пятница, 5 июня 2020 г.

თხილი

                                              თხილი

                         
(Corylus) — ფოთოლმცვივანი ბუჩქების, იშვიათად ხეების გვარი თხილისებრთა ან ფართო გაგებით, არყისებრთა ოჯახისა. მტვრიანებიანი ყვავილები უყვავილსაფროა და მჭადა ყვავილედადაა შეკრებილი, ბუტკოიანი ყვავილები კვირტშია ჩამალული და გარეთ მხოლოდ დინგები აქვს გამოყოფილი. თითოეული ყვავილის ირგვლივ ვითარდება სამ-სამი ურთიერთშეზრდილი თანაყვავილედი, ტომელიც ნაყოფის მომწიფებისას დიდდება და სხვადასხვა ფორმის ნაყოფსაფარს (ბუდეს) ქმნის. ნაყოფი ერთთესლიანი კაკალია.
თხილისებრთა ოჯახში შედის. დიდი ზომის, 7 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია, გლუვი თხელი ქერქით 60-120 მმ სიგრძის და 50-90 მმ სიგანის მარტივი, ოვალური, კვერცხისებრი, ან უკუკვერცხისებრი, შებუსვილი, ბოლოწვეტიანი, ფუძეგულისებრი, ორმაგხერხკბილა დაკბილული ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.
ერთსახლიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით. მამრობითი ყვავილები თავჩაქინდრულ მჭადაყვავილედშია შეკრებილი, რომლებიც მინიატურული ჩურჩხელებივითაა ჩამოკიდებული ტოტებზე. მდედრობითი ყვავილები სათითაოდაა გაბნეული ვარჯში ან წყვილ-წყვილად ზის შეზრდილი
იხ. ვიდეო

გვარი შეიცავს 20-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპისაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ფოთლოვანი ტყეების ზონაში. საქართველოში ტყეებში ზღვის დონიდან 1500-1800 მ-მდე ბუნებრივად იზრდება თხილის 6 სახეობა: ჩვეულებრივი თხილი (Corylus avellana) ბუჩქი ან 8-მდე სიმაღლის ხეა, გავრცელებულია მთელ საქართველოში.
იზრდება ქვეტყედ მუხნარებში, ფართოფოთლოვან და წიწვოვან შერეულ ტყეებში, სუბალპური მეჩხერში. ჩრდილის ამტანი და საკმაოდ ყინვაგამძლეა. ყვავილობს თებერვალ-მარტში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერში. ერთი ბუჩქიდან 3 კგ-ზე მეტი მოსავალი მოდის. მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყრით, იშვიათად გადაწიდენით. ცოცხლობს 70-80 წელს.
დეკორატიულია. იყენებენ დერდობების გასატყიანებლად. ერთ-ორწლიან ღეროს — წნელად, კალათების, გოდრების, ლახტების დასაწნავად. დათვისთხილა და პონტოური თხილი (Corylus pontica) იზრდება გურიასა და აჭარაშიიმერული თხილი (Corylus imeretina), კოლხური თხილი და კახური თხილი (Corylus cachetica) საქართველოს ენდემებია.
თხილის გული შეიცავს 5%-მდე წყალს, 60-70% ცხიმებს, 15-16% ცილებს. მას მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, კალორიულობით იგი 2-3-ჯერ აჭარბებ ხორბალს, 3-5-ჯერ ხორცს. ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობასა და ტექნიკაში უმაღლესი ხარისხის საპოხი ზეთების მისაღებად. მისი სასაქონლო-საექსპორტო პროდუქტის დადებითი მხარეა ვარგისიანობის ხანგრძლივი ვადა, მაღალი ტრანსპორტაბელურობა.

თანაყვავილედის ქერქის იღლიაში.
ღია მწვანე ფერის, კიდედაკბილულ საბურველში ჩამჯდარი ერთთესლიანი კაკალი გარეგნულად სხვადასხვა ფორმისაა საკმაოდ სქელი ნაჭუჭით.
ყვავის ადრე გაზაფხულზე, ხშირად მარტში, ანემოფილური მცენარე. .. დამტვერვა ქარის მეშვეობით ხდება. ნაყოფები აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. ბუნებრივ პირობებში მოსავალი 50-500 კგ (ჰა). შეადგენს. უხვმსხმოიარობა 1-2 ან 3 წელში ერთხელ აღინიშნება, ზოგჯერ კი სრულმოუსავლიანი წელიც აღინიშნება ხოლმე, რაც გაზაფხულის ყინვების და ხშირი წვიმების მავნე გავლენითაა განპირობებული, თესლით მიღებული ეგზემპლარები ნაყოფმსხმოიარობას 5-10 წლიდან იწყებს, ვეგეტაციურად გამრავლების შემთხვევაში კი გაცილებით ადრე. ცოცხლობს 60-80Oწელი. მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყვით, ძირკვის ამონაყარითა და კალმებით.
გვხვდება როგორც ბარდა, ასევე მთაშიც ზღვის დონიდან 2000-2100 სიმაღლემდე. საკმაოდ ყინვაგამძლეა, მაგრამ ხანგრძლივი ძლიერი ყინვის დროს ძლიერ ზიანდება ან მიწის ზედა ნაწილები მთლიანად იყინება. იზრდება როგორც ღია ადგილებში, ასევე ტყის კალთის ქვეშ ქვეტყედ, მაგრამ ძლიერ და ხანგრძლივ დაჩრდილვას ვერ იტანს. ძლიერ ზრდას ტენით უზრუნველყოფილ კირით მდიდან ნოყიერ ნიადაგებზე ამჟღავნებს.
იხ. ვიდეო

თხილის ნაყოფის გული 58-71 პროცენტ ცხიმს, 14-18 პროცენტ ცილებს, 2-5 პროცენტ საქაროზას, B და E ჯგუფის ვიტამინებს და რკინას შეიცავს. გამოიყენება საჭმელად უმად, ან მისგან ამზადებენ კანფეტებს, კრემს, შაქარლამას, საუცხოოა თხილის ჩურჩხელა. დანაყილ თხილის გულს მცირე რაოდენობით წყალს ურევენ და მიიღება თხილის რძე, რომელიც ძალიან ყუათიანია და რეკომენდებულია ავადმყოფობით დასუსტებულთათვის.
მოხალული გულისგან მზადდება ყავის მსგავსი სასმელი, ფართოდ გამოიყენება ლიქიორის წარმოებაში, თხილის ზეთი არომატული და სასიამოვნო გემოსია, მას, გარდა კვების მრეწველობისა და საღებავების, პარფიუმერიისა და საპნის წარმოებაში იყენებენ. ზეთის გამოხდის შემდეგ ნარჩენი მასა ხალვის დასამზადებლად გამოიყენება.
მერქანს იყენებენ წვრილმან სახელოსნო საქმეში (კასრების სალტეები, ყავარჯნები და სხვ.) ყლორტებისგან წნავენ კალათებს, მსხვილი ღეროებიდან ხდიან ტკეჩს და მისგან წნავენ მეტად მსუბუქ და გამძლე კალათებსა და გოდრებს. შეფოთლილი ყლორტების მოჭრით ამზადებენ ვიტამინიზებულ მწვანე ნეკერს, რომელსაც ზამთარში ყველა სახის რქოსანი საქონელი ხალისით ჭამს.
თხილის ნახერხი კარგი საშუალებაა ღვინის და ძმრის გასაფილტრავად. თხილის მერქნის ნახშირს მხატვრობაში იყენებნ, წარსულში მისგან თოფის წამალსაც აკეთებდნენ.
მერქნის მშრალი გამოხდით მიიღება სამკურნალო სითხე, რომელსაც ადრე იყენებდნენ ეგზემის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ქერქში 10 პროცენტამდე ტანინებია.
ბულგარეთის მედიცინა სამკურნალოდ თხილის ფოთლებისა და ღეროს ქერქს იყენებს, რომელთაც ძარღვების შევიწროების თვისება გააჩნიათ. გამოიყენება იმპორტული სამკურნალო ნედლეულის ჰამამულისის ნაცვლად ვენების გაგანიერების, პერიფლებიტების, წვივის წყლულებისა და კაპილარული ჰემორარგის დროს. ფოთლების ნახარში რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის სამკურნალოდ, ფოთლები და ქერქი ნაყენის სახით გამოიყენება. ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (ერთი დღის დოზა).
                                                         

                                      რეკლამა


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...