пятница, 31 января 2020 г.

F-16

                        F-16 Fighting Falcon

                 F-16 June 2008.jpg
 (ითარგმნება როგორც: F-16 გამანადგურებელი შევარდენი) — მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავი, თავდაპირველად წარმოებული General Dynamics-ის მიერ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის. დაპროექტებულია რა როგორც მცირეწონოსანი, დღის გამანადგურებელი, იგი წარმატებული მულტიფუნქციური თვითმფრინავია. 4 400-ზე მეტი თვითმფრინავის წარმოება მოხდა პირველი გამოშვების შემდეგ და დაიხვეწა 1976 წელს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები აღარ ყიდულობს ამ მოდელებს, მისი გაუმჯობესებული ვერსიები მაინც იწარმოება ექსპორტისთვის. 1993 წელს General Dynamics-მა თვითმფრინავის წარმოების ბიზნესი მიყიდა კორპორაციას Lockheed Corporation, რომელიც, თავის მხრივ, გახდა Lockheed Martin-ის ნაწილი, მას მერე რაც 1995 წელს შთანთქა იგი Martin Marietta-მ.
იხ. ვიდეო

Fighting Falcon წარმოადგენს საჰაერო მებრძოლს მრავალი ინოვაციით, რომელთა შორისაც შეიძლება დასახელდეს კაბინის უკარკასო ზედა მხარე უკეთესი ხილვადობისათვის, გვერდითა მხარეს დამაგრებული კონტროლის ბერკეტები, რათა ადვილად გააკონტროლოს პილოტმა თვითმფრინავი დიდი გრავიტაციული ძალების მოქმედებისას და გაუმჯობესებული სავარძელი, გრავიტაციული ძალების მოქმედების შესამცირებლად პილოტზე. F-16 აქვს შიდა M61 Vulcan ტიპის ქვემეხი და 11 სამაგრი სხვადასხვა ტიპის რაკეტების, ბომბებისა და საწვავის ავზების დასამონტაჟებლად.
                                    
                                                                                    F-16C კაბინა
გარდა აშშ-ის საჰაერო ძალების აქტიური, სარეზერვო და საჰაერო ეროვნული დაცვის დანაყოფებისა, თვითმფრინავს იყენებს აშშ-ის საჰაერო ძალების საჰაერო სადემოსტრაციო ჯგუფი,აშშ-ის საჰაერო ძალების ქუხილის ჩიტები, და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები როგორც მოწინააღმდეგე/აგრესორ თვითმფრინავს. აშშ-ის გარდა F-16 კიდევ 25 ერის საჰაერო ძალებში მსახურობს
                                                       
F-16C ბლოკი 52+ პოლონეთის   სამხედრო საჰაერო ძალები შემადგენლობიდან. ცრემლის ფორმის ფანარი. უკეთესი ხილვადობის (სიტუაციის ფლობისა) ხარჯზე გარკვეული გაუაერესების რლ - ხილვადომის
                                                
                                                               ნორვეგიული  F-16A ბალკანეთის ცაზე
                                          
                                                                                                F-16CJ    
                                              ეფექრურობის შეფასება
პუბლიკაცია Popular Mechanics იძლევა შემდეგ შეფასებებს პირველი F-16-ების შესახებ: კარგი ფრენის შესრულება, ექსპლუატაციის სიმარტივე, დაბალი ფასი, კარგი ხილვადობა, რაც პილოტს აძლევს უპირატესობას საჰაერო ბრძოლაში, ელექტრონული კომპონენტების კარგ განლაგებაში, შედეგად - სიმარტივე. ძრავის, სხვა კომპონენტების მოვლა, მაღალი მომსახურების ვადა. ნაკლოვანებებს შორის მოიხსენიება: დაბალი სიჩქარე, დაბალი საბრძოლო რადიუსი, ერთძრავიანი სქემა, რამაც შეამცირა თვითმფრინავის საიმედოობა. პუბლიკაციაში ხაზგასმულია: F-16 არის ერთ-ერთი საუკეთესო ერთძრავიანი მებრძოლი მსოფლიოში, ფართო მოდერნიზაციის პოტენციალით.

National Interest-ი F-16-ს უწოდებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე ეკონომიურ რეაქტიულ მებრძოლს, ახასიათებს მას, როგორც სწრაფ და უკიდურესად მოქნილ, მსუბუქ თვითმფრინავს მძლავრი ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს წონასთან შესანიშნავ თანაფარდობას. ნაკლოვანებებს შორის ეწოდება: შეზღუდული დიაპაზონი და ტვირთამწეობა ორძრავიან მებრძოლებთან შედარებით

2020 წელს, ჩინურმა პორტალმა Sohu-მ, F-16-ის მონაწილეობით საჰაერო ბრძოლების სტატისტიკის გაანალიზების შემდეგ, მიუთითა, რომ საბჭოთა და რუსული წარმოების თვითმფრინავებთან (რომლებიც ნატოს მთავარი პოტენციური მოწინააღმდეგეები არიან) ბრძოლებში F-16-მა 65 გამარჯვება მოიპოვა. და არც ერთი მარცხი არ განიცადა. ბოლო გამარჯვებები 64-ე და 65-ე გამარჯვება მოიპოვა 2020 წლის მარტში

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...