вторник, 14 февраля 2023 г.

დეივიდ რიკარდო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

        დეივიდ რიკარდო  - David Ricardo

დევიდ რიკარდოს პორტრეტი, ტომას ფილიპსი, 1821 წ. ნახატზე გამოსახულია რიკარდო 49 წლის ასაკში, გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე.
პარლამენტის წევრი პორტარლინგტონიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 თებერვალი 1819 წ. – 11 სექტემბერი 1823 წ.
წინამორბედი რიჩარდ შარპი
მემკვიდრე ჯეიმს ფარქუარი
დაბადებული 18 აპრილი 1772 წ.
ლონდონი, ინგლისი
გარდაცვლილი 11 სექტემბერი 1823 წ.
გეტკომბ პარკი, გლოსტერშირი, ინგლისი
ეროვნება ბრიტანელი
პოლიტიკური პარტია ვიგების პარტია
მამა აბრაჰამ ისრაელ რიკარდო
დედა აბიგაელ დელველი
მეუღლე ენ პრისცილა უილკინსონი
შვილები რვა შვილი, მათ შორის დეივიდ რიკარდო
პროფესია ბიზნესმენი,
(ინგლ. David Ricardo, დ. 18 აპრილი, 1772 – გ. 11 სექტემბერი, 1823) — ბრიტანელი პოლიტიკური ეკონომისტი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ეკონომისტი თომას მალთუსთან, ადამ სმითთან და ჯეიმს მილთან ერთად.

                                            ცხოვრება

დეივიდ რიკარდო დაიბადა ლონდონშიინგლისში, იყო აბიგაილ დელველისა (1753-1801) და აბრაჰამ ისრაელ რიკარდოს (1733-1812) მესამე გადარჩენილი შვილი. რიკარდოები პორტუგალიური წარმოშობის სეფარდები იყვნენ, რომლებიც ინგლისში ნიდერლანდების გაერთიანებული რესპუბლიკიდან გადასახლდნენ. აბრაჰამ რიკარდო წარმატებული ბირჟის ბროკერი იყო და დევიდმა 14 წლის ასაკიდან მასთან დაიწყო მუშაობა. 21 წლის ასაკში რიკარდო კვაკერ პრისცილა ენ უილკინსონთან ერთად გაიპარა და, მამის ნების საწინააღმდეგოდ, უნიტარიანიზმზე მოექცა, რაც, რა თქმა უნდა, კლასიკურ იუდაიზმზე უარის თქმას ნიშნავდა. ამ რელიგიურმა სხვაობამ ოჯახთან განხეთქილება გამოიწვია და რიკარდოს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მოუწია. მამამისმა იგი უარყო, მემკვიდრეობის გარეშე დატოვა, დედამისს კი მას შემდეგ ხმა აღარასდროს გაუცია.

ოჯახთან განხეთქილების შემდეგ რიკარდომ ცნობილი ბანკის, „ლაბოკსისა და ფორსტერის“ („Lubbock's and Forster“), დახმარებით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. თავისი ქონების უდიდესი ნაწილი ვატერლოოს ბრძოლის შედეგებთან დაკავშირებული ბირჟის სპეკულაციების საშუალებით მოიპოვა. 1823 წლის 14 სექტემბერს მის ნეკროლოგში „The Sunday Times“ წერდა, რომ ბრძოლის მიმდინარეობისას მან „მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი იშოვა“, რაც იმ დროისათვის უდიდესი თანხა იყო. ვინაიდან მისი პოზიცია ძველებურად უსაფრთხო აღარ იყო, რიკარდო საქმეს ამ მოვლენების დასრულებისთანავე ჩამოშორდა, იყიდა გეტკომბ პარკი, მდიდრული სახლი გლოსტერშირში, და ქალაქი დატოვა. 1818-1819 წლებში კი გლოსტერშირის უფროსი შერიფის წოდებასაც ატარებდა.[8]

1818 წლის აგვისტოში მან იყიდა ლორდი პორტარლინგტონის ადგილი პარლამენტში 4000 ფუნტ სტერლინგად, როგორც ნაწილი 25000 ფუნტ სტერლინგიანი სესხისა ასე მოხვდა იგი თემთა პალატაში. რიკარდომ გარდაცვალებამდე პარლამენტში კიდევ ხუთი წელი გაატარა და რეფორმატორის რეპუტაციაც დაიმსახურა.

რიკარდოს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ჯეიმს მილთან. სხვა მეგობრებს შორის აღსანიშნავები არიან ჯერემი ბენთამი და თომას მალთუსი, რომლებთან მის მიმოწერაშიც ვხვდებით სერიოზულ დებატებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მიწათმფლობელების როლი საზოგადოებაში და ა.შ. გარდა ამისა, რიკარდო იყო მალთუსის პოლიტიკური ეკონომიკის კლუბისვიგების კლუბისა და ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების წევრი.

პარლამენტში ხმის მიცემის ისტორია

როგორც პორტარლინგტონის დეპუტატმა, რიკარდომ ოპოზიციასთან ერთან 21 თებერვალს მხარი დაუჭირა ნეაპოლის, 21 ივნისს კი სიცილიის რევოლუციურ მოძრაობებს. გარდა ამისა, 6 ივნისს მხარი დაუჭირა გამოძიებას ტობაგოში სამართლის აღსრულებისთვის. 1821 წლის 8 მაისს მან მოითხოვა ექვსი აქტის გაუქმება, 16 მაისს პეტერლოოს ხოცვა-ჟლეტის გამოძიება, 25 მაისსა და 4 ივნისს კი გამოვიდა დოკუმენტაციის გაყალბებისთვის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.

ის აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფალი ვაჭრობის შემოღებას. 9 თებერვალს მან ხმა მისცა შაქარზე ტარიფების განახლების წინააღმდეგ და 4 მაისს გააპროტესტა, რომ დასავლეთიდან მიღებულ პროდუქციაზე ტარიფები უფრო მაღალი იყო, ვიდრე აღმოსავლეთ ინდოეთის პროდუქციაზე. ასევე ეწინააღმდეგებოდა ხე-ტყეზე ტარიფების დაწესებას. 25 აპრილსა და 3 ივნისს მისცა ხმა საპარლამენტო რეფორმას და 23 მაისს მის სასარგებლოდ ისაუბრა უესტმინსტერის რეფორმის ერთი წლის თავისადმი მიძღვნილ ვახშამზე. 4 ივნისს ხელახლა მისცა ხმა სისლის სამართლის რეფორმის გატარებას.

მისი მეგობარი ჯონ ლუის მალეტი ამასთან დაკავშირებით ამბობდა: „...ის საუბრობს ყველა თემაზე, რომელიც შეისწავლა და მოსაზრებებზე, რომლებიც მათემატიკური ჭეშმარიტებების ხასიათისაა. ის საუბრობდა საპარლამენტო რეფორმასა და კენჭისყრაზე, როგორც ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს მოიტანს და ხვალვე გაანადგურებს არსებულ სისტემას, ამის საშუალება რომ ჰქონდეს, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე... სწორედ მამაკაცის გონების ეს თვისება, მის მიერ პრაქტიკისა და გამოცდილების ყოველგვარი უგულებელყოფაა ის, რაც მაეჭვებს პოლიტიკური ეკონომიკის შესახებ მის მოსაზრებებში“.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

ბიზნესს ჩამოშორებიდან ათი წლისა და პარლამენტში შესვლიდან ოთხი წლის შემდეგ რიკარდო გარდაიცვალა ყურის ინფექციით, რომელიც გავრცელდა ტვინში და გამოიწვია სეფსისი, რიკარდო გარდაცვალების დროისათვის 51 წლის იყო.

მასა და პრისცილა ვილკინსონს რვა შვილი ჰყავდათ, მათ შორის ოსმან რიკარდო (1795-1881), დეპუტატი უორჩესტერიდანდეივიდ რიკარდო (უმცროსი) (1803-1864), დეპუტატი სტროუდიდან და მორტიმერ რიკარდო, რომელიც იყო კავალერიის ოფიცერი (life guards-ში).

რიკარდო დაკრძალულია ჰარდენჰუშის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე, უილტშირში. რიკარდოს გარდაცვალების დროისათვის მისი ქონება 675000 ფუნტი სტერლინგიდან 775000 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობდა.

იდეები

თავისი პირველი სტატია ეკონომიკის სფეროში რიკარდომ 37 წლის ასაკში დაწერა, თავდაპირველად „დილის ქრონიკაში“, სადაც მხარს უჭერდა ინგლისის ბანკის მიერ ბანკნოტების გაცემის შემცირებას, 1810 წელს კი გამოსცა სტატია „ოქროს მაღალი ფასი, როგორც ბანკნოტების ფასების დაცემის მტკიცებულება“.

ის ასევე იყო აბოლიციონისტი, რომელმაც 1823 წლის მარტში ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის სასამართლოს შეხვედრაზე მონობა მოიხსენია, როგორც ლაქა ერის ხასიათზე.

ღირებულების თეორია

რიკარდოს ყველაზე ცნობილი ნაშრომია „პოლიტიკური ეკონომიკისა და დაბეგვრის საფუძვლები“ (1817). მან ასევე განავითარა ღირებულების შრომითი თეორია:

საქონლის/სერვისის ღირებულება ან ნებისმიერი იმ საქონლის რაოდენობა, რომელზეც ეს საქონელი შეიძლება გადაიცვალოს, დამოკიდებულია პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო შრომის ფარდობით რაოდენობაზე და არა დიდ თუ მცირე კომპენსაციაზე, რომელიც მუშახელს ეძლევა ამ სამუშაოში.

რიკარდოს შენიშვნა მე-6 სექციის მიმართ:

ბატონი მალთუსი, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ საგნის ღირებულება და ფასი ერთი და იგივეა;- ეს მართალია იმ შემთხვევაში, თუ ის ფასში მოიაზრებს „წარმოების ფასს“ მოგების ჩათვლით.

ქირა

რიკარდომ დიდი როლი შეიტანა ქირის, ხელფასების და მოგების თეორიების განვითარებაში. „ქირაობა“ მან განმარტა, როგორც „განსხვავება ორი თანაბარი რაოდენობის კაპიტალისა და მუშახელის დასაქმებით მიღებულ პროდუქციას შორის“. რიკარდოს რწმენით, ეკონომიკური განვითარების პროცესი, რომელიც ზრდიდა მიწის გამოყენების სიხშირეს და საბოლოოდ უფრო ღარიბი მიწის კულტივაციამდე მიდიოდა, მიწის მფლობელებისთვის მომგებიანი იყო. რიკარდოს მიხედვით, ამგვარი პრემია „ნამდვილ სოციალურ ღირებულებაზე“, რომელიც მიიღება საკუთრებიდან, ადგენს ინდივიდის ფასს მაგრამ ყველაზე კარგ შემთხვევაში, ახდენს ქაღალდის ფულის დაბრუნებას საზოგადოებაში. ასეთი წმინდა ინდივიდუალური სარგებელი, რომელიც მიღებულია მწირი რესურსებიდან რიკარდოს განმარტებით, წარმოადგენს „ქირას“.

რიკარდოს თეორიები დანახარჯსა და მოგებაზე

თავის „მოგების თეორიაში“ რიკარდო ამტკიცებს, რომ რეალური დანახარჯების ზრდასთან ერთად, რეალური მოგება მცირდება, რადგან წარმოებული საქონლის გაყიდვისგან მიღებული შემოსავალი იყოფა მოგებასა და დანახარჯს შორის. თავის ესეში მოგების შესახებ, იგი აღნიშნავს, რომ მოგება დამოკიდებულია მაღალ ან დაბალ დანახარჯებზე, ყოველდღიური ნივთების და აუცილებელი საქონლის/ სერვისების ფასზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანზე - საკვების ფასზე“.

რიკარდოს საერთაშორისო ვაჭრობის თეორია

1500 და 1750 წლებს შორის, ეკონომისტების დიდი ნაწილი ემხრობოდა მერკანტილიზმს, რომელიც ავითარებდა იდეას, რომ საერთაშორისო ვაჭრობის მიზანია ოქროს გამომუშავება სხვა ქვეყნებიდან სავაჭრო ნამატის საშუალებით. რიკარდომ განავითარა იდეა, რომ ვაჭრობის მიზანი უბრალოდ იყო ოქროს ან ვერცხლის დაგროვება. „შეფარდებითი უპირატესობის თეორიით“, ის ემხრობოდა ინდუსტრიების სპეციალიზაციას და თავისუფალ ვაჭრობას. მან გამოთქვა იდეა, რომ ინდუსტრიათა სპეციალიზაცია, თავისუფალ საერთაშორისო ვაჭრობასთან ერთად, ყოველთვის პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს. ეს თეორია შემდგომში გაფართოვდა აბსოლუტური უპირატესობის კონცეფციაში.

რიკარდოს მიხედვით, სახელმწიფოთა შორის ვაჭრობაში არსებობს ორმხრივი მოგება, მაშინაც კი, თუ ერთი ქვეყანა ყველა კომპონენტში უფრო კონკურენტულია, ვიდრე მისი სავაჭრო პარტნიორი. ის ასევე ამატებდა, რომ ქვეყანამ თავისი რესურსების კონცენტრირება უნდა მოახდინოს მხოლოდ იმ ინდუსტრიებში, სადაც მას გააჩნია შეფარდებითი უპირატესობა, ანუ იმ ინდუსტრიებში, სადაც მას შეუძლია პროდუქტის ყველაზე ეფექტური წარმოება თავისი რესურსების ალტერნატიულ გამოყენებასთან შედარებით, ვიდრე იმ ინდუსტრიებში, სადაც მას მცირე კონკურენციული უპირატესობა აქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით. რიკარდო ასევე ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ინდუსტრიები, რომლებიც სინამდვილეში მცირედ მომგებიანი და და საერთაშორისო ასპარეზზე ნაკლებად კონკურენტულნი არიან, თავიდან უნდა იქნეს მოშორებული, ისინი კი უნდა ჩაანაცვლონ ინდუსტრიებმა, რომლებიც შეზღუდული რესურსების საუკეთესოდ გამოყენებას უზრუნველყოფენ - ანუ იდეა გულისხმობს, რომ რესურსების უკეთ გამოყენებით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა აანაზღაურებს ნებისმიერ მოკლევადიან ეკონომიკურ ამოვარდნას, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნას ზემოთხსენებული მცირედ მომგებიანი და არცთუ კონკურენტული ინდუსტრიების გაუქმებით.

რიკარდომ სცადა თეორიულად დაემტკიცებინა, რომ საერთაშორისო ვაჭრობა ყოველთვის მომგებიანია. პოლ სამუელსონმა რიკარდოს მაგალითში, რომელიც ინგლისსა და პორტუგალიას შორის ვაჭრობას ეხებოდა, დასახელებულ ციფრებს „ოთხი მაგიური ციფრი“ უწოდა. „მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელებს შეუძლიათ როგორც ტანსაცმლის, ისე ღვინის ნაკლები მუშახელის გამოყენებით წარმოება, რიკარდომ შემოგვთავაზა, რომ ორივე ქვეყანა სარგებელს მიიღებდა ერთმანეთთან ვაჭრობით“.

შეფარდებითი უპირატესობა

რიკარდოს საერთაშორისო ვაჭრობის თეორია სხვაგვარად იქნა ფორმულირებული ჯონ სტიუარტ მილის მიერ. ტერმინი „შეფარდებითი უპირატესობა“ შემოტანილ იქნა მილის და მისი თანამედროვეების მიერ.

ჯონ სტიუარტ მილმა საერთაშორისო ვაჭრობის თეორიას მისცა ნეოკლასიკური მიმართულება. მისი ფორმულირება შემდგომში გადაიბარეს ალფრედ მარშალმა და სხვებმა, რომლებმაც ანტი-რიკარდიანული მოთხოვნისა და მიწოდების კანონის განახლებაში დიდი წვლილი შეიტანეს და გამოიწვიეს ღირებულების ნეოკლასიკური თეორიის ჩამოყალიბება.

ახალი ინტერპრეტაცია

რიკარდოს ოთხი მაგიური რიცხვი დიდი ხნის განმავლობაში ინტერპრეტირებული იყო, როგორც შრომის ორი კორელაციის შედარება. ეს ინტერპრეტაცია ამჟამად თანამედროვე ეკონომისტების მიერ მიჩნეულია, როგორც ზედმეტად მარტივი. რიკარდოს ინტერპრეტაცია 2002 წელს როი ჯ. რუფინის მიერ თავიდან იქნა აღმოჩენილი და გამოკვლეული, 2004 წელს კი ანდრეა მანეშის მიერ დეტალურად ახსნილი. ამ ინტერპრეტაციის შედარებით მოქნილი ვარიანტი ცნობილია ახალი ინტერპრეტაციის სახელით, მიუხედავად იმისა, რომ ის ნახსენები იყო ჯერ კიდევ 1930 წელს პ. სრაფას და 1974 წელს კენზო იუკიზავას მიერ.  ახალი ინტერპრეტაცია გვაძლევს საშუალებას, ახალი კუთხით დავინახოთ რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიკისა და დაბეგვრის საფუძვლები“ ვაჭრობის თეორიის მხრივ, თუმცა ეს არ ცვლის ოპტიმალური რესურსის განაწილების მათემატიკურ ასპექტებს.

იხ. ვიდეო - Давид Рикардо. Экономика.



პროტექციონიზმი

ადამ სმიტის მსგავსად, რიკარდო ეროვნულ ეკონომიკებთან, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობასთან მიმართებით, პროტექციონიზმის ოპონენტი იყო. მას სჯეროდა, რომ ბრიტანული „პურის კანონი“- სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების დაწესება-უზრუნველყოფდა ნაკლებად პროდუქტიული სამამულო მიწების კულტივაციას და ქირის გაზრდას. (Case & Fair 1999, pp. 812, 813). ამრიგად, სარგებელი მიმართული იქნებოდა მემამულეებისკენ, შესაბამისად კი ინდუსტრიული კაპიტალისტებისგან შორს. რიკარდოს რწმენით, მემამულეები უფრო ხშირად ხარჯავდნენ თავიანთ ქონებას ფუფუნების საგნებზე, ვიდრე ინვესტირებაზე. მას სჯეროდა, რომ „პურის კანონებს ბრიტანული ეკონომიკა სტაგნაციისკენ მიჰყავდა“. 1846 წელს მისი ძმისშვილი ჯონ ლუის რიკარდო, პარლამენტის წევრი სტოუკ-ონ-ტრენტიდან, აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფალ ვაჭრობას და „პურის კანონის“ გაუქმებას.

პურის კანონების თანამედროვე ემპირიული ანალიზი არაერთგვაროვან შედეგებს იძლევა. პარლამენტმა ეს კანონი 1846 წელს გააუქმა.

ტექნოლოგიური ცვლილება

რიკარდო შეშფოთებული იყო დროის მოკლე შუალედში მუშახელზე ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენით. 1821 წელს ის წერდა, რომ დარწმუნდა იმაში, რომ მანქანით მუშახელის ჩანაცვლება ხშირად ძალიან საზიანოა მუშათა კლასის ინტერესებისთვის და მუშათა კლასის აზრი, რომ მანქანების გამოყენება მათი ინტერესებისთვის ხშირად საზიანოა, არ არის მიკერძოებული თუ არასწორი, არამედ სრულიად თავსებადია პოლიტიკური ეკონომიკის სწორ პრინციპებთან.

რიკარდოს ვაჭრობის თეორიის კრიტიკა

რიკარდო თავად პირველი იყო, ვინც აღიარა, რომ შეფარდებითი უპირატესობა საგნობრივი სფეციფიკის თეორიაა, რაც ნიშნავს რომ ის მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ გარკვეული პირობები აუცილებლად იქნება დაკმაყოფილებული. რიკარდო აღნიშნავდა, რომ თეორია მხოლოდ იმ სიტუაციებში გამოგვადგება, სადაც კაპიტალი არამობილურია. თავის ცნობილ მაგალითთან დაკავშირებით, მან დაწერა:

„უდაოდ მომგებიანი იქნებოდა ინგლისის კაპიტალისტებისთვის და მომხმარებლებისთვის... რომ ღვინო და ტანსაცმელი პორტუგალიაში დამზადდეს და რომ ინგლისის კაპიტალი და მუშახელი, რომელიც ტანსაცმლის დამზადებაშია დასაქმებული ამავე მიზნით იქნას გადაყვანილი პორტუგალიაში“.

რიკარდო აღიარებდა, რომ ამ თეორიის ისეთ სიტუაციებთან მიმართება, როცა კაპიტალი მობილურია, შედეგად მოიტანდა ოფშორინგს, შესაბამისად ეკონომიკურ ვარდნასა და სამუშაოების დაკარგვას. ამის გამოსასწორებლად, ის ამტკიცებდა, რომ უმრავლესობა ქონების მფლობელებისა დაკმაყოფილდება საკუთარ სახელმწიფოში მოგების დაბალი მაჩვენებლით, ვიდრე საზღვარგარეთ უფრო მომგებიანი დასაქმებით. ამგვარად ის აღნიშნავდა, რომ კაპიტალი ფუნქციურად არამობილურია.

რიკარდოს არგუმენტი თავისუფალი ვაჭრობის სასარგებლოდ ასევე გაკრიტიკებული იყო მათ მიერ, ვისაც სჯეროდა, რომ ვაჭრობაზე შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიური განვითარებისთვის საჭირო იყო. უცა პანაიკი ამტკიცებს, რომ რიკარდოს საერთაშორისო ვაჭრობის თეორია ლოგიკურ ცდომილებას შეიცავს. რიკარდო ვარაუდობდა, რომ ორივე ქვეყანაში ორი საქონელი წარმოებადია და სინამდვილეშიც იწარმოება, მაგრამ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები ხშირად ცვლიან ერთმანეთში იმ პროდუქტებს, რომლებიც არ არის დამზადებული საკუთარ ქვეყნებში. ამ შემთხვევებში, ვერ განვსაზღვრავთ იმას, თუ რომელ მათგანს გააჩნია შეფარდებითი უპირატესობა.[28]

კრიტიკოსები ასევე ამტკიცებენ, რომ რიკარდოს შეფარდებითი უპირატესობის თეორია ნაკლოვანია იმ მიზეზით, რომ ის წარმოებას მუდმივად და აბსოლუტურად მიიჩნევს. რეალურ სამყაროში, ადამიანის კონტროლს დაუქვემდებარებელმა მოვლენებმა (ბუნებრივი მოვლენები) შესაძლოა წარმოებას ხელი შეუშალონ. ამ შემთხვევაში, სპეციალიზაციამ შესაძლოა გამოფიტოს ქვეყანა, რომელიც დამოკიდებულია უცხო ქვეყნებიდან იმპორტზე. მაგალითად, თუ ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყანა საკუთარ საქონელს გაუცვლის აგრარულ ქვეყანას სოფლის მეურნეობის პროდუქტების სანაცვლოდ, ბუნებრივი კატაკლიზმა აგრიკულტურულად განვითარებულ ქვეყანაში (მაგ. გვალვა) გამოიწვევს ინდუსტრიაზე დაფუძნებულ ქვეყანაში შიმშილობას.

ჯოან რობინსონი აღნიშნავს, რომ ინგლისთან თავისუფალი ვაჭრობის გახსნის შემდგომ, პორტუგალიას საუკუნეების განმავლობაში მოუწია ეკონომიკურ განუვითარებლობასთან ბრძოლა. „პორტუგალიაზე თავისუფალი ვაჭრობის დაკისრებამ დაასამარა პერსპექტიული ტექსტილის ინდუსტრია და დატოვა ის ნელი ტემპებით ზრდადი ღვინის ექსპორტის ამარა, როდესაც ინგლისისთვის, ბამბის ნაჭრის ექსპორტმა მოიტანა დაგროვება, მექანიზაცია და სპირალურად ზრდადი ინდუსტრიული რევოლუცია“. რობინსონი ამტკიცებდა, რომ რიკარდოს მაგალითი საჭიროებდა, რომ ეკონომიკები სტატიკური წონასწორობის პოზიციაზე ყოფილიყვნენ სრული დასაქმების მაჩვენებლით, სადაც არ იქნებოდა სავაჭრო დეფიციტი ან ნამატი. ეს პირობები, მისი თქმით, ნამდვილი სამყაროსთვის ირელევანტური იყო. ის ასევე ამტკიცებდა, რომ რიკარდოს გამოთვლები არ ითვალისწინებდა იმას, რომ ზოგი ქვეყანა შესაძლოა განვითარების სხვა დონეზე იყოს და ეს ზრდიდეს „არათანაბარი გაცვლის“ შანსებს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ქვეყნის განვითარებას, როგორც პორტუგალიის მაგალითზე ვიხილეთ.

განვითარების ეკონომისტი ჰა-ჯუნ ჩანგი დაობს არგუმენტზე, რომ თავისუფალი ვაჭრობა ყველა ქვეყანას არგებს:

რიკარდოს თეორია აბსოლუტურად მართალია - საკუთარ ვიწრო საზღვრებში. მისი თეორია სწორად ამბობს, რომ არსებული ტექნოლოგიის დონის გათვალისწინებით, ქვეყნებისთვის უკეთესია რომ სპეციალიზირდნენ იმაში, რაც სხვებზე უკეთ გამოსდით. ეს უდაოა. მისი თეორია იშლება იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანას სურს აითვისოს უფრო განვითარებული ტექნოლოგიები- ანუ როცა მას სურს, განავითაროს საკუთარი ეკონომიკა. ახალი ტექნოლოგიების ათვისებას სჭირდება დრო და გამოცდილება, ამიტომაც ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი მწარმოებლები საჭიროებენ საერთაშორისო კონკურენციისგან დაცვას იმ პერიოდში, როდესაც ისინი ახალი ტექნოლოგიების სწავლის პროცესში არიან. ასეთი დაცვა მას ძვირად უჯდება, რადგან ქვეყანა ხელიდან უშვებს შანსს, რომ შემოიტანოს უფრო ხარისხიანი და იაფიანი პროდუქცია. თუმცა, ეს არის საფასური, რომელიც უნდა გადაიხადოს, თუკი მას სურს განავითაროს მოწინავე ინდუსტრიები. რიკარდოს თეორია, შესაბამისად, მათთვისაა მისაღები, ვინც სტატუს ქვოს სჯერდება, მაგრამ არა მათთვის, ვისაც მისი შეცვლა სურს.

რიკარდოს ექვივალენტი

რიკარდოს კიდევ ერთი იდეა ცნობილია რიკარდოს ექვივალენტის სახელით და გულისხმობს, რომ ზოგ შემთხვევაში მთავრობის არჩევანი, თუ როგორ გადაიხადოს საკუთარი ნახარჯი (გამოიყენოს საგადასახადო შემოსავლები ან გასცეს სესხი და გადავიდეს დეფიციტში), არ ახდენს გავლენას ეკონომიკაზე. ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოება საკუთარ მორჩენილ ფულს ინახავს იმისთვის, რომ გადაიხადოს სამომავლოდ მოსალოდნელი გაზრდილი გადასახადები, რომლებიც გამოიყენება ვალის გასასტუმრებლად. რიკარდო აღნიშნავს, რომ ეს ვარაუდი თეორიულად გამოდგება, როდესაც არსებობს რაციონალური გადასახადის გადამხდელების მიერ შექმნილი დროებითი ოპტიმიზაცია: მაგრამ რადგან გადამხდელები ასე რაციონალურად არ იქცევიან ხოლმე, პრაქტიკაში ეს ვარაუდი არ შეესაბამება სიმართლეს. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ვარაუდი რიკარდოს სახელს ატარებს, როგორც ჩანს, მას ამის თავადაც არ სჯეროდა. ამ ვარაუდის თანამედროვე პოპულარობაზე ეკონომისტი რობერტო ბაროა პასუხისმგებელი.

იხ. ვიდეო - დეივიდ რიკარდო  -  ,,პოლიტიკური ეკონომიისა და საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები''.




გავლენა და ინტელექტუალური მემკვიდრეობა

დევიდ რიკარდოს იდეებს უდიდესი გავლენა ჰქონდა ეკონომისტების შემდგომ განვითარებაზე. ამერიკელი ეკონომისტები რიკარდოს აღიარებენ, როგორც მეორე ყველაზე გავლენიან ეკონომიკურ მოაზროვნეს, ადამ სმიტის შემდეგ, XX საუკუნემდე.

რიკარდო გახდა თეორიული მამა კლასიკური პოლიტიკური ეკონომიკისა. თუმცა, შუმპეტერმა გამოიგონა გამოთქმა Ricardian vice, რაც ნიშნავს, რომ მკაცრი ლოგიკა არ ქმნის კარგ ეკონომიკურ თეორიას.

რიკარდოსეული სოციალისტები

რიკარდოს ნაშრომები 1820-იან წლებში ბევრ სოციალისტს აღაფრთოვანებდა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მის ღირებულების თეორიას რადიკალური დასკვნები ჰქონდა. ისინი ამბობდნენ, რომ ღირებულების შრომით თეორიაში, შრომა გამოიმუშავებს პროდუქტს, მოგება კი, რომელიც არგებს კაპიტალისტებს, მიღებულია მუშახელის ექსპლუატაციით. ამ სოციალისტებს შორის არიან ტომას ჰოდსკინიუილიამ ტომპსონიჯონ ფრენსის ბრეი და პერსი რეივენსტონი.

ჯორჯისტები

ჯორჯისტებს სჯეროდათ, რომ ქირა, როგორ ჭრილშიც მას რიკარდო იყენებდა, ეკუთვნის საზოგადოებას, როგორც მთელ ორგანიზმს. ჰენრი ჯორჯზე რიკარდოს დიდი გავლენა ჰქონდა, ის ხშირად ციტირებდა მის იდეებს, მათ შორის 1879 წელს გამოცემულ თავის ყველაზე ცნობილ ნაშრომში „პროგრესი და სიღარიბე“. ამ ნაშრომის მეოთხე გამოცემის შესავალში ის წერს: „რაც მე ამ წიგნში გავაკეთე, თუკი სწორად ამოვხსენი ის დიდი პრობლემა, რომელსაც ვიკვლევდი, არის ის, რომ გავაერთიანე სიმართლე, რომელიც სმიტის და რიკარდოს სკოლის მიერ არის გამომჟღავნებული იმ სიმართლესთან, რომელიც აღმოჩენილია პრუდონისა და ლასალეს სკოლების მიერ. ეს გავაკეთე, რათა დავამტკიცო, რომ laissez faire-ს მივყავართ სოციალიზმის კეთილშობლური მიზნების შეცნობის გზამდე; რომ სოციალური სამართალისა და მორალური სამართლის იდენტიფიცირება მოვახდინო და რომ უარვყო იდეები, რომლებიც ბევრის გონებას ნისლავს და ხელს უშლის მათ მიერ დიდებულისა და ამაღლებულის აღქმას.

ნეო-რიკარდოელები

ნეოკლასიკური სკოლის აღზევების შემდგომ, რიკარდოს გავლენა მკვეთრად დაეცა. პიერო სრაფა, დევიდ რიკარდოს საერთო ნაშრომების რედაქტორი და ავტორი გავლენიანი ნაშრომისა „საქონლის წარმოება საქონლის საშუალებით“, იყო ის, ვინც გააცოცხლა რიკარდო, როგორც ეკონომიკური აზროვნების ერთი მიმართულების ავტორი, რომელიც დაჩრდილული იყო ნეოკლასიკური სკოლის ასპარეზზე გამოჩენით. ახალმა ინტერპრეტაციამ, ანუ რიკარდოს და სრაფას მიერ მარგინალური ღირებულების თეორიის კრიტიკამ, აღმოაცენა ახალი სკოლა, რომელსაც ეწოდება ნეო-რიკარდიანული ან სრაფიანული სკოლა. ამ სკოლაში დიდი წვლილი შეიტანეს ლუიჯი პასინეტიმ (1930-), პიერანჯელო გარენიანიმ (1930-2011), იან სტიდმენმა (1941-), ჯეფრი ჰარკორტმა (1931-), ჰაინც კურცმა (1946-), ნერი სალვადორიმ (1951-), პიერ პაოლო სავიტიმ და სხვებმა. ნეო-რიკარდიანული სკოლა ზოგჯერ გვხვდება, როგორც პოსტ-კეინზიანური ეკონომიკის კომპონენტი.

ნეო-რიკარდოსეული ვაჭრობის თეორია

პიერო სრაფას მიერ შთაგონებული, ვაჭრობის თეორიის ახალი ხაზი წარმოიქმნა და მას ნეო-რიკარდოსეული ვაჭრობის თეორია ეწოდა. თეორიაში მთავარი წვლილი შეიტანეს იან სტიდმენმა და სტენლი მეტკალფმა. ისინი აკრიტიკებდნენ ნეოკლასიკურ საერთაშორისო ვაჭრობის თეორიას, კონკრეტულად ჰეკშერ-ოლინის მოდელს იმ საფუძველზე, რომ კაპიტალის, როგორც მთავარი ფაქტორის ცნების საზომი მეთოდი არ არსებობს მანამ, სანამ არ გამოვიანგარიშებთ მოგების მაჩვენებელს. ეს იყო მეორე რაუნდი კაპიტალის შესახებ კემბრიჯის დაპირისპირებისა, ამჯერად, საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში. დეპორტერი და რავიქსი განიხილავენ, რომ ნეო-რიკარდოსეული კონტრიბუცია იჭრება ნეოკლასიკურ ვაჭრობის თეორიაზე ეფექტური გავლენის მოხდენის საქმეში, რადგან ის ვერ გვთავაზობს „კლასიკური თვალთახედვით ნამდვილ ალტერნატიულ მიდგომას“.

ევოლუციური ზრდის თეორია

ნეო-რიკარდოსეული სკოლიდან რამდენიმე განსხვავებული ჯგუფი ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მათგანია ევოლუციური ზრდის თეორია, რომელიც ჩამოყალიბდა ლუიჯი პასინეტის, ჯ.ს. მეტკალფის, პიერ პაოლო სავიოტის, კოენ ფრენკენისა და სხვების მიერ.

პასინეტი ამტკიცებდა, რომ ნებისმიერ საქონელზე მოთხოვნა ხშირად მცირდება ან ქრება, მოთხოვნის შემცირება ფიქსირდება. ახალი საქონლის შემოტანა (პროდუქტი და სერვისი) აუცილებელია, რომ ეკონომიკური სტაგნაცია თავიდან ავირიდოთ.

თანამედროვე თეორიები

Works, 1852

რიკარდოს იდეა კიდევ უფრო გაფართოვდა საქონლის უწყვეტობასთან მიმართებით დორნბუშის, ფიშერის და სემუელსონის მიერ. ეს ფორმულაციაა გამოყენებული მაცუიამასთან და სხვებთან.This formulation is employed for example by Matsuyama

რიკარდოს ვაჭრობის თეორია მიიჩნევს, რომ შრომა უნიკალური საქონელია. ეს ნაკლია, რადგან შუალედური საქონელი ახლა საერთაშორისო ვაჭრობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. სიტუაცია შეიცვალა 2007 წელს იოშინორი შიოძავას ნაშრომის გამოჩენით.მან თავის მოდელში წარმატებულად ჩართო ნავაჭრი შუალედური საქონელი.

იეთსმა გამოიტანა დასკვნა, რომ წარმოებაში მსოფლიო ვაჭრობის 30% არის შუალედური საქონელი. ბარდანმა და ჯაფემ დაადგინეს, რომ შუალედური საქონელი შეადგენს 37-38%ს აშშ-ს იმპორტისა 1992-დან 1997 წლამდე, როცა კომპანიათა შორის ვაჭრობის პროცენტი გაიზარდა 43%-დან 1992-ში 52%-მდე 1997-ში.

არათანაბარი გაცვლა

კრის ედვარდი აქცევს ემანუელის არათანაბარი გაცვლის თეორიას სხვა ნეო-რიკარდოსეული ვაჭრობის თეორიების ვარიაციებს შორის. არგირი ემანუელი ამტკიცებდა რომ მესამე სამყარო ღარიბია საერთაშორისო მუშახელის ექსპლუატაციის გამო.თარგი:Clarify of labour. თარგი:Verify source

არათანაბარი გაცვლის ვაჭრობის თეორიამ გავლენა მოახდინა ახალ დამოკიდებულების თეორიაზე.

პუბლიკაციები

რიკარდოს პუბლიკაციები მოიცავს ნაშრომებს:

  • „ოქროს მაღალი ფასი, როგორც ბანკნოტების ფასების დაცემის მტკიცებულება“ (1810).
  • „ესეი პურის დაბალი ფასის გავლენის შესახებ საფონდო მოგებაზე“ (1815), სადაც ამტკიცებდა, რომ „პურის კანონების“ გაუქმება მეტ სიმდიდრეს მოუტანდა საზოგადოების პროდუქტიულ წევრებს.
  • „პოლიტიკური ეკონომიკისა და დაბევრის პრინციპების შესახებ“ (1817), სადაც განხილულია, რომ მიწის ფასი იზრდება მოსახლეობის მატებასთან ერთად. ნაშრომი დამყარებულია შეფარდებითი უპირატესობის თეორიაზე, რომლის თანახმადაც ყველა ქვეყანას შეუძლია იხეიროს თავისუფალი ვაჭრობით, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ქვეყანას აბსოლუტური უპირატესობა.
იხ. ვიდეო - Economist, David Ricardo



    

воскресенье, 12 февраля 2023 г.

ჯეინ ოსტინი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ჯეინ ოსტინი

ჯეინ ოსტინის აკვარელი პორტრეტი მწერლის ძმისშვილის დაკვეთით მისი გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ

 (ინგლ. Jane Austen; დ. 16 დეკემბერი1775 — გ. 18 ივლისი1817) — ინგლისელი მწერალი, რომანისტი, ინგლისური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც ცნობილია თავისი 6 ძირითადი რომანით. ჯეინ ოსტინს მოიხსენიებენ, როგორც სენტიმენტალიზმის სკოლის უბდალო წარმომადგენლად ასევე ინგლისური რეალიზმის წინამორბედად. მისი ლიტერატურული საქმიანობა XVIII ს-ის ბოლო და XIX საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა. ჯეინ ოსტინის პირველი რომანი „გრძნობა და გონება“, 1811 წელს გამოქვეყდა და იმთავითვე მოიპოვა აღიარება. მას მალევე მოჰყვა „სიამაყე და მცდარი აზრი“„მენსფილდ-პარკი“„ემა“ და სხვა.

ბიოგრაფიულო ცნობები

მცირე ბიოგრაფიული ცნობები ჯეინ ოსტინის ცხოვრების შესახებ მისი წერილებიდან და ოჯახის წევრების ჩანაწერებიდან შემოგვრჩა. მწერალმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში 3000 წერილი დაწერა, რომლიდანაც მხოლოდ 160-მა მათგანმა მოაღწია ჩვენამდე. უმეტესი მათგანი ოსტინმა დას, კასანდრას მიწერა.

ბიოგრაფია

ჯეინ ოსტინის დაიბადა 1775 წლის 16 დეკემბერს სტივენტონში, ჰემფშირში. ის შვიდ და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. მამა, ჯორჯ ოსტინი მსახურობდა სტივენტონის ანგლიკანურ ეკლესიაში.დედა, მისის ოსტინი დიასახლისი იყო,რომელიც გამუდმებით თავისი ქალიშვილის,ჯეინის გათხოვებას ლამობდა.

სიცოცხლის განმავლობაში ოსტინი რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში, მეგობრებთან და მეზობლებთან. არ ტოვებდა არც ერთ მეჯლისს რომელიც იმართებოდა მახლობლად და ხშირად ხმამაღლა უკითხავდა ახლობლებს საკუთარ ნოველებს. როგორც მისი ძმა, ჰენრი იხსენებდა, ჯეინს ძალიან უყვარდა ცეკვა და კარგადაც გამოსდიოდა.

მას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ერთი წლით უფროს დასთან, კასანდრასთან, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე იყო.

იხ. ვიდეო - video - The Untold Story Of Jane Austen | Behind Closed Doors | Timeline -  Lucy Worsley explores the different houses in which Jane Austen lived and stayed, to discover just how much they shaped Jane's life and novels.


On a journey that takes her across England, Lucy visits properties that still exist, from grand stately homes to seaside holiday apartments, and brings to life those that have disappeared. The result is a revealing insight into one of the world's best-loved authors



განათლება

1783 წელს ჯეინი და კასანდრა მამამ სასწავლებლად ოქსფორდში გაგზავნა მისის ენ ქოვლისთან სასწვალებლად, მაგრამ ამავე წლის შემოდგომაზე ორივე შინ დაბრუნდა. მიზეზი ტიფის დაავადება იყო, რამაც ჯეინი სიკვდილის პირასაც კი მიიყვანა. ისინი სწავლას სახლში განაგრძობდნენ იქამდე, ვიდრე 1785 წელს ქალაქ რედინგის ქალთა სასწავლებელში არ გაგზავნეს, სადაც ასწავლიდნენ ფრანგულ ენას, ქარგვას, ცეკვას, სიმღერას და სამსახიობო ხელოვნებას. თუმცა 1786 წლის დეკემბრამდე გოგონებს სახლში დაბრუნება მოუწიათ. მიზეზი სასწავლებლის მაღალი გადასახადი იყო, რისი შესაძლებლობაც ჯორჯ ოსტინის მრავალშვილიან და მცირეშემოსავლიან ოჯახს არ ჰქონდა.

კასანდრას მიერ დახატული ჯეინ ოსტინი1810 წელს

ჯეინ ოსტინმა და მისმა და-ძმამ განათლების მიღება სახლში, წიგნებიდან დაიწყეს. ჯორჯ ოსტინი არ ჰყოფდა მათ სქესის მიხედვით, ამიტომაც ჯეინი ძმების წიგნებიდანაც ბევრს სწავლობდა. ის იყენებდა როგორც მამის, ასევე ოჯახის მეგობრების ბიბლიოთეკებს.

ჯორჯ ოსტინს ტოლერანტული დამოკიდებულება ჰქონდა ქალიშვილის „სარისკო“ ექსპერიმენტების მიმართ, ამიტომაც დებს დაუნანებლად ამარაგებდა ძვირადღირებული ქაღალდით და საწერ-სახატავი მასალებით.

ჯეინის ბავშვობაში მისი ოჯახი და სანათესაო ხშირად აწყობდა თეატრალურ წარმოგდენებს სახლში, რომეlთა უმეტესობა კომედიურ ჟანრს განეკუთვნება. სწორედ ამით ხსნიან ჯეინის წერის მანერას და მის ნოველებში გამოყენებულ იუმორს, ირონიასა თუ სატირას. ცნობილია რომ მან ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში სცადა დრამატული ნაწარმოების დაწერა და საკუთარი ნაწარმოებების შექმნა.

240.994x240.994პქ

ტომ ლეფროი

როდესაც ჯეინ ოსტინი 20 წლის იყო, მეზობელს სტივენტონში სტუმრობდა ტომ ლეფროი 1795 წლის იანვრიდან 1796 წლის დეკემბრამდე. მას უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა და ემზადებოდა ლონდონში გადასასვლელათ, რათა იქ ადვოკატის პროფესიას დაუფლებოდა. ლეფროი და ოსტინი ერთმანეთს, სავარაუდოდ მეჯლისზე ან სოციალურ შეკრებაზე შეხვდნენ და კასანდრასადმი მიწერილი წერილებიდან ცნობილია რომ ერთად დიდ დროს ატარებდნენ.

ოსტინის გადარჩენილი წერილებიდან ის კასანდრას ხშირად წერს ტომ ლეფროის შესახებ და ახასიათებს მას, როგორც „კარგი შესახედაობის, სასიამოვნო, ჯელტმენ ახალგაზრდას“. ხუთი დღის შემდეგ კი წერს რომ ის ერთი მეგობრისგან „შეთავაზებას“ ელოდება, რასაც „უარყოფს მანამ, სანამ არ დაჰპირდება რომ მოიშორებს თავის თეთრ მოსასხამს“. აშკარაა ის მზად იყო მომავალი ტომ ლეფროისთან დაეკავშირებინა („I will confide myself in the future to Mr Tom Lefroy, for whom I don’t give a sixpence“ and refuse all others.) მეორე დღეს კი დას წერს რომ, ეს ყველაფერი დასრულებული იქნება როდესაც წერილს მიიღებს („The day will come on which I flirt my last with Tom Lefroy and when you receive this it will be all over. My tears flow as I write at this melancholy idea“.)[22]

მიუხედავად იმისა, რომ პირად წერილებში ოსტინი ხშირად ირონიულად იხსენიებს ტომ ლეფროისთან დაკავშირებულ საკითხებს და ყველაფერ რომანტიულსა თუ სენტიმენტალურს, აშკარაა რომ მათ შორის არსებობდა გარკვეული კავშირი. თუმცა არცერთი ოჯახისთვის არ იყო პრაქტიკული მათი ქორწინება: არცერთ ჰქონდა ფული, ლეფროი კი დამოკიდებული იყო დიდ ბიძაზე, რომელიც ირლანდიაში იყო ფინანსური მოხელე და მის სწავლა-განათლებას უზრუნველყოფდა.

ადრეული ნაწერები (1796–1798)

191.989x191.989პქ

1793–1795 წლებში მაშინ, როცა ოსტინი 18-20 წლის იყო, დაწერა ეპისტოლარული ნოველა ლედი სუზანი რომელსაც ხშირად ახასიათებენ როგორც ამბიციურ ნაწარმოებს, რომელიც მის სხვა ნაწერებს არ ჰგავს. ნოველის მთავარი გმირია ქალი რომელიც თავის ინტელიგენტით და მომხიბვლელობით მანიპულირებს მეგობრებით, ოჯახით და მიჯნურებით.

კასანდრას მიერ დახატული ჯეინ ოსტინი , 1804 წელი

ლედი სუზანის დასრულების შემდეგ ოსტინმა მუშაობა დაიწყო თავის პირველ დიდ რომანზე ელონორი და მერიენი. მისი დის თქმით ამ ნაწარმოებს მწერალი ოჯახს ჯერ კიდევ 1796 წლამდე უკითხავდა მოკლე ამბების და წერილების სახით.ნაწარმოები მხოლოდ 1811 წელს გამოქვეყნდა ანონიმურად. სწორედ მაშინ ეწოდა გრძნობა და გონება.

პირველის მერე ოსტინმა 1796 წლიდან დაიწყო მეორე ნოველაზე მუშაობა , რომელსაც პირველი შთაბეჭდილებები უწოდა (შემდგომში ეწოდა სიამაყე და მცდარი აზრი) და დაასრულა 1797 წელს 21 წლის ასაკში. ამ ნაწარმოებსაც ხმამაღლა უკითხავდა ოჯახს და თავის საუკეთესო, გამორჩეულ ნაშრომად თვლიდა. მამამ, ჯორჯ ოსტინმა პირველად სცადა გამოექვეყნებინა ჯეინის წიგნი და გააგზავნა კიდეც გამომცემლობაში 1797 წელს, მაგრამ უკან უარით დაუბრუნეს. სავარაუდოდ, ოსტინმა არც იცოდა ამის შესახებ.

1798 წლის შუა ხანებში, ელონორის და მერიენის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა რიგით მესამე ნოველაზე სუზანი - შემდგომში ნორთენგერის სააბატო- სატირულ, გოთიკურ რომანზე.

ბათი და საუთჰემპტონი

1800 წლის დეკემბერი ჯორჯ ოსტინი მოულოდნელად გაათავისუფლეს თანამდებობიდან რის გამოც მოუწია სტივენტონის დატოვება და ქალაქ ბათში გადმოსვლა. იმ ფაქტმა, რომ ჯეინს მოუწევდა დაეტოვებინა სახლი, რომელშიც გაიზარდა, მის პიროვნებაზე დიდი გავლენა იქონია. მის შემოქმედებაშიც 1801–1804 წლები ყველაზე უნაყოფოა. 1803 წელს ეცადა და დაიწყო მუშაობა ახალ რომანზე ვოტსონები, მაგრამ მალევე მამა გარდაეცვალა. ნაწარმოები კი დაუმთავრებელი დარჩა. 1802 წელს ჯეინ ოსტინმა ყველასთვის დანამდვილებით ცნობილი ქორწინების შემოთავაზება მიიღო თავისი მეგობრის ძმისგან, ჰარის ბიგ-ვიტერისგან მათთან სტუმრობისას. ჰარის ოქსფორდის უნივერსიტეტით ახლადდამთავრებული ჰქონდა. ოსტინი დათანხმდა პრაქტიკული მიზეზების გამო: ქორწინებით ჯეინი შეძლებდა ოჯახის დამარებას, დისთვის მუდმივი საცხოვრების გამოძებნას, საკუთარი ცხოვრების კომფორტით უზრუნველყოფას და ძმის კარიერისთვის ხელშეწყობას. მიუხედავად ამისა, მან ვერ შეძლო ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ არ ვიცით, არ შემოგვრჩა მისი დამოკიდებულება თუ ჩანაწერი ამ შემოთავაზებასთან დაკავშირებით, მაგრამ ცნობილია რომ ჰარი ბიგ-ვიტერ ახასიათებდნენ, როგორც სიტყვაძუნწ ადამიანს, რომლის მოწონება ძალიან რთულია. 1814 წელს ჯეინს ბიძაშვილი, ფანი ნაითი წერილში სთხოვდა მიეცა მისთვის რაიმე რჩევა სერიოზულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაზეც უპასუხა, რომ მანამდე არ დათანხმებოდა ადამიანს ქორწინებაზე, სანამ ნამდვილად არ მოეწონებოდა, რადგან „ქორწინება სითბოსა და გრძნობის გარეშე არაფერია“ — წერდა ის. 1806 წელს ოსტინი ოჯახთან ერთად ძმასთან, ფრენკ ოსტინთან გადავიდა საცხოვრებლად საუთჰემფტონში.

ჩავტონის კოტეჯი — მწერლის სახლ-მუზეუმი

ჩავტონი

დაახლოებით 1809 წელს ოსტინის ძმამ, ედვარდმა დედას და დებს შესთავაზა დასახლებულიყვნენ კოტეჯში, რომელიც ჩავტონის სოფელში მდებარეობდა და მის მფლობელობაში შედიოდა ჩავტონის მამულთან ერთად. ოჯახმა დაიმკვიდრა თავი ამ სახლსი და მშვიდი ცხოვრება დაიწყო. როგორც მათი ძმისშვილი, ანა წერს ისინი წყნარად ცხოვრობდნენ, დიდებული მკიტველები იყვნენ და ხშირად პატარებს ასწავლიდნენ კითხვას.

ჯეინ ოსტინის საფლავი უინჩესტერის საკათედრო ტაძარში

გარდაცვალება

ოსტინმა თავი შეუძლოდ იგძნო 1816 წლის დასაწყისში, მაგრამ ავადმყოფობის ნიშნებს ყურადღება არ მიაქცია. ის აგრძელებდა მუშაობას ნოველებზე ელიოტები და ძმები 1817 წლის შუა ხანებამდე, მაგრამ 18 მარტს უკვე საბოლოოდ დადო კალამი და დაანება წერას თავი.

გრძნობა და გონების პირველი გამოცემა ანონიმური სახელით „ლედი“ , 1811 წელი

მისი დაავადება ედისონის სახელითაა ცნობილი, იწვევს საერთო სისუსტეს, რევმატიზმს… მალევე შეექმნა სიარულის სირთულე და ლოგინს მიეჯაჭვა. მაისში კანასდრამ და ჯენრიმ უინჩესტერში წაიყვანეს სამკურნალოდ, სადაც მალევე, 17 ივლისს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს უინჩესტერის საკათედრო ტაძარში. ეპითეტზე, რომელიც მისმა ძმამ შეადგინა, ჯეინ ოსტინის პიროვნული მახასიათებლეიდან „მისი გონების არაჩვეულებრივი ნიჭია“ აღნიშნული, მაგრამ მასზე, როგორც მწერალზე, არაფერია ნათქვამი.


იხ. ვიდეო - იხ. ვიდეო - Дом Джейн Остин, деревня Чоутон и Винчестерский собор.





четверг, 9 февраля 2023 г.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე

                         მიწისძვრის შედეგები თურქეთში. 7 თებერვალი, 2023 წელიიხ. წყარო ბმულზე თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა - მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 3-მდე გაიზარდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი პირი, რომელიც დღეს იპოვეს, ორმაგი მოქალაქეობის მქონეა.
"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი პროცედურები", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 8574-ს მიაღწია. 49 133 ადამიანი დაშავდა. დანგრეულია 6 444 სახლი.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ყველა დაზარალებული ოჯახი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს და მთავრობის გეგმაა, რომ ერთი წლის განმავლობაში ისინი ახალი ბინებით უზრუნველყოს.
მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც დაღუპულია სულ მცირე 2530 ადამიანი.
დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.იხ. ვიდეო - Землетрясения в Турции и Сирии: погибших более 11 тысяч

მიწისძვრები თურქეთსა და სირიაში: 12 ათასზე მეტი დაღუპული, ნაკლები იმედი გადარჩენილთა პოვნისა                       

სისხლიანი სამოქალაქო ომის წლებში ალეპოში მრავალი შენობა უკვე დაზიანდა. მერე იყო საშინელი მიწისძვრა
იხ. ბმულზე წყარო თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი ორმაგი მიწისძვრის შემდეგ მესამე დღეს ნანგრევებიდან ადამიანების გადარჩენის შანსები სულ უფრო ნაკლები რჩება. დაღუპულთა რიცხვმა, ბოლო მონაცემებით, 12 ათას ადამიანს გადააჭარბა.

რიცხვები მატულობს და ნანგრევების ქვეშ არიან მსხვერპლი. ზამთრის სიცივეების პირობებში მათი იქიდან ცოცხლად გამოყვანის შესაძლებლობა სულ უფრო ნაკლებია.

იმავდროულად, ოპოზიცია აცხადებს, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობა სტიქიაზე ნელა რეაგირებდა და ამისთვის მზად არ იყო. ერდოღანი თავად სტუმრობს დაზარალებულ რაიონებს და აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

პირველი მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრით მოხდა ორშაბათს ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, გაზიანთეპთან. რამდენიმე საათის შემდეგ ამას მოჰყვა ახალი 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა.

რატომ იყო მიწისძვრა თურქეთში ასე დამანგრეველი?
სირიაში სტიქიას ამძიმებს მრავალწლიანი სამოქალაქო ომი - მიწისძვრის შედეგად უკვე დაზიანებულია და ჩამოინგრა მრავალი შენობა, ბევრ რაიონში მაშველებისა და ჰუმანიტარული დახმარების დაშვება რთულია. ასევე ბევრი ლტოლვილი ცხოვრობს სირიიდან სამხრეთ თურქეთში, ხშირად ნაჩქარევად აღმართულ ან დანგრეულ შენობებში.

„ერთი კატასტროფა მეორეს დაედო“, - განუცხადა BBC-ს MSF-ის ბრიტანელმა დირექტორმა ნატალი რობერტსმა. „თურქეთის ამ ნაწილში, ისეთ ადგილებში, როგორიცაა გაზიანთეპი, მილიონობით სირიელი ლტოლვილია და ისინი ხშირად ცხოვრობენ არც თუ ისე გამძლე პირობებში. საცხოვრებელი.ეს არის კატასტროფის რეცეპტი“.

შიმშილი, განადგურება, ქოლერა და ახლა მიწისძვრა. რატომ დაზარალდა სირია თურქეთზე მეტად
პროფესორმა ლუსი ისთჰოპმა, კატასტროფების მენეჯმენტის ექსპერტმა, BBC-სთან ინტერვიუში ურჩია ადამიანებს, რომლებსაც სურთ დახმარება გაუწიონ მსხვერპლს, ფულის გაგზავნა და არა ნივთები. "ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო ფულია. არის არასამთავრობო, საქველმოქმედო, სამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ დახმარებას. რაც მათ სჭირდებათ და არა მხოლოდ ახლა, არამედ წლების განმავლობაში, არის ფული." ამბობს ის..

მაგალითად, თბილი ტანსაცმლის შეგროვება, თურქეთიდან ან სირიიდან შორს ქვეყანაში ყოფნა, დიდი ალბათობით უსარგებლოა.

"შენი ქოხი ზღვარზე არ არის." როგორ ეხმარებიან თურქეთში მცხოვრები რუსები მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში
სირიაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ყოფილმა კოორდინატორმა იან ეგლენდმა BBC-სთან ინტერვიუში ურჩია, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეცეს ფული სირიაში პოლიტიკური კონფლიქტის მხარეებს, იქნება ეს ბაშარ ალ-ასადი. რეჟიმი თუ ოპოზიცია.

„ყველა დახმარება უნდა გაიაროს არასამთავრობო ორგანიზაციების - გაეროს სააგენტოების, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის სისტემის მეშვეობით“, - განაცხადა მან.
  
      მიწისძვრიდან დაახლოებით ერთი დღის შემდეგ კაჰრამანმარასში დანგრეული შენობის ნანგრევებიდან 14 წლის ბიჭი ამოიყვანეს.      
                                    
მავდროულად, თურქეთში სულ უფრო ძლიერდება მთავრობისა და პირადად ერდოღანის კრიტიკა. მათ ბრალად ედებათ უსწრაფესი რეაგირება და სამაშველო სამუშაოების დაუყოვნებელი განხორციელება.

დაზარალებულ რაიონებში ბევრი ადანაშაულებს თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (AFAD) შენელებაში.

სამშაბათს ისკენდერუნის მცხოვრებმა BBC-ს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ აუკრძალა მის ოჯახს ტექნიკის გამოყენება ნანგრევების გასასუფთავებლად, რომლის ქვეშაც მისი ორი დისშვილი იყო დაკრძალული. „გვიან საღამომდე ვიცადეთ, მაგრამ არავინ მოსულა, მერე ჩვენი ხარჯით გამოვიარეთ ექსკავატორი, მაგრამ [ხელისუფლებას] არ ისურვეს, რომ გამოგვეყენებინა – გაგვაჩერეს. ნანგრევების ქვეშ ორი შვილი გვყავს: ჩემი დის ქალიშვილი, აიშეგიული და ელიდა“, - ამბობს ქალი.

როდესაც სასწრაფო დახმარება მაინც მივიდა შემთხვევის ადგილზე, ახლობლებს იმედი არ ჰქონდათ, მათ სჯეროდათ, რომ გოგონები უკვე გარდაცვლილები იყვნენ. თუ ვინმე არის ამაში დამნაშავე, ეს ერდოღანია“, - განაცხადა თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ.

მან ერდოღანის მეთაურობით ხელისუფლება მიწისძვრების შემდეგ პიარში დაადანაშაულა. მაისში თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, სადაც ერდოღანი აშკარად შეეცდება შეინარჩუნოს ადგილი. არჩევნებში მონაწილეობას თავად კილიჩდაროღლუც აპირებს.
                                        
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარე კაჰამანმარაშის რაიონი მოინახულა. მან პროვოკატორებს უწოდა ისინი, ვინც მთავრობას აკრიტიკებს სტიქიაზე რეაგირებაში ძალიან ნელი.
თურქეთი უკმაყოფილოა ეგრეთ წოდებული „მიწისძვრის გადასახადითაც“ - 1999 წლის მიწისძვრის შემდეგ, როდესაც 17 000 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ შეგროვებული 88 მილიარდი ლირა (დაახლოებით 4,6 მილიარდი დოლარი) სავარაუდოდ მოხმარდება კატასტროფების პრევენციას და სასწრაფო დახმარების სერვისების განვითარებას.

თუმცა, ხელისუფლებას არასოდეს საჯაროდ არ განუმარტავს, სად მიდის ფული და ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება არ იყო მზად სტიქიისთვის.

ამასთან დაკავშირებით, ერდოღანმა, რომელიც სამშაბათს ეწვია დაზარალებულ რაიონებს, თქვა: „შეუძლებელია იყო მზად ამხელა კატასტროფისთვის“.

მისი თქმით, ახლა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მათ, ვინც ამტკიცებს, რომ არასდროს უნახავს უსაფრთხოების ძალები ზოგიერთ დაზარალებულ რაიონში, მან პროვოკატორებს უწოდა. "ჩვენ მობილიზებული გვაქვს მთელი ჩვენი რესურსი. სახელმწიფო მუშაობს მუნიციპალიტეტებთან, განსაკუთრებით AFAD-თან, იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას", - განაცხადა ერდოღანმა.
იხ. ვიდეო - video - Earthquakes in Turkey and Syria: more than 12 thousand dead, fewer hopes to find survivors

რატომ იყო მიწისძვრა თურქეთში ასე დამანგრეველი?

თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ხუთ ათას ადამიანს გადააჭარბა. სირიის საზღვრის მახლობლად ქალაქ გაზიანთეპთან ძლიერი ბიძგები კიდევ ერთი მოჰყვა - თურქეთის პროვინციის კაჰრამანმარაშის მიდამოში. მას შემდეგ ასობით ბიძგები დაფიქსირდა. რა შეიძლება ითქვას ამ მიწისძვრის სიძლიერესა და მის გამომწვევ მიზეზებზე მეცნიერების თვალსაზრისით?

გაზიანთეპის რეგიონში მიწისძვრის სიმძლავრე შეფასებულია 7.8 მაგნიტუდად, რაც განიხილება, როგორც დამანგრეველი მიწისძვრა მაგნიტუდის მასშტაბით. მისი ეპიცენტრი მდებარეობდა შედარებით არაღრმა სიღრმეზე - დაახლოებით 18 კმ მიწისქვეშ, რამაც ზედაპირზე მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მაგნიტუდის მხოლოდ ორი მიწისძვრა იყო და კიდევ ოთხი წინა ათწლეულის განმავლობაში“, განმარტავს პროფესორი ჯოანა ფორ უოლკერი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის რისკისა და კატასტროფების შემცირების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

თუმცა, დარტყმების ძალა არ არის განადგურების სიდიდის ერთადერთი მიზეზი. ამ შემთხვევაში ეს მოხდა გვიან ღამით, როცა ხალხს ეძინა. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შენობების სიძლიერე, რომლებშიც ისინი მდებარეობდნენ.

თურქეთსა და სირიაში მაშველები ნანგრევების ქვეშ მყოფ ადამიანებს ეძებენ; მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს გადააჭარბა და კვლავ იზრდება
შიმშილი, განადგურება, ქოლერა და ახლა მიწისძვრა. რატომ დაზარალდა სირია თურქეთზე მეტად
პორტსმუთის უნივერსიტეტის ვულკანოლოგიისა და რისკის კომუნიკაციის სპეციალისტის, დოქტორ კარმენ სოლანას თქმით, პირველი ბიძგების შემდეგ მეორე დღე გადამწყვეტია ადამიანების გადასარჩენად.

"ინფრასტრუქტურის მდგრადობა, სამწუხაროდ, მცირეა სამხრეთ თურქეთში და განსაკუთრებით სირიაში, ამიტომ სიცოცხლის გადარჩენა ახლა ძირითადად პასუხზეა დამოკიდებული. მომდევნო 24 საათი გადამწყვეტია გადარჩენილების მოსაძებნად - 48 საათის შემდეგ გადარჩენილთა რიცხვი მკვეთრად იკლებს", - განმარტავს სოლანა.

ამ რეგიონს არ განუცდია ძლიერი მიწისძვრები ბოლო 200 წლის განმავლობაში, ამიტომ მზადყოფნის დონე უფრო დაბალია, ვიდრე იმ ადგილებში, რომლებიც უფრო მიჩვეულნი არიან რეგულარულ ბიძგებს.
დედამიწის ქერქი შედგება ტექტონიკური ფირფიტებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაჭერილი. ხშირად ფილები ცდილობენ გადაადგილებას, მაგრამ ხელს უშლიან ხახუნის მიმდებარე ფილასთან შეხებისას. ზოგჯერ წნევა მატულობს მანამ, სანამ ერთი ფირფიტა უეცრად არ ამოვა ადგილიდან, რაც იწვევს ზედაპირზე მოძრაობას.
იხ. ვიდეო - Турция после землетрясений сегодня. Причины землетрясения в Турции. Новости на 7 февраля 2023



ამ შემთხვევაში, ჩრდილოეთით მოძრავი არაბული ტექტონიკური ფირფიტა ამოქმედდა და შეეჯახა ანატოლიის ფირფიტას.

ამ ფირფიტების ხახუნი წარსულში იყო დამანგრეველი მიწისძვრების მიზეზი. 1822 წლის 13 აგვისტოს მან გამოიწვია 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლები იყო ორშაბათს დაფიქსირებულ 7,8 მაგნიტუდაზე.

თუმცა, მე-19 საუკუნის მიწისძვრამ მასიური ზიანი მიაყენა ტერიტორიის ქალაქებს, მხოლოდ ქალაქ ალეპოში 7000 ადამიანი დაიღუპა. დამანგრეველი ბიძგები თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

ამჟამინდელი მიწისძვრის შემდეგ უკვე მოხდა რამდენიმე შემდგომი ბიძგები და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის იგივე ტენდენციას მიჰყვება, როგორც რეგიონში წინა ძლიერი მიწისძვრა.

როგორ იზომება მიწისძვრები?
ისინი იზომება მასშტაბით, სახელწოდებით მაგნიტუდის სკალა, ან რიხტერის სკალა, რომელსაც ეწოდა ამერიკელი სეისმოლოგის ჩარლზ რიხტერი, რომელმაც თავდაპირველად შემოგვთავაზა ეს მასშტაბი.

ასე რომ, ამ მასშტაბის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად საშიში ბიძგები - 2,5 ბალამდე - ჩვეულებრივ არ იგრძნობა და მათი აღმოჩენა მხოლოდ სპეციალური ინსტრუმენტებითაა შესაძლებელი.

5 ბალამდე დარტყმა უკვე იგრძნობა და მცირე ზიანს აყენებს.

თურქეთის ამჟამინდელი 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მიეკუთვნება დამანგრეველთა კატეგორიას და სერიოზულ ზიანს აყენებს შენობებს ზედაპირზე.

8-ზე მაღლა მყოფი ყველაფერი ითვლება კატასტროფულ მიწისძვრად, რომელსაც შეუძლია მთლიანად გაანადგუროს ეპიცენტრი.
ამრიგად, 2011 წლის მარტში იაპონიის სანაპიროზე 9 მაგნიტუდის მიწისძვრამ გამოიწვია ხმელეთზე ფართო განადგურება და გამოიწვია გიგანტური ცუნამის სერია, რომელთაგან ერთ-ერთმა კატასტროფა გამოიწვია იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე Fukushima-1.

ყველაზე ძლიერი 9.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ჩილეში 1960 წელს. (ფუკუსიმას კატასტროფაზე მიდევ სტატია)
იხ. ვიდეო - Global National: Feb. 7, 2023 | Race against time to rescue Turkey, Syria earthquake survivors - As the death toll keeps climbing, time is running out to rescue people trapped under the rubble of collapsed buildings in earthquake-ravaged Turkey and Syria. Redmond Shannon looks at the deepening despair and frustration among people and the fear Syrians will be forgotten. Then, Jackson Proskow reports on the influx of aid workers arriving to lend a helping hand in the earthquake zone, and Eric Sorensen explains how the international community's response is helping to restore faith in humanity. 

Could Canada provide more aid to Syria and Turkey? Mike Drolet has reaction from Kerim Uras, Turkey's ambassador to Canada, who couldn't hide the fact he expected more. 

It's being called a "true miracle": see the moment an entire family in Syria was pulled from the wreckage of their home. 

Prime Minister Justin Trudeau is offering the provinces and territories $196 billion in health-care funding over 10 years. David Akin breaks down why premiers are not thrilled about the proposal, and how the money would be allocated. 

And the U.S. Navy has released new images of that suspected Chinese spy balloon that was shot down.






უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...