეს პროდუქტი შეიტანეს Sheraton Hotels-ის ზოგიერთ სასტუმროში. 2008 წლის 8 სექტემბრიდან კი MSNBC-მ (სატელევიზიო საინფორმაციო არხი) დაიწყო მისი გამოყენება 2008 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო რუკებზე სამუშაოდ პირდაპირ ეთერში.

2012 წლის 18 ივნისს, Microsoft-მა წარადგინა პორტატული პლანშეტი იმავე სახელით: "Surface", შესაბამისად, ძველ Surface-ს დაერქვა ახალი სახელი: PixelSense.

შესაძლებლობები

PixelSense-ის დემონსტრაცია. ფუნჯის გამოყენება და სხვა.

Microsoft PixelSense-ს აქვს ფუნქციონირების ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პირდაპირი ინტერაქტიული მოხმარება, ერთდროულად მრავალი შეხების აღქმა (Multi-touch), ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ მოხმარების შესაძლებლობა (Multi-user simultaneously), და რეალური საგნების აღქმა.

პირდაპირი ინტერაქტიული მოხმარება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს არ სჭირდება არანაირი კლავიატურა ან მაუსი, საჭიროა უბრალოდ შეხება ეკრანზე. ერთდროულად მრავალი შეხების აღქმა (Multi-touch) ნიშნავს იმას, რომ სენსორულ ეკრანს შეუძლია მრავალი (PixelSense-ის შემთხვევაში ათობით) შეხება აღიქვას ერთდროულად. ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ მოხმარების შესაძლებლობა (Multi-user simultaneously) მრავალშეხებიანი სენსორული ეკრანის მქონე მოწყობილობების დიდ უპირატესობაზე მეტყველებს, იმ მოწყობილობებთან შედარებით, რომელთა მართვაც მხოლოდ მაუსით და კლავიატურით ხდება. რეალური საგნების აღქმა კი ალბათ ყველაზე დიდი უპირატესობაა ამ ტექნოლოგიის.

საგნების აღქმის ტექნოლოგია (რომლის აღწერაც ზევით, მიმოხილვაში არის წარმოდგენილი) საშუალებას იძლევა რომ არა მხოლოდ მარტივი მყარი საგნებით ვიხელმძღვანელოთ, არამედ ისეთი საგნებითაც როგორიცაა ჩვეულებრივი სახატავი ფუნჯი. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვეულებრივი ფუნჯით თავისუფლად შესაძლებელია ზედმეტი ძალიასხმევის გარეშე დაიხატოს ეკრანზე ციფრული სურათი.

პლათფორმას ასევე გააჩნია შეხების დაწოლის სიძლიერის აღქმის უნარიც. მაგალითისთვის ავიღოთ მასში ჩაწერილი ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელიც ეკრანზე შეხების დროს წარმოქმნის წყლის ტალღებს და თან საკმაოდ რეალური ვიზუალით, რეალური ნაკადულივით. რაც უფრო ძლიერად მოხდება შეხება ეკრანზე, მით უფრო დიდი ტალღა წარმოიქმნება.

                                                          ტექნიკური მონაცემები

მოწყობილობა: Microsoft Surface 1.0

  • პლათფორმის პროგრამა: Microsoft Surface 1.0
  • ფორმა: მაგიდის ფორმა
  • ეკრანის და სენსორის ტექნოლოგია: უკანა პროექცია და თითქმის-ინფრაწითელი კამერები (Rear projection DLP w/cameras)
  • ფასი: იწყება $10,000 აშშ დოლარიდან
  • მასა: 198 ფუნტი (90 კგ)
  • მოწყობილობის ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე): 42.5 × 27 × 21 დუიმი (108 × 68.6 × 53.3 სმ)
  • პროცესორი (CPU): Intel Core 2 Duo 2.13 GHz processor
  • გრაფიკული ჩიპი (GPU): ATI Radeon X1650 - 256 MB
  • ოპერატიული მეხსიერება (RAM): 2 GB (DDR2)
  • მეხსიერება (მყარი დისკი): 160 GB HDD
  • ეკრანის ზომა: 30 დუიმი (76.2 სმ) დიაგონალი
  • ეკრანის ფიქსელური ზომა: 1024 x 768 – 4:3 შეფარდება
  • შესაერთებელი პორტები: XGA (DE-15) video out, RGB analog component video out, RCA analog component audio out, 4 USB ports
  • ქსელები (Networking): Wi-Fi 802.11g, Bluetooth, and Ethernet 10/100
  • საოპერაციო სისტემა: Windows Vista (32-bit)
  • იხ. ვიდეო - video - Samsung SUR40 with Microsoft® PixelSense™


მოწყობილობა: Samsung SUR40 with Microsoft PixelSense

  • პლათფორმის პროგრამა: Microsoft Surface 2.0
  • ფორმა: მაგიდა, კიოსკი, კედელი
  • ეკრანის და სენსორის ტექნოლოგია: თხელი LCD w/PixelSense ტექნოლოგია
  • ფასი: იწყება $8,400 აშშ დოლარიდან
  • მასა: 80 ფუნტი (36 კგ)
  • მოწყობილობის ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე): 42.7 × 27.5 × 4 დუიმი (108.5 × 69.9 × 10.2 სმ)
  • პროცესორი (CPU): AMD Athlon II X2 2.9 GHz dual-core processor
  • გრაფიკული ჩიპი (GPU): AMD Radeon HD 6570M – 1 GB GDDR5
  • ოპერატიული მეხსიერება (RAM): 4 GB (DDR3)
  • მეხსიერება (მყარი დისკი): 320 GB HDD
  • ეკრანის ზომა: 40 დუიმი (101.6 სმ) დიაგონალი
  • ეკრანის ფიქსელური ზომა: 1920 × 1080 – 16:9 შეფარდება
  • შესაერთებელი პორტები: HDMI input & output, S/PDIF 5.1 digital audio surround sound out, RCA analog component audio out, 3.5 mm TRS (stereo mini-jack) audio out, 4 USB ports
  • ქსელები (Networking): Wi-Fi 802.11n, Bluetooth, and Ethernet 10/100/1000
  • საოპერაციო სისტემა: Windows 7 Professional for Embedded Systems (64-bit)
იხ. ვიდეო -  video - Microsoft Surface PixelSense 'Coffee Table' Hands On


    

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...