воскресенье, 19 января 2020 г.

პროქსიმა კენტავრი b

                          პროქსიმა კენტავრი b

                                                    Artist's impression of the planet orbiting Proxima Centauri.jpg
                                          პროქსიმა კენტარვის b-ს ზედაპირი მხატრული კონცეპტი
                                          ჩვენ ვეძებთ სიცოცხლეს კომსოსში
პროქსიმა კენტავრი b (აგრეთვე პროქსიმა b) — მზის უახლოესი ვარსკვლავისპროქსიმა კენტავრის წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ორბიტაზე, სასიცოცხლო ზონაში მოძრავი ეგზოპლანეტა. მდებარეობს დედამიწიდან 4,2 სინათლის წლის მანძილზე, კენტავრის თანავარსკვლავედში და წარმოადგენს მზის სისტემასთან დღემდე ცნობილ უახლოეს ეგზოპლანეტას. აღმოჩენისთანავე, ყურადღება მიიპყრო ფაქტმა, რომ ის შესაძლოა სიცოცხლისათვის ვარგისი იყოს. როგორც ამჟამინდელი მონაცემები მეტყველებს, იგი მისი ზომის სხვა პლანეტებს შორის ნამდვილად არაა საუკეთესო კანდიდატი, პლანეტის განვითარებისა და ფიზიკური მახასიათებლების შესასწავლად საჭიროა კიდევ მეტი ინფორმაცია.
პლანეტა 2016 წლის აგვისტოში ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ აღმოაჩინა.The მეცნიერთა ვარაუდით, დედამიწასთან სიახლოვის გამო, არსებობს პლანეტის შესაძლო რობოტული გამოკვლევის შანსი პროექტ Starshot-ის ფარგლებში ან მინიმუმ „უახლოეს საუკუნეებში“.
პლანეტის აღმოჩენა რადიალური ბრუნვის მეთოდით მოხდა, სადაც დედა ვარსკვლავის სპექტრული ხაზების პერიოდული ჩაბნელება მის ორბიტაზე მოძრავ ობიექტზე მიუთითებდა.
იხ. ვიდეო
პროქსიმა კენტავრი b-ზე სიცოცხლის არსებობა დადასტურებული არ არის. ეგზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს, რეგიონში, სადაც შესაძლოა არსებობდეს სათანადო პლანეტური პირობები, მათ შორის ატმოსფერო და თხევადი წყალი პლანეტის ზედაპირზე. დედა-ვარსკვლავს, წითელ ჯუჯას, რომელიც მზეზე რვაჯერ მეტი მასა აქვს, სასიცოცხლო ზონა ∼0.0423–0.0816 ასტრონომიულ ერთეულში გააჩნია.
მიუხედავად სასიცოცხლო ზონაშ მდებარეობისა, პროქსიმა კენტავრი b-ზე სიცოცხლის არსებობა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის მიზეზი პოტენციურად სარისკო ფიზიკური პირობებია. ეგზოპლანეტა იმდენად ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, რომ შესაძლოა სინქრონულად იყოს ჩაკეტილი. თუ პლანეტის ორბიტული ექსცენტრიულობა 0-ის ტოლია, ეს შესაძლოა გახდეს სინქრონული მოძრაობის მიზეზი, რაც გულისხმობს ერთ მცხუნვარე მხარეს, რომელიც მუდამ ვარსკვლავისკენაა მიქცეული და მეორე, მუდამ ბნელ და გაყინულ მხარეს. პლანეტის ზუსტი ორბიტული ექსცენტრიულობა უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებელი 0,35-ზე დაბალია — პოტენციურად საკმარისი იმისათვის, რომ ორბიტული რეზონანსი მერკურის მსგავსი ჰქონდეს. ამ შემთხვევაში, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი საცხოვრებლად ვარგისი ზონა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეზღუდული იქნება სასაზღვრო რეგიონით ორ უკიდურეს მხარეს შორის, რაც როგორც წესი, ტერმინატორის ხაზით გამოიხატება. მხოლოდ აქ შეიძლება იყოს შესაძლებელი თხევადი წყლის არსებობა.
ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ვარაუდით, თუ პლანეტაზე წყალი არის და აქვს ატმოსფერო, შესაძლებელია, რომ მასზე დედამიწის მსგავსი საშუალო ტემპერატურა იყოს. შესაძლოა პლანეტის დიდი ნაწილი სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს, თუკი მას საკმარისი სისქის ატმოსფერო აქვს იმისათვის, რომ ვარსკვლავისგან მიბრუნებულ მხარეზე სათანადო ოდენობის სითბო გაატაროს. თუ ატმოსფერო არსებობს, სიმულაციების შედეგად დგინდება, რომ ფორმაციიდან 100–200 წლის შემდეგ პლანეტამ შესაძლოა ირადიაციის შედეგად ზუსტად იგივე ოდენობის წყალი დაკარგა, რაც დედამიწამ. ამ ეტაპზე, ტელესკოპებისა და სხვა ტექნიკური საშუალებებით პლანეტის მასშტაბური შესწავლა მიმდინარეობს, რათა მეტი გახდეს ცნობილი მისი შემადგენლობისა და ატმოსფეროს შესახებ.
იხ. ვიდეო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...