Translate

воскресенье, 19 января 2020 г.

ატილა

                                      ატილა

                                               
                                                                     ატილა
                                                                ლათ. Attila
                                                              ბერძ. Ἀττήλας

ატილა (ლათ. Attilaბერძ. Ἀττήλας, გ. 453) — ჰუნების ბელადი 434 წლიდან 453 წლამდე, რომელმაც, თავისი მმართველობის ქვეშ, რეინიდან შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირომდე ბარბაროსული ტომები გააერთიანა.
                                         
                                         ატილა უნგრული მუზეომიდან
ჰუნთა მმართველის სახელი ფიგურირებს გერმანულ ხალხურ ეპოსში, საიდანაც ის სკანდინავიურ საგებში გადავიდა. ხალხთა დიდი გადასახლებისას შეთხზულ გერმანელთა ადრეულ თქმულებებში ატილა გერმანელ მეფეთაგან უდიდესად ითვლებ
იხ. ვიდეო

ატილას დაბადების წელი და ადგილი დღემდე უცნობია. მისი ასაკის დადგენა შეიძლება დიდი ვარაუდით პრისკე პანიონელის 448 წლის აღწერით ატილა იყო წვერიანი მამაკაცი, რომლის თმას სითეთრე სულ მცირედით შეხებოდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ატილა უნდა დაბადებულიყო მეხუთე საუკუნის პირველ ათწლეულში.
                          
                  ატილა მიდის რომში. ილუსტრაიცია მხატვარ ულპიანო კეკი
პირველიად ატილა და ბლედი ბიზანტირური პროვინიაზე ილირიაზე (ჩრდ, სერბეთი) გაილაშქრება დაიწყო 441წ-ს უკიდურესად უიღბლო დროს აღმოსავლეთ რომოალების დროს როცა მათი არმია იყო მიმართული სპარსელების წინაამღდეგ და ვანდალების მეფის გაიზერხის სიცილიაზე. გაიზერიხი კუნძულზე გადსხა ჯარი  440წ-ს მის წინაამღდეგ გაგზავნილი იყო 441წ-ის შემოდგომაზე ექსპედიციული კორპუსი ბიზანტიელი მთეაური არებიონდი.ის სიცილიაში ჩავიდა ძალიან გვიან, როცა ვანდალებმა დატოვეს კუნძული.ამვე დროს 441 წ-ს სპარსელები დაეცნენ მცირე აზიას, ბრძოლა მალე დასრულდა ბიზანტიამ დაუთმო აღმოსავლეთ ანატოლია. თანხმად პეისკე პანიონელის საბრძოლო მოქედებები დაიწყო თავდასხმის შემმდეგ რომალებზე ბაზრობაზე ჩრდ. ბელგრადით. 
მეორე ბრძოლა დაიწყო 447წ-ს ხოლო ამ ხნის განმავლობაში ატიკამ და ბლედამ მთელი არმიის მობილიზება მოახდინეს

ატილას პიროვნება

ატილას გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ, იორდანისი მის შესახებ წერს:


„ეს ადამიანი დაიბადა, რათა შეეძრა ერები და შიში დაეთესა ყველა ქვეყანაში. არ ვიცით, როგორ და რა საშუალენბებით ახერხებდა იგი ენით აუწერელი შიშის აღძვრას ყველა ადამიანის გულში, ერთი კი ჭეშმარიტად ასეა: ყველა მისი შიშით ლოცულობდა. ის წელში გამართული გამოდიოდა და ერთი თვალის მოვლებითაც კი ახერხებდა მასებისათვის შიშის ზარი დაეცა. ომის მოყვარული იყო, ჭამაში ზომიერი, რჩევაში მყარი, შემწყნარებელი მათ მიმართ, ვინც მის მფარველობას ნებაყოფლობით მიიღებდა. დაბალი იყო, ფართო მკერდითა და დიდი თავით, თვალები ვიქრო, მეჩხერი ჭაღარაშერეული წვერით, მოკაუჭებული ცხვირით, მუქი კანით, რომელიც ხაზს უსვამდა მის წარმომავლობას“

პრისკე პანიონელი 448 წელს ჰუნებთან ელჩობის დროს ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ატილას ქცევას. მისი აღწერით განსხვავდებოდა თავისი სამხედრო ლიდერებისგან არაპრეტენზიულობით, ეცვა უბრალო ტანსაცმელი, არ იყო შემკული ოქროს ნივთებით, დღესასწაულზე ჭამდა ხის თეფშიდან, ხოლო სტუმრებს ვერცხლის თეფშებით მიართმევდნენ კერძებს.

451 წელს ატილას გალიაში შეჭრამ და 452 წელს პაპ ლეოსთან შეხვედრამ დიდი კვალი დატოვა კათოლიკურ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში. შუა საუკუნეების მწერლობაში ატილას ეწოდა „ღმერთის უბედურება“ ან „ღვთის რისხვა“. მოგვიანებით, ატილა ველური ბარბაროსობის სიმბოლოდ აღიქმებოდა, რამაც დასავლურ ცივილიზაციას მხოლოდ განადგურება მოუტანა.

საეკლესიო ტრადიციისგან განსხვავებით, ატილა გერმანულ ეპოსში პრაქტიკულად არ განსხვავდება გერმანელი მეფეებისგან და ხასიათდება როგორც სათნო, დიდებული მმართველი, სტუმართმოყვარე და სამართლიანი ვასალების მიმართ. ასეთი აღქმა განვითარებულია უფროსი ედდას სკანდინავიურ სიმღერებში და „ნიბელუნგების ლეგენდაში“.


Комментариев нет:

დროის ბორბალი (ტელესერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -       დროის ბორბალი (ტელესე რიალი) ჟანრი მოქმედება - სათავგადასავლო ფენტეზი დრამა დაფუძ...