воскресенье, 14 июня 2020 г.

თირკმლის ჩაი - ფიტოთერაპია

                         თირკმლის ჩაი
                         Почечный чай
                            ფიტოთერაპია ძლიერ დატოტვილი მარადმწვანე ბუჩქისებრი მცენარეა, სიმაღლით 150 სმ-მდე. მისი სამშობლო სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის ტროპიკებია. ჩვენში ხარობს სუბტროპიკულ რაიონებში, როგორც ერთწლიანი კულტურა, სიმაღლით 70 სმ. ფესვთა სისტემა ფუნჯისებურია და ძლიერ დატოტვილი. ღეროები ოთხკუთხაა, ქვემოთ მოშინდისფრო-იისფერი, ხოლო ზედა ნაწილში მომწვანო-იისფერი ან მწვანე, იისფერი კვანძებით. ფოთლები მოკლეყუნწიანია სიგრძით 2-10 სმ, სიგანით 1,5-4 . ფოთლები მოპირისპირეა, ამასთან მომდევნო წყვილი წინა წყვილის მიმართ სწორი კუთხითაა განლაგებული. ღეროს ქვედა ნაწილში მდებარე ფოთლები ძარღვების გასწვრივ შებუსვილია, ოვალური, რომბისებურ-ოვალური ან ფართო ლანცეტური ფორმის, გადაწეული წვერით, მისი კიდეები არათანაბრად მსხვილად დაკბილულია. ყვავილები მქრალი-იისფერია, ორსქესიანი. ყვავილედი ქმნის პირამიდულ მტევანს, სიგრძით 4-6 სმ. ნაყოფი შედგება 1-4 კაკლისაგან. ყვავილობს ივლის-სექტემბერში.
სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლები და ყლორტები 2-3 წყვილი ფოთლით. საზოგადოდ, ფოთლების ფერი მონაცრისფრო-მწვანეა, ხოლო ცალკეული ფოთოლი ზემოთა მხრიდან მურა-იისფერია. ასეთივე ფერისაა მცენარის ღეროებიც. მოკრეფის შემდეგ ნედლეულს ინახავენ ნაგებობებში, აშრობენ 24-36 სთ-ის განმავლობაში. ამ დროს მასში მიმდინარეობს ფერმენტაცია, შემდეგ კი თხლად ფენენ და სწრაფად აშრობენ მზეზე ან სპეციალურ საშრობებში 45-50 გრადუსზე. გამშრალი ფოთლების შენახვის ვადა 4 წელია.
                                                იხ. ვიდეო სასარგებლო თვისებები
                                                                               
თირმკლის ჩაი ძლიერ ჰიგროსკოპულია, ამიტომ მას ინახავენ მშრალ ადგილას შუშის ან თუნუქის ქილებში.
ფოთლები და ყლორტები შეიცავენ ტრიტერპენულ საპონინებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ლიპიდებს, ორგანულ მჟავებს: ღვინის, ლიმონის და აგრეთვე ფენოლკაბონის, როზმარინის მჟავებს.
თირკმლის ჩაი გამოიყენება ძირითადად როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთაც თან სდევს შეშუპება, აზოტის დაგროვება, ალბუმინურია, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები. გამოიყენება აგრეთვე ცისტიტების, ურეთრიტების, დიაბეტისქოლეცესტიტის, ნაღვლის კენჭოვანი დაავადების, გულის იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს შეშუპება. შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდოვანა, შარდმჟავა და ქლორიდები.
თირკმლის ჩაი შეიძლება მიიღონ საგულე გლიკოზიდებთან ერთად ავადმყოფებმა სისხლის მიმოქცევის II და III ხარისხის დეკომპენსაციის, აგრეთვე ჰიპერტონიული დაავადების დროს, რომელიც თირმკლის ფუნქციის მოშლითაა გამოწვეული. მას, ვისაც ქრონიკული ქოლეცესტიტი და ნაღვლის კენჭოვანი დაავადება აწუხებს, თირკმლის ჩაის მიღებით უძლიერდებათ კუჭის წვენის გამოყოფა და ორგანიზმში მატულობს თავისუფალი მარილმჟავას რაოდენობა.
                                                                        იხ. ვიდეო
მითი1 - მრავალკომპონენტიანი მცნარეები აბებზე უკეთესია. მრავალკომპონენტიან მცენარეულ კოქტეილებს. აშკარა ღიტსებებთან ერთად გარკვეულიი ნაკლოვანებაც აქვს - მცენარეთა სამკურნალო თვისებები მითში ყოველთვის იდეალურად არ არის შეხამებული. ამ კუთხით სინთეზური აბები გაცილებით უკეთ არის შესწავლილი. ამასათნ , სამკურნალო თვისებების კონცეტრაცია ერთ ტყეში მზარდ ორ სხვადსხვა ბუჩქზეც კი განსხვავებულია და წარმოადგენს რა სხვადსხვა რაიონში ამ საერთოდ სხვა მხარეში მოგროვილ მცენარეთა სამკურნალო თვისებას შორის.
მითი 2 - სამკურნალო მცენარეები არ შეიცავს მავნე ქიმიურ მინარევებს, სამდენიმე ათეული წლის წინათშესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ დღეს,წრებრუნვის შედეგად ბუნებაში, მათ შორის - სამკურნალო მცენარეებშიც, ბევრი მავნე ქიმიური ნივთიერბა  დაგროვდა.
მითი3- სამკურნალო მცენრეების ორგანიზმს ადვილად ეგუება. სამწუხაროდ ბევრ სამკურნალო ნივთიერეას დღემდე ვერ ეგუება ორგანიზმი, ამიტომ მათ გამოყენებას შესაძლოა ძლიერი გვერდითი ეფექტები მოყვეს
მითი 4 - მცენარეები არ იწვევს ალერგიას. ასე სულაც არ არის - ყოველ მეხუთე პილონიზით დაავადებულ ადამინს ალერგიული რექცია სწორედ მცენარეებზე უვითარდებათ.ბევრი მცენარე, რ-იც ორგანიზმის ზოგადმისამაგრებელ საშუალებად გამოიყეყება შესაძლოა ძლიერი ალერგიაც გამოიწვიოს.
მითი - 5 - სამკურნალო მცენარეებით კომპონენტები ნატურალურია მაშასადამე უვნებელიც, ბევრი მცენარეც მართლაც უვნებელია, მაგრამ ზედოზირების შემთხვევაში შესაძლოა მათაც კი სერიოზული ზიანი მიაყენონ ზოგიერთ სუნთქვის და გულის მუშაობის შეჩერებაც კი გამპოიწვიოს.
მითი-6- მცენარეთა გამოყენება ნებადართულია განუსაზღვრელად დიდხანს ეს ყველაზე გავრცელებული მცდარი შეხედულებაა. ხანგრძლივი მიღებისას ორგანიზმში ვითარდება მიჩვევის რეაქცია.ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, დროდადრო -საშუალოდ ყოველ 3-4 კვირის შემდეგ - დავასვენოთ ორგანიზმი, უკიდურეს შემთხვევაში, ვცადოთ მცენარე თუმცენარეთა ნაკრებისშეადგენლობა.გარდა მიჩვევისა, ზოგიერთი მცენარეს ახასიათებს ორგანიზმში დაგროვების - კუმულაციის ეფექტი, რაც ნეგატიურად აისახება მტელ ორგანიმზე, ასეთი მცენარეებია ქრისტესისხლა,აბზინდა და ფარსმინდუკი.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...