суббота, 11 января 2020 г.

შუმერები

                                 შუმერები

                                                            
                                                                გუდეას დრონდელი სტელა
შემ. -   sag-gig-ga - შავთავიანები -  სამხრეთ მესოპოტამიის უძველესი მოსახლეობა. ისინი ცხოვრობდნენ შუამდინარეთში იქ, სადაც მდინარეები ტიგროსი და ევფრატი ჩაედინება სპარსეთის ყურეში. შუმერებმა შექმნეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია. სამეცნიერო წრეებში არსებული მასალებით, ისინი არ იყვნენ მესოპოტამიის მკვიდრი მოსახლენი, სავარაუდოდ, შუმერები აქ ძვ. წ. VI - ძვ. წ. V ათასწლეულებში გადმოსახლდნენ. მათი თავდაპირველი სამშობლო უცნობია. შუმერები საუბრობდნენ შუმერულ ენაზე. ამ ეთნიკური ჯგუფის წარმოშობა და შუმერული ენის ნათესაური კავშირები წარმოადგენს დიდი ისტორიული პრობლემის ნაწილს, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში "შუმერულ პრობლემას" უწოდებენ. ეთნოსი შუმერები სამეცნიერო აბსტრაქციაა არნისვნისთვის უძველესი სემიტური მოსახლეობის მესოპოტამიაში. თვითონ შუმერები არ განასხვავებდენენ მეზობელი სემიტი-აქადეველებისგან. ტიტულატურაში აღნიშნული იყო უძველესი ასირიული მეფის ,, მეფე შუმერების და აქადევების,, რადენადაც უძველესი სემიტური მოსახლეობა მესოპოტამიის - აქაეველები, ბაბილონელები და უძველესი ასირიელები თავის ენას ეძახდნენ აქადეურს. სხვა რთულად გასაშიფრი ენა ადრეული კვლევებით აღნიშნავდნენ ,,შუმერულს'' ხოლო მათო მატარებლებს - ,,შუმერებს''
წარმოშობა შუმერების ერთერთი რთული სამეციერო პრობლემა. 
იხ. ვიდეო
თვითონ შუმერები თავის მითებში მათი წინაპრები კუნძულ დილმუნიდან .
Dilmun period (3200-320 BC) burial chambers at Saar, Bahrain.JPG
რუქა გვიხვენებს ადგილმდებარეობას დილმუნში ცივილიზაცია ბაჰრეინში

ბიბლიური ადგილის შესაბამისი ადგილი შუმერული მითოლოგიის თანახმად. შესაძლოა, კუნძული, სადაც ადამიანი უზრუნველად ცხოვრობდა. აქ იყო შუმერული წარღვნის გმირის, უთნაფიშთიმის საცხოვრისი, რომელიც უკვდავების მაძიებელმა გილგამეშმა მოინახულა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ სამოთხის იდეა შუმერში ჩაისახა. შუმერული სამოთხე, პოემის თანახმად, მდებარეობდა ქვეყანა დილმუნში, რომელიც ირანის სამხრეთ-დასავლეთით უნდა ყოფილიყო. აქვე მოათავსეს მოგვიანებით თავიანთი „სიცოცხლის ქვეყანა“ — უკვდავების მხარე — სემიტმა ბაბილონელებმა, რომელთაც დაიპყრეს შუმერი. არსებობს საბუთი იმისა, რომ ბიბლიური სამოთხე იგივე დილმუნი იყო.
იხ. ვიდეო


                               უთნაფიშთიმი

                                                           
                         აქადური ეპოსი სოლისებრი დამწერლობა, ინახება ვრიტანეთის მუზეომში
უთნაფიშთიმი ან უთანაფიშთი (აქად. 𒌓𒍣, ბაბილ. „სიცოცხლის მპოვნელი“) — წარღვნის გმირი, უბარა — თუთუს ძე. გილგამეშის ეპოსის პერსონაჟი, რომლის თავგადასავალი მოთხრობილია ეპოსის XI დაფაში. უთნაფიშთიმი თავად მოუთხრობს გილგამეშს წარღვნის ამბავს. როცა ღმერთებმა ქვეყნიერების წარღვნით წარხოცა განიზრახეს, მათ შორის ერთმა, კაცთა მოდგმისადმი კეთილად განწყობილმა ეამევფრატის ნაპირას გაშენებულ ძველ ქალაქ შურუფაქში მცხოვრებს, თავის რჩეულს, უთნაფიშთიმს, ღმერთების ეს საიდუმლო გაუმხილა. გამოეცხადა სიზმარში და მოუწოდა: „ჰოი, კაცო, შურუფაქელო, უბარათუთუს ნაშიერო! სახლი დაანგრიე, ხომალდი ააგე! განაგდე დოვლათი, სიცოცხლე იხსენი! ყოველი სულდგმული, რაც არის, ხომალდზე აიყვანე“. ღმერთმა ისიც გამოუცხადა მას, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ხომალდი. გემის დიზაინი სავარაუდოდ ადგილზევე შეიქმნა ეას მიერ, ხოლო კიდობნის ჩარჩო, რომელიც ხუთ დღეში გაკეთდა, სიგრძეში, სიგანეში და სიმაღლეში იყო 200 ფუტი

                              გილგამეშის ეპოსი

                                                      
გილგამეშის ეპოსი ნაწყვეტი. ამ ტაბლედზე მოთხრობილია დიდი წარღვნის შესახებ

ქართულ თარგმანში აგრეთვე გილგამეშიანი — ასურულ-ბაბილონური (აქადური) ლიტერატურის ძეგლი, დღეისათვის ცნობილი პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი მსოფლიო მწერლობაში და ასევე, პირველი ლიტერატურული ნაწარმოებიც. საფუძვლად დაედო ძველი შუმერული თქმულებები ურუქის I დინასტიის (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი) მეფის გილგამეშის შესახებ. მეტ-ნაკლები სისრულით შემორჩენილია ხუთიოდე თქმულება. შუმერული თქმულებები ძველთაგანვე ითარგმნებოდა აქადური ენის დიალექტებზე, მუშავდებოდა მთელი ათასწლეულის მანძილზე და ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს - II ათასწლეულის დასაწყისში ერთიანი ეპოსის სახე მიიღო. ეპოსის მოტივთაგან უმნიშვნელოვანესია მეგობრობა გილგამეშსა და ველურობიდან ცივილიზებულ ადამიანამდე ამაღლებულ ენქიდუს შორის. ეს უკანასკნელი ათვინიერებს გილგამეშის უხეშ ბუნებას, მაღალი ზნეობისაკენ უბიძგებს მას, და ბოლოს, თავისი სიკვდილით ცხოვრების აზრზე დააფიქრებს. გილგამეშის შემდგომი ბედი დაკავშირებულია სიცოცხლისა და უკვდავების ძიებასთან, რაც მას მიიყვანს უთნაფიშთიმთან, საყოველთაო წარღვნას გადარჩენილ ერთადერთ კაცთან (ეპოსში ჩართულია წარღვნის ვრცელი ეპიზოდი), და ბოლოს დაბრძენებულს დააბრუნებს ურუქში. გილგამეშის ეპოსი გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში როგორც აქადურ, ასევე ხეთურ და ხურიტულ ენებზე. ეპოსის გამოძახილმა თითქმის ახალი წელთაღრიცხვის მიჯნამდე მოაღწია. დღემდე შემორჩენილია ეპოსის 12 ფირფიტა, თუმცა მეთორმეტე განსხვავებული შინაარსისაა და ნაწარმოების საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია. ერთ-ერთი ნაწყვეტი (სახელდობრ წარღვნის ეპიზოდი) 1872 წელს აღმოჩნდა ბრიტანეთის მუზეუმის ლურსმნული დამწერლობის ძეგლების კოლექციაში. ეპოსი ნათარგმნია თითქმის ყველა ევროპულ და ზოგიერთ აღმოსავლურ ენაზე. ქართულად არსებობს სამი დამოუკიდებელი თარგმანიმოთხრობა იწყება ურუქის მბრძანებლის – გილგამეშის აღწერით, რომელიც ⅔ ღმერთია და ⅓ ადამიანი. იგი ყველაზე ძლიერია ოდესმე არსებულ ხელმწიფეებს შორის. ავტორი ადიდებს გილგამეშს და ქალაქ ურუქის მტკიცე აგურის კედლებს. მიუხედავად დიდებისა, ხალხი გილგამეშის მმართველობით კმაყოფილი არაა, რადგან იგი თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, კერძოდ, ახლადდაქორწინებულ ქალთან პირველ ღამეს სწორედ ის ატარებს და არა ქმარი. ამით უკმაყოფილო მის ღმერთი ანუ ქალღმერთ არურუს ავალებს ნახევრად ველური არსების – ენქიდუს შექმნას, რომელმაც გილგამეში უნდა "დააბალანსოს". ენქიდუ ⅓ ადამიანია და ⅔ ცხოველი. იგი უდაბნოში ცხოვრობს და ხელს უშლის მწყემსებსა და მონადირეებს ცხოველების მონადირებაში. ამით უკმაყოფილო ერთ–ერთი მწყემსი მიდის გილგამეშთან და შესჩივლებს ენქიდუს შესახებ. ხელმწიფე ენქიდუს მოსათვინიერებლად გზავნის სასახლის მეძავს – შამჰათს, რომელიც ენქიდუსთან ფიზიკურ კავშირს ამყარებს და ამით ხდება ნახევრად ველური არსების გაადამიანება. ექვსი ღამისა და შვიდი დღის შემდეგ ენქიდუ უკვე აღარ არის მხეცი, რომელიც ცხოველებთან ერთად ცხოვრობს. ამის შემდეგ შამჰათი არწმუნებს ენქიდუს, რომ იგი უკვე მზადაა ადამიანების საზოგადოებაში შესვლისათვის და თხოვს მას წავიდეს ურუქში. ამის პარალელურად, გილგამეშს აქვს უცნაური სიზმრები, რომელთა ახსნისას მისი დედა – რიმატ ნინსუნი – მას ძლიერი მეგობრის მოახლოებას მოთხრობა იწყება ურუქის მბრძანებლის – გილგამეშის აღწერით, რომელიც ⅔ ღმერთია და ⅓ ადამიანი. იგი ყველაზე ძლიერია ოდესმე არსებულ ხელმწიფეებს შორის. ავტორი ადიდებს გილგამეშს და ქალაქ ურუქის მტკიცე აგურის კედლებს. მიუხედავად დიდებისა, ხალხი გილგამეშის მმართველობით კმაყოფილი არაა, რადგან იგი თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, კერძოდ, ახლადდაქორწინებულ ქალთან პირველ ღამეს სწორედ ის ატარებს და არა ქმარი. ამით უკმაყოფილო მის ღმერთი ანუ ქალღმერთ არურუს ავალებს ნახევრად ველური არსების – ენქიდუს შექმნას, რომელმაც გილგამეში უნდა "დააბალანსოს". ენქიდუ ⅓ ადამიანია და ⅔ ცხოველი. იგი უდაბნოში ცხოვრობს და ხელს უშლის მწყემსებსა და მონადირეებს ცხოველების მონადირებაში. ამით უკმაყოფილო ერთ–ერთი მწყემსი მიდის გილგამეშთან და შესჩივლებს ენქიდუს შესახებ. ხელმწიფე ენქიდუს მოსათვინიერებლად გზავნის სასახლის მეძავს – შამჰათს, რომელიც ენქიდუსთან ფიზიკურ კავშირს ამყარებს და ამით ხდება ნახევრად ველური არსების გაადამიანება. ექვსი ღამისა და შვიდი დღის შემდეგ ენქიდუ უკვე აღარ არის მხეცი, რომელიც ცხოველებთან ერთად ცხოვრობს. ამის შემდეგ შამჰათი არწმუნებს ენქიდუს, რომ იგი უკვე მზადაა ადამიანების საზოგადოებაში შესვლისათვის და თხოვს მას წავიდეს ურუქში. ამის პარალელურად, გილგამეშს აქვს უცნაური სიზმრები, რომელთა ახსნისას მისი დედა – რიმატ ნინსუნი – მას ძლიერი მეგობრის მოახლოებას რამდენიმე წლის შემდეგ, გილგამეში ხდება მოწყენილი ურუქში მშვიდობიანი ცხოვრებით. საკუთარი სახელის კიდევ უფრო განდიდების სურვილით იგი გადაწყვეტს წავიდეს კედარის ტყეში, მოჭრას რამდენიმე დიდი ხე და მოკლას ტყის მცველი – დემონი ხუმბაბა. გილგამეშს ამის გაკეთება სურს დიდებისათვის და აგრეთვე კედარის მოსაპოვბლად, რათა მისგან რამდენიმე დიდი საგანი გააკეთოს. ენქიდუ ამბობს, რომ კედარის ტყეში ღვთაებების სამეფოა და იქ მოკვდავები არ უნდა მივიდნენ, მაგრამ მეგობრის გადარწმუნებას ვერ ახერხებს. ისინი ეძებენ სიბრძნეს და რჩევას უხუცესთა საბჭოსაგან, მაგრამ გილგამეში ჯიუტობს და საბოლოოდ ენქიდუც ნებდება მის სურვილს. ისინი ერთად ემზადებიან კედარის ტყეში მოგზაურობისათვის. გილგამეში თავისი განზრახვის შესახებ უამბობს თავის დედას, რომელიც თავიდან ჩივის, თუმცა შემდეგ მზის ღმერთს შამაშს სთხოვს დახმარებას და ამავდროლად რჩევებს აძლევს ენქიდუს. ქალი აგრეთვე ენქიდუს იღებს როგორც მეორე შვილს.ამცნობს.ამცნობს.
                            
                        რელიეფი გამოსახული გალგიმეში ანატოლიის ცივილიზაციის მუზეომი

რამდენიმე წლის შემდეგ, გილგამეში ხდება მოწყენილი ურუქში მშვიდობიანი ცხოვრებით. საკუთარი სახელის კიდევ უფრო განდიდების სურვილით იგი გადაწყვეტს წავიდეს კედარის ტყეში, მოჭრას რამდენიმე დიდი ხე და მოკლას ტყის მცველი – დემონი ხუმბაბა. გილგამეშს ამის გაკეთება სურს დიდებისათვის და აგრეთვე კედარის მოსაპოვბლად, რათა მისგან რამდენიმე დიდი საგანი გააკეთოს. ენქიდუ ამბობს, რომ კედარის ტყეში ღვთაებების სამეფოა და იქ მოკვდავები არ უნდა მივიდნენ, მაგრამ მეგობრის გადარწმუნებას ვერ ახერხებს. ისინი ეძებენ სიბრძნეს და რჩევას უხუცესთა საბჭოსაგან, მაგრამ გილგამეში ჯიუტობს და საბოლოოდ ენქიდუც ნებდება მის სურვილს. ისინი ერთად ემზადებიან კედარის ტყეში მოგზაურობისათვის. გილგამეში თავისი განზრახვის შესახებ უამბობს თავის დედას, რომელიც თავიდან ჩივის, თუმცა შემდეგ მზის ღმერთს შამაშს სთხოვს დახმარებას და ამავდროლად რჩევებს აძლევს ენქიდუს. ქალი აგრეთვე ენქიდუს იღებს როგორც მეორე შვილს.გილგამეში უარს ამბობს ცის ღმერთ ანუს შვილის – ქალღმერთი იშთარის მიერ შემოთავაზებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამის მიზეზი ქალღმერთის მიერ მისი ყოფილი საყვარლების, მაგალითად მწყემსი დუმუზის, მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობაა. გილგამეშის გადაწყვეტილებით გაბრაზებული იშთარი მამამისს, ანუს სთხოვს სამოთხის ხარის გაგზავნას, რათა ამით მან შური იძიოს ურუქის მბრძანებელზე. თავდაპირველად ანუ უარზეა, თუმცა მას შემდეგ, რაც იშთარისაგან მკვდრების გაცოცხლების და მათ მიერ ცოცხალი ადამიანების განადგურების მუქარას მოისმენს, თანხმდება მას. სამოთხის ხარს უბედურება და გასაჭირი მოაქვს ქვეყნიერებისათვის. ეპოსის თანახმად, იგი იწვევს გვალვას, რის შედეგადაც წყალი ქრება და მცენარეულობა 
                                  
                                     დაფა აღმნიშნული წარღვნა წყლადიდობა ბრიტანეთის მუზეომი

ნადგურდება. გილგამეში და ენქიდუ ღმერთების დახმარების გარეშე კლავენ სამოთხის ხარს და მის გულს მსხვერპლად სწირავენ მზის ღმერთ შამაშს. ამის შემდეგ გმირებს ესმით იშთარის ტირილის ხმა. ენქიდუ მკლავს აგლეჯს ხარს და მას დაშინების მიზნით მტირალე ქალღმერთს ესვრის სახეში. ქალაქი ურუქი აღნიშნავს გმირების ამ გამარჯვებას, თუმცა ენქიდუს ცუდი სიზმარი ესიზმრება, რომელიც შემდეგ ფირფიტაშია აღწერილი.ენქიდუს სიზმარში, ღმერთები გადაწყვეტენ, რომ სამოთხის ხარისა და ხუმბაბას მკველობისათვის ვინმე უნდა დაისაჯოს. მათი გადაწყვეტილებით ეს სწორედ ენქიდუა, მიუხედავად იმისა, რომ შამაში ამის წინიააღმდეგია. ენქიდუ გილგამეშს ამცნობს ღმერთების ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ წყევლის მის მიერ ღმრეთებისათვის კედარისაგან გაკეთებულ კარს. შოკში ჩავარდნილი გილგამეში მიდის ტაძარში და თავისი მეგობრის ჯანმრთელობისათვის ლოცულობს შამაშის სახელზე. ამის შემდეგ ენქიდუ იწყებს მონადირისა და შამჰათის წყევლას, რადგანაც იგი უკვე ნანობს იმ დღეს, როდესაც ადამიანი გახდა. შამაში სამოთხიდან ესაუბრება ენქიდუს – უსამართლოდ მოქცევაში ადანაშაულებს მას და ასევე ამცნობს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ გილგამეში სევდისაგან ძალიან შეიცვლება. ენქიდუ ივიწყებს თავის წყევლას და შამჰათს ემადლიერება. იგი თანდათანობით უფრო და უფრო ავად ხდება და სიკვდილის პირას მისული აღწერს მის ჩასვლას საშინელ ქვესკნელის სამყაროში, რომელსაც იგი მტვრის სახლს უწოდებს, სადაც მკვდრებს ჩიტების მსგავსად ფრთები აქვთ. ისინი თიხას ჭამენ და სინათლის გარეშე არსებობენ.გილგამეში იწყებს გოდებას ენქიდუს სიკვდილის გამო. იგი უამრავ საჩუქარს სთავაზობს ღმერთებს იმის სანაცვლოდ, რომ მათ ექიდუსთან ახლოს ყოფნის საშუალება მისცენ ქვესკნელის სამყაროში. გილგამეში ბრძანებს, რომ ურუქის მთელმა მოსახლეობამაც – უბრალო გლეხებიდან დაწყებული მაღალი წოდების ტაძრის ქურუმებით დამთავრებული – იგლოვოს ენქიდუ. იგი ასევე ბრძანებს, რომ ქალაქში აიგოს ენქიდუს ქანდაკებები. გილგამეში იმდენად სავსეა დარდითა და მწუხარებით, რომ ექვსი დღისა და შვიდი ღამის განმავლობაში არ ტოვებს ენქიდუს გვამს და ამ ხნის განმავლობაში არავის აძლევს მის დაწვის საშუალებაგილგამეში გადაწყვეტს თავიდან აიცილოს ენქიდუს ბედი და იწყებს სახიფათო მოგზაურობას უთნაფიშთიმისა და მისი ცოლის სანახავად, რომლებიც ერთადერთი ადამიანები არიან, რომლებიც დიდ წარღვნას გადაურჩნენ და ღმერთების მიერ უკვდავობა მიენიჭათ. გილგამეშს იმედი აქვს, რომ თავადაც გახდება უკვდავი. უთნაფიშთიმი და მისი ცოლი ცხოვრობენ მშვენიერ ქვეყანაში – დილმუნში, რომელიც სხვა სამყაროშია. გილგამეში აღმოსავლეთით მიემართება მათი ადგილსამყოფელისაკენ და გზად უამრავ მდინარეს, ოკეანეს და მთას გადის. უკიდურეს აღმოსავლეთით, ქვეყნიერების დასასრულში იგი ებრძვის და კლავს მთის ლომებს, დათვებს და სხვა არსებებს. საბოლოოდ, იგი მიაღწევს მაშუს მთის ტყუპ მწვერვალებს, საიდანაც მზე ამოდის და ახალი სამყარო იწყება. აქ მას უწევს შესასვლელის მცველი ორი მორიელის მსგავსი საშინელი არსების ნებართვა, რომ მას გზის გაგრძელების საშუალება მისცენ. მას შემდეგ, რაც გილგამეში არწმუნებს მათ, თუ როგორი მოწადინებული და შემართულია იგი უთნაფიშთიმის სანახავად, მორიელები მას შესვლის ნებას აძლევენ. გილგამეში ბნელ გვირაბში შედის, სადაც მზე მოგზაურობს ყოველ ღამით. ზუსტად იმ დროს, როდესაც სადაცაა გილგამეშს მზე წამოეწევა და ჩრდილოეთის ქარი და ყინვა აწუხებს, გმირი გვირაბის გასასვლელს მიაღწევს და გასაჭირს თავს დააღწევს. სამყარო, რომელსაც გილგამეში გვირაბის მეორე მხარეს იხილავს, ულამაზესი და ბრწყინვალეა. ის სავსეა ხეებით, რომლებსაც ფოთლებად ძვირფასი ქვები ასხიათ.გილგამეში ხვდება ქალს, სახელად სიდურს, რომელსაც იგი მისი გარეგნობის გამო თავდაპირველად მკვლელი ჰგონია. გილგამეში უყვება მას თავის მოგზაურობის შესახებ. ქალი ცდილობს გადაარწმუნოს იგი და შეაცვლევინოს მისი გადაწყვეტილება, თუმცა ამაოდ. სიდური გილგამეშს გზავნის მებორნე ურშანაბისთან, რომელიც გმირს ზღვის გადალახვაში უნდა დაეხმაროს, რათა მან უთნაფიშთიმამდე მიაღწიოს. ურშანაბი ქვის გოლიათებთან ერთად იმყოფება, რომლებსაც გილგამეში მტრებად მიიჩნევს და კლავს. როდესაც ურუქის მეფე მებორნეს აუხსნის თავისი მოგზაურობის მიზანს, ურშანაბი მას აუწყებს, რომ მხოლოდ ახლახანს მოკლულ ქვის არსებებს შეეძლოთ სიკვდილის წყლების გადალახვა. ამ წყლების გადაცურვა თითქმის შეუძლებელია, რადგან მათი ოდნავი შეხებაც კი სიკვდილს იწვევს. მიუხედავად საშიშროებისა, ურშანაბი თანხმდება გილგამეშის დამხარებას და სთხოვს მას მოჭრას 300 ხე, რომლებიც ისე უნდა დაალაგოს, რომ წყალზე გადასასვლელად გამოიყენონ, ხოლო აფრის ფუნქციას კი ტანისამოსი შეასრულებს. საბოლოოდ, გილგამეში და ურშანაბი მიაღწევენ დანიშნულების ადგილს, დილმუნს. უთნაფიშთიმი ამჩნევს, რომ ნავში ურშანაბისთან ერთად სხვაც იმყოფება და მას ვინაობის გამხელას სთხოვს. გილგამეში უამბობს თავის მოგზაურობის მიზანს და დახმარებას სთხოვს მას. უთნაფიშთიმი საყვედურობს ურუქის მეფეს, რადგან მისი თქმით ადამიანის ბედის წინააღმდეგ ბრძოლა ამაოა და ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღებას ხელს უშლის.
გილგამეში ამჩნევს, რომ უთნაფიშთიმი მისგან არაფრით განსხვავდება და სთხოვს მას მოყვეს თავისი ისტორია და განმარტოს, თუ რატომ აქვს განსხვავებული ბედი. უთნაფიშთიმი უამბობს მას დიდი წარღვნის შესახებ, რომელსაც მხოლოდ იგი გადაურჩა და ამის შემდეგ ღმერთების მიერ უკვდავება აქვს მინიჭებული. იგი ეჭვობს, თუ რატომ უნდა დასდონ ღმერთებმა იგივე პატივი გილგამეშს, თუმცა უხალისოდ მაინც თანხმდება მისცეს უკვდავობის შანსი მას, მაგრამ, ჯერ გამოცდის სახით სთხოვს ექვსი დღისა და შვიდი ღამის განმავლობაში ძილის გარეშე გაძლოს. როგორც კი უთნაფიშთიმი თავის სათქმელს დაასრულებს, გილგამეშს ჩაეძინება. უთნაფიშთიმი სასაცილოდ იგდებს ურუქის ხელმწიფეს თავისი ცოლის თანდასწრებით და სთხოვს მას გილგამეშის გამოფხიზლებამდე ყოველდღე ერთი ახალი პური დააცხოს, რათა შემდგომ გილგამეშმა ვერ უარყოს საკუთარი წარუმატებლობა. როდესაც შვიდი დღის შემდეგ ურუქის ხელმწიფე იღვიძებს და საკუთარ მარცხს აღმოაჩენს, უთნაფიშთიმი გააფთრებულია და მას და ურშანაბის, რომელიც მის მიერ განდევნილ იქნა, ქალაქ ურუქში დასაბრუნებლად გზავნის. გამგზავრების მომენტში უთნაფიშთიმის ცოლი სთხოვს მის ქმარს წყალობა გამოიჩინოს გილგამეშისადმი, რადგან მან ხანგრძლივი გზა განვლო მათთან მისასვლელად. უთნაფიშთიმი თანხმდება და ურუქის ხელმწიფეს მცენარის შესახებ უამბობს, რომელიც ოკეანის ფსკერზე ხარობს და მისი გამოყენების შემდეგ ახალგაზრდობის დაბრუნება შეიძლება. გილგამეში მართლაც იპოვის მცენარეს ფეხებზე მიბმული ქვების დახმარებით, რაც მას საშუალებას აძლევს ოკეანის ფსკერზე გადაადგილდეს, თუმცა არ სჯერა მცენარის ძალის და გადაწყვეტს ურუქში დაბრუნების შემდეგ მოხუც კაცზე გამოცადოს ის. საუბედუროდ, ცურვის დროს, გილგამეში მას ტბის ნაპირზე ტოვებს, სადაც მცენარეს გველი იპარავს. ქვეწარმავალი კანს იცვლის და ახალგაზრდავდება. ამის შემყურე ურუქის ხელმწიფე ტირილს იწყებს ურშანაბის თანდასწრებით, რადგან მან სიკვდილთან ბრძოლის უკანასკნელი შესაძლებლობაც დაკარგა. საბოლოოდ, გილგამეში ბრუნდება ურუქში და ურშანაბისთან აქებს ქალაქის მასიურ და მტკიცე გალავანს.
იხ. ვიდეო

ეს ფირფიტა ეპოსის საერთო შინაარსისაგან განსხვავდება და კონტექსტიდან ამოვარდნილია. იგი სავარაუდოდ სხვა ავტორის მიერ მოგვიანებითაა დაწერილი. გილგამეში შესჩივლებს ენქიდუს, რომ თავისი სათამაშო ბურთები მიწისქვეშეთში ჩაუცვივდა. ენქიდუ მათ უკან ამოტანას სთავაზობს. გახარებული გილგამეში არიგებს მას, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რათა უკან დაბრუნება შეძლოს. ენქიდუ ივიწყებს მეგობრის სიტყვას და ყველაფერს მისი რჩევის საპირისპიროდ აკეთებს. შედეგად, იგი თავს ვერ აღწევს მიწისქვეშეთს და იქ დარჩენა უწევს. შეწუხებული გილგამეში ღმერთებს ევედრება, დაეხმარონ თავისი მეგობრის დაბრუნებაში. ღმერთები – ენლილი და სინი თავს არ იწუხებენ მისთვის პასუხის გასაცემად, ხოლო შამაში და ეა კი მის დახმარებას გადაწყვეტენ. შამაში დედამიწაში ხვრელს აკეთებს, საიდანაც ენქიდუ ამოდის. ფირფიტა იმით სრულდება, რომ გილგამეში ეკითხება ენქიდუს იმის შესახებ, თუ რა იხილა მან მიწისქვეშეთში. მოთხრობის მიხედვით გაურკვეველია ენქიდუ მართლაც უბრუნდება რეალურ ცხოვრებას, თუ იგი მხოლოდ მოჩვენებად არსებობს.
იხ. ვიდეო საინტერესო ფაქტებია იხ. ლინკზე ნიბირუ



შუმერები და ქართველები
შუმერები არიან უძველესი და უპირველესი დედამიწის ცივილიზებული ხალხი, რომლებმაც გაანათლეს კაცობრიობა, ისინი არიან ცივილიზაციის სათავე.
მათ ასწავლეს კაცობრიობას:
წერა-კითხვა, ჯერ ლურსმული და შემდეგ ანბანური.
ხაზი და ხაზობრივი ცივილიზაცია (გეომეტრია)
რიცხვები – მათი აზრი და შინაარსი (მათემატიკა)
ასტრონომია
კაცობრიობის პირველი ღვთაებათა პანთეონი, სამყაროს ატსრონომიული სალოცავები, რომელთაგანაც ისწავლა ლოცვა დედამიწის ხალხმა.
დიდი ღმერთის, ერთის, სამყაროს შემოქმედის ხატება, აზრი და შინაარსი.
მზისა და მთვარის კალენდარი წამების სიზუსტით, რა სიზუსტის კალენდარიც თანამედროვე მსოფლიომ არ იცის და არცა აქვს, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ.
ისინი წერენ და იწყებენ სამყაროს და კაცობრიობის ისტორიას:
- “სამყაროს გაჩენა” – აღწერენ პირველად ხმელეთის ამოსვლას პირველქმნილი ოკეანედან დედამიწაზე.
- “წარღვნა”
- “მეორედ მოსვლა”
- “კაცობრიობის ახალი წლის პირველი დღე”.
მსოფლიოს შუმეროლოგებმა ეს ყველაფერი წაიკითხეს შუმერული თიხის წიგნებზე.
შუმერები ისტორიას ცისა და მიწის გაჩენით იწყებენ. გასაოცარია საიდან იცოდნენ ეს ისტორია? რა თვალი უყურებდა მაშინ დედამიწას, როცა ცა და მიწა ნაწილდებოდა? როცა სულ წყლით იყო დაფარული მიწა და ხმელეთი ჯერ არ იყო?
ასევე საოცარია, აუხსნელია, ქართული ასომთავრულის – შუმერების ანბანის შექმნაც, საიდან? როგორ? რისი ნაწილია ანბანში შეფარული ეს უზარმაზარი სიბრძნე – სამყარო!
დედამიწის დაბადების ისტორია და ანბანის შინაარსი ერთი ფუძისანი არიან, ერთ საძირკველზე დგანან. საოცარია ისიც, რომ ამ ორ შემთხვევას – დედამიწის შექმნის ისტორიას და ანბანს ერთი და იგივე ღვთაებები ჰყავთ.
მსოფლიოს მეცნიერებმა შუმერების გზა-კვალს დედამიწაზე ვერ მიაგნეს და გამოაცხადეს, რომ ენა მკვდარია და ხალხი გადაშენებული. ასე დაასრულა მსოფლიოს უდიდესმა შუმეროლოგიის კოჰორტამ კვლევა შუმერების შესახებ – ფრანსუა ტიურო-დანაუენმა, არნო პიობელმა, ადამ ფოლკენშტეინმა და ფრანსუა ნოას კრამერმა – მიუხედავად მათგან ბრწყინვალედ წაკითხული შუმერული ისტორიისა.
1996 წლის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსებულმა “მსოფლიო ანბანური კვლევის სამეცნიერო ცენტრი ‘შუმერი” თავისი ახალი მეცნიერული აღმოჩენებით აცხადებს, რომ ენაც ცოცხალია და ხალხიც, რაც დაადასტურა სამყაროსეული შინაარსის მქონე, კაცობრიობის პირველმა საოცრებამ – ანბანმა. რაც ანბანმა გააცხადა ამის გაცხადება არ შეეძლოთ რაც კი მეცნიერები ყოფილან დასაბამიდან დღემდე დედამიწაზე და ეს ანბანი ქართული ასომთავრული, რომელიც შუმერების ანბანად აცხადებს თავს, რომელიც ოცდათხუთმეტნიშნაა და ოცდათხუთმეტივე ასო ნიშანს შუმერული სახელები ჰქვია, რომელიც შუმერების ყველა ცივილიზაციის სათავეა. ეს კი არ იცის მსოფლიომ.
ესაა ის ანბანი, რომელშიც შეფარულია ყველა ის სიბრძნე, რითაც მოძღვრავდნენ შუმერები მსოფლიოს, ყველა ცივილიზაციის სათავე, სამყაროს ცივილიზაციის პირველი მემკვიდრე დედამიწაზე.
ეს ანბანი კი ქართველი ხალხის დედა ენაა და ეს დედობა კი ამტკიცებს შუმერებისა და ქართველების მამა-შვილობას, ეს შვილები კი დღევანდელი ქართველი ხალხი და საქართველოა – თავისი ენით, ანბანით, მთელი თავისი კულტურული მემკვიდრეობით – პირდაპირი შვილები შუმერებისა.
რადგანაც მსოფლიოს მეცნიერებმა, შუმეროლოგებმა, აღმოსავლეთმცოდნეებმა, სემიტოლოგებმა, ძველი მსოფლიოს ისტორიკოსებმა ვერ მიაგნეს და არ იციან სათავე შუმერების ცივილიზაციისა. მინდა საქართველოში დავაარსო მსოფლიო განათლების ცენტრი, უნივერსიტეტი – მეცნიერებათა აკადემიით, რადგანაც ანბანში ის ცივილიზაციაა, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა სწავლობდეს და არკვევდეს, ხოლო დედამიწის ამ დაკარგული ისტორიის მიგნება და აღდგენა სულ სხვა გზაზე აყენებს კაცობრიობის აზროვნებასა და ისტორიას!
საუკუნეები ეძებდა მთელი მსოფლიო ამ ცივილიზაციას და ვერ მიაგნეს. დაინტერესებული ხალხი აქ მოვა სასწავლებლად – ძირითადად მეცნიერები.
რაც მთავარია:
ეს აღმოჩენა ქართველი ხალხის მილიონობით – ერთთესლა, ერთსისხლა და ერთხორცა ნათესავებს ნახულობს მცირე აზიაში – ხეთები, კაბადოკიელები, ჭანები, ლაზები, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში - საფრანგეთიასა და ესპანეთის ბასკები, რელიგიური ომიდან ამოყავს საქართველო, რაც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზაკვალია!
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული
მსოფლიო ანბანური კვლევის სამეცნიერო ცენტრი "შუმერის"
პრეზიდენტი ზურაბ ქაფიანიძე
ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ მიბჩუანი.
ამ ენათა ურთიერთდამოკიდებულებას ყურადღება მიაქციეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში. შუმერულისა და ქართველური ენების ნათესაობის მტკიცების პირველი ცდა (1904 წ.) ეკუთვნის კ. კრამალს, რომელმაც დამაჯერებლად მიიჩნია კავშირი შუმერული "სარ" და ქართულ "წერას", შუმერულ "სიმ", "სუმ" (მიცემა) და ქართულ "ჩემ"-ს (აქედან მიცემა) შორის, თუმცა მის მიერ მოყვანილი არაერთი სხვა მაგალითი საეჭვოდ მიიჩნიეს.
კარგადაა ცნობილი გამოჩენილი ქართველი ასირიოლოგის მ. წერეთლის მოსაზრებანი ამ საკითხთან დაკავშირებით. იგი 1912 წლიდან აქვეყნებდა ნაშრომებს, რომლებშიც ავითარებდა ვარაუდს, რომ შუმერული და ქართვეული ენები (ქართული, სვანური, მეგრული, ლაზური) ბევრ საერთოს ავლენდნენ ლექსიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის სფეროებში. თუმცა იგი გენეტიკურ ნათესაობას შუმერულსა და ქართველურ ენებს შორის მაინც ვერ ხედავდა.
მ. წერეთლის მიერ წარმოდგენილი შუმერულ-ქართველური ლექსიკური პარალელებიდან განსაკუთრებითაა აღსანიშნავი შემდეგი:
გამოყენებულია შემდეგი ენები: შუმერული, ქართული, სვანური, მეგრული, ლაზური, ბასკური, ირლანდიული, ინდო-ევროპული.
შუმ: "აგარ" / ქართ: "აგარაკი" - მინდორი, ტრამალი
შუმ: "აკილ" / ქართ: "კივილი" - კივილი
შუმ: "ბაბარ" / ქართ: "ვარვარი" - ბრწყინვა
შუმ: "ბარ" / ქართ: "ვერ" - უარყოფა
შუმ: "ბირ" / ქართ: "ბრიალი" - ცეცხლის რბიალი
შუმ: "დაგ" / ქართ: "დღე" - განათებული, სუფთა დღე
შუმ: "დიჰ" / ქართ: "თიხა" - ქვა
შუმ: "დუგ" / ქართ: "დოქი" - დოქი
შუმ: "ემე" / ქართ: "ენე", "ენა", "ნინ", "ნინა", "ნენა" - ენა
შუმ: "ერემ", "ერენ" / ქართ: "ერი" / ირლ: "ერენ" - ერი, ხალხი
შუმ: "გან" / ქართ: "ყანა" - მინდორი
შუმ: "გურ" / ქართ: "გორ" / სვან: "გურ" / მეგრ: "გორგოლ" / ლაზ: "ნგორ" - მოტრიალება, გაგორება
შუმ: "ჰად" / ქართ: "ღადარი" - ნათება
შუმ: "ითუ" / ქართ: "თვე" - თვე
შუმ: "გორა" / ქართ: "გორა" / ბასკ: "გორა" - მთა
შუმ: "დურგარ" / ქართ: "დურგალ" - დურგალი
შუმ: "სილა" / ქართ: "სილა" - სარწყაო ერთეული
შუმ: "ჰა" / ქართ: "ფხა" - თევზი
შუმ: "ხარ" / ქართ: "ხარი" - ხარი
შუმ: "სარ" / ქართ: "წერ" - წერა.
შუმ: "არე" / ქართ: "არე-მარე", "არეა" - ქვეყანა, ადგილი
შუმ: "ენგურ" / ქართ: "ენგური" - მტკნარი წყალი
შუმ: "უბურ" / ქართ: "უბე" - მკერდი
შუმ: "ლიკ" / ქართ: "ლეკვი" - ძაღლი.
სიტყვა: მიწა
შუმერული: "ქაქი" - მიწა
ქართული: "ქანი" - მიწა (წიაღისეული)
სვანური: "გიმ" - მიწა / "ქვან" - ქვიანი ადგილი
ზანური (მეგრულ-ლაზური): "ქიანა" - ქვეყანა / "ქუა" - ქვა.
English
Word: Ground
Sumerian: "kaki" - ground
Georgian: "kani" - ground
Svan: "gim" - ground / "kvan" - grounded place
Zan (Mingrelian-Laz): "kiana" - country / "kua" - stone.
ქართული
სოლისებრი დამწერლობა (უფრო ცნობილი, როგორც ლურსმული დამწერლობა) — დამწერლობის ძველი სახეობა, რომელიც გავრცელებული იყო წინა აზიასა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში. იგი შექმნეს შუმერებმა ძვ. წ. III ათასწლეულში. III ათასწლეულის შუა ხანებში შუმერებმა ლურსმული დამწერლობა გამოიყენეს სიტყვიერ–მარცვლოვანი დამწერლობისთვის, რომელშიც სიტყვის ფუძე აღინიშნებოდა იდეოგრაფიულად, ხოლო გრამატიკული ელემენტები და დამხმარე სიტყვები–შესაბამისი მარცვლებით. შუმერებმა თავდაპირველად ლურსმული დამწერლობა შედგებოდა პიქტოგრამებისგან, მაგრამ რადგან საწერად გამოიყენებოდა რბილი თიხის ფილა და ლერწმის ღერი, ამ ინსტრუმენტებით პიქტოგრამების ხატვა არ იყო მარტივი და სიმბოლოები ლურსმის ფორმის შტრიხებად გარდაიქმნენ. ამიტომაც ეწოდება დამწერლობას ლურსმული. დამწერლობობის მიმართულება თავდაპირველად იყო ვერტიკალური და მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო შემდგომ ჰორიზონტალური და მარცხნიდან მარჯვნივ.
შუმერული დამწერლობა III ათასწლეულის შუა ხანებში გადაიღეს აქადურში, ელამურში, ხურიტულში, ლუვიურში, ხეთურში და ურარტულში. ამრიგად ლურსმული დამწერლობა პირველი საერთაშორისო დამწერლობა გახდა.
ქართული ასომთავრული ანბანი შუმერების ანბანია!
შუმერების ანბანში მთვარე და მზე ასო-ნიშნებადაა: a - ასო-ნიშანს "ანი", მთვარის უძველესი სახელი ჰქვია, d - ასონიშანს "დონი" ჰქვია, მზეა, ოღონდ უწიგნურმა უძველესმა ხალხებმა სიტყვებად გადაიღეს, სიტყვა "მთვარეს" კი ვერ წერდნენ, პირდაპირ მთვარეს ხატავდნენ, ასევე - მზეს, ასოები არ იცოდნენ. ვერ წერდნენ და ხატავდნენ. ასე შექმნა გაუნათლებელმა მსოფლიომ ხატოვანი დამწერლობა, რომელსაც დღევანდელი კაცობრიობა და მისი მეცნიერები დასაწყის პირველდამწერლობად მიიჩნევენ. ეს რომ ასე არ არის და ჩვენი აღმოჩენაა სწორი, ამას ადასტურებენ ძვ.წ. 5600 წლის შუმერული თიხის ფირფიტები, ჭურჭელი, თიხის და რკინის ბეჭდები, სარკოფაგთა წარწერები, ამავე დროს შუმერული ანბანის ასო-ნიშნები, რომლებიც მსოფლიოს მეცნიერებს ასოებად კი არა, სიტყვებად მიაჩნიათ.
ჩვენი აღმოჩენები საოცარი სიზუსტით ეუღლება უდიდესი ამერიკელი მეცნიერის სემიუელ ნ. კრამერის კვლევას, მის ნააზრევს, რომელიც გადმოცემულია წიგნში "ისტორია იწყება შუმერიდან", ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ ანბანი იწყება შუმერიდან და დღემდე ვერც ერთმა მეცნიერმა მსოფლიოში ვერ შეძლო დაემტკიცებინა ეს, იმიტომ, რომ ქართული ასომთავრულით, იგივე შუმერების ანბანით, არავის არასოდეს არ გადაუსინჯავს შუმერთა სიძველეები; მათ მიწაზე გაჩენისთანავე ჩამოჰყვათ ანბანი, იმ რკინასავით, რომელიც დედამიწაზე არ მოიპოვება, სამყაროსეული ლითონია, სახელად "ამუთუმ" ჰქვია და 5-ჯერ ოქროზე და 40-ჯერ ვერცხლზე ძვირია.
შუმერების ანბანი უნდა აღმდგარიყო და აღსდგა იმ ხაზობრივი ფორმულით, რომელიც შეინახეს საკართველოს კავკასიონის მთის საცავებმა და ანკარის სიძველეთა მუზეუმში დაცულმა ხეთების უძველესმა ფერადმა თიხამ, რომელსაც ინგლისელი მეცნიერი მელარტი ძვ.წ. 6500-5600 წლებით ათარიღებს და 900 წლით ასწრებს ჩვენეულ დათარიღებას, 5600 წელს, მაგრამ ეს ჩვენს მიგნებას უფრო აძლიერებს, 5600 წელი კი ზუსტად ემთხვევა.
მსოფლიოს მეცნიერთაგან ასაკობრივ და ხაზობრივ ასეთ დამთხვევას ვერავინ დაიქადნის.
აქ, კავკასიონის მთის საცავებში, ადარჩა სამყაროსეული ცივილიზაციის ის უდიდესი კულტურა, რაც მთელ აღმოსავლეთში რელიგიამ დამარხა. ეს უძველესი კულტურა საქართველოში ქრისტიანობამ გაანადგურა, მთელ მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში კი მაჰმადიანურმა მოსპო იგი.
თავდაპირველ უძველეს შუმერულ სიტყვებს საოცარი სიზუსტით ხსნის საქართველოში შემონახული ენები: მეგრული, სვანური და თავად ქართული (ეს ენები და ხალხი, მკვდარი და წაშლილი რომ ჰგონიათ მსოფლიოს მეცნიერებს, აქ, საქართველოში, შემონახული და ცოცხალია).
გამოკვლევების მიხედვით სულ სხვა სახეს იღებს მსოფლიოს ხალხთა ანბანური გავრცელების ცხრილი.
ანბანში რომ სამყაროსეული ცივილიზაციაა, მტკიცდება მისი მზისა და მთვარის კალენდარით, რომელიც დედამიწის ოთხ დროს წამების სიზუსტით ანგარიშობს და ისეთი სიზუსტითაა გააწიებული, რომლის მსგავსი თანამედროვე კაცობრიობამაც არ იცის.
და ბოლოს: შუმერების ანბანი - ქართული ასომთავრული, მზისა და მთვარის ანბანად წოდებული, სამყაროსეული ცივილიზაციის ფორმულით არის შედგენილი და დედამიწაზე ადამის მოდგმის განათლების სათავეა. ამ ანბანური განათლების საიდუმლოებათა ამოცნობა, გაგება და მიგნება სულ სხვა გზაზე აყენებს კაცობრიობის ისტორიას და აზროვნებას.
შუმერების - იგივე ქართული ასომთავრული - ანბანი აღმოსავლეთის ყველა უძველეს ცივილიზაციათა სათავეა, რომლის გაცნობა მსოფლიოს აღმოსავლეთმცოდნეებს აძლევს საშუალებას ახსნან ჯერ ამოუხსნელი ყველა საიდუმლოება, რითაც სავსეა კაცთა მოდგმის დღემდე ბოლომდე ამოუცნობი პირველი სიძველეები.
აღმოჩენები ითხოვს თავიდან გადავხედოთ მთელ არქეოლოგიურ მასალას, რაც კი კაცობრიობას დედამიწის სიღრმეებში უპოვნია შუმერების შესახებ.
ლაგაში — შუმერული ქალაქ-სახელმწიფო სახრეთ მესოპოტამიაში. ცენტრი მდებარეობდა ახლანდელი ტელოს (ერაყი) ადგილას. ლაგაში შედგებოდა უბან-"ქალაქებისაგან". საკუთრივ ლაგაში, გირსუ, ნინა, ურუქუ ("წმინდა ქალაქი"), ქინუნირი, გუაბა, ქესა და უთუგანათენუ.
ლაგაშს არქეოლოგიურად სწავლობდნენ 1877 წლიდან ფრანგი არქეოლოგები ერნესტ დე სარზეკი, გ. კროსი, ა. დე ჟენუიაკი და ანდრე პარო.
პირველი დასახლებები ლაგაშის ტერიტორიაზე ძვ. წ. V ათასწლეულის ბოლოს განეკუთვნება. წერილობით წყაროებში ლაგაში მოიხსენიება ძვ. წ. XXVI საუკუნიდან. ამ დროს იგი ქალაქ შურუფაქის მბრძანებელს ემორჩილებოდა. ლაგაშის აღზევება ემთხვევა ძვ. წ. XXV-XXIV საუკუნეებს, ურ-ნანშეს დინასტიის მმართველობის ხანას. ლაგაში განსაკუთრებით გაძლიერდა ეანათუმის დროს (ძვ. წ. 2470-იანი წლები), რომელიც ხანგრძლივ ბრძოლას აწარმოებდა ქალაქ უმის მბრძანებელთან. უმაზე გამარჯვების შესახებ ეანათუმი მოგვითხრობს ქვის დიდ ფილაზე გაკეთებულ წარწერაში, რომელსაც ლიტერატურაში "ძერათა სტელას" უწოდებენ. მის დროს დასრულდა მთელი სამხრეთ შუამდინარეთის პირველი გაერთიანება. აქტიურ სამხედრო პოლიტიკას ატარებდნენ ეანათუმის მემკვიდრენიც. გაზრდილ სამხედრო ხარჯებს ისინი გადასახადების გადიდებით ფარავდნენ, რამაც ფართო სახალხო მოძრაობა გამოიწვია XXIV საუკუნის 70-იან წლებში, ლუგალანდას მმართველობის დროს. ძვ. წ. 1364 წელს ლაგაში უმის მეფე ლუგალზაგესმა დაიმორჩილა, შემდეგ კი აქადის მეფე სარგონ დიდმა. ლაგაშმა ახალ კულტურულ და ეკონომიკურ აყვავებას მიაღწია გუდეას გამგებლობის ხანაში (ძვ. წ. XXII საუკუნის II ნახევარი). მაშინ ააგეს ღვთაება ნინგირსუს ბრწყინვალე ტაძარი ენინუ. ძალზე გაფართოვდა ლაგაშის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირ-ურთიერთობათა არეალიც. ურის III დინასტიის ხანაში (ძვ. წ. 2132-2024 წწ.) ლაგაში აქადის და შუმერის სამეფოს მთავარი ეკონომიკური ცენტრი იყო. მომდევნო ეპოქებში მისი მნიშვნელობა დაეცა.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...