четверг, 18 июня 2020 г.

ნაღვლის ბუშტი

                         ნაღვლის ბუშტი

                                                    Blausen 0428 Gallbladder-Liver-Pancreas Location-ka.png
                                                                             მედიცინა
 (ლათ. vesica biliaris) — ადამიანისა და ხერხემლიან ცხოველთა ორგანო, რომელშიც გროვდება ნაღველი. ნაღვლის ბუშტი თხელკედლიანი პარკია, რომელიც მიკრულია ღვიძლზე. ნაღვლის ბუშტის კედელი შექმნილია ენტოდერმული ერთშრიანი ეპითელიუმით და შემაერთებელქსოვილოვანი გარსებით. ნაღვლის ბუშტი არა აქვთ თაგვისებრ მღრღნელებს, ვეშაპსსპილოსაქლემსირემსკენტჩლიქოსნებს, აგრეთვე ზოგიერთ თევზს და სალამურებს (მათ ლარვებს აქვთ). უკეთესად არის განვითარებული ისეთი ცხოველების ნაღვლის ბუშტი, რომლებიც ცხიმით მდიდარი საკვებით იკვებებიან (ხორციჭამია ფორმები).
                                                                      
ადამიანის ნაღვლის ბუშტი მსხლისებრი ფორმის თხელკედლიანი პარკია, რომლის სიგრძე 10-14 სმ, სიგანე 3,5-4 სმ, ტევადობა 30-70 სმ აღწევს; მდებარეობს ღვიძლის ქვემო ზედაპირზე. ნაღვლის ბუშტის ყელის გაგრძელებაა ბუშტის სადინარი, რომელიც უერთდება ღვიძლის სადინარს; ასე იქმნება ნაღვლის საერთო სადინარი, რომელიც იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავში პანკრეასის სადინართან ერთად. ნაღვლის ბუშტის კედელი შედგება სეროზული კუნთოვანი და ლორწოვანი გარსებისაგან. ლორწოვანი გარსი ნაღვლის ბუშტის ყელის მიდამოებში წარმოქმნის სპირალურ ნაოჭს, რომელიც ბუშტის სადინარშიც გრძელდება და არეგულირებს ნაღვლის დენას. ნაღვლის ბუშტის კედლის კუნთოვანი კონების შეკუმშვა, რასაც მოყვება ნაღვლის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლა, იწყება საკვებში შემავალი გამღიზიანებელი ნივთიერებების გავლენით და პერიოდულად მეორდება საჭლის მონელების პროცესში.

ნაღვლის ბუშტის პათოლოგიური მდგომარეობებისთვის და დაავადებებისთვის დამახასიათებელია ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, იშვიათად ეპიგასტრიუმის არეში ირადიაციით მარჯვენა ბეჭში, ლავიწში, მხრის სახსარში, ზოგჯერ მკერდის ძვლის უკან, გულის მიდამოში — ქოლეცისტოკარდიალური სინდრომი.
ნაღვლის ბუშტის დაავადებათა დიაგნოსტიკაში ანამნეზის, ტკივილის ხასიათის, ლოკალიზაციის და ირადიაციის შესწავლის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოკვლევის ლაბორატორიულ, რენტგენოლოგიურ და ინსტრუმენტულ მეთოდებს. გამოყოფენ ნაღვლის ბუშტის დისკინეზიებს, ქოლესტეროზს, ქოლეცისტიტს, ნაღველკენჭოვან დაავადებას, პარაზიტულ დაავადებებს.
თუ ნაღვლის ბუშტმა თუ შეგვაწუხა ახალგაზრდობიდანვე მაწუხებდა გულისრევის შეგრძნება, უსიამოვნო, მომწარო გემო პირში, განსაკუთრებით - დილაობით, და ტკივილი კუჭის თავიდან ოდნავ მარჯვნივ. ხანდახან ტკივილი იმდენად აუტანელი ხდებოდა, რომ საწოლიდანაც კი ვერ ვდგებოდი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მიმწვავდებოდა ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.
რამდენიმე წლის წინ ტკივილი და გულისრევა გამიხშირდა. იძულებული გავხდი, ექიმთან მივსულიყავი. აღმოჩნდა, რომ სანაღვლე გზების დისკინეზია მქონდა. ექიმმა დამინიშნა დიეტა და ნაღველმდენი ბალახების ნაყენი, მაგრამ მის სმას ვერაფრით შევეჩვიე - ხან დაყენება მავიწყდებოდა, ხან ნახარშის გემოს ვერ ვიტანდი. ჩემი გასაჭირი მეგობარს შევჩივლე. სულ წიგნებში იქექება, რვეულებში აქვს ამოწერილი საინტერესო გამონათქვამები, მნიშვნელოვანი თარიღები და ხალხური სამკურნალო საშუალებები. ვიფიქრე, იქნებ რამე საჩემოც მოიძიოს-მეთქი. დახმარებას დამპირდა. რამდენიმე დღეში მართლაც დამირეკა და მახარა, სწორედ საშენო რეცეპტი აღმოვაჩინეო. თურმე გრეიპფრუტი არაჩვეულებრივი ნაღველმდენი ყოფილა.
საკმარისია, ადამიანმა გრეიფრუტის წვენისა და წყლის ნაზავი მიიღოს, რომ ნაღვლის შეგუბება აღარასოდეს შეაწუხებს. ეჭვი კი შემეპარა, მაგრამ ვიფიქრე, ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი. დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ვსვამდი ნახევარ ჭიქა წყალში გაზავებულ (1:3) გრეიპფრუტის წვენს. სამიოდე კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ ტკივილმა გამიარა. წავედი ექიმთან. მითხრა, თუ გიშველა, განაგრძეო. მას შემდეგ ტკივილი რა არის, არ ვიცი. სხვათა შორის, რაც გრეიპფრუტის წვენის სმა დავიწყე, არც გავციებულვარ და არც გრიპი შემხვედრია.
ნაღვლის ბუშტზე ოპერაციული ჩარევები თავისი ხასიათის, ტექნიკის და ჩვენებების მიხედვით მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად გამოყენებად ოპერაციას წარმოადგენს ქოლეცისტექტომია.
იხ. ვიდეო ნაღვლის ბეშტის დაავადებები
ნაღვლის ბუშტი  ტომსიკი მსგავსია და მდებარეობს ღვიძლთნ, ნაღველის სითხე, რ-იც არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესს, მასში ქვები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ნაღველი სრულად არ გამოედინება. წარმოქნილი ქვები შეიძლება იყოს მარაგი ან რბილი, სილისნაირი ან დიამეტრით რამდენიმე სანტიმეტრი. სამწუხაროდ ეს დაავადება უფრო აწუხებთ ქალებს ( ქალებში ქვების 70% შედგება ქოლესტერინისგან).
ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის სოპტომებია მარჯვენა ნეკნებს შორის (ფერდქვეშ) ტკივილი (გადაეცემა ბეჭს),რ-იც შეიძლება წარმოიქმნას წამის შემდეგ, ღამით ტემპ-რა 38 გრადუსს უფრო მეტიც,გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, კანისა და თვალების გაყვითლება, სარდი მუქია ფეკალური მასა ღია ფერის. ეს იმაზე მიანიშნებს რომ ნაღვლისსადინარი დახშულია, რომ არ განვითარდეს მწვავე ქლეცესტიტი, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ნაღვლის ბუშტის დაავდებები ხელს უწყობს მემკვიდრეობითი ფაქტორები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, დაბალკალორიული დიეტა, ჰიპოდინამიკა ხშირი სტრესი. ამ დაავადების დროს ადამიანი იმატებს წონაში, შეიძლება დაავადეს დიაბეტით. განუვითარდეს ფარისებული ჯირკვალის ჰიპოფუნქცია კუჭ-ნაწლავისა დაღვიძლის  მუშობის  მოშლა.
სამოცს წელს გადაშორებული ქალი ვარ და მაწუხებს ათი წელია ნაღვლის ბუშტი ექიმმა ნაღვლის ბუშტის ანთება დამიდგინა, წამლებთან ერთად დამინიშნა დიეტა, რ-საც შეძლებისდგავარად ვიცავ, მაგრამ რაკი გემრიელი ჭამა მიყვარს ხშირადაც ვარღვევ, მწარესაც და შემწვარსაც გეახლებით ასეთ დროს ნაღვლის ბუშტს შინაურ წამლებსაც ვახმარ ხელახლა რომ არ გამიღიზიანდეს თქვენც გასწავლით:
1,5 კგ ჭარხალი გათალეთ დაჭერით ნაჭრებად  ჩაყარეთ დიდ ქვაბში და დაასხით 3ლ წყალი. შემოდგით ქურაზე მიიყვანეთ ადუღებამდე და 4-5 სთ ნელ ხეხლზე ხარშეთ. ეს ნახარში უნდა მიიღოთ თბილ-თბილი 1/3 ჩაის ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათიტ ადრე, მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...