საქართველოს მეფე 1125-1156, დავით აღმაშენებლის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე. დემეტრე მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დიდგორისა და შირვანის ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქებისათვისდაეთმო. 1138 წელს დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმაგანძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში ჩამოიტანეს (დაცულია გელათში), მაგრამ დემეტრე I-მა ვერ შეძლო განძის შენარჩუნება და ქალაქი დიდხანს დარჩა მაჰმადიანთა საყრდენ პუნქტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
1130 წელს დემეტრე I-ის უფროსმა შვილმა დავითმა იმის შიშით, რომ დემეტრე I-ს უმცროსი შვილი გიორგი არ გაემეფებინა, შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ. მეფემ შეიპყრო შეთქმულების მოთავეები: უფლისწული დავით დემეტრეს ძე და იოანე აბულეთისძე. შემდგომში (სომეხი მემატიანის ვარდანის ცნობით 1132, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობით 1145) დემეტრე I-მა ივანე აბულეთისძემოაკვლევინა, ხოლო მისი შვილი თირქაში (ქირქიში) საპყრობილეში დაამწყვდია.
იხ. ვიდეო
1154 (1155) წელს დავითმა კვლავ მოაწყო შეთქმულება, თავისი ერთგული და მეფის მოწინააღმდეგე დიდებულების შემწეობით დემეტრე I იძულებით ბერად შეაყენა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა. დავითის გარდაცვალების შემდეგ (იგი მხოლოდ 6 თვეს მეფობდა) დემეტრე I ბერობიდან გადადგა და ტახტი დაიბრუნა. თანაც შეამზადა პირობები მისი უმცროსი ძის გასამეფებლად („აღამაღლა, თავისი თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა“). მწვავე შინაკლასობრივი ბრძოლების გამო დემეტრე I-ის მეფობის დროს საქართველოს პოლიტიკური ზრდა ერთგვარად შეფერხდა.
საყურადღებოა დემეტრე I-ის პოეტური შემოქმედება. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. განსაკუთრებით გამოირჩევა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი იამბიკოები. დემეტრე I-ის თხზულებათა პოეტური სახეები ქრისტიანულ სიმბოლიკაზეა დაფუძნებული, ზოგ მათგანს რითმაც ეტყობა. მისი „შენ ხარ ვენახი“ დღესაც ცოცხალი საეკლესიო საგალობელია. იხ. ვიდეო
გველკუდები
ოფიურები (Ophiuroidea), ზღვის ცხოველების კლასი კანეკლიანების ტიპისა. სხეული შედგება ბრტყელი დისკოსა და 5 (იშვიათად 10-მდე) მოქნილი სხივისაგან. სხივები ლოკომოტორულ ფუნქციას ასრულებენ: სუნთქვისა და შეხების ორგანოთა ფუნქციებს - ამბულაკრული სისტემა. გველკუდების უმრავლესობა ცალსქესიანია, ზოგი ცოცხლადმშობია. იხ. ვიდეო
იკვებებიან მცირე ზომის ცხოველებით ან დეტრიტით. კაშკაშა შეფერილობისანი არიან. ზოგი გველკუდა ანათებს კიდეც. ბინადრობენ ოკეანეებისა და ზღვების ფსკერზე. კლასში 2000-მდე სახეობაა. იხ ვიდეო
გარეგნულად გველკუდები გავს ზღვის ვარსკვლავებს. სხეული შედგება ბრტყელი დისკისგან გამომდინარე 5 (იშვიათად 10) სხივებისგან, ასევე ეძახიან ,,ხელებს'' დიამეტრი დისკის - 14,3სმ (Gorgonocephalus eucnemis) სხივებს შეუძლიათ მიაღწიონ სიგრძე 70სმ. გველკუდები ცხოვრობენ ზღვის ფსკერზე. 6-8კმ სიღრმეზე. უმრავლესობა გვხდება 500მ. სიღრმეზე ცხოვრობენ მარჯნის რიფებზე. ისინი იკვებებიან ოსაგდულიანიბით. ისინი ხშირად ქმნიან მასობრივი დასახლება და თევზების საკვებს წარმოადგენს. გველკუდები გამრავლბას გაყოფას წარმოადგენს, ასევე არის გემოფოდიტების სახეობებიც. მხოლოდ რამდენიმე სახეობას შეიძლია უსქესოდ გამრავლდნენ. იხ ვიდეო
უჯარმა
უჯარმის, ანუ „ჯვარპატიოსნის“ ციხე
სოფლის ჩრდილოეთით 5 კილომეტრის დაშორებით, გზიდან მარჯვნივ მდებარე კლდოვან ქედზე დგას ციხე-ქალაქ „ჯვარპატიოსნის“ ნანგრევები. თავად პირველი ციხე და საფორტიფიკაციო ნაგებობა აშენებულია ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში, მეფე საურმაგის დროსვახტანგმა ციხეს დაუმატა წმ. რაჟდენის სახელობის მცირე ეკლესია (მთავარ სიმაგრეში); ასევე, ჩრდილოეთის მიმართულებით გააშენა ექვსკოშკიანი ოთკუთხედი ფორმის 5-7 მეტრის სიმაღლის კედლების მქონე სიმაგრე, რომლის უდიდესი ნაწილი 40 გრადუსიან დახრილ ფერდობზე მოდის. ეს ნაგებობა მთის თხემიდან ივრის პირამდე ეშვება და დღესაც კარგადაა შემონახული, ბოლო ორი კოშკის გარდა, რომელიც წყალთაქცევამ ნაწილობრივ მოშალა და დააზიანა. ციხემ ქალაქის ფუნქციების შეთავსება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო. ციხე არ მდებარეობს არამედ იგი ძევს საგურამოს ქედის (ეს ქედი მთავრდება ბაკურციხეში) ძირში, რომელიც ბუნებრივად გაწყვეტილია ივრის ხეობით. სწორედ ამ ბუნებრივი გასასვლეის ჩასაკეტად იქნა აგებული ამ ადგილას ეს სიმაგრე, გორგასლამდე ექვსი-შვიდი საუკუნით ადრე. ციხეს დასავლეთიდან ესაზღვრება იალნოს მთა, ხოლო ივრის მეორე ნაპირიდან გომბორის ქედის ბუნებრივი გაგრძელებაა. ციხის მარჯვნივ „რკინის მთა“ მდებარეობს. სწორედ ამ მთის ძირში, ზამთარში, ტახებზე ნადირობისას „მოაპარინა“ ჩუხჩებს ურჩი კახთა მეფე აღსართანი დავით აღმაშენებელმა. ციხე აქტიური თავდაცვითი ჯაჭვის რგოლი იყო IX საუკუნემდე, არაბების მიერ მის დანგრევამდე.
იხ ვიდეო
საინტერესოა ორი ისტორია თუ თქმულება, რომელთაგან ერთი უკავშირდება გორგასლის სიკვდილის ვერსიას, ხოლო მეორე — ჯვარპატიოსნის საგანძურის გატანას.
უჯარმელების ზეპირსიტყვაობაში შემონახულია ვახტანგის სიკვდილის შემდეგი ვერსია: ვახტანგის მეუღლე შეფარვით ერთ-ერთ წარჩინებულ ირანელ სამხედრო მთავარს ჰყვარობდა, რომელიც ავდაკს თან ახლდა. ომის წინა დღეს მან საიდუმლო შიკრიკი გაგზავნა ირანელთა ბანაკში და შემდეგი ამბავი დაუბარა:
„ამაღამ ვახტანგის საყვარელ საბრძოლო ფაშატს ბლომად მარილიან წყალს დავალევინებ თავლაში. ვახტანგს ყოველი გათენების წინ თვითონ ჩაჰყავს თავისი საყვარელი ცხენი იორზე წყლის დასალევინებლად. „სატალახო“ აბჯარსაც იმას დავუდებ სასთუმალთან, მარჯვენა იღლიაში გარღვეული რომელიცაა. ცხენი დიდხანს ვერ დაიოკებს წყურვილს და ვახტანგი აღვირს უსათუოდ ამოჰკრავს. კაი მოისარი ნახეთ და მეორე ნაპირიდან ქეიბური, ან ბოძალი ესროლეთო.“
უჯარმაში ამბობენ, რომ ასეც მოხდა. დღესაც ამ ვერსიის სჯერათ და მიაჩნიათ, რომ ვახტანგი ბრძოლაში უკვე დაჭრილი გავიდა. ჯვარპატიოსნობა, როგორც სახალხო დღესასწაული და დღეობა აღინიშნება ახალი სტილით 20 მაისს.
მეორე თქმულება უკავშირდება ჯვრპატიოსნის საგანძურს. ხალხი ჰყვება, რომ XIX საუკუნის შუა წლებში ნადირობისას ერთი მონადირის (რუსი ოფიცრის) ძაღლს მელამ სოროში შეასწრო. ეს ადგილი საავტომობილო გზაზე, ჯვარპატიოსანთან არ მისული 50-60 მეტრის მანძილზეა, დღევანდელ გზის მარცხენა ბექობზე. ძაღლი არ შეეშვა და სოროს შესასვლელს ყეფით თხრა დაუწყო. მონადირეც მივიდა იმ ადგილას და ძაღლს გაქეზება დაუწყო. ცოტა ხანში ძაღლმა ჯერ ერთი ოქრო ამოაგდო მიწიდან, შემდეგ კიდევ ერთი. მონადირემ ძაღლი დააბა და თავად დაიწყო თხრა. მალე განძით სავსე სათავსოები აღმოაჩინა. რუსი დაბრუნდა მუხროვანში (სადაც დღესაც სამხედრო ნაწილია) და ეს ამბავი პრისტავს შეატყობინა. ხალხი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა გზა ორი დღით გადაკეტეს და არვის არ ატარებდნენ, ხოლო შემდეგ მუხროვანისა თუ თბილისის მიმართულებით უჯარმაზე გაძლიერებული სამხედრო ბადრაგის თანხლებით ცხრა დახურული „პოვოზკა“ გაატარეს, რომლებიც აშკარად რაღაცით იყო დატვირთული
იხ. ვიდეო
აი ამას გადასცემენ უჯარმელები თაობიდან თაობას, თუმცა პირველი თქმულება ნაკლებად სავარაუდოდ უნდა მივიჩნიოთ, რამდენადაც IX საუკუნეში არაბმა აბულ ყასიმმა აიღო და დაანგრია ჭერემის, უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები, ხოლო ხალხი ივრის ხეობაში ერთიანად გაჟლიტა, ან ტყვედ წაასხა. ამდენად ამ ამბის მომყოლიც კი ცოცხალი არ უნდა დარჩენილიყო. ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ დღევანდელი უჯარმა „მეორედ“ დაახლოებით ერეკლე I-ის დროს დასახლდა. ამიტომ ამ სოფელში ცხოვრობს თითქმის ყველა კუთხის ხალხი — კახელები, სვანები, იმერლები, ქართლელები (ხმალაძეები, სონიძეები, საღლიანები, მანაგაძეები, დათუნაშვილები, ცისკარიშვილები, ფეიქრიშვილები, ყარყარაშვილები, შავერდაშვილები, მაღალდაძეები) და ბუნებრივია, რომ ეს არ არის უჯარმის ისტორიული, ძირძველი მოსახლეობა
ციხე-ქალაქი აგებულია მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზე და წარმოადგენდა ივრის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ კარიბჭეს. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ციხის დასავლეთით იყო. ციხე-ქალაქის მთავარ ციტადელში ჩატანებულია სადარაჯო კოშკები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხეში აღმოჩენილია ორსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობის ნანგრევები.
ციხეში ჩაშენებულია ჯვარპატიოსანის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. პირველი სართული შედარებით ძველია, მეორე სართული X-XI საუკუნეებში დააშენეს[1]. დაშენებული ეკლესია მაღალი ცალნავიანია, სარკმლები დატანებული აქვს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს. ეკლესიის კედლები აგებულია ქვის მსხვილი ფილებით და ნაწილობრივ ძველი წყობის კვადრებით.
იხ. ვიდეო
ციხის გალავანი გრძელდებოდა ჩრდილოეთით მხრიდან, დამრეც კლდოვან ფერდობზე, მდინარის ნაპირამდე. ამ კედლებში თანაბარ მანძილზე 9 კოშკი იყო ჩატანებული. კოშკების მეორე და მესამე სართულები განკუთვნილი იყო მეციხოვნე ჯარისათვის საცხოვრებლად. კოშკებს ჰქონდა დახურული, ბანური სახურავი. ბანის პერიმეტრზე ყოფილა ქონგურები, ხოლო მათ უკან დერეფანი-გასასვლელი.
მდინარე ივრის პირას შემორჩენილია კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია. მისი კედლები ქვიშაქვით და აგურითაა ნაგები, ლავგარდანი რომბული წყობისაა. სამხრეთის მხრიდან მიშენებულია ახალი ეკლესია, რომლის ქვეშ მოწყობილია საძვალე. შეიმჩნევა ძველი კედლის კვალი. სავარაუდოდ, აქ უნდა ყოფილიყო მეფე ასფაგურის მიერ აშენებული ციხის ნაშთები.
გათხრების შედეგად ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მინისა და ბრინჯაოს სამაჯურები; ბრინჯაოს ბეჭდები და ღილები, საზედაშე ქვევრები, თონე, საფლავები (XII-XIII სს)
ალტროპიული მოდოფიკაცია ფოსფორის (თეთრი, წითელი, ყვითელი, შავი ფოსფორები)
(ბერძ. allos სხვა და tropos მობრუნება) — ელემენტის თვისება არსებობდეს ბუნებაში რამდენიმე მარტივი ნივთიერების სახით. ხოლო ამ მარტივ ნივთიერებებს ჰქვია ალოტროპიული სახესხვაობები, ამგვარად, ალოტროპიული სახესხვაობები ეწოდება მარტივ ნივთიერებებს, რომლებიც წარმოქმნილია ერთი და იგივე ელემენტისაგან.
ალმასი და გრაფიტი - ალოტროპიული ფორმები ნახშირბადის, განსხვავდებიან კრისტალური სტრუქტურებით ბადით
თარიღები გადასვლის მეტრული სისტემის. ქვეყნები,რ-იც არ მიიღეს სისტემა SI ძრითადი ქვეყნები არიან (ლიბერია, მიანმა. აშშ) აღნიშნული შავ ფრად.
ან შემოკლებით სი (ფრანგ.Système international d'unités, SI) — ფიზიკური სიდიდეების ერთეულთა სისტემა, რომელიც მიღებულია ზომა-წონის XI გენერალური კონფერენციის მიერ (1960 წლის ოქტომბერი, პარიზი). იგი წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ საზომ ერთეულთა სისტემას, როგორც მეცნიერებაში ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ელექტრომაგნიტური ველი და მისი სიდიდე
სი ოფიციალურად შემოღებულ იქნა 1960 წელს და მას საფუძვლად დაედო ე. წ. მეტრული სისტემა. სი-მ მალევე ჩაანაცვლა მანამდე არსებული ზომის ისტორიული ერთეულები თითქმის ყველა ქვეყანაში. გამონაკლისია მხოლოდ აშშ, ბირმა და ლიბერია, ასევე ნაწილობრივ იმპერიალურ სისტემის ელემენტებს იყენებენ დიდი ბრიტანეთი და ანგლო-კანადა. იხ. ვიდეო
სი შედგება ზომათა ერთეულებისა და წინსართებისაგან. სი ზომათა ერთეულები იყოფა ორ ჯგუფად: შვიდი ძირითადი და მათგან წარმოებული ერთეულები.
ბევრი ერთეული რომელიც ფართოდ გამოიყენება მეცნიერებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, სი ერთეულებისაგან არ იწარმოება კანონიკური წინსართების დამატებით. მნიშვნელოვან მაგალითებს განეკუთვნება:
დროის ერთეულების უმეტესობა — წუთი, საათი, წელიწადი.
ტემპერატურის ერთეული ცელსიუსი (გამოიყენება სი ერთეული - კელვინის ნაცვლად).
ელექტრული ენერგია იზომება კილოვატსაათებში მეგაჯოულების ნაცვლად.
ფიზიკასა და ქიმიაში, ატომურ მაშტაბებში გამოიყენება ისეთი ერთეულები როგორიცაა ანგსტრემი, ელექტრონვოლტი და ბარნი
მედიცინაში სისხლის წნევა იზომება ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებში და არა პასკალებში.
საერთაშორისო ეტალონი მეტრი
2010 წლიდან ევროკავშირი კრძალავს იმპორტირებულ საქონელზე არა სი ერთეულების გამოყენებას. აკრძალვა ეხება პროდუქციის აღწერას, შეფუთვას, გამოყენების ინსტრუქციებს და რეკლამას.
ევკარიოტები, საერთო სახელწოდება ორგანიზმებისა, რომელთაც აქვთ მორფოლოგიურად გაფორმებული ბირთვი. ევკარიოტების პროტოპლაზმა მორფოლოგიურად და ფუნქციურად დიფერენცირებულია ციტოპლაზმად და კარიოპლაზმად, რომელიც საკუთარი გარსით (კარიოლემით) არის გარემოცული და ქმნის ბირთვს. ბირთვში თავმოქყირილია თითქმის მთელი მემკვიდრული ნივთიერება (დნმ). ევკარიოტებს განეკუთვნება ყველა უჯრედოვანი ორგანიზმი (ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანიმცენარე და ცხოველი) ე. წ. პროკარიოტების (ბაქტერიებისა და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების) .
იხ.ვიდეო
ცხოველები, მცენარეები სოკოები, ასევე ჯგუფები ორგანიზმების საერთო სახელწოდებით პროტისტები. ყველა წარმოადგენს ევკარიოტულ ორგანიზმების პირველი წარმოიშვა 2 მლრდ წის წინ უძველესი სიცოცხლის ფორმა. მათ შეუძლიათ იყვენენ როგორც ერთუჯრედიანები ასევე მრავალუჯრედიანი, მაგრამ ყველას აწვს საერთო გეგმა აშენების უჯრედების, მიჩნეულია, რომ ყველა ეს არა თანხვედრითი ორგანიზმებს გააჩნიათ საერთო წარმოშობა, ამიტომ ჯგუფი ბირთვების განიხილება მონოფილიტური ტაქსონი მღალი დონის.
რუსეთის უდიდესი რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც მოსახლეობის, ისე ტერიტორიის მხრივ
სიტყვა „დაღესტანი“, ან „დაღსტანი“ ნიშნავს „მთების ქვეყანას“, მომდინარეობს თურქული სიტყვისგან dağ („დაღ“), რაც ნიშნავს მთას და სპარსული სუფიქსის მნიშვნელობიდან — „ქვეყანა“. სპარსულად და არაბულადმისი სახელია داغستان („დაღსთან“).
ბოლო დროს დაღესტან ჩეჩნეთის ხელოვნური აჟიაოტაჟის და დაპირისპირების გამო რომელიც დაყავი და იბატონეს პოლიტიკური ფილოსოფიით აისხნება კრემლის პოლიტიკით გთავაზობთ ვიეოს იხ. ქვემოთ