пятница, 10 января 2020 г.

შინაური ძაღლი

                       შინაური ძაღლი

                                      
                                   მორფოლოგიური ცვლილება ძაღლების
(ლათ. Canis lupus familiaris) — რუხი მგლის ქვესახეობა, ძაღლისებრთა ოჯახის წევრი მტაცებელთა რიგის მოშინაურებული ძუძუმწოვარი ცხოველიკატებთან ერთად წარმოადგენს კაცობრიობის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარული „თანამგზავრ“ ცხოველს.
ითვლება, რომ ძაღლი არის ყველაზე ადრეულად მოშინაურებული ცხოველი. ამჟამინდელი სახით იგი მოთვინიერებულია 15 000 წლის წინ. თუმცა, ნაპოვნია ნამარხი ნარჩენები ციმბირსა და ბელგიაში, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღიცხვით 31 000 წლით. ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა უკანასკნელ გამყინვარების მაქსიმუმს. mDNA გვთავაზობს ძაღლების გამოყოფის ზღვრად მგლებისგან 100 000 წელს, თუმცაღა შინაური ძაღლის არსებობა 33 000 წლის წინ არ არის მორფოლოგიურად დადასტურებული.
იხ.ვიდეო

ძაღლი ადვილად მოსათვინიერებელი და საწვრთნელი ცხოველია, მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიზნებისთვის: ნადირობა, მაძებარი ფუნქციები, დაცვითი ფუნქციები, საჭაპანო ფუნქციები (მცირე ტვირთებისა და მარხილებში ჩაბმა). არსებობს ასევე დეკორატიული ჯიშები. ყველაზე ცნობილი და უძველესი ფუნქცია, რაც ძაღლებს აკისრიათ, ესაა შინაური ცხოველების დაცვა (მეცხვარე ძაღლი, იგივე ნაგაზი). გამოირჩევა განსაკუთრებულად განვითარებული ყნოსვით – ზოგიერთი მონაცემით, ძაღლებს შეუძლიათ 40 ათას სხვადასხვა სურნელის გარჩევა-დამახსოვრება. მათმა მრავალფუნქციურმა გამოყენებამ განაპირობა მათი ზედმეტსახელი: „ადამიანის საუკეთესო მეგობარი“. ზოგიერთ კულტურაში ძაღლები წარმოადგენენ ხორცის წყაროს.   ბოლო დროის მონაცემებით ძაღლი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მტაცებელი ცხოველია, მათი რაოდენობა 700 მილიონიდან ერთ მილიარდამდეა.
მსოფლიოში გავრცელებულია ასევე სასტიკი პრაქტიკა – საბრძოლო ძაღლის ჯიშების სპეციალურად გამოყვანა, ფსონების დადება ძაღლების სასიკვდილო ორთაბრძოლებზე.
                                                     კომონდორი
                             
(უნგრ. Komondor) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია უნგრეთში ანტიკურ ხანაში.
ფიქრობენ, ეს ყველაზე მსხვილი უნგრული მეცხვარე ძაღლები ახლდნენ მადიარების ტომებს, რომლებიც 1000 წლის წინათ აღმოსავლეთიდან უნგრეთში მოვიდნენ. პირველად დასახელება "კომონდორი" 1544 წელსაა ნახსენები, თუმცა ოფიციალურად თანამედროვე ჯიშმა აღიარება მხოლოდ 1910 წელს მიიღო. კომონდორი მრავალი საუკუნეა უნგრეთში იცავს ცხვრებს და მსხვილ რქოსან საქონელს. კომონდორის დახვეული ბალანი მას უამინდობისა და მგლებისგან იცავს.
ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. კომონდორი კარგი მოდარაჯეა, მის ამ თვისებას დღემდე იყენებენ ჩრდილოეთ ამერიკაში ნახირის კოიოტებისგან დასაცავად. კომონდორები პატარაობიდანვე ცხვრებთან ერთად იზრდებიან და მათ ცხვრებთან ერთად კრეჭენ. კომონდორი კარგი კომპანიონია, მაგრამ ბალანს მუდმივი ყურადღება სჭირდება. კომონდორი კარგად იტანს სიცივეს და ვერ ეგუება სიცხეს. ვერ ეგუება, ასევე, ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარგი მოდარაჯეა. აქვს ძლიერი ყბები და დიდი კბილები, კისერი დაკუნთულია.
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...