воскресенье, 31 октября 2021 г.

მილკბილა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               მილკბილა

 (ლათ. Orycteropus afer) — ღამით აქტიური საშუალო ზომის მთხრელი ძუძუმწოვარი, რომელიც გავრცელებულია აფრიკაში. ის არის ერთადერთი თანამედროვე სახეობა მილკბილების რიგში. სხვა მწერიჭამიებისგან განსხვავებით, მას აქვს გრძელი ღორის მსგავსი დინგი, რომელიც იყენებს საჭმლის მოსაძებნად. ის ბინადრობს აფრიკის სამხრეთის ორ მესამედზე თავს არიდებს ქვიან ტერიტორიებს. როგორც მწერიჭამია, ის დამოკიდებულია ჭიანჭველებზე და ტერმიტებზე, რომებსაც ის თხრის თავიანთი ბუდეებიდან თავისი მჭრელი ბრწყალებით და ძლიერი ფეხებით. ის ასევე თხრის სოროებს, რომელშიც ცხოვრობს და უვლის თავის შვილებს. IUCN-ის წითელი ნუსხის მიხედვით, განეკუთვნება ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფ ცხოველთა კატეგორიას, თუმცა, როგორც ჩანს, მათი რიცხვები იკლებს.

მილკბილები შედიან აფროტერების ჯგუფში, რომელშიც ასევე არიან სპილოებილამანტინები და დამანები. სახელი Orycteropus ნიშნავს „მთხრელი ფეხს“, ხოლო afer — აფრიკას

იხ. ვიდეო

მილკბილა არ არის ღორის ნათესავი, უფრო სწორად, ის არის გაურკვეველი ძუძუმწოვრების რიგისმილკბილების ერთადერთი ცოცხალი წარმომადგენელი. ის არ არის არც ჭიანჭველაჭამიების ნათესავი, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გარეგნული და სახასიათო მსგავსებები. მილკბილას უახლოესი ცოცხალი ნათესავები ხტუნიებიტანრეკები და ოქროს თხუნელები არიან. სირენებთან, დამანებთან, სპილოებთან და ზოგიერთ გადაშენებულ სახეობასთან ერთად ის შედის აფროტერების ჯგუფში. მილკბილების ტვინის შესწავლამ აჩვენა მისი მსგავსება კონდილატორებთან.

პრეისტორიული ნაშთების მიხედვით, ბრაიან პეტერსონმა დაასკვნა, რომ მილკბილას წინაპრები აფრიკაში პალეოცენის დასასრულს ცხოვრობდნენ. პტოლემაიდები — ძუძუმწოვრები ბოლომდე გაურკვეველი ნათესაური კავშირებით, შესაძლებელია რეალურად იყვნენ მილკბილების მონათესავე რიგი ან თვითონ მილკბილების რიგს ეკუთვნოდნენ.

პირველი მილკბილა სავარაუდოდ იყო Myorycteropus africanus, რომელიც ცნობილია კენიის მიოცენის პერიოდის ნაშთებიდან. ყველაზე ადრეული სახეობა მილკბილების გვარიდან არის Orycteropus mauritanicus, რომელიც აღმოაჩენეს ალჟირში, შუა მიოცენის დროინდელ ნაშთებში, თანაბრად ძველი ნაშთი აღმოჩნდა კენიაშიც. მილკბილების ნაშთები თარიღდება 5 მლნ წლით, ისინი გავრცელებულნი იყვნენ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

გაურკვეველი პლეისტოცენის ეპოქის Plesiorycteropus მადაგასკარიდან თავდაპირველად მილკბილა ეგონათ, რომელიც გამოეყო წინაპრებს და გადავიდა კუნძულზე ეოცენის პერიოდში, მაგრამ საკმაოდ ბევრი ანატომიური განსხვავების და თანამედროვე მოლეკულური მტკიცებულებების გამო, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისინი იყვნენ ოქროს თხუნელების ნათესავები, რომლებმაც მიაღწიეს მილკბილასნაირ გარეგნობას და ეკოლოგიურ ნიშას.

იხ. ვიდეო

მილკბილა გარეგნულად ღორს ჰგავს. მისი ტანი სქელია, ზურგი თვალსაჩინოდ თაღოვანი და თხლად შემოსილი უხეში ბეწვით. კიდურები საშუალო ზომის აქვს, უკანა ფეხები უფრო გრძელია, ვიდრე წინა. წინა ფეხებმა დაკარგეს ცერა თითი, უკანა ფეხზე ხუთივე თითი შენარჩუნებულია. თითო თითს აქვს დიდი, ძლიერი ბრჭყალი, რომელიც გარკვეულწილად შებრტყელებული და ნიჩბის მსგავსია — გარდამავალი ბრჭყალსა და ჩლიქს შორის.

მილკბილას წონა საშუალოდ 60-დან 80 კილოგრამამდეა, ხოლო სიგრძე 105-დან 130 სანტიმეტრამდე, კუდის ჩათვლით 2,2 მეტრს აღწევს. სიმაღლეში 60 სანტიმეტრამდეა. არის აფროინსექტიფილების (აფრიკის მწერიჭამიების) უდიდესი წარმომადგენელი. მილკბილა მოყვითალო-მონაცრისფროა, ხშირად მიწისგან იღებს მოწითალო-მოყავისფრო ფერს. ბეწვი თხელია, თავსა და კუდზე — მოკლეა, ფეხებზე — გრძელი; ნესტოებზე უხვად და მჭიდრო აქვს, რაც მას თხრის დროს მტვრის გაფილტვრაში ეხმარება. სხეულის მთავარი დამცავი მაგარი და სქელი კანია. კუდი დასაწყისში სქელია და ბოლოსკენ წვრილდება

დიდი წაგრძელებული თავი დგას მოკლე, სქელ კისერზე. დინგის ბოლოს აქვს დისკი, რომელზედ მდებარეობს ორი ნესტო. მილკბილას თავი შეიცავს ბევრ უნიკალურ და განსხვავებულ მახასიათებელს. ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია მისი კბილები — პულპის მაგივრად თითო კბილზე აქვს შეჯგუფებული, თხელი, ექვსკუთხა, სწორი, პარალელური ვასოდენტინის (დენტინის მოდიფიცირებული ფორმის) მილები, ინდივიდუალური პულპის არხებით, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია კბილის ცემენტით. სვეტების რაოდენობა დამოკიდებულია კბილის ზომაზე, ყველაზე დიდს დაახლოებით 1500-მდე სვეტი აქვს. კბილზე მინანქარი არ აქვთ, ისინი ცვდებიან და თავიდან იზრდებიან. მილკბილები ყბის წინა ნაწილში არსებული ეშვებით იბადებიან, რომლებიც მალევე სძვრებათ და აღარ ეზრდებათ. ზრდასრულ მილკბილებს მხოლოდ საღეჭი კბილები აქვთ, ყბის უკანა ნაწილში დანარჩენი კბილები ღორის მსგავსია, მათ არ აქვთ ფესვები. კბილები შეიცავს 14 ზედა და 12 ქვედა ყბის მოლარს. მილკბილების ცხვირი ასევე ძალიან უცნაურია. მას აქვს ცხვირის 10 ნიჟარა, უფრო მეტი ვიდრე რომელიმე სხვა ძუძუმწოვარს.

მილკბილას ნესტოების კედლები სქელი და თმით სავსეა. მისი ცხვირი ძალიან მოძრავია, რადგან მას განვითარებული სახის კუნთები აქვს. მისი ნესტოების გამყოფ ქსოვილს სავარაუდოდ სენსორის ფუნქცია აქვს, მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველია ის ყნოსვითია თუ ვიბრაციული. მას აქვს 9-დან 11-მდე ცხვირის კონჩა, უფრო მეტი ვიდრე რომელიმე სხვა ძუძუმწოვარს, შესადარებლად ძაღლს 4-დან 5-მდე ტურბინის ძვალი აქვს. ტურბინის ძვალი დიდი რაოდენობით მილკბილას აქვს მეტი ადგილი ნესტისთვის, ეხმარება ეპითელიუმს და განლაგებულია ყნოსვის ბოლქვში. მისი ცხვირი შეიცავს 9 ყნოსვის ბოლქვს, უფრო მეტს ვიდრე სხვა რომელიმე ძუძუმწოვარისა. მათი სახე წააგავს ღორის წაგრძელებულ სახეს. მათი პირი პატარა და მილისებრია, რაც ახასიათებთ ცხოველებს რომლებიც, იკვებებიან ჭიანჭველებით და ტერმიტებით. მილკბილას აქვს გრძელი და წვრილი ენა (აღწევს 30 სანტიმეტრს სიგრძეში). ყურები ძალიან ეფექტურია მილკბილებისთვის, რომლებიც არაპროპორციულად გრძელია, დაახლოებით 20-დან 25 სანტიმეტრამდე. თვალები თავთან შედარებით პატარაა.

მილკბილას კუჭს აქვს კუნთოვანი 

პილორიული ნაწილი, რომელიც გადაყლაპული საჭმლის დასაფქვავად მოქმედებს როგორც კუნთოვანი კუჭი, რაც ღეჭვას არასაჭიროს ხდის. მისი ბრმა ნაწლავი დიდია. ორივე სქესი ანალური ჯირკვლიდან გამოყოფს ძლიერ სეკრეციულ სუნს. მისი სანერწყვე ჯირკვალი ძალიან განვითარებულია და კისერს თითქმის მთლიანად ეკვრის, ამიტომაც ინარჩუნებს მათი ენა თავის წებოვნებას.

გენეტიკურად მილკბილა ცოცხალი ნამარხია, რადგან მათი ქრომოსომები ძალიან კარგადაა შემონახული, რაც კარგად ასახავს ეუთერიის პერიოდს, სანამ ძუძუმწოვრები თანამედროვე ტაქსონებად დაიყოფოდნენ.

ჰაბიტატი და გავრცელება

მილკბილები ცხოვრობენ სუბსაჰარულ აფრიკაში, სადაც მათი შესაფერისი ჰაბიტატი (სავანა და მეჩხერი ტყე) და საჭმელია (ჭიანჭველები და ტერმიტები). დღის განმავლობაში ისინი დროს ბნელ სოროებში ატარებენ, რითაც მზის მცხუნვარებას გაურბიან. ჭაობიან ადგილებში არ ცხოვრობენ, რადგან წყალი მათ ხელს უშლის თხრაში, ერიდებიან ქვიან ტერიტორიებსაც, სადაც ასევე უჭირთ თხრა. ეთიოპიაში შემჩნეულები არიან ზღვის დონიდან 3200 მეტრამდე. გავრცელებული არიან სუბსაჰარული აფრიკიდან სამხრეთ აფრიკამდე, რამდენიმე გამონაკლისი რეგიონის გარდა. ამ გამონაკლისებში შედის ნამიბიის, კოტ-დ’ივუარისა და განის სანაპიროები. არ ცხოვრობენ მადაგასკარზე.

მილკბილა ღამის ცხოველი და მარტოხელა არსებაა, რომელიც იკვებება უმეტესად ჭიანჭველებითა და ტერმიტებით (მირმეკოფაგი). ერთადერთი ხილი, რომელსაც ის იღებს არის მილკბილას კიტრი (Cucumis humifructus). ამ კიტრს და მილკბილას სიმბიოზური ურთიერთობა აქვთ — როდესაც მილკბილა ჭამს ამ ხილს, ის კუჭში გადის თავის სოროსთან ახლოს, რათა ეს ხილი მასთან ახლოს გაიზარდოს, იგი ფხვიერ და ნაყოფიერი ნიადაგზე სწრაფად იზრდება. რა დროსაც ხილის თესლი მილკბილას ნაწლავში ატარებს, საკმარიასია იმისთვის, რომ უზრუნველყოს საჭირო ტენიანობა. მილკბილა ერიდება დორილუსებს და წითელ ჭიანჭველებს. თავისი მკაცრი კვების გამო, გადასარჩენად სჭირდება მდიდარი რაციონი. სოროდან გამოდის საღამოთი, მზის ჩასვლიდან მალევე. საკვების მოძიებისთვის დიდ მანძილს გადის — 10-დან 30 კილომეტრამდე, ცხვირი მიწასთან ახლოს უჭირავს, ხოლო ყურები წინ აქვს მიმართული, რაც მიუთითებს, რომ საჭმლის ძიებისას ის იყენებს ყნოსვასაც და სმენასაც. ისინი ზიგზაგურად დადიან საკვების მოსაპოვებლად და არ იმეორებენ თავის მარშრუტს 5-დან 8 დღემდე, რადგან ტერმიტებს მისცენ საშუალება თავიდან ააშენონ თავიანთი ბუდე.

საჭმლის ძებნისას მილკბილა ჩერდება და თავისი წინა ფეხებით თხრის V-ს ფორმის თხრილს და ყნოსავს ტერიტორიის შესასწავლად. როდესაც ის ჭიანჭველების ან ტერმიტების თავშეყრას იგრძნობს, თხრის მათ ბუდეს თავისი წინა ფეხებით, ამ დროს ყურები წინ აქვს მიმართული მტაცებლების შესამჩნევად. შეუძლია მწერების გასაოცარი რაოდენობა შეჭამოს თავისი გრძელი, წებოვანი ენის დახმარებით, ერთ ღამეში დაფიქსირებულა 50 000 შეჭმული მწერი. ბრჭყალების დახმარებით შეუძლია სწრაფად ამოთხაროს ჭიანჭველების და ტერმიტების მყარი ბუდე. მტვრის ჩასუნთქვისგან თავს იცავს ნესტოების დალუქვით. მილკბილას გრძელი (30 სანტიმეტრიანი) ენა მწერების და ტერმიტების კბენისგან დაცულია მაგარი და სქელი კანით. ტერმიტების ბუდის დატოვების შემდეგ სხვა ცხოველები მოდიან მისი ნარჩენების ასაღებად. მხოლოდ ტერმიტების ბუდე მილკბილასთვის საკმარისი არაა, ამიტომაც ის ეძებს მოძრავ ტერმიტებს. როდესაც ეს მწერები მოძრაობენ, ისინი ქმნიან 10-დან 40 მეტრამდე სიგრძის მწკრივებს. ეს მილკბილასთვის მარტივად მოსაპოვებელი საჭმელია. მსგავსი მწკრივები ხშირია პირუტყვების და სხვა ჩლიქოსნების სიახლოვეს.

მილკბილები ღამის პირველ ნახევარში, დაახლოებით 20:00-დან 24:00 საათამდე, უფრო აქტიურები არიან, მაგრამ ისინი არ ანსხვავებენ ნათელ ან ბნელ ღამეებს. არახელსაყრელი ამინდის ან შეწუხების შემთხვევაში, არც ღამით გამოდიან სოროდან. ერთ ღამეში მილკბილა დაახლოებით 2-დან 5 კილომეტრს ფარავს, მაგრამ ზოგი კვლევა გვეუბნება, რომ ის ღამეში 30 კილომეტრს გადის.

იხ. ვიდეო

მილკბილა ჩუმი ცხოველია, მაგრამ გამოსცემს სუსტი ღრუტუნის ხმას საჭმლის ძებნის დროს და ხმამაღალ ღრუტუნს როდესაც თხრის. შეშინების შემთხვევაში ყმუილის მსგავს ხმას გამოსცემს, იმალება თავის სოროში, მაგრამ თუ სორო ახლოს არაა, იქვე თხრის მიწას. ასეთი სორო პატარაა და ამოსასვლელად უკან სიარული უწევს.

მილკბილა კარგი მოცურავეა, შემჩნეულია, როდესაც ის ძლიერ დინებაშიც კი ოსტატურად ცურავს. შეუძლია დიდი ზომის სორო ხუთ წუთში ამოთხაროს, მაგრამ ამ გამონაკლისის გარდა, ის საკმაოდ ნელა მოძრაობს,

ღამით სოროდან გამოსვლისას შესასვლელთან ჩერდება ათი წუთით, ყნოსვას და მოსმენას იწყებს, შემდეგ 10 მეტრის მოშორებით ჩერდება და ისევ იწყებს ყნოსვას და მოსმენას, ხოლო შემდეგ შეუდგება საჭმლის მოძიებას.

ჭიანჭველების და ტერმიტების ბუდეების თხრის გარდა, მილკბილა თავის სოროსაც თხრის. მილკბილას სოროები სამი კატეგორიისაა, ესენია საჭმლის მოპოვებისას გაკეთებული სორო, თავშესაფრის სორო და სახლის სორო. თავშესაფრის სოროები ბევრია, მთავარი სახლი-სოროს გარშემო და ისინი თავის შესაფარებლად გამოიყენება, ხოლო სახლი-სორო — შესაჯვარებლად და საცხოვრებლად. სახლი-სორო ღრმა და დიდია, აქვს რამდენიმე შესასვლელი და სიგრძეში შეიძლება 13 მეტრსაც აღწევდეს. სოროები ზოგ შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ შიგნით ადამიანიც შეეტევა. მილკბილა ხშირად ცვლის სოროს ოთახების განლაგებას, წელიწადში ერთხელ სოროსაც იცვლის. დაცარიელებულ სოროებში სხვა, უფრო პატარა ცხოველები სახლდებიან მაგალითად, აფთრისებრი ძაღლიმეჭეჭებიანი ღორიფრინველებიმწერიჭამია ხელფრთიანებიხვლიკები და გველები. ამ სოროების გარეშე ისინი დაიხოცებოდნენ ხანძრის დროს. მხოლოდ დედები და მათი ნაშიერები იყოფენ სოროს, მილკბილები ცნობილები არიან იმით, რომ სოროებში მარტოდ ცხოვრობენ. თუ სოროს ვინმე თავს დაესხა, ის მეორე გასასვლელს თხრის გასაქცევად, ან თავს ესხმება მტაცებელს თავისი ბრჭყალებით. მილკბილები ხანდახან ჭიანჭველების ბუდეშიც იძინებენ, რაც მათ იცავს მტაცებლებისგან.

გამრავლება                                                                    

დედა მილკბილა ნაშიერთან ერთად

მილკბილები წყვილდებიან მხოლოდ გამრავლების სეზონზე. შვიდი თვის მაკეობის შემდეგ იბადება ერთი ნაშიერი (1,7–1,9 კილოგრამის მასის). შობადობა მაისიდან ივლისამდე პერიოდში მიმდინარეობს. დაბადებისას ნაშიერს სიფრიფანა ყურები და ბევრი ნაოჭი აქვს. ორი კვირის შემდეგ ნაოჭები ქრება, ხოლო სამი კვირის შემდეგ მას უკვე ყურების დაჭერა შეუძლია. 5–6 კვირაში მას ბეწვი ეზრდება. 2 კვირს ასაკიდან შეუძლია სოროდან გამოსვლა დედასთან ერთად, ტერმიტების ჭამა — 9 კვირიდან. სამი თვიდან ის რძის წოვას წყვეტს და ექვსი თვისას უკვე სოროების თხრა შეუძლია, მაგრამ დედასთან რჩება შემდეგ გამრავლების სეზონამდე. სქესობრივად მომწიფებულია 2 წლიდან.

კონსერვაცია

მეცნიერები ფიქრობდნენ რომ მილკბილების რაოდენობა მცირდებოდა, მაგრამ ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მათი ოსტატური დამალვის და ღამით აქტიურობის გამო. საბოლოო მონაცემებით, მათი რიცხვები სტაბილურია. რაოდენობა ცოტათი მცირდება დასავლეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში. სამხრეთ აფრიკაში ამ მხრივ სტაბილურობაა. მილკბილას ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფი კატეგორია აქვს მინიჭებული. ტერმიტების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში მთელ სახეობას დიდი საფრთხე ემუქრება.

მილკბილები ხელოვნურ გარემოში კარგად ცხოვრობენ. პირველი ზოოპარკი, რომელსაც მილკბილა ჰყავდა (სამხრეთ აფრიკიდან) იყო ლონდონის ზოოპარკი.

მითოლოგია და პოპულარული კულტურა 

F-14 ესკადრილიას კუდზე მილკბილა ახატია

აფრიკულ ფოლკლორში მილკბილა პატივცემული ცხოველია, საჭმლის გულმოდგინე ძიების, უშიშრობისა და ჭიანჭველებთან ბრძოლისთვის. ჰაუსას ჯადოქრები მილკბილას გულისგან, ტყავისგან, შუბლისგან და ბრჭყალებისგან ჯადოს აკეთებენ, რის შემდეგაც ხის ფესვებთან ერთად ნაყავენ. კანში შეხვეულ ჯადოს თუ ყელზე ჩამოიკიდებს, ჰაუსას ჯადოქრების მიხედვით, ადამიანი კედლებში და ჭერში გასვლას შეძლებს. ამ ჯადოს უმეტესად ქურდები იყენებენ. ზოგი ტომი, მაგალითად, მანგბეტუაიანდა და ლოგო, მილკბილას კბილებისგან სამაჯურებს აკეთებენ, რომელსაც გადმოცემით ბედი მოაქვს. ზოგ კულტურაში მისი ხორცი იჭმევა, რომელიც გემოთი ღორის მსგავსია.

ძველ ეგვიპტელ ღმერთსსეთს გაურკვეველი ცხოველის თავით გამოსახავენ, რომელსაც მილკბილასთან ბევრი საერთო აქვს.

ზებგერითი გამანადგურებელ-ბომბდამშენ F-111-ს მეტსახელად „მილკბილა“ (ინგლ. Aardvark) შეარქვეს თავისი წაგრძელებული ცხვირის გამო. აშშ-ის ფლოტის ესკადრა VF-114-ს ასევე მილკბილა შეარქვეს






ნიკ ვუიჩიჩი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ნიკ ვუიჩიჩი


(ინგლ. Nick Vujicic; სერბ. Николас Џејмс Вујичић; დ. 4 დეკემბერი1982მელბურნიავსტრალია) — ქრისტიანობის მქადაგებელი და მოტივაციური ორატორი, რომელიც დაიბადა ტეტრა-ამელიის სინდრომით. მძიმე ბავშვობა ჰქონდა, განიცდიდა მენტალურად, ემოციურად, ფიზიკურად, თუმცა საბოლოო ჯამში, შეეგუა ინვალიდობას და 17 წლის ასაკში დააარსა საკუთარი არაკომერციული ორგანიზაცია „Life Without Limbs“ („ცხოვრება კიდურების გარეშე“).

10 წლის ასაკში თვითმკვლელობა სცადა. იგი მთელ მსოფლიოში გამოდის მოტივაციური სიტყვებით, მისი გამოსვლები ფოკუსირებულია ინვალიდობაზე, იმედსა და ცხოვრების აზრის ძიებაზე. საუბრობს აგრეთვე თავის რწმენაზე და აღნიშნავს, რომ ღმერთი ცვლის ადამიანის გულს და ის თავის საქმეს აკეთებს, და, რომ ღმერთი დიდია, რამეთუ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას დაძლიოს ყველანაირი სირთულე. ნიკ ვუიჩიჩი დაიბადა ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, სერბი ემიგრანტების ოჯახში. ეთნიკურად იგი სერბი-ავსტრალიელია.

იხ. ვიდეო ძლიერი ციტატები ნიკი ვიუჩიჩის, რომელიც აღძრავს სიცოცხლის ლტოლვას - ნიკ იუჩიჩი არის ავსტრალიელი მოტივაციური სპიკერი, ფილანტროპი და მწერალი, რომელიც დაიბადა ტეტრაამელიას სინდრომით, იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით.

ჭეშმარიტად ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ პიროვნებას თანამედროვე საზოგადოებაში შეიძლება ეწოდოს ავსტრალიელი ნიკოლას ჯეიმს ვუიჩიჩი. ხელ-ფეხს მოკლებული ეწევა აქტიურ ცხოვრების წესს, წერს წიგნებს და კითხულობს ქადაგებებს, რომლებიც ათასობით ადამიანს ეხმარება მათი ნაკლოვანებების მიღებაში, მეუღლესთან ერთად აღზრდის საკუთარ და ნაშვილებს შვილებს და გულწრფელად ბედნიერია.


ნიკ ვუიჩიჩს აქვს მეტად იშვიათი დაავადება ტეტრა-ამელიის სინდრომის სახით, ხელები და ფეხები მას არ აქვს დაბადებიდან. ფიზიკური ნაკლულოვანების მიუხედავად, იგი ჯანმრთელი დაიბადა. ნაწილობრივ გააჩნდა ერთი ტერფი ორი შეზრდილი თითით. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, რომელიც მიმართული იყო თითების გაყოფისაკენ, მისცა ბავშვს სიარულის, ცურაობის, სკეიტბორდზე და სერფინგის დაფაზე სრიალის, კომპიუტერთან მუშაობისა და წერის საშუალება. 21 წლის ასაკში დაამთავრა გრიფითის უნივერსიტეტი. მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და კონცენტრირებულია მოზარდების პრობლემების საკითხებზე. იძლევა ინტერვიუებს მსოფლიოს სხვადასხვა ტელეკომპანიებისათვის. იმყოფებოდა ხუთი კონტინენტის 60-მდე ქვეყანაში. მოტივაციური საუბრებით გამოდის TED-თან ერთად.

იხ. ვიდეო ნიკ ვიუჩიჩი - ღმერთი მოიტანს სინათლეს სიბნელეში მე თუ შემიძლია იმედი გავუზიარო სხვას და იმედმა სინათლე მოუტანოს მას, რათა შემდეგ მან სხვა აანთოს. იმან კიდევ სხვა.. და კიდევ სხვა...

მანამ, სანამ მთელი მსოფლიო არ განათდება დიდებული სინათლით. ამას მე ჩირაღდნის გადაცემას ვუწოდებ. იესომ თქვა: "თქვენ ხართ სინათლე წუთისოფლისა... დაე, ანათებდეს თქვენი სინათლე კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას, რომელიც ზეცაშია."


2005 წელს ნომინირებული იყო „წლის ახალგაზრდა ავსტრალიელის“ პრემიაზე. მისი პირველი წიგნი სახელწოდებით „Life Without Limits: Inspiration for a Ridiculously Good Life“ გამოქვეყნდა 2010 წელს Random House-ის მიერ. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან დამოუკიდებელ ფილმში „პეპლის ცირკი“, რომელსაც გახდა Doorpost Film Project-ის მთავარი პრიზის გამარჯვებული. 2010 წელს ფილმმა Method Fest Independent Film Festival-ზე გაიმარჯვა კატეგორიებში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო მამაკაცის როლი მოკლემეტრაჟიან ფილმში და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის მიიღო მაყურებელთა სიმპათიის პრიზი; აგრეთვე Feel Good Film Festival-ზე მიიღო ჯილდო როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა. 2012 წლის 12 თებერვალს ნიკ ვუიჩიჩი დაქორწინდა კანაე მიიაჰარაზე, ხოლო 2013 წლის 14 თებერვალს მათ შეეძინათ ვაჟი — კიესი ჯეიმზ ვუიჩიჩი.

იხ. ვიდეო ნუ დაიწესებ ღმერთს საზღვრებს მიენდე ის რაც უგუნურებად ჩანს ადამიანებისთვის ღმერთისთვის სიბრძნეა. ღმერთს შეუძლია ხელებისა და ფეხების არმქონე ადამიანი თავის ხელებად და ფეხებად აქციოს.



ფრიდრიხ შილერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ფრიდრიხ შილერი

(გერმ. Johann Christoph Friedrich von Schiller; დ. 10 ნოემბერი 1759ნეკარის მარბახიბადენ-ვიურტემბერგი — გ. 9 მაისი 1805ვაიმარითიურინგია) — გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი.

ფრიდრიხ შილერი იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესთან ერთად ითვლება გერმანული კლასიკური ლიტერატურის უდიდეს წარმომადგენლად.დაიბადა მარბახში, ვიურტერმბერგი, სამხედრო ექიმის იოჰან კასპარ შილერის და ელისაბედ ელიზაბეთ კოდვაისის ოჯახში. ჰყავდა ხუთი და. ბავშვობა სიღარიბეში გაატარა რელიგიურ-პიეტისტურ გარემოცვაში. დაამთავრა ლუდვიგსბურგის ლათინური სკოლა, სამხედრო სკოლაში ჯერ იურიდიულ, შემდეგ სამედიცინო განყოფილებაზე სწავლობდა. ამ პერიოდში მორალისტურ ფილოსოფიას, ინგლისელ და ფრანგ განმანათლებელთა იდეებს გაეცნო და ამერიკის განმათავისუფლებელი მოძრაობით დაინტერესდა . მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა უილიამ შექსპირის დრამატურგიამ.

იხ. ვიდეო ფილოსოფოსისა და პოეტის შილერის თვლაწარმტაცი ციტატები ცხოვრების შესახებ



ფრ. შილერის პირველ ნაწარმოებებში აშკარად ჩანს „ქარიშხლისა და შეტევის“ თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი. იმავე იდეებსა და მხატვრულ პრინციპებს მიჰყვება ფრ. შილერის დრამა „ყაჩაღები“ (გამოქვეყნდა 1781, დაიდგა 1782), რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულად მძაფრ, პოლიტიკურად მიზანდასახულ და ემოციურად მოქმედ ახალი ტიპის დრამას. ამ პიესის იდეური პათოსი გაჰყვა მეორე, იტალიის ისტორიულ თემაზე აგებულ დრამასაც „ფიესკოს შეთქმულება გენუაში“ (1783).

იხ. ვიდეო იოჰან კრისტოფერ ფრიდიხ ფონ შილერი 

თემა: “არ შემიძლია არტახებით შევბოჭო ჩემი სხეული, კანონებით შევხუთო ჩემი ნებისყოფა. კანონმა ლოკოკინებად გადააქცია ყველა, ვისაც არწივივით ნავარდი შეეძლო. კანონს ჯერ არც ერთი თვალსაჩინო ადამიანი არ შეუქმნია, თავისუფლება კი სულ დიადებს და ბუმბერაზებს ქმნის. აბა, იმისთანა ვაჟკაცების ჯარი მომეცით, როგორიც მე ვარ და გერმანიას იმისთანა რესპუბლიკად გადავაქცევდი, რომ მასთან შედარებით რომი და სპარტა დედათა მონასტრებად გეჩვენებოდათ” (“ყაჩაღები“) იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი გადაცემაში „კატოს საღამოები“, პროექტ „კოდექს აუდიოს ფარგლებში“, მიშა მიმინოშვილთან ერთად. წამყვანი: კატო; თანაწამყვანი: მიშა მიმინოშვილი. რადიო იმედი, გადაცემა "კატოს საღამოები", 105.9 (თბილისის სიხშირე), 26 მარტი, 2018 წელი

რიდრიხ შილერი დაკრძალეს 1805 წლის 11-12 მაისის ღამეს ვაიმარის იაკობსფრიდჰოფის სასაფლაოზე, კასენგევოლბეს საძვალეში, რომელიც სპეციალურად იყო დაცული ვაიმარის დიდებულებისა და პატივცემული მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც არ გააჩნდათ საკუთარი საძვალე. 1826 წელს გადაწყდა შილერის ნეშტის ხელახლა დაკრძალვა, მაგრამ მათი ზუსტი იდენტიფიცირება ვეღარ მოხერხდა. ნაშთები, რომლებიც შემთხვევით იქნა არჩეული, როგორც ყველაზე შესაფერისი, გადაიტანეს ჰერცოგინია ანა ამალიას ბიბლიოთეკაში, ხოლო თავის ქალა გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა გოეთეს სახლში, რომელმაც ამ დღეებში (16-17 სექტემბერი) დაწერა ლექსი "შილერის რელიქვიები". ", ასევე ცნობილი როგორც "შილერის თავის ქალას ჭვრეტაში". 1827 წლის 16 დეკემბერს ეს ნეშტი დაკრძალეს პრინცის საფლავში  ახალ სასაფლაოზე, სადაც შემდგომში თავად გოეთე მეგობრის გვერდით დაკრძალეს მისი ანდერძის თანახმად.

სამეფო სამარხვო სასაფლაო ვაიმარის, სადაც დაკრძალეს გოეთე და ჩაასვენეს შილერის ცარიელი კუბო

1911 წელს კიდევ ერთი თავის ქალა აღმოაჩინეს, რომელიც შილერს მიაწერეს. დიდი ხნის განმავლობაში იყო კამათი იმის შესახებ, თუ რომელი იყო ნამდვილი. მხოლოდ 2008 წლის გაზაფხულზე, რადიოსადგურ Mitteldeutscher Rundfunk-ისა და ვაიმარის კლასიციზმის ფონდის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ფრიდრიხ შილერის კოდის აქციის ფარგლებში, ორ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში ჩატარებულმა დნმ-ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ არცერთი თავის ქალა არ ეკუთვნოდა ფრიდრიხ შილერს. . შილერის კუბოში ნაშთები ეკუთვნის მინიმუმ სამ განსხვავებულ ადამიანს, მათი დნმ ასევე არ ემთხვევა არცერთ გამოკვლეულ თავის ქალას . ვაიმარის კლასიციზმის ფონდმა გადაწყვიტა შილერის კუბო ცარიელი დაეტოვებინა.




пятница, 29 октября 2021 г.

ილეთი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                              ილეთი 

                                       
                         პიროტექნიკის ტრიუკების ჩვენება  Giant Auto Rodéo", Ciney, Belgium
ხრიკი განისაზღვრება, როგორც სანახაობრივი ოსტატური მანევრი ან ტექნიკა, რომელიც ჩვეულებრივ საშიში ან შეუძლებელია მოუმზადებელი ადამიანისთვის. გარკვეული დონის ცოდნით ან ტრენინგით, ხრიკი წარმატებით შეიძლება შესრულდეს. კონკრეტული ტრიუკის წარმატებით შესრულება შემსრულებლის პროფესიონალიზმის მაჩვენებელია. ილეთი გამოიყენება ხელოვნების სხვდასხვა სახეობაში, კერძოდ ცირკის ხელოვნებაში (ჯადოსნური ილეთები, აკრობატული ტრიუკები) და კინემატოგრაფიაში.
იხ. ვიდეო 
თითოეული ილეთის უმეტესობას აქვს საკუთარი  სახელი , რ-იც გავცელებულია სპეციალისტებს შორის, რ-იც გამოიყენება. ილეთს ზოგჯერ კუნსტშიუკომს ეძახიან.
კინემატრიგრაფიაში კინემატოგრაფიაში ტრიუკის შემსრულებლებს ჩვეულებრივ „კასკადიორებს“ უწოდებენ. სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს კასკადიორთა გაერთიანებები და ასოციაციები, რომელთაგან თითოეულს აქვს სპეციალობის გარკვეული სპექტრი. ნებისმიერი ტრიუკის შემსრულებლის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ არცერთი ტრიუკი არ უნდა დაუჯდეს თქვენს სიცოცხლეს.
იხ. ვიდეო 10 ყველაზე საშიში ტრიუკი კინოს ისტორიაში

მუნჯი ფილმების ტრიუკები ხრიკი არის კომედიური ტრიუკი, მაგრამ გაგისაგან განსხვავებით, ის მოითხოვს რთულ აღჭურვილობას. ტრიუკი მანქანით, რომელიც აგურის კედელში დაფრინავს და უვნებელი რჩება, თავისთავად სასაცილოა, მაგრამ ტექნიკური მომზადების გარეშე არ შეიძლება. ილეთების შესასრულებლად გამოიყენებოდა როგორც მექანიკური მოწყობილობები, ასევე გადაღების სპეციალური ტექნიკა - აჩქარებული, შენელებული, გადაბრუნება და, რა თქმა უნდა, "გაჩერების კამერის" ტექნიკა. ხალხს, ვინც მათ აკეთებდა, ეძახდნენ ხრიკებს. Kistoun სტუდიაში რეჟისორების დასახმარებლად მოეწყო "სიცილის ბიურო", სადაც იყო მხიარული ანეგდოტების, მხიარული პოზიციების და მახვილგონივრული გამონათქვამების ბარათები, რომლებიც ნასესხები იყო სხვადასხვა იუმორისტული ჟურნალებიდან და წიგნებიდან.
იხ. ვიდეო 10 ყველაზე საშიში ტრიუკი კინოშო

ჩანაწერები კინოში კინოს ისტორიაში ყველაზე მეტი ტრიუკები შეასრულა მსახიობმა და რეჟისორმა ჯეკი ჩანმა (მან მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტ ფილმში). ყველაზე ძვირადღირებული ტრიუკი შესრულდა ფილმის "ტიტანიკის" (1997) გადაღების დროს, ასზე მეტი კასკადიორის მონაწილეობით (ადამიანების დაცემის სცენა გემის წყალში ჩაძირვისას). ხარჯებმა დაახლოებით 3 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე დიდი საფასური ერთ ადამიანზე გადაიხადეს ტრიუკზე, რომლის დროსაც საიმონ კრეინმა კაბელი ერთი მფრინავი თვითმფრინავიდან მეორეზე ავიდა, უკან მიფრინავდა 4752 მეტრის სიმაღლეზე. ტრიუკი ერთხელ შესრულდა ფილმისთვის "მთამსვლელი" სილვესტერ სტალონესთან ერთად 1993 წელს. ჰონორარი 1 მილიონი დოლარი იყო და გადახდილი იყო სილვესტერ სტალონეს ჰონორარიდან.

იხ. ვიდეო ყველაზე საშიში ტრიუკი ადამიანის ისტორიაში


ესქატოლოგია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   

                               ესქატოლოგია

იაკობ ბეკერი, აპოკალიფსი 1580
 (ბერძ. ἔσχατος, Eschatos უკანასკნელი; logos - მოძღვრება, ან სწავლება) — მსოფლმხედველობის და ღვთისმეტყველების ნაწილი; მოძღვრება კაცობრიობის უკანასკნელ მოვლენებზე, ცივილიზაციის დასასრულზე. მისტიკურ მოძღვრებებში ესქატოლოგია აღნიშნავს ორდინალური რეალობის (დროისჟამის) დასასრულს და ღმერთთან შეერთებას. ტრადიციულ რელიგიურ სისტემათა ესქატოლოგიაში განხილულია მომავლის უკანასკნელი მოვლენები, რომლებიც ნაწინასწარმეტყველებია წმინდა წერილებში და საკრალურ ტექსტებში: მესსიის მოსვლა, სამსჯავროჯოჯოხეთი და სამოთხე. ბერძნულის სიტყვა αἰών (აეონ) აღნიშნავს ეპოქას, ან გარკვეულ ისტორიულ პერიოდს. ამდენად “სამყაროს აღსასრულის” ნაცვლად შეიძლება ითარგმნოს “ჟამის”, ”დღეთა”, ან “წუთისოფლის აღსასრული”. ესქატოლოგია – მსოფლიოს ყველა ცივილიზაციის რელიგიური სისტემათა განუყოფელი ნაწილია. ყველა რელიგიაში ოდითგანვე არსებობდა ერთმანეთის მსგავსი მოძღვრება უკანასკნელ მოვლენებზე, რაც აშკარად მიუთითებს ერთ პრეისტორიულ წყაროზე.
იხ. ვიდეო დეკანოზი გიორიგი თევდორე - მართლმადიდებული ესქატალოგია

ესქატოლოგიურ მოვლენათა ზოგადი აღწერა მოცემულია ძველ აღთქმაში; კონკრეტულად კი წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში. ძველი აღთქმისეული ესქატოლოგიის გაგრძელებას და მის კულმინაციას კი წარმოადგენს იოანეს გამოცხადება (აპოკალიფსი).

                   ზოროასტრული ესქატოლოგია

ზოროასტრული ესქატოლოგია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ძვ. წ. 500 ზოროასტრულ რელიგიაში უკვე მთლიანად იყო დამუშავებული მოძღვრება ღვთაებრივი შთამთქმელი ცეცხლით მსოფლიოს აღსასრულზე. ზოროასტრიზმის თანახმად: “მეათასე ზამთრის დასასრულს… მზე უფერული გახდება. წელი, თვე და დღე შემოკლდება. დედამიწა მეტად გაპარტახდება. მოსავალი უნაყოფო იქნება. ადამიანები უფრო ცბიერნი გახდებიან და უფრო მეტად მიეძალებიან ბოროტმოქმედებებს. მათ აღარ ექნებათ მადლიერების გრძნობა. უფრო მეტად დაფასდება ფუფუნება და სიმდიდრე, რაც განაპირობებს დამახინჯებულ რწმენას… შავბნელი ღრუბელი დაფარავს მთელ ცას…” სიკეთის და ბოროტების ბრძოლის დასასრულს მოხდება ყველა სულის საბოლოო სამსჯავრო. ცოდვილებს სამ დღიანი დასჯის შემდეგ შეიწყალებენ. სამყარო მიაღწევს სრულყოფილებას, ხოლო ძველი დრო, სიღატაკე, წყურვილი, შიმშილი და სიკვდილი შეწყდება.

                        ბუდისტური ესქატოლოგია

ბუდას წინასწარმეტყველებით მის სწავლებებს 500 წლის შემდეგ ადამიანები თანდათან დაივიწყებენ. სუტა პიტაკას (ბუდისტური ტექსტების მეორე უდიდესი ნაკრები) თანახმად “ზნეობრივი ქცევის 10 მცნების” ნაცვლად ხალხი მიეძალება 10 უზნეობას, ესენია: ქურდობა, ძალადობა, მკვლელობა, ტყუილი, ბოროტსიტყვაობა და ჭორაობა, ადულტერისიხარბე, მზაკვრობა და ვნება. ეს დეგრადაცია გასტანს გარკვეულ პერიოდს, რომლის შემდეგაც აღსდგება ახალი ბუდა – მაიტრეია, რომელიც აღადგენს ბუდას სწავლებებს და ადამიანებს მისცემს გზას ნირვანასკენ (სადაც არ იქნება არც ვნება და არც ტანჯვა; იმეფებს სიმშვიდე და უმაღლესი ბედნიერება – ნეტარება).

                          ინდუისტური ესქატოლოგია

ჰინდუს ტრადიციული წინასწარმეტყველებები, რომლებიც აღწერილია პურანა-ში და სხვა წმინდა წერილებში გვამცნობენ, რომ ბოლო ჟამს მსოფლიო ჩაეშვება დიდ ქაოსში; მოხდება არნახული სულიერი დაცემა და დეგრადაცია; მოხდება ძლიერ სწრაფი მოზღვავება ყოველგვარი მანკიერებისა… ხალხში გავრცელდება არნახული სიხარბე და შუღლი… “რაჟამს დაკნინდება სიმართლე და აღზევდება უსამართლობა – მე განვცხადდები!” (ბჰაგავად გიტა, IV-7). ვედური კულტურის ამ უმნიშვნელოვანეს ძეგლში ასევე ნაწინასწარმეტყველებია ღმერთის უცილობელი ინტერვენცია მსოფლიოს საქმეებში. ინდუიზმის თანახმად, ახლანდელი ეპოქა კალი იუგა – ყველაზე ბოროტია. მას შემდეგ, რაც მოხდება ღმერთის გაცხადება – დედამიწაზე დამყარდება სამართლიანობა და ადამიანები კრისტალივით წმინდა გახდებიან. ინდუიზმის თანახმად არ ხდება სულთა მარადიული დასჯა. არც დროის დასასრული არსებობს. ინდუიზმში დროები ციკლიურია და ყველაფერი ისევ მეორდება. კალი იუგას შემდეგ მოდის სატია იუგა – ეპოქა, როდესაც ყველა ადამიანი უბიწოდ იცხოვრებს. ამის შემდგომ დადგება დვაპარა იუგადრეტა იუგა და კვლავ კალი იუგაბრაჰმა კუმარის-ის თანახმად არსებობს მეხუთე ეპოქაც, რომელიც წააგავს ქრისტიანულ აპოკალიპსს; ამ დროს ხდება წუთისოფლის აღსასრული და ღმერთის გამოცხადება. ბრაჰმა კუმარის-ის თანახმად ბოლო ჟამი დაიწყო 1936 წ. და აღსასრული დადგება დაახლ. 2036 წ.

                   ამერიკელ ინდიელთა ესქატოლოგია

ამერიკელ ინდიელთა ტომებში მსოფლიოს აღსასრულთან დაკავშირებით მსგავსი რწმენა არსებობს. ჰოპის ტომის ბელადების მტკიცებით თეთრი ადამიანის მოსვლა დროის დასასრულის მანიშნებელია. ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბოლო ჟამს დედამიწა გადასერილი იქნება “რკინის გველებით და ქვის მდინარეებით. ხმელეთზე გიგანტური ობობის ქსელი იქნება გადაჭიმული; ხოლო ზღვები გაშავდებიან”. (თანამედროვე ინტერპრეტაციით რკინის გველები – მატარებლებია; ქვის მდინარეები – ტრასებია; ობობის ქსელი – საკომუნიკაციო გაყვანილობებია, ან მსოფლიო კომპიუტერული ქსელი ინტერნეტი. გაშავებული ზღვა – ნავთობის დაღვრით გამოწვეულ დაბინძურებაზე მიუთითებს). ასევე ნაწინასწარმეტყველებია, რომ ციდან დედამიწაზე ჩამოვარდება “დიდი სამყოფელი ადგილი”, რომელიც ლურჯ ვარსკვლავს წააგავს. დედამიწა საშინლად შეირყევა. თეთრი ადამიანი შეებრძოლება სხვა ხალხებს სხვადასხვა ადგილებზე. უდაბნოდან კვამლის ბოლქვები ამოვა, რაც დიდი განადგურების მოახლოების მანიშნებელი იქნება. მრავალი ადამიანი დაიღუპება, მაგრამ ვისაც სწამს ჭეშმარიტი წინასწარმეტველების – გადარჩება. მაშინ დაბრუნდება “ნამდვილი თეთრი ძმა” – პაჰანა, რომელიც სიბრძნის მარცვლებს დასთესავს ადამიანთა გულებში. ეს იქნება მეხუთე სამყაროს დასაწყისი. მაიას ტომის ქურუმებს სწამდათ, რომ სამყარო აქამდე ოთხჯერ განახლდა. პირველი მცდელობისას გაჩნდნენ ცხოველები. მეორე მცდელობისას – მწერები. მესამე მცდელობისას მაიმუნები დაიბადნენ, ხოლო მეოთხე მცდელობის შემდეგ გაჩნდნენ “ნამდვილი ადამიანები”. პირვანდელი ცხოველთა სამყარო თითქმის გაანადგურა კატასტროფამ – დიდმა წყალდიდობამ. მეორე სამყარო დაღუპა სიმხურვალემ. მაიმუნთა სამყარო გაანადგურა სხვა ცხოველთა შეტევებმა. მაიას ასტრონომიულ გათვლებზე დაფუძნებული კალენდრის დიდი ციკლიური ბრუნვა დასრულდება 2012 წ. 21 დეკემბერს. ეს თარიღი შეიძლება იყოს სამყაროს დასასრულის დასაწყისი. თუმც ზოგიერთი თვლის, რომ ეს დრო შესაძლოა მოასწავებს არა აღსასრულს, არამედ რაღაც დიად ცვლილებებს სამყაროში.


ბაბილონური და ასირიული ესქატოლოგია

მარდუქი

ბაბილონურ და ასირიული ესქატოლოგია არ არის სათანადოდ დამუშავებული და განვითარებული. ადამიანთა საზღაურის გადახდა მათი ნამოქმედარიდან გამომდინარე ხდება აწმყო ცხოვრებაში. ადამიანთა ღირსებები ჯილდოვდება ღვთაებრივი წყალობებით. ესენია: სიძლიერე, კეთილდგეობა, ხანგრძლივი სიცოცხლე, მდიდარი შთამომავლობა და ა.შ. ბოროტები ისჯებიან სხვადასხვა უბედურებებით. სიკვდილის შემდგ ნახევრად-მატერიალური სული (ეკიმმუ), ჩადის მიწისქვეშა წყვდიადში, სადაც იკრიბებიან ყველა გარდაცვლილთა სულები. მიცვალებულთა მხარეში, რომელსაც ეწოდება “წყვდიადის საუფლო”, “უკანმოუსვლელი ადგილი” ბატონობენ დემონები, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ დასაჯონ სულები მათი ცოდვებისდა მიხედვით. მიწისქვეშეთში სული ეძებს თავის საყვარელი ადამიანის სულს და “სისცოცხლის წყაროს”. ძირითადად, ბაბილონური ესქატოლოგია მუქ ფერებშია აღწერილი და ბუნდოვანია. ნათელი მომავლის და მკვდართა აღდგომის იმედს იძლევა “სისცოცხლის წყარო” და სხავადასხვა მიმიშნება ღმერთ მარდუქზე, რომელიც “მკვდრებს აძლევს სიცოცხლეს”.

                     ეგვიპტური ესქატოლოგია

ოსირისი იღებს მიცვალებულთა სულებს, ”მკვდართა წიგნი”

ეგვიპტური ესქატოლოგია მნიშვნელოვნად განვითარებულია. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს იდეა “სრულყოფილ და უსასრულო სიცოცხლეზე ოსირისთან ერთად”, რაც სიკვდილის შემდეგ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ყველა ეგვიპტელისთვის. სიკვდილის შემდეგ სული გადის სამსჯავროზე (მკვდართა წიგნი, 125 თავი). ადამიანის სულის განკითხვა მოიცავს მის პირად, სოციალურ და რელიგიურ მოვალეობათა სფეროებს. გარდაცვლილმა უნდა შესძლოს უარყოს თავისი ბრალი 42 კატეგორიის ცოდვაში. ამის შემდეგ მისი გული (სინდისის სიმბოლო) უნდა აიწონოს სიმართლის და ჭეშმარიტების ქალღმერთ მაატის ხატებასთან. სამსჯავროს წარმატებით განვლის შემდეგ სული იწყებს ხანგრძლივ მოგზაურობას. ამ გზაზე სულს მრავალი განსაცდელი ელოდება. მათი გადალახვა დამოკიდებულია იმ მაცოცხლებელ ძალასა და სიბრძნეზე, რომელიც სულმა შეიძინა სიცოცხლის განმავლობაში. მას აგრეთვე ეხმარებიან დედამიწაზე დარჩენილი ახლობელი ადამიანები, რომლებიც უვლიან მის სხეულს, ლოცულობენ და სწირავენ მის სახელზე. სულმა ბოლოს უნდა მიაღწიოს აალუს ნაყოფიერ მინდვრებს, სადაც მას ელოდება სრული ნეტარება. აღსანიშნავია, რომ ამ ნეტარების მიღწევა ღმერთ ოსირისთან არ ნიშნავს პანთეისტურ ღვთაებად გადაქცევას, ან ინდივიდუალურობის დაკარგვას. ეგვიპტური ესქატოლოგია ნაკლებად გასაგებად აღწერს იმ სულთა განგებას, რომლებიც ვერ გადალახავენ სამსჯავროს. “მეორე სიკვდილი” შესაძლოა აღნიშნავდეს მათ განადგურებას. თუმც ზოგიერთი წყარო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სულები არსებობას აგრძელებენ წყვდიადში, რაც მათ მიერ სიცოცხლეში ჩადენილ ცოდვათა საზღაურს წარმოადგენს. “მკვდართა წიგნი”-ს თანახმად არსებობს კურთხეულ სულთა ნეტარების სხვადასხვა დონე. შესაბამისად, არსებობს დაღუპულ სულთა სასჯელის სხვადასხვა ხარისხიც.

იხ. ვიდეო






 

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...