четверг, 18 июня 2020 г.

მილორად პავიჩი

                        მილორად პავიჩი 

                       


სერბი მწერალი მილორად პავიჩი დაიბადა 1929 წელს. იგი მეოცე საუკუნის მიწურულის ერთ-ერთი დიდი პროზაიკოსია. მის ერთ რომანში რამდენიმე რომანია. როგორც თავად მწერალი ამბობს, "ჩემი რომანი არის სახლი, რომელიც შენდება სახურავიდან და არა საძირკვლიდან". არასტანდარტული ტიპის რვა რომანმა და უამრავმა მოთხრობამ პავიჩი დღევანდელობის ერთ-ერთ გამორჩეულ მწერლად აქცია

პავიჩი ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი, მაგრამ ვერ მიიღო. თუმცა, როგორც რუსები ამბობენ, "პავიჩი - ეს არის ერთად აღებული მარკესი, ბორხესი და კორტესი". ლიტერატურისმცოდნეები მაღალ შეფასებას აძლევენ მისი ტექსტების სიმარტივესა და პარადოქსულ მრავალგანზომილებიანობას, ფორმის ვირტუოზულ ექსცენტრიკულობას. პავიჩს მიიჩნევენ თანამედროვე პროზის თვალსაჩინო ფიგურად, ოცდამეერთე საუკუნის მწერლად.
იხ. ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...