воскресенье, 24 ноября 2019 г.

ფერმიონი

                                                                     ფერმიონი
                           Asymmetricwave2.png
                       ბირთვული ფიზიკა მიკროსამყარო სამყაროს წარმოშობა
ნაწილაკი ან კვაზინაწილაკი სპინი  , სადაც  — მთელი რიცხვია, а  — პლანკის მუდმივა.(ფიზიკოს ენრიკო ფერმის გვარიდან) — ფიზიკაში ნაწილაკი (ან კვაზონაწილაკისპინის ნახევრადმთელი მნიშვნელობით. ფერმინები ექვემდებარებიან ფერმი-დირაკის სტატისტიკას: ერთ კვანტურ მდგომარეობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ერთი ნაწილაკი (პაულის პრინციპი).  ყველანა ნაწილაკები შიძლება გაიყოს ორი ჯგუფად დამოკიდებული მნიშვნელობით სპინის: ნაწილაკები მთელი სპინით მიეკუთვნება ბოზონებს, ნახევას სპინი კი - ფერმიონებს.
იხ ვიდეო
ფერმინთა მაგალითები: კვარკები (რომლებიც ქმნიან პროტონებსა და ნეიტრონებს, რომლებიც ასევე ფერმინები არიან.), ლეპტონები  (ელექტრონები, მიუნები,  ტაუ-ლეპტონები, ნეიტრინო), ხვრელები (კვაზინაწილაკები ნახევბარგამტარზე). ფერმიონები ასევე წარმაოდგენს კვანტომექანიკური სისტემას, რ-იც შედგება არა გამოკვეთილი რაოდენობის ფერმინობის (წარმოწნილი რიცხვი ბოზონების).
ტალღური ფუნქცია სისტემების, შემდგარი არაგამოკვეთილი რიცხვისგან ფემიონების, თვითონ წარმოადგენს ფერმიონებს. მაგ., ბირთვი არაგამოკვეთილი მასური რიცხვი   (რამდენადაც ნუკლონები - პროტონები და ნეტრონები - წარმოაგდგენს ფერმიონებს, ხოლო 
A მასური რიცხვი ტოლია სულ რიცხვის ნუკლოინების ბირთვის) ატომი ან იონი არა გამოკვეთილი
რიცხვი ელექტრონების და მასის რიცხვი ნუკლოიდების ბირთვის და რიცხვი ელექტრონების 
ელექტრონების წრის. 
ამავე დროს ორბიტალური მომენტი იმპულსის ნაწილაკების, რ-იც შედიან შემადგენლობაში კვან-
ტურ სისტემებში, არ ზემოწედებს მათ კლასიფიკაციაზე როგორხ ფერმიონისა და ბოზონის, რამდენადაც
ყველა ორბიტალური მომნტები არის მთლიანი მათი დამატება სპინის ნებისმიერი კომბინაციით
გარდაქმნა სრულ ნახევარმთლიანი სპინად არა გამოკვეთილი სრული სპინი ყოველთვის მთლიანია.

суббота, 23 ноября 2019 г.

მაგნიტური ალფა-სპექტომეტრი

       მაგნიტური ალფა-სპექტომეტრი
                       
       მაგნიტური ალფა-სპექტომეტრი დაყენებული საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე

ინგლ. Alpha Magnetic Spectrometer, AMS - ფიზიკური მოწყობილობა, დანიშნულება კვლავები კოსმოსური სხივების, მიზანი ძიება ანტიმატერიის და ბნელი მატერიის. მაგნიტური ალფაისპექტომეტრი (AMS-02) ყველაზე თანამედროვე დეტექტორია ფიზიკის ნაწილაკების. ააგეს და გამოსცადეს საერთაშორისო ჯგუფმა, რ-შიც შედიან 16 ქვეყნის მეცნიერები. პროექტის სპონსორია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი. მოწყობილობა კაცობრიობას მისცემს გაგებას სამყაროს წარმოშობის შესახებ. იგეგმება გამოკვლეულ იქნეს და დამკიცდეს კოსმოსურ სხივებში არსებობა ანტიმატერიისა და ბნელი მატერიის.
იხ. ვიდეო ასტრონავტები არემონტებენ მაგნიტურ ალფა-სპექტომეტრის
პირველი შედეგები გამოქვეყნებული იყო 2013წ-სშედეგი მაგნიტური ალფა-სპექტომეტრის იყო გამოქვეყნებული. პროექტის ლიდერმა სემიუელ ტინგმა  ანდროიდულ კოლადერის შგვატყობინა,რომმათ შეძლეს დაფიქსირება გაზრდილი წილი პოზიტრონის კოსმოსურ სხივებში გაზრდაზე მათი ენერგიაზე. ასეთი შედეგი შეიძლება ახსნილი იყოს პულსარების გამოსხივებით ან ანიჰილიზაციით ჰიპოთეზური ნაწილაკების ბნელი მატერიის ვიპმპების. იხ. ვიდეო



ფალანგა

             ფალანგა
                   ალესნადრე მაკედონელის მთავარი იარაღი ბრძოლისას
                                         
ბერძენ ჯარისკაცს ჰოპლიტი ერქვა. მძიმედ შეიარაღებულ ჰოპლიტებისაგან შემდგარ წყობას ფალანგას უწოდებდნენ. იგი შენდგებოდა 8 ჩამწკრივებული ჰოპლიტისაგან. ჰოპლიტთა ლაშქარი ბერძენთა ძირითად საომარ ძალას წარმოადგენდა ბერძნებს მცირერიცხოვანი ცხენოსანი ჯარი, ანუ კავალერიაც ჰყავდათ. ფალანგას ბრძოლა შეეძლო მხოლოდ გაშლილ ადგილას.დაშლილი ფალანგა ბრძოლის უნარს კარგავდა. ფალანგის სუსტი ადგილი იყო გვერდითი ხაზები და ზურგი. მჭიდროდ შეკრულ ფალანგას უძლიერესი დარტყმის მიყენება შეეძლო მოწინააღმდეგის ქვეითი ლაშქრისათვის, მაგრამ ვერაფერს ხდებოდა ცხენოსანთა წინააღმდეგ. ფალანგას ასევე იყენებდა ალექსანდრე მაკედონელი. მაკედონური ფალანგის წინა მწკრივებიდან ამომართული შუბების წყება მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნიდა მტრის მეომრებთან შეჯახებისას.
                                   
ფალანგები მაკედონელის საბრძოლო წესრიგი სურათი სტატიიდან ,, ისტორია სახედრო ხელოვნებიდან'' (სამხედრო ენციკლოპედია სტატია 1913 წ.)
დანუშნუება მჭიდროდ ჩაკეტილი სამხედრო ხაზი სიტყვა ფალანგა გვხდება ილადაში  (VI, 6; XI, 90; XIX, 158) მთავარი მიზანი იყო ის, რომ თავდახმელების რიგს ა შეეღწია არ გაერღვიათ რიგები.
იხ. ვიდეო

პირველად ფალანგა გამოიყენა არგოსთან მეფე ფიდონის ხელმძღვანელობით 669 წ. ჩვ წ. აღ.  ფალანგა როგორც ჯარის განლაგება გვხდება ყველა ძველ ბერძნულ ომებში. მჭიდროდ დალაგებულ  ხაზებს ჰქონდა გრძელი შუბები და ფარები. 
                                                 
                                                                       ეტიმოლოგია
პირველ რიგში არ უნდა წარმოავიდგინოთ, რომ ფალანგა ზუსტად წარმოადგენდა ,, ფარების კედელს'' წარმოქნილი მთელ ფრონტის ხაზე. რეალურად ამ შემთხვევაში ფალანგას არ შეეძლო მანევრირება ბრძლოის ველზე, რომ არაფერი ვთქვათ რაიმე გარდაქმნაზე. , რომელზე ანტიკური პერიოდის ისტორიკოსები ბევრს საუბრობენ.  შეიძლება ჩაითვალოს, რომ კლასიკური ბერძ. ფალანგა არ წარმოადგენდა ყრუ ფრონტს, არამედ საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა განლაგება. კონკრეტული ბრძოლები მიმდინარეობდა ნაწილნაწილ გარკვეული ხანგრძლივობით. რომელთა შორის იყო ინტერვალი რაც იძლეოდა შესაძლებლობას წინსვლისას მანევრირების კიდევ უფრო რთულის. ამ ინერვალში წინა ხაზე გამოდიოდნენ ,, დროტიკები და პალსტატები.
                                          
ანუ მსუბუქი ქვეითი რ-იც შორეული ბრძოლებისას გამოყენებოდა. ხოლო ამის შემდეგ კი საქმეში ფალანგა ერთვებოდა. ანუ ჯერ მსუბუქი ქვეითი თავს ესხმოდა შემდეგ უფრო მძიედ შეიარაღებული ჰოპლიტები მოდიოდნენ.
                                                       
                                                        ჰოპლიტი
(ბერძ. ὁπλίτης) — მძიმედ შეიარაღებული მებრძოლი ძველ საბერძნეთში, რომელიც ჯარის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა. ბერძნულ განლაგება ფალანგაში სწორედ ჰოპლიტთა მძიმედ აღჭურვილი ჰოპლიტები შედიოდა. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ 2–3 მეტრის შუბებით და მოკლე 60-სანტიმეტრიანი ხმლით. ჰოპლიტის დაცვას უზრუნველყოფდა: აბჯარიმუზარადისამუხლეები და ფარი. ფარს „ჰოპლონი“ ერქვა. ის ჰოპლიტის მთელ ტანს ფარავდა. ჰოპლიტს ბრინჯაოს აბჯარი ემოსა, რომელიც ზოგჯერ ტყავით და ტილოთი იყო დაფარული. ჰოპლიტის თავს ხშირად კორინთული ტიპის მუზარადი ამშვენებდა რომელიც კარგად უზრუნველყოფდა ჰოპლიტის: თავის ქალის, ცხვირის, ლოყების, ყურებისა და კისრის დაცვას. მუზარადი მორთული იყო ცხენის ძუისაგან დამზადებული მოსართავებით. ჰოპლიტის მუხლებს სამუხლეები იცავდა, ხოლო ფეხზე სანდლები ეცვა.
რომელებმა ეს  სისტემა უფრო განავითარეს, შეიმუშავეს უფრო რთული მანიპულა რიგი 
                                             
   XV რომაული ლეგიონის კოჰორტის აპოლონისადმი მიძღვნილი შტანდარტის რეკონსტრუქცია.
 (ლათ. manipula — პეშვი, მუჭი. manus — ხელი) — რომაული ლეგიონის ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფი მანუპულარული ტაქტიკის პერიოდში, იყოფოდა ორ ცენტურიად. წარმოიქმნა ჯერ კიდევ რომულუსის დროს. მანუპულათა რიცხვოვნობა არ იყო ყოველთვის ზუსტად აღწერილი, რადგან ერთი და იგივე რაოდენობის დროს ლეგიონების რიცხვოვნობა შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო. მაგალითად, ლათინური ომის დროს ძვ. წ. 340 წელს მანიპულა 60 ჯარისკაცისგან, ორი ცენტურიონისგან და ერთი ვექსილაციისგან შედგებოდა. მანიპულის ჯარისკაცებს manipulares (manipularii) ერქვათ.

воскресенье, 17 ноября 2019 г.

მარტვილის მუნიციპალიტეტი

            მარტვილის მუნიციპალიტეტი

                                                             მარტვილის მუნიციპალიტეტი დროშა
 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელით, 1921-დან სენაკის მაზრაში. 1930-დან დამოუკიდებელი რაიონია. 1936-90 წლებში გეგეჭკორის რაიონი ერქვა. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით — სენაკის და აბაშის, დასავლეთით ჩხოროწყუს რაიონები
  • ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი მარტვილი
  • ფართობი - 880,6 კმ2
  • კლიმატი - ნოტიო სუბტროპიკული
  • ქალაქი - 1
  • სოფელი - 20
  • მანძილი თბილისამდე - 279 კმ
  • მანძილი ზუგდიდამდე - 80 კმ
  • უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი - 70 კმ
  • უახლოესი რკინიგზის სადგური - ქ. აბაშა
  • უახლოესი აეროპორტი-ქუთაისი, კოპიტნარი - 40 კმ
  • ქალაქის მოსახლეობა - 6696
  • სოფლის მოსახლეობა - 40637
  • მოსახლეობა - 47333 კაცი
  • მათ შორის:
  • ქალი - 24915
  • კაცი - 22418
მოსახლეობის რიცხოვნობა — 56 ათასი კაცი (2004წ.); სიმჭიდროვე — 49 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 77 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 76 სოფელი
მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა: 1) ქართველი - 99,5 % 2) რუსი - 0,3 % 3) აფხაზები - 0,1% 4) სხვა დანარჩენი - 0,1 %

ღირსშესანიშნაობანი

  • თამაკონის ციხე
  • აბედათის ციხესიმაგრე
  • ნოღის ციხე
  • მარტვილის მონასტერი-ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი VII ს, ჩიქოვანების ეკლესია XIIს.
  • ნახარებაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია XIIს. წმ. ანტონ ჭყონდიდელის საფლავი.
  • ოფუცხოლე - დადიანების საბანაო ადგილი.
  • სოფელი გაჭედილი - მოთენას მღვიმე - ისტორიული მღვიმე, ტბა, საბანაო ადგილები.
  • სოფელი ბალდა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIIIს. ბილიკი მთაში.
  • ჩანჩქერი „ჟუჟღი“ - ჩანჩქერი ხავსიან კლდეზე. მდინარე აბაშის ხეობა, ბზის ტყე.
  • „ონიორე“ - ჩანჩქერი მდინარე აბაშაზე, მდინარე აბაშის სათავე, კარვების გასაშლელი ადგილი.
  • „ტობის“ მღვიმე (სოფ. ბალდა) – 234 მ სიმაღლის „ტობის“ ჩანჩქერი, ტბები, დარბაზები.
  • სოფელი სალხინო - ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია XVIII ს. დადიანების სასახლე, ისტორიული მარანი.
  • მდ. წაჩხურუს ხეობა, „ხიზნების მღვიმე“ (ისტორიული მღვიმე-ნამოსახლარი).
  • წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია XVIII ს. გადმოსახედი ადგილები, მდ. წაჩხურუს ხეობა
მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი დროიდან ენთო განათლებისა და კულტურის ჩირაღდანი. მეათე საუკუნეში ჭყონდიდში მოღვაწეობდნენ დიდი ჰიმნოგრაფები იოანე მინჩხი და სტეფანე სანანოიძე. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა, უნიკალური სასულიერო თუ საერო ნაწარმოებები. უეჭველია, რომ აქ აღიზარდა მწიგნობართუხუცესის, მოძღვართ-მოძღვარის გიორგი ჭყონდიდელის ზედამხედველობითა და მისივე იდეებით, საქართველოს უბრწყინვალესი სიუზერენი დავით აღმაშენებელი. ამ კერას უკავშირდება დიდი მოძღვრის ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის მოღვაწეობაც, რომელმაც მარტვილში შექმნა ქართული სახელმძღვანელო ლოგიკასა და ფსიქოლოგიაში.
„სამეგრელოში მარტვილს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც რომის ქალაქს ფრანგთა შორის დასავლეთის ეკლესიაში“ წერდა გაზეთი „ივერია“ 1878 წელს. 1963-66 წლებში გეგეჭკორის რაიონს შეერთებული ჰქონდა აბაშის რაიონი.

                                ,ჭყონდიდი

 (მეგრულად „დიდი მუხა“) — წარმართული სალოცავი ხე-კერპი ძველ საქართველოში, „ხე-მცენარეთა თაყვანისცემის საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი ძველ საქართველოში“. აღმართული იმ ადგილას სადაც მარტვილის ეკლესიის სატრაპეზო აშენდა მას შემდეგ, რაც ეს მუხა „ამოჰკვეთა ანდრია მოციქულმა, ოდეს მეგრელნი მოაქცია“. ტაძარში ჩაყოლებული წარმართული საკერპო ტაძრის ქვები და ქანდაკებანი ანტიკური ხანის სარიტუალო დანიშნულების არქეოლოგიური მონაპოვარია. ჭყონდიდის მუხას მთელი ეგრისი სცემდა თაყვანს. მისი გაშლილი ტოტების ჩრდილში ხდებოდა დედისერთა ყრმის მსხვერპლად შეწირვის ცერემონიალი - მზისა და მთვარის კეთილი ნებით, თუთაშხას (ორშაბათს, მთვარის დღეს). თათბირზე უხუცესნი ყრმას შეარჩევდნენ და ბჟას დღას (მეგრ. მზის დღეს, კვირას, სვან. მიძ-ლადეღ) საზეიმო ვითარებაში ეტლით მიყვანილ ყრმას სწირავდნენ მუხას (ჭყონს), ერთადერთ ცნობილ ხე-კერპს საქართველოში (თუმცა სვანეთში, სოფლის მოედანზე, სვიფზე მუდამ იდგა ხოლმე რომელიმე დიდი ხე, რომელსაც აგრეთვე წმინდა ხედ თვლიდნენ). ეს იყო მაშინ, როცა საქართველოში კერპთა, ბომონთა თაყვანისცემის დიდი ტრადიცია იყო. თაყვანს სცემდნენ განსაკუთრებით მუხას, ურთხელასფიჭვსცაცხვს. მუხის თაყვანისცემის ნიმუშია ჭყონდიდი. ეს დიდი მუხა, „საქართველოს დოდონი“, მდგარა იმ ალაგას სადაც ახლა იხ ლინკზე მარტვილის ძველი ტაძარია. მუხის ძირთან აღმართული ტაძრის წინ ფოთლის შრიალში ხალხი ღმერთს შეჰღაღადებდა.

                    მარტვილის მონასტერი

                                               Martvili monastery.jpg

უხსოვარი დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიური ცენტრი იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ აქ მდებარე მუხის ადგილას აშენებულა (თარიღი უცნობია) ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რომელმაც სამეგრელოში ქრისტიანობა იქადაგა. მე-7 საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი, რომლის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს - მოჭრილ მუხის ფესვებს დაეფუძნა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ძლიერ დააზიანა იგი.
X საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა საფუძვლიანად შეაკეთებინა იგი. სავარაუდოდ, ამის გამო მიაწერს „ქართლის ცხოვრება“ გიორგის მარტვილის ეკლესიის აღშენებას. გიორგი მეფემ ტაძარი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს და მოუშენეს ეკვდერები. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით. ტაძარს შერჩა სახელი მარტვილი, ეპისკოპოსებს კი ჭყონდიდელები ეწოდათ.
იხ. ვიდეო მარტვილი სული წმინდა

მე-10 საუკენეში აქ მოღვაწეობდა იოანე მინჩხი — ჰიმნოგრაფი. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს„ქართლის ცხოვრების“ ცნობით ბაგრატ IV მარტვილის მონასტერშია დამარხული.
მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები.
ვიკიციტატა„მთავარი ტაძარი აგებულია მცირე, გალავნით შემოზღუდულ მოედნის შუა. იგი VI−VII საუკუნეთა მიჯნაზეა აგებული. X საუკუნეში აფხაზეთ-ქართლის სამეფოს მეფემ გიორგი II-მ აღადგინა ტაძარი და „შექმნა საეპისკოპოსოდ და განაშუენა იგი სიმრავლითა”. ამის შემდეგ „საყდარი ჭყონდიდისა” იყო განთქმული და „წარჩინებული სამღვდელო-მოძღვრო საყდარტა შორის სამეფოსა”-თა, გვაცნობებს მატიამე. ამ დროსაა აგებული დიდ მინაშენი ტაძრის დასავლეთ მხარეს.
ძეგლმა ძლიერ გადაკეთებული სახით მოაღწია ჩვენამდე. იგი რამდენიმეჯერ შეკეთებულ იქნა ძველადაც და XIX საუკუნეშიც. დღეს განსაკუთრებით არის შეცვლილი ნაგებობის გარეგანი სახე. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები ახალ კედლებშია ჩასმული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებიდან უპირატესად ქვედა ნაწილებია დარჩენილი პირველადი სახით. მთლიანად აღდგენილია გუმბათიც.
იატაკი დაფენილია ფილებით, რომლებიც ცენტრში სხივისებურად განლაგებული, იგი ძველი ხანიდანაა შერჩენილი. ტრაპეზი შესრულებულია XVIII საუკუნეში.
ცენტრალურ გუმბათოვან ნაგებობას, რომელსაცაქვს ოთხი ნახევარწრიული მკლავი (აბსიდი) ყოველ მხარეს და გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში მრგვალი ნიშები, სადაც მოწყობილია გასასვლელები მცირე ოთახებში, ახასიათებს შიდა სივრცის რთული, მაგრამ მკაფიო ფორმები. გუმბათქვეშა თაღების სისტემა ქმნის მსუბუქ გადასვლას კვადრატული ფუძიდან მრგვალ გუმბათზე.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადების შემონახული დეკორატიული მორთულობა რელიეფური სარტყელების სახით.
დასავლეთი მინაშენის ზედა ნაწილში დაცულია დიდი რელიეფური გამოსახულება ძველი ქართული წარწერით. რელიეფი შესრულებულია X საუკუნეში.
მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართულია სვეტად წოდებული შენობის ნანგრევები. სვეტის ქვედა ნაწილში იყო გასასვლელი, ზევით კი სენაკი და ეკლესია. ისტორიკოსის ცნობით, XI საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდა მესვეტე. ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებში აქ იმყოფებოდა მეუდაბნოე.
მცირე, აზიდული პროპორციების მოხდენილი ორსართულიანი ნაგებობა კათედრალური ტაძრის ჩრდილოეთითაა აღმართული. პირველ სართულზე მოწყობილია გასასვლელი, რომელიც ამავე დროს ეკვდერის დანიშნულებას ასრულებდა. ზემოთ გუმბათოვანი ეკლესიაა.“
(რ. მემფისაშვილი, "მარტვილი", თბ., 1961)

                                                                    არქიტექტურა

მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი -უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც - ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის ტაძარი ჯვრის ტაძარზე მცირეა, ცალკეულ ნაწილთა შეფარდების ცვლილებების შედეგად შექმნილია დიდი და მსუბუქი შინაგანი სივრცის შთაბეჭდილება, სხვაგვარია ფასადთა რელიეფებიც. ცალკეული დამოუკიდებელი კომპოზიციების ნაცვლად აქ უწყვეტი ფრიზებია, შესრულების ხასიათი კი უფრო დეკორაციულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატშია ჩართული და გარკვეულ რიტმულ დანაწევრებას ექვემდებარება. ფრაზებზე ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებია გამოსახული (მაგ., დანიელი ლომთა ხაროში, სამსონი და ლომი, ქრისტეს ამაღლება 4 ანგელოზის მიერ და სხვა).
X საუკუნეში, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს, ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს: დაუმატეს გარეთა კედლები, ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, ამიტომ იგი გარედან აღარ მოგვაგონეს ჯვრის ტიპის ძეგლს. დასავლეთის ეგვტერიც ასევე X საუკუნისაა. ინტერიერი სხვადასხვა დროს (XVI-XVII სს.) არის მოხატული. ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი. ტაძრის გვერდით დგას მცირე ორსართულიანი ეკლესია (დაახლოებით X ს.).

იუდეველთა ომი

                          იუდეველთა ომი

                                           First century Iudaea province.gif
რომის იმპერია იუდეა პირველი საუკუნე

იუდეველთა აჯანყება რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ. ამბოხების მიზეზი გახდა რომის პროვინცია იუდეის ქალაქ კესარეის საქალაქო თვითმმართველობიდან იუდეველთა გამოძევება და იერუსალიმში რომაელი პროკურატორის ბოროტმოქმედებანი. 
                                      
                                               იერუსალიმის ალყა დედვის რობერტსის 1850 წ ნახატი
აჯანყებულებმა გაანადგურეს რომაული გარნიზონი; წარმატებით მოიგერიეს სირიის ნაცვლის შემოტევა. აჯანყება მოედო მთელ იუდეას. მასში მონაწილეობდნენ: ზელოტები, რომლებსაც ემხრობოდნენ ვაჭრები, ხელოსნები და გლეხები; სიკარიუსები - მონათა და გაღატაკებულ გლეხთა რიგებიდან გამოსულები, და ფარისეველნი - რიტუალური სიწმინდისა და წეს-ჩვეულებათა დამცველნი, რომლებიც შემდგომ ცდილობდნენ რომთან შეთანხმებას. აჯანყებულებს განუდგა და რომის მხარეზე გადავიდა მხედართმთავარი იოსები (შემდგომში ცნობილი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი). ამბოხებულებმა გადააყენეს ფარისეველნი, გაათავისუფლეს მონები და იერუსალიმის ტაძარი ციხესიმაგრედ გადააქციეს.
იხ. ვიდეო

 აჯანყებულთა მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომაელთა ჯარი ვესპასიანეს მეთაურობით წარმატებით იბრძოდა. ამასობაში ვესპასიანე რომის იმპერატორად გამოაცხადეს და ჯარის სარდლობა თავის ძეს ტიტუსს ჩააბარა. ალყაშემორტყმული იერუსალიმი 5 თვეს გმირულად იგერიებდა რომაელთა შეტევებს. 70 წელს რომაელებმა მიწასთან გაასწორეს იერუსალიმის ტაძარი, ტყვეები მონებად აქციეს. 73 წელს დაეცა სიკარიუსთა უკანასკნელი საყრდენი ქალაქი მასადა. იუდეველთა ომი იყო ერთ-ერთი იმ სახალხო მოძრაობათგანი, რომელიც რომაულ პროვინციებში თან სდევდა იმპერიის საერთო სოციალურ კრიზისს.
                           იერუსალიმის ალყა 70
                            ძირითადი კონფლიქტი იუდეველების ომების
                                  Arch of Titus Menorah.png
ებრეელების ტომები იუადაიდან შიდა კედელზე ტრიუმფალური არკაზე ტიტესი რომში
ალყა იერუსალიმის რომის ჯარების მიერ გახდა ერთერთი გადაწყვეტი მოვლენები პირველი იუდეველების ომის. რომის არმიას ხელმძღვანელობდა რომის იმპერატორი ტიტე, ტიბერიუსთან ერთად მისი მოადგილე. ალყა და დაპყრობა ქალაქ იერუსალიმის, რ-იც კონტროლირებას უწევდა იუდეველების აჯანყებულის მიერ. იერუსალიმის არეულობა 66წ-ს
ალყა დაიწყო 70წ-ის 14 აპრილს ალყა გაგრძელდა 4 თვე და კიდევ ერთი კვირა. რომალელები შერდნენ იერუსალიმში 70წ-ის 30 აგვისტოს აღების შემდეგ იერუსალიმის სალოცავი იქნა გაქურდული და გადამწვარი, მთავარი სიწმინდე იუდეველების.
ძალები რომის იმპერია მეთაური ტიტე ფავიუს ვესპასიანე 70 000 დანკარგების რაოდენობა უცნობია. მოწანამღდეგე ებრეელები იუდეველები მეტაური სიმონ ბარ-გიორა დანკარგი 60 000 - 1 000 000 მოსახლეობა. იხ. ვიდეო

                           იოსებ ფლავიუსი

                                                      
                                                         იოსებ ფლავიუსის პორტრეტის რეკონსტრუტია
(დ. 37, იერუსალიმი – გ. 100 წლის შემდეგ, რომი) – ძველი ებრაელი ისტორიკოსი. წარმოშობით მაღალი სამღვდელოების წრიდან. აქტიურად მოღვაწეობდა იუდეის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იუდეველთა ომში (66-73 წწ.) რომის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც მხედართმთავარი, შემდეგ რომაელთა მხარეზე გადავიდა და მმართველი დინასტიის – ფლავიუსების – პატივსაცემად ფლავიუსი დაირქვა. იერუსალიმის გარემოცვისა და დანგრევის დროს, როგორც თარჯიმანი, რომაელთა ბანაკში იყო. შემდეგ რომში დასახლდა და რომის მოქალაქეობა მიიღო. აქვე დაწერა ისტორიული თხზულებები: „იუდეველთა ომი“, „იუდეის სიძველენი“, „იუდეის ხალხის ძველი წარმოშობის შესახებ. აპიონის წინააღმდეგ“ – პოლემიკა I საუკუნის ეგვიპტელ მწერალ აპიონთან ან „ცხოვრება“. იოსებ ფლავიუსის თხზულებები ძვირფასი წყაროა ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის ხალხების ისტორიის შესასწავლად. მათი ავტორი გვევლინება პრორომაული ორიენტაციის მიმდევრად და იუდეველთა აპოლოგეტად.
იოსებ ფლავიუსი (ფლავიოსი) — არის ცნობილი ებრაელი ისტორიკოსი. იგი იუდეველთა სასულიერო წრეს ეკუთვნოდა; იყო ფარისეველი და, მაშასადამე, მამაპაპეული ადათ-წესების ერთგული; პოლიტიკურ სარბიელზეც აქტიურად იღვწოდა, თუმცა ამ სივრცეში რთულსა და წინააღმდეგობებით სავსე გზაზე იდგა. იგი, ძე მატათიასი37 წელს იერუსალიმში დაიბადა. მიიღო ბრწყინვალე სასულიერო და საერო განათლება; დაეუფლა როგორც ბიბლიასა და ბიბლიურ, უფრო სწორედ, - ძველი აღთქმის იუდეურ ტრადიციას, ისე ბერძნულ-რომაულ კულტურას: ანტიკური ცივილიზაციის მიღწევებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში.
იხ. ვიდეო

იოსები ებრაელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ადრიდანვე ჩაება და 66-73 წლების ანტირომაული აჯანყების ინიციატორთა და ორგანიზატორთა გვერდით დადგა; იგი გალილეის ფრონტის მხედართმთავრად დაინიშნა, მაგრამ მოულოდნელად, აჯანყების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ 67 რომაელების მხარეზე გადავიდა და, იმპერიის მმართველი დინასტიის - ფლავიუსების - პატივისცემისა თუ მათი გულის მოგების მიზნით, ფლავიუსი დაირქვა. ტიტესა და ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის აღებისა და ისრაელის მთავარი სიწმინდის - იერუსალიმის ტაძრის დაქცევის დროს 70 ის იმპერიის მთავარსარდლის ბანაკში თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი რომში გადასახლდა, იქაური მოქალაქეობა მიიღო და ფლავიუსთა ისტორიოგრაფად დაინიშნა. გარდაიცვალა 95 წლის ასაკში.
მართალია, იოსებ ფლავიუსი თანამემამულე ებრაელებმა მოღალატედ გამოაცხადეს და, ერთი შეხედვით, ასეთადაც გამოიყურება, მაგრამ მთელი მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც „მოღალატეობის“ პერიოდში შეიქმნა, განმსჭვალულია თანამემამულეთა სიყვარულითა და მათი ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და რელიგიის აპოლოგიით.
იოსებ ფლავიუსის შრომებიდან ცნობილია შემდეგი:
  1. „იუდეველთა ომი“, რომელიც 75-79 წლებში დაიწერა. არსებობს ცნობა, რომ ეს თხზულება ავტორმა არაბულ ენაზე დაწერა და ბერძნულად შემდეგ თარგმნეს. გადმოცემულია ამბები 177-იდან 73 წლამდე;
  2. „იუდეველთა სიძველენი“;
  3. „ავტობიოგრაფია“, ანუ იგივე „თვითაპოლოგია“.
  4. „აპიონის წინააღმდეგ“ ანუ პოლემიკა ეგვიპტელ მწერალთან - აპიონთან - ებრაელი ხალხისა და მათი რელიგიის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების გასაქარწლებლად.
იხ.ვიდეო


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...