ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ადამიანის ფეხი
იხ. ვიდეო
(ლათ. modernus „თანამედროვე“, post „შემდეგი“) — XX საუკუნის ბოლოს ფილოსოფიასა და კულტურაში აღმოცენებული მიმდინარეობა.
პოსტმოდერნიზმი თავიდან არქიტექტურულ მიმდინარეობას ეწოდებოდა, რომელმაც უარი თქვა მოდერნიზმის პირობითობებზე და ახალი ფორმების ძიება დაიწყო. იგი ხასიათდება დეკორაციების, წარსულის მოტივების, ეკლექტიზმისადმი მიბრუნებით. პოსტმოდერნიზმი ემყარება პოპ-არტის ახალ ხედვასა და მის არქიტექტურულ გამოსახვას, რაც საფუძველს პოულობს რობერ ვენტურის ნაშრომში „სწავლა ლას ვეგასიდან“. შემდგომში ტერმინი გამოყენებულ იქნა ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიაში უფრო ზოგადი მიმდინარეობის აღსანიშნავად.
ტერმინი „პოსტმოდერნი“ პირველად 1870-იან წლებში გამოიყენეს. კერძოდ, ჯონ უოტკინს ჩეპმანმა ივარაუდა, რომ ფრანგული იმპრესიონიზმისგან თავის დაღწევის გზა იქნებოდა „ფერწერის პოსტმოდერნული სტილი“.
1921 და 1925 წლებში ტერმინი მუსიკისა და ხელოვნების ახალი ფორმების აღსაწერად გამოიყენეს. 1942 წელს ჰ.რ. ჰეისმა პოსტმოდერნიზმი ახალ ლიტერატურულ ფორმად დაასახელა. რაც შეეხება პოსტმოდერნიზმს როგორც ისტორიული მოძრაობის ზოგად თეორიას, 1939 წელს არნოლდ ჯ. თოინბი წერდა: „ჩვენს პოსტმოდერნულ ერას საფუძველი 1914-1918 წლების ომმა დაუდო“.
1949 წელს ტერმინი გამოიყენეს მოდერნული არქიტექტურის კრიტიკისას; საფუძველი ჩაეყარა პოსტმოდერნულ არქიტექტურას.
უოლტერ თრუეთ ანდერსონის აზრით, პოსტმოდერნიზმი მიეკუთვნება ოთხი ძირითადი მსოფლმხედველობიდან ერთ-ერთს. ეს მსოფლმხედველობებია: (ა) პოსტმოდერნულ-ირონიული – ჭეშმარიტება სოციალურად კონსტრუირებულია, (ბ) მეცნიერულ-რაციონალური – ჭეშმარიტება შეიცნობა მეთოდური, დისციპლინირებული კვლევით, (გ) სოციალურ-ტრადიციული – ჭეშმარიტება დასავლური ცივილიზაციის მემკვიდრეობაშია, (დ) ნეორომანტიული – ჭეშმარიტება შეიცნობა ბუნებასთან ერთობით ან /და საკუთარ თავში ჩაღრმავებით.
პოსტმოდერნული იდეების გავრცელებამ ფილოსოფიაში, აგრეთვე კულტურისა და საზოგადოების ანალიზში, გაზარდა კრიტიკული თეორიის მნიშვნელობა და საფუძველი დაუდო ახალ მიმდინარეობებს ლიტერატურაში, არქიტექტურასა და დიზაინში; აგრეთვე შეაღწია მარკეტინგსა და ბიზნესში, ისტორიის, სამართლისა და კულტურის ინტერპრეტაციებში. ამგვარად მოხდა დასავლური ფასეულობების სისტემის (სიყვარული, ქორწინება, პოპულარული კულტურა, მწარმოებლური ეკონომიკიდან მომხმარებლურ ეკონომიკაზე გადასვლა) სრული გადაფასება. ეს პროცესი დაიწყო 1950-60-იან წლებში და პიკს მიაღწია 1968 წლის სოციალური რევოლუციის დროს. ამ მოვლენებს აღწერენ ტერმინ „პოსტმოდერნულობით“ (რაც აღნიშნავს გავლენებს პოსტმოდერნულ აზროვნებაზე) საპირისპიროდ „პოსტმოდერნიზმისა“, რაც ისტორიულ მოძრაობას/პერიოდს აღნიშნავს. პოსტმოდერნიზმი ხშირად გამოიყენება, როგორც ტერმინ „პოსტსტრუქტურალიზმის“ სინონიმიც, რადგან იგი სწორედ პოსტსტრუქტურალისტური მოძრაობიდან და იდეებიდან აღმოცენდა.
(ბერძ. ὁρμή) — ეწოდება მოლეკულებს, რომელთაც უჯრედებს შორის ინფორმაცია გადააქვთ. ყველა მრავალუჯრედანი ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონებს მისი უჯრედების მოქმედების კოორდინირებისათვის. ჰორმონები ორგანიზმის უჯრედებს შორის ინფორმაციის გადაცემის ქიმიური საშუალებაა, განსხვავებით ნერვებისგან, რომლებიც ინფორმაციას სუსტი ელექტრული მუხტის გატარების საშუალებით გადასცემენ.
ჰორმონის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ იგი მიმღებ უჯრედს გარკვეულ სიგნალს აწვდის, ამის შედეგი კი უკვე ამ უჯრედში სიგნალის გარდაქმნაზეა დამოკიდებული.
ყველაზე მეტად ცნობილია ის ჰორმონები, რომლებიც ხერხემლიანი ცხოველების ენდოკრინულ ჯირკვლებში გამომუშავდება, თუმცა სინამდვილეში ჰორმონებს ცხოველთა სხეულის პრაქტიკულად ყოველი ქსოვილი და ორგანოთა სისტემა გამოიმუშავებს.
ხშირ შემთხვევაში ჰორმონის მოლეკულების გადაადგილება სისხლის საშუალებით ხდება. ასეთი ჰორმონების სეკრეცია (გამოყოფა)მათი წარმომქმნელი უჯრედების (ჯირკვლების)მიერ ჩვეულებრივ უშუალოდ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხდება. ასეთ ჰორმონებს ენდოჰორმონები ეწოდება. არსებობს აგრეთვე ექტოჰორმონები, ანუ ჰორმონები, რომელიც უჯრედშორის სითხეში გამოიყოფა და სამიზნე უჯრედებს (იმავე ან სხვა ქსოვილსა თუ ორგანოში) ჩვეულებრივი დიფუზიის საშუალებით აღწევს.
იხ. ვიდეო
ჰორმონის მიერ სამიზნე უჯრედისათვის სიგნალის გადაცემა უმეტეს შემთხვევაში რეცეპტორთან მისი ურთიერთქმედების საშუალებით ხდება. რეცეპტორი შეიძლება განთავსებული იყოს მიმღები უჯრედის როგორც ზედაპირზე, ასევე მის ციტოპლაზმაში.
ჰორმონების მოქმედების შედეგი სხვადასხვა შეიძლება იყოს:
ხშირად ერთი ჰორმონი სხვა ჰორმონების წარმოქმნას და გამოყოფას არეგულირებს.
უმეტეს უჯრედებს აქვს ერთი ან რამდენიმე ისეთი მოლეკულის წარმოების უნარი, რომელიც სხვა უჯრედებს ზრდის, ფუნქციის, მეტაბოლიზმის ცვლილების სიგნალს აძლევს. ენდოკრინული ჯირკვლები კი ამ საქმიანობისათვის სპეციალიზირებული ორგანოებია. როგორც წესი, ისინი მთელი ორგანიზმის რეგულირებას ახორციელებენ, თუმცა შეიძლება უფრო ვიწრო დანიშნულებაც ჰქონდეთ.
ჰორმონების წარმოქმნის სიჩქარე ჰომეოსტაზის სისტემით კონტროლდება, როგორც წესი უარყოფითი უკუკავშირის საშუალებით.
ჰორმონების გამოყოფა შეიძლება გააქტიურდეს ან დაითრგუნოს შემდეგი ფაქტორების ზეგავლენით:
ჰორმონების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს ე.წ. ტროპული ჰორმონები, რომლებიც სხვა ჯირკვლების მიერ ჰორმონების სეკრეციის სტიმულირებას ახდენს. მაგალითად, თიროიდ–მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH), რომელსაც ჰიპოფიზი გამოჰყოფს, ფარისებრი ჯირკვლის ზრდასა და გააქტიურებას იწვევს , რის შედეგადაც თიროიდული ჰორმონების სეკრეცია მატულობს.
იხ. ვიდეო
ქიმიური აგებულების მიხედვით ხერხემლიანთა ჰორმონები სამ კლასად იყოფა:
ბევრი ჰორმონი და მათი ანალოგი სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. ყველაზე ფართო გამოყენება აქვთ:ესტროგენებს და პროგესტაგენებს (ჰორმონალურ კონტრაცეპციასა და ჰორმონალურ ჩანაცვლებით თერაპიაში), თიროქსინს (ჰიპოთიროიდიზმის წინააღმდეგ) და სტეროიდებს (აუტოიმუნური დაავადებებისა და სუნთქვის მოშლილობისას). ინსულინს იყენებს დიაბეტით დაავადებულთა დიდი ნაწილი. ადრენალინი ს ფარმაკოლოგიური ეკვივალენტი თვალის მკურნალობაში გამოიყენება , სტეროიდები და D ვიტამინი კი ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიურ კრემებში.
ჰორმონის "ფარმაკოლოგიური დოზა" ჯანმრთელ ორგანიზმში ჰორმონის ნორმალურ რაოდენობას ბევრად აღემატება და მისი მოქმედებაც ჰორმონის ბუნებრივი მოქმედებისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს. ამის მაგალითია ანთების ჩაცხრობა გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიური დოზებით.
იხ. ვიდეო ჰორმონები როგორ მოქედებს წონაზე
გომისმთა მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანია, კლიმატი კი – საშუალო მთის. ზამთარი ცივია და უხვთოვლიანი, ზაფხული — ზომიერად გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5 °C, აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 13–18 °C. ნალექების წლიური რაოდენობა არის 1600-1700 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 75 %. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000-2060 საათია. გომისმთას სამხრეთ-დასავლეთიდან აკრავს წიწვოვანი ტყე ნაძვნარი-სოჭნარი და წყაროები, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ალპური მდელოები. გომისმთასთან ახლოსაა ჭინჭაოს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს.
გომისმთას იყენებდნენ გურიისა და აჭარის მცხოვრები მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრად. საძოვრები ეკუთვნოდა შემოქმედის მონასტერს. აქ საქონელი აჰყავდათ ჭვანისწყლის ხეობიდან. ბაჟად იხდიდნენ ცხვარს, გადაზელილ ყველსა და პურს. ლეგენდის თანახმად მწყემსი თუმანოვი მიადგა გომისმთას განუკურნებელი სენით შეპყრობილ ქალიშვილთან ერთად, რომელიც იქ განიკურნა. ადგილს, სადაც მოგვიანებით გაჩნდა კურორტი გომისმთა, ეწოდებოდა ნაფაცხვარი. მის ირგვლივაა ადგილები ხარიათაღი, ცხემლის იაილა, შუა იაილა. 1902 წელს ნაფაცხვარში იდგა 20-მდე სახლი და სამი დუქანი. დამსვენებელთა რიცხვი 200-ს აღემატებოდა. ვინმე გიგინეიშვილს გაუმართავს უფასო წარმოდგენა და კონცერტი.
1931 წელს ფილიპე მახარაძე ავიდა კურორტზე და დაათვალიერა იგი, ხოლო შემდგომ მისი დელეგაცია ცხენებით გადავიდა ბახმაროზე. ბახმაროდან დელეგაციამ ექიმი სპეციალისტი წაიყვანა გომისმთაზე კურორტის თვისებების შესასწავლად. მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა გომისმთაზე ინფრასტრუქტურის განვითარება. კურორტის მშენებლობა ომის შემდგომ განახლდა. საავტომობილო გზა ოზურგეთიდან გომისმთამდე გაყვანილ იქნა 1955 წელს.[2]ამ დროს გომისმთაზე 500-მდე დასასვენებელი კოტეჯი იდგა და ყოველწლიურად საშუალოდ 4500-5000 დამსვენებელი სტუმრობდა. 1970 წლისთვის სახლების რაოდენობა 1000, დამსვენებლებისა კი 7-8 ათასი იყო. 1970-იან წლებში მოეწყო კლუბი, საექიმო პუნქტი და აფთიაქი. 1980-იან წლებში კი გომისმთაზე უკვე 1500 დასასვენებელი კოტეჯი იყო, მაგრამ არ იყო მოწყობილი წყალგაყვანილობა, ელექტროენერგია და სატრანსპორტო მომსახურება. 1991 წელს იყო ელექტროენერგიის გაყვანის მცდელობა. 2010 წლიდან დაწესდა დღესასწაული „გომისმთობა“.
2020 წელს დასახლებას დაბის სტატუსი მიენიჭა
იხ. ვიდეო საქართველო 2021 სამაშველო ოპერაცია გომისმთაზე
ალექსანდრე დიდის სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 323) მაკედონიის იმპერიის ადგილზე წარმოიშვა სახელმწიფოების მთელი რიგი. ირანი თავდაპირველად სელევკიდების სამეფოში შედიოდა. მაგრამ ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივმა მკვიდრმა ატროპატმა დააარსა ატროპატენა. უფრო მნიშვნელოვანი გახდნენ აღმოსავლეთის სამეფოები: გრეკო-ბაქტრიული სახელმწიფო და პართია.
ქრ. შ. 250 წელს ირანული მომთაბარე ტომები, საკები და პარნები, შეიჭრნენ სელევკიდთა ერთ-ერთ სატრაპიაში, პართიენაში. შემდეგ ახლადშემნილმა სახელმწიფომ დაიპყრო კიდევ ერთი სატრაპია გირკანია და სელევკოს II იძულებული იყო ეღიარებინა არშაკიდთა მეფობა. ქრ. შ. მე-2 საუკუნეში პართია ანადგურებს სელევკიდთა იმპერიას და გავლენას დიდ არმენიაზე ახდენს. მან სომხეთში თავისი მართველობა დაამყარა და ძვ. წ. 95 წელს ტიგრან II სომხეთის მეფედ გამოაცხადა.
პართიის სამეფო დასუსტდა სხვადასხვა მომთაბარე ტომებთან ომისაგან. ამ დროს რომის იმპერიაში ტრაიანე მეფობდა. მან წაართვა პართიას სომხეთი და ქტესიფონი. პართიას გამოეყო შემდეგი ოლქები: მარგიანა, საკასტანი, გირკანია, ელიმაიდა, პარსა, ჰარაკენა, ქ. ჰარტა. 226 წელს არტაბანი დაეცა და ტიტული „მეფეთა მეფე“, როგორც თითქმის მთლიანი პართია სასანიდებთან გადავიდა.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...