пятница, 26 июня 2020 г.

ნიტრირება

                         nitrirebა

არომატული ნიტრირების მექანიზმი
ასევე შემუშავებულია სხვა, ალტერნატიული მექანიზმებიც, მაგალითად 1 ელექტრონის გადაცემის პრინციპზე დამყარებული რეაქცია
  liTonuri detalebis zedapiris gajereba azotiT, misi masalis, daRlilobis zRvris, cvlaTa da korozia-medegobis gasadideblad. SeiZleba daavazotoT-titani, foladi da zogierTi Senadnobebi, umetesad legirebuli foladi ოლეკულაში ნიტროჯგუფის () შეტანას გულისხმობს სხვადასხვა მანიტვრელი აგენტის მოქმედებით. ძალიან ხშირად ამ სახელს არასწორად ეძახიან ესტერების ნიტრატების წარმოქმნას სპირტებისა და აზოტმჟავის ურთიერთქმედებისას, როგორც ეს ნიტროგლიცერინის წარმოქმნისას ხდება. ნიტრატები და ნიტრირებული ნაერთები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმით, რომ ნიტრირებულ პროდუქტებში ნიტროჯგუფში აზოტი პირდაპირ ებმება არა-ჟანგბადურ ატომს, რომელიც ჩვეულებრივ ნახშირბადის ატომია ხოლმე მაშინ, როცა ნიტრატებში აზოტის ატომი ჩაბმულია ჟანგბადის ატომებთან და ჟანგბადი თავის მხრივ ებმება ნახშირბადის ატომს.
                                                         იხ. ვიდეო

პირველი შეხედვითაც კი ინდუსტრიაში ნიტრირების პროცესს ძალიან დიდი გამოყენება გააჩნია; ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ნიტრობენზოლის წარმოება. ასევე აღსანიშნავია ნიტრირების პროცესის გამოყენება ისეთ სფეროში, როგორიცაა ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოება. მაგალითად გუანიდინის გარდაქმნა ნიტროგუანიდინად და ტოლუოლის გარდაქმნა ტრინიტროტოლუოლად. ამის გარდა ნიტრირების პროცესით იწარმოება შუალედური პროდუქტები და პრეკურსორები. წლიურად მილიონობით ტონა ნიტროარომატული ნაერთები იწარმოება. ასევე ცნობილია ცელულოზას ნიტრირება, რომლიდანაც მიიღება ნიტროცელულოზა. განასხვავებენ ნიტროცელულოზის ორ სახეს: დინიტროცელულოზა ანუ კოლოკსილინი (არაფეთქებადი) და ტრინიტროცელულოზა ანუ პიროკსილინი (ფეთქებადი). დინიტროცელულოზასგან მზადდება კოლოდიონი და გამოიყენება მედიცინასა და ფოტოგრაფიაში, ხოლო ტრინიტროცელულოზა თავისი თვისებებიდან გამომდინარე გამოიყენება ასაფეთქებელი საშუალებების წარმოებაში

Комментариев нет:

ათეროსკლეროზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         ათეროსკლეროზი ძარრვებში ცვლილებები (ათეროსკლეროზის განვითარების...