четверг, 2 января 2020 г.

ბაქტერიები

                                 ბაქტერიები

                                                   
                                                                      ნაწლავის ჩხირი
(ძვ. ბერძნ. βακτήριον — ჩხირი) — 0,1–10 მიკრონის სიგრძის, სფეროსებრი, ჩხირისებრი ან სპირალისმაგვარი პროკარიოტული ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, დღეისათვის აღწერილია ათი ათასამდე ბაქტერიათა სახეობა და ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება.
ბაქტერიების შემსწავლელ მეცნიერებას ბაქტერიოლოგია ეწოდება. იგი მიკრობიოლოგიის განშტოებას წარმოადგენს.
                                                    Escherichia coli, Endo agar.png
                                                                (Escherichia coli)
                                                                       

ბაქტერიები დედამიწაზე ყველგან არსებობს — მიწაში, მჟავე ცხელ წყაროებში, რადიოაქტიურ ნარჩენებში, ზღვის წყალში და დედამიწის წიაღში. ჩვეულებრივ, ნიადაგის ყოველი გრამი 40 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავს, მტკნარი წყლის ყოველი მილილიტრი — მილიონს. მსოფლიოში სავარაუდოდ ხუთი ნონილიონი (5x1030) ბაქტერიაა . ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნივთიერებათა ცვლაში დედამიწაზე. ატმოსფერული ჰაერის აზოტის ფიქსაცია, მაგალითად, მთლიანად ბაქტერიებზეა დამოკიდებული. მრეწველობაში ბაქტერიები გამოიყენება ისეთ პროცესებში, როგორიცაა საკანალიზაციო წყლების გაწმენდა, ყველის და სხვა რძის პროდუქტების წარმოება
იხ. ვიდეო

ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა ადამიანის სხეულში 10–ჯერ აღემატება საკუთრივ ადამიანის უჯრედების რაოდენობას. განსაკუთრებით ბევრია ბაქტერიები კანზე და კუჭ–ნაწლავში. ამ ბაქტერიების დიდი უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, ზოგიერთი იმუნური სისტემისთვის სასარგებლოც კია, თუმცა არსებობს პათოგენური ბაქტერიებიც, რომლებიც იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ქოლერასიფილისიკეთრიშავი ჭირიციმბირული წყლული. ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე რესპორატორულ ბაქტერიულ დაავადებებს მიაქვს. მარტო ტუბერკულოზით ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი იღუპება. ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ ანტიბიოტიკები გამოიყენება, თუმცა მათი ფართო გამოყენების შედეგად ბაქტერიები ანტიბიოტიკებისადმი მდგრადები ხდებიან და მათთან ბრძოლისათვის მუდმივად ახალი ანტიბიოტიკების მოძიებაა საჭირო. ბაქტერიების ბუნებრივი ანტაგონისტებია ბაქტერიული ვირუსები ანუ ბაქტერიოფაგები. 100-მდე ბაქტერიულ გვარს გააჩნია თავისი სპეციფიკური ბაქტერიოფაგი.
იხ. ვიდეო

ტრადიციულად ყველა პროკარიოტს ბაქტერიებს უწოდებდნენ, თუმცა 90–ან წლებში გაირკვა, რომ პროკარიოტული ორგანიზმები საერთო წინაპრიდან განვითარებული ორი დამოუკიდებელი ჯგუფისგან შედგება. ამ ჯგუფებიდან ერთს შერჩა დასახელება ბაქტერიები, მეორეს კი არქეები ეწოდება.
მიუხედავად იმის, რომ ბაქტერიები თავიანთი აღნაგობით მარტივები არიან, მათ შეუძლიათ საკმაოდ რთული კავშირების დამყარება სხვა ორგანიზმებთან. ეს სიმბიოზური გაერთიანება შეიძლება დაიყოს სამ მასპინძელ ორგანიზმთან თნაცხოვრების სახედ: პარაზიტიზმი, კომენსალიზმი და მუტუალიზმი. რადგან ისინი მცირე ზომის არიან, კომენსალური ბაქტერიები ყველგან გავრცელებულნი არიან და იზრდებიან ცხოველებში და მცენარეებში ზუსტად ისე, როგორც სხვა ზედაპირებზე.
                               
                         ძირითადი ბაქტერიული ინფექციები ადამიანის და მისი პათოგენები
გარკვეული სახეობა ბაქტერიებისა კლავს და შემდეგ მოიხმარს სხვა მიკროორგანიზმებს. ამ სახეობას ეწოდება მტაცებელი ბაქტერია. მათში შედიან ისეთი ორგანიზმები, როგორიცაა  ლათ. Myxococcus xanthus(გრამ-უარყოფითი).ეს ბაქტერია აყალიბებს რაღაც გარკვეული ჯგუფის უჯრედებს, რომლებიც კლავენ და მოინელებენ ნებისმიერ ბაქტერიას, რომელიც მასთან შეჯახებას გადაწყვეტს.სხვა მტაცებელი ბაქტერიები ან პირდაპი თავს ესხმიან მსხვერპლს, იმის მაგივრად რომ მოინელონ ან შთანთქონ ისინი, მაგალითად ლათ. Vampirovibrio chlorellavorus,(გრამ-უარყოფითი) ან იჭრებიან უჯრედში და იზრდებიან ციტოზოლში მაგალითად Daptobacter. არსებობს მოსაზრება, რომ მტაცებელი ბაქტერიები განვითრადნენ საპროფაგებიდან, რადგან მათ საშუალება ჰქონდათ მოეხმარათ სხვა მკვდარი მიკროორგანიზმები.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...