понедельник, 6 января 2020 г.

ცემენტი

                                    ცემენტი

                                                  
 (გერმ. Zement < ლათ. caementum – ღორღი, მსხვრეული ქვა) — ჰიდრავლიკური მჭიდა ნივთიერებების დიდი ჯგუფის კრებითი სახელწოდება; ერთ-ერთი უმთავრესი საშენი მასალა, რომელსაც იყენებნ ბეტონისა და დუღაბის დასამზადებლად, ნაგებობის ცალკეული ელემენტების (დეტალების) დასამაგრებლად, ჰიდროსაიზოლაციოდ და სხვ.
                                                  
                  ცემენტის დუღაბი (რასტორსვი) მომზადება ბეტონის ამრევი ტვირთავენ ეტლში
ამ ტერმინის ზოგადი გაგებით ცემენტი ცნობილია უძველესი დროიდან. პირველი ხელოვნური მჭიდა ნივთიერებები იყო თაბაშირი და კირი, რომლებსაც ძველი ეგვიპტელები და ბერძნები იყენებდნენ მონუმენტური ნაგებობის ასაშენებლად (ზოგიერთი მათგანი დღემდეა შემონახული). უფრო მოგვიანებით მჭიდა ნივთიერებად იყენებდნენ კირის დუღაბს, რომელშიც შედიოდა დაწვრილმანებული ვულკანური ქანების (ძველ რომში), კერამიკის ნაფხვენის (ძველ კოლხეთში) ან სუსტად გამომწვარი აგურფხვნილის (კიევის რუსეთში) დანამატები; ეს დანამატები მჭიდა მასალას ანიჭებდა წყალში გამყარების უნარს.
იხ. ვიდეო
1795 წელს ჯ. პარკერმა მიიღო პატენტი რომანცემენტის გამოგონებისათვის, ხოლო 1824 წელს ჯ. ასპდინმა (ინგლისი) და 1825 წელს ე. ჩელიევმა (რუსეთი) ერთამანეთისაგან დამოუკიდებლად შექმნეს მჭიდა ნივთიერება, რომელიც დღეს პორტლანდცემენტის სახელწოდებითაა ცნობილი.
ცემენტი ბრენდი  იყოფა მარკებად  სიდიდეებად  (200, 300, 400, 500, 600) 
ცემენტი სამშენებლო მოსაზელად - დაბალ კლილერიანია 
Изображение
გაცხელებისას ნარევების, ნახევრად მიღებული კირქვა (დაახლოებით 75%) და თიხის (დაახლოებით 25%) ან სხვა მასალის დროს, ეს მასალა მოიცავს და ასრულებს საქმიანობას 1450 ° C ტემპერატურამდე და წარმოქმნის მარცვლოვან თიხას. ორმაგი ნახევრად ცემენტი, კლინკერის permeable თაბაშირი პროცენტული თაბაშირი (დაახლოებით 5%, დამოკიდებულია თაბაშირი და SO3 შემცველობა კლინკერში) და ტონკო პერმალური. თაბაშირი დაფა დამაგრებისთვის; ego შესაძლებელია სულფატის კალციუმის სხვა ფორმების დაუყოვნებლივი ჩანაცვლება. არა ქიმიური ტექნიკური პირობები საშუალებას იძლევა სხვა მასალების ამოღება. ტიპიური კლინკერის სახელწოდება მაგალითი შემადგენლობა 67% CO, 22% SiO2, 5% Al2O3, 3% Fe2O3 და 3% სხვა კომპონენტი.
Torcaldeantequera.jpg
კირქვა — დანალექი ქანი; შედგება უმთავრესად კალციტისაგან, იშვიათად — არაგონიტისაგან, შეიძლება შეიცავდეს ტერიგენული ან აუტიგენური მინერალებისა და ქანების ნატეხებსაც. წარმოშობის მიხედვით განარჩევენ ბიოგენურ (ზოოგენურ, ფიტოგენურ), ქემოგენურ და შერეული წარმოშობის კირქვებს. გვხვდება ნამსხვრევი და მეტასომატური კირქვებიც. მეტამორფიზმის შედეგად კირქვა გადაიქცევა მარმარილოდ. კირქვა, ჩვეულებრივ, ილექება ზღვებში, იშვიათად — ლაგუნებშიც. იყენებენ მშენებლობაშიმეტალურგიაშისოფლის მეურნეობაში.

Clay-ss-2005.jpg
იხა — დანალექი და ჰიდროთერმულად შეცვლილი ქანი, რომელიც ძირითადად შედგება თიხის მინერალებისაგან. თიხებში რელიქტური და ტერიგენული მინერალების — კვარციმინდვრის შპატიქარსი და სხვა — ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატობედეს 30-40%. ძირითადად ცემენტის როლს ასრულებს წმინდადისპერსიული თიხის მინერალები (კაოლინიტიმონტმორილონიტიჰიდროქარსი და სხვა). თიხის მინერალთა დიდი კონცენტრაცია განაპირობებს მის მაღალ ხარისხს. თიხის მინერალოგიური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (იონთა გაცვლის უნარი, კოლოიდურობა, წყლიანი სუსპენზიების ტიქსოტროპიულობა, პლასტიკურობა, ცეცხლგამძლეობა და სხვა) განსაზრვრავს მის ეფექტურ გამოყენებას კერამიკული, სამსხმელო, ნავთობის, კომბინირებული საკვების წარმოებაში, აგრეთვე ქანდაკების ორიგინალის შესაქმნელად და სხვა.
მეტამორფიზმის შედეგად თიხა გარდაიქმნება არგილიტადთიხაფიქლადფილიტად.
მონტმორილონიტიანი თიხების საბადოები ცნობილია საქართველოშიუკრაინაშისომხეთშიაზერბაიჯანშითურქმენეთშიყაზახეთშიმექსიკაშიიტალიაშირუმინეთშიაშშ-ში და სხვა
                                                   
                                               ბეტონის  ამრევი მიწისქვეშა ბეტონის სამუშაოდ
                                                                               ბეტონი
                         
                                                                     ბეტონის დასხმა
(ფრანგ. béton), ხელოვნური ქვა, ერთ-ერთი ძირითადი საშენი მასალა, რომელიც მიიღება მჭიდა ნივთიერების, წყლის (ან სხვა ამდუღაბებლის), შემვსებისა და ზოგჯერ სპეციალური დანამატების რაციონალურად შერჩეული ნარევის დაყალიბებითა და გამყარებით. 
                                         
                                                             ბეტონის დასხმა ნაზავის
დაყალიბებამდე ამ ნარევს ბეტონის ნარევს უწოდებენ. იშვიათად ბეტონს ამზადებენ ამდუღაბებლის გარეშეც (მაგ., ასფალტბეტონი).ბეტონს ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყენებდნენ მასიური ნაგებობებისა და ისეთი კონსტრუქციების აგებისას, როგორიცაა კამარაგუმბათიტრიუმფული თაღი (მჭიდა ნივთიერებად ხმარობდნენ თიხასთაბაშირსკირსასფალტს).
იხ. ვიდეო

 რომის იმპერიის დაცემასთან ერთად შეწყდა ბეტონის გამოყენება. XVIII საუკუნეში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კვლავ დაიწყეს ბეტონის დამზადება. მის ფართოდ გავრცელებას ხელი შეუწყო XIX საუკუნის რკინაბეტონის გამოყენებამ.
იხ. ვიდეო
ბეტონის კლასი
სიმკვრივე
ახლო მარკა ბეტონის
სიმკვრივეზე       
B3,5М50
B5М75
B7,5М100
B10М150
B12,5М150
B15М200
B20М250
B22,5М300
B25М350
B27,5М350
B30М400
B35М450
B40М550
B45М600
B50М700
B55М750
B60М800
B65М900
B70М900
B75М1000
B80М1000   





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...