вторник, 30 июня 2020 г.

სირიუსი

                            სირიუსი

                      Sirius A and B Hubble photo.jpg 
სირიუს A და სირიუს B, გადაღებულია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით. ქვედა მარცხენა კუთხეში, შესაძლებელია თეთრი ჯუჯის დანახვა. დიფრაქციული სხივები და ერთად თავმოყრილი რგოლები, ინსტრუმენტულ ეფექტებს წარმოადგენენ.

 ვარსკვლავთა სისტემა და ცის ყველაზე კაშკაშა, -1.46 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდის და კანოპზე ორჯერ მეტი სიკაშკაშის მქონე ვარსკვლავი. სახელწოდება „სირიუსი“ ძველი ბერძნული სიტყვიდან, Σείριος-დან მომდინარეობს და „კაშკაშას“ ან „მცხუნვარეს“ ნიშნავს. ბაიერის აღნიშვნების მიხედვით, იგი აღინიშნება, როგორც ალფა დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედისა (α CMa). შეუიარაღებელი თვალი, მას ერთეულ ვარსკვლავად აღიქვამს, თუმცა, სინამდვილეში სირიუსი ორმაგ ვარსკვლავთა სისტემაა, რომელიც მოიცავს სპექტრული A1V ტიპის მთავარი მიმდევრობის თეთრ ვარსკვლავს — სირიუს A-ს და სპექტრული DA2 ტიპის თანამგზავრ მკრთალ თეთრ ჯუჯას — სირიუს B-ს. მათ შორის არსებული მანძილი, 8.2-31.5 ასტრონომიულ ერთეულს შორის მერყეობს.
იხ. ვიდეო ➤➤➤➤➤

დამახასიათებელი სიკაშკაშის და დედამიწასთან სიახლოვის გამო, სირიუსი ნათლად ჩანს. 2.6 პარსეკი (8.6 სინათლის წელი) მანძილით (Hipparcos-ის ხელოვნური თანამგზავრის მიერ განსაზღვრული), სირიუსი, დედამიწის ერთ-ერთი უახლოესი ვარსკვლავთა სისტემაა. იგი თანდათან უახლოვდება მზის სისტემას, რის გამოც, მომავალი 60 000 წლის განმავლობაში, მისი სიკაშკაშე უმნიშვნელოდ გაიზრდება. აღნიშნული დროის შემდეგ, მისი მანძილი ზრდას დაიწყებს და სირიუსი თანდათან გამკრთალდება, მაგრამ შემდეგი 210 000 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის სტატუსს.
სირიუს A-ს მასა, დაახლოებით ორჯერ აღემატება მზის მასას. მას 1.42-ის ტოლი აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე გააჩნია და მზეზე 25-ჯერ კაშკაშაა, მაგრამ გაცილებით ნაკლები სიკაშკაშის მქონეა ისეთ ვარსკვლავებთან შედარებით, როგორებიცაა, კანოპი და რიგელი. სირიუსის სისტემა, დაახლოებით 200-300 მილიონი წლისაა. თავდაპირველად, იგი ორი კაშკაშა მოლურჯო ვარსკვლავისგან შედგებოდა. დაახლოებით 120 მილიონი წლის წინ, თეთრ ჯუჯად დაშლამდე და გარე შრეების ჩამოშლამდე, სირიუს B, წითელი გიგანტი გახდა.
                          12lys.png  
ყველაზე ახლო მყოფი ვარსკვალვები სირიუსის ახლოს ყველაზე ახლოს არის პროციონი, დაშორებულია სიუსიდან შეადგენს 5,2სინ.წ მზე კი მეექვსე არის დაშორებული.
იმ თანავარსკვლავედის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელშიც სირიუსი მდებარეობს (დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი), სისტემა ასევე ცნობილია, როგორც „ქოფაკის ვარსკვლავი“. ძველ ეგვიპტეში, სირიუსის მზესთან ერთად გამოჩენა, ნილოსის ადიდების ნიშანი იყო, ძველი ბერძნებისთვის კი — ზაფხულში „ძაღლის დღეების“ (ცხელი, დახშული ჰაერის მქონე დღეები) გახშირებას ნიშნავდა მაშინ, როდესაც სამხრეთ ნახევარსფეროშიპოლინეზიელებისთვის ზამთარს მოასწავებდა და მნიშვნელოვან მითითებას წარმოადგენდა წყნარი ოკეანის გარშემო ნავიგაციისთვის.
                                                   
                    სირიუს A და მზის შედარება, მასშტაბის და ზედაპირის სიკაშკაშის შედარება
ირიუსი ორმაგ ვარსკვლავთა სისტემაა, რომელიც მოიცავს ორ თეთრ, ერთმანეთის გარშემო მბრუნავ ვარსკვლავს, რომლებიც ერთმანეთისგან 50.1 წლის პერიოდით და 20 მზესა და ურანს შორის არსებული მანძილით არიან დაშორებულნი. მეტად კაშკაშა ვარსკვლავი — სირიუს A, მთავარი მიმდევრობის, სპექტრული A1V ტიპის ვარსკვლავია, 9.940 კელვინი ზედაპირის ტემპერატურით. მისი თანამგზავრი, სირიუს B, წარმოადგენს ვარსკვლავს, რომელიც უკვე ჩამოშორდა მთავარ მიმდევრობას და თეთრი ჯუჯა გახდა. 10 000-ჯერ ნაკლები სიკაშკაშით ვიზუალურ სპექტრში, სირიუს B, ორივე ვარსკვლავზე მეტად მასიური იყო. სისტემის ასაკი დაახლოებით 230 მილიონი წელია. ადრეულ პერიოდში, მიიჩნეოდა, რომ სისტემა ორ მოლურჯო-თეთრ, ყოველ 9.1 წელიწადში ერთმანეთის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მბრუნავ ვარსკვლავს მოიცავდა. IRAS-ის კოსმოსური ობსერვატორიის მონაცემებით, სირიუსი იმაზე მეტად ასხივებს, ვიდრე ინფრაწითელი რადიაცია. შესაძლოა, ეს მიუთითებს სისტემაში მტვრის არსებობაზე, რაც ორმაგი ვარსკვლავისთვის უჩვეულოა. ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიის მიერ დაფიქსირებული სურათი აჩვენებს, რომ სირიუს B რენტგენული გამოსხივების წყაროს მსგავსად ჩრდილავს თავის კაშკაშა თანამგზავრს.

სირიუს A და სირიუს B.

სირიუს A

სირიუს A-ს მასა 2 მზის მასის ტოლია. ასტრონომიული ინტერფერომეტრის მეშევეობით, გამოთვლილ იქნა მისი რადიუსი, რომლის მიხედვითაც, მისი სავარაუდო კუთხური დიამეტრი 5.936±0.016 მილიკუთხური წამია. სირიუს A-ს სავარაუდო ბრუნვის სიჩქარე შედარებით დაბალი — 16 კმ/წმ-ია. ამის მიხედვით, იგი ვეგასთან (ქნარის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი) შედარებით, უკიდურესად განსხვავებულია, რადგან აღნიშნულის ბრუნვის სიჩქარე 274 კმ/წმ-ია და თვალსაჩინოდაა ამოზნექილი საკუთარ ეკვატორზე. სირიუს A-ს ზედაპირზე, გამოვლინდა სუსტი მაგნიტური ველის არსებობა.
ვარსკვლავური მოდელებიდან გამომდინარე, ვარსკვლავი მოლეკულური ღრუბლის დაშლის დროს წარმოიქმნა და 10 მილიონი წლის შემდეგ, შინაგანი ენერგია ბირთვული რეაქციების შედეგად მიიღო. მიიჩნევა, რომ წარმოქმნიდან მილიარდი წლის შემდეგ, სირიუს A-ს მთლიანად ამოეწურება საკუთარ ბირთვში არსებული წყალბადის მარაგი. ამ შემთხვევაში, იგი გაივლის წითელი გიგანტის ეტაპს და თეთრი ჯუჯა გახდება.

სირიუს B

დაახლოებით მზის მასის ტოლი მასით (0.98), სირიუს B ცნობილ თეთრ ჯუჯებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასიურია. მისი ზედაპირის ამჟამინდელი ტემპერატურაა 25 200 კელვინი. თუმცა, იმის გამო, რომ იქ არ არის შინაგანი სითბოს წყარო, ორ მილიარდ წელზე მეტი ხნის შემდეგ, სირიუს B-ს სითბო კოსმოსში რადიაციის სახით გამოსხივდება და მისი ტემპერატურა კლებას დაიწყებს.
                                               
                                          სირიუს B და დედანიწის შედარება
თეთრი ჯუჯა ყალიბდება მხოლოდ მაშინ, როცა ვარსკვლავი მთავარ მიმდევრობას ჩამორჩება და წითელი გიგანტის ეტაპს გაივლის. ეს მოხდა მაშინ, როცა სირიუს B ამჟამინდელი ასაკის ნახევარზე ნაკლები ასაკის იყო, დაახლოებით 120 მილიონი წლის წინ. თავდაპირველი ვარსკვლავის მასა, სავარაუდოდ, 5 მზის მასა იყო და იგი B4–5 ტიპის ვარსკვლავს წარმოადგენდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მთავარ მიმდევრობას ეკუთვნოდა. როცა ვარსკვლავმა წითელი გიგანტის ეტაპი გაიარა, შესაძლოა, საკუთარი თანამგზავრი მეტალურობით გაამდიდრა.
იხ. ვიდეო   ➢➢➢➢➢

დაკვირვების ისტორია

X1
N14
M44
სირიუსის/სოპდეტის
იეროგლიფი
სირიუსი (ეგვიპტეში ცნობილი, როგორც — სოპდეტი, ბერძნულად — სოთისი), მოხსენიებულია ადრეულ ასტრონომიულ ჩანაწერებში. შუა სამეფოს ეპოქაში, ეგვიპტელები, საკუთარ კალენდარს სირიუსის გამოჩენის დროზე აფუძნებდნენ, კერძოდ, იგი ხილვადი ხდება მზის ამოსვლამდე, მზის ელვარებიდან საკმაოდ დიდ მანძილზე გადაადგილების შემდგომ. სირიუსი ყოველ 70-ე დღეს ჩნდებოდა და ეს მოვლენა, ნილოსის ყოველწლიური ადიდებას და ზაფხულის ნაბუნიობასაც სდევდა თან . სოთისის იეროგლიფზე წარმოდგენილია ვარსკვლავი და სამკუთხედი. მას ხშირად აიგივებდნენ ძველი ეგვიპტის უზენაეს ღვთაებასთან — ისიდასთან, რომელიც ტრიადის ერთ-ერთი წევრი იყო (ქმართან — ოსირისთან და შვილთან — ჰოროსთან ერთად), ხოლო 70 დღიანი პერიოდი, ისიდას და ოსირიუსის დუატში (ეგვიპტური ქვესკნელი) ყოფნის სიმბოლო იყო.
ძველი ბერძნებისთვის, სირიუსის მზის თანხლებით გამოჩენა ცხელ და მშრალ ზაფხულს მოასწავებდა, რაც მათში იმის შიშს იწვევდა, რომ იგი მცენარეების ჭკნობას, მამაკაცების დასუსტებას და ქალების გააქტიურებას გამოიწვევდა. სიკაშკაშის გამო, სირიუსი, ზაფხულის დასაწყისის ცვალებადი ამინდის დროს უფრო მეტად მოციმციმე იყო. ბერძენი დამკვირვებლებისთვის, ეს ფაქტი, გარკვეულ საზიანო თვისებების მქონე გამოსხივებებს მოასწავებდა. ადამიანებს, რომლებიც სირიუსის ასეთ ზეგავლენას განიცდიდნენ, ასტრობოლეტებს (ბერძნ. ἀστροβόλητος) ან „ვარსკვლავის მიერ დამარცხებულებს“ უწოდებდნენ. ლიტერატურაში, სირიუსი აღწერილი იყო, როგორც „მწველი“ ან „კაშკაშა“. ვარსკვლავის გამოჩენის შემდგომ სეზონს, „ზაფხულის ძაღლის დღეებს“ უწოდებდნენ. კუნძულს კეას მცხოვრებნი ეგეოსის ზღვაზე, სირიუსს და ზევსს მსხვერპლს სთავაზობდნენ, ცივი ნიავის სანაცვლოდ და ვარსკვლავის შემდგომ გამოჩენას ზაფხულში ელოდნენ. თუ ვარსკვლავი ნათლად გამოჩნდებოდა, ბედნიერებას მოასწავებდა, ხოლო სირიუსის ნისლიანობა ან სიმკრთალე, შავი ჭირის ეპიდემიას წინასწარმეტყველებდა. ძვ.წ. მე-3 საუკუნის მონეტებზე, გამოსახულია ძაღლები ან ვარსკვლავები სხივებით, რაც სირიუსის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. რომაელები, სირიუსის მზესთან ერთად გამოჩენას 25 აპრილს ან მის წინა/მომდევნო დღეებში აღნიშნავდნენ, ღვთაებას — რობიგოს მსხვერპლად სწირავდნენ ძაღლს, ღვინოს და ცხვარს იმ მოლოდინით, რომ იმ წელს, ვარსკვლავის გამოსხივება არ დააზიანებდა ხორბლის მოსავალს.
იხ. ვიდეო   ➤➢⇣

ალექსანდრიელმა ასტრონომმა — პტოლემემ, საკუთარი ალმაგესტის VII და VIII წიგნებში, ვარსკვლავები რუკაზე გადაიტანა, სადაც სირიუსი, გლობუსის მთავარი მერიდიანის ადგილმდებარობა იყო. მან უცნაურად მიიჩნია სირიუსი ექვსიდან ერთ-ერთ წითელი ფერის ვარსკვლავად. დანარჩენი ხუთი მათგანი, M და K კლასის ვარსკვლავებია, რომელთა შორისაა არქტური და ბეთელჰეიზე.
კაშკაშა ვარსკვლავებს, ძველი პოლინეზიელებისთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნდათ — ისინი, მათ წყნარი ოკეანის მრავალ კუნძულსა და ატოლებს შორის ნავიგაციისთვის იყენებდნენ. ჰორიზონტის ქვემოთ, ისინი, მეზღვაურებისთვის ვარსკვლავურ კომპასს წარმოადგენდნენ და ეხმარებოდათ გარკვეულ ადგილამდე მიღწევასა და განედების მონიშვნაში. სირიუსის დახრილობა, ფიჯის არქიპელაგის განედს ემთხვევა (17°). სირიუსი, „მანუდ“ წოდებული დიდი ფრინველის გალაქტიკის ნაწილს წარმოადგენდა, კანოპთან, როგორც სამხრეთი კიდე და პროციონთან ერთად, როგორც ჩრდილოეთი კიდე, რომელიც პოლინეზიის ღამის ცას ორ ნახევარსფეროდ ჰყოფდა. საბერძნეთში, სირიუსის დილის ცაზე გამოჩენა, ზაფხულის დადგომის ნიშანი იყო, მაორისთვის კი — ზამთრის გრილ დასაწყისს აღნიშნავდა, რომელთა სახელი Takurua-ც, ვარსკვლავს და სეზონს აღწერდა. მისი კულმინაცია, ზამთრის ნაბუნიობის დროს, ჰავაიში დღესასწაულად ითვლებოდა და ცნობილი იყო, როგორც Ka'ulua — „სამოთხის დედოფალი“. ძველ პოლინეზიურ ჩანაწერებში, მრავალი სხვა სახელია მოხსენიებული: მარკიზის კუნძულებზე — Tau-ua, ახალ ზელანდიაში — Rehuaტაიტიზე — Ta'urua-fau-papa და Ta'urua-e-hiti-i-te-tara-te-feiaiჰავაიელებს, სირიუსისთვის მრავალი სახელწოდება ჰქონდათ — Aa (კაშკაშა),Hoku-kauopae, Kau-ano-meha (ასევე Kaulanomeha), „მარტო და წმინდა“Hiki-kauelia ან Hiki-kauilia (სანავიგაციო სახელი), Hiki-kau-lono-meha (ასტრონომიული სახელი), Kaulua (ასევე Kaulua-ihai-mohai, „სამოთხეების ყვავილი“),Hoku-hoo-kele-waa („ვარსკვლავი, რომელიც კანოეს ცურვის საფუძველია“, სააზღვაო სანავიგაციო სახელი) და Kaulua-lena („ყვითელი ვარსკვლავი“).. საზოგადოების კუნძულებზე დასახლებული ადამიანები, სირიუსს სხვადასხვა სახელწოდებებით მოიხსენიებდნენ — Taurua-fau-papaTaurua-nui-te-amo-aha და Taurua-e-hiti-i-tara-te-feiai. სირიუსის სხვა სახელებში შედიოდნენ — Palolo-mua (ფუტუნა), Mere (მანგაია), Apura (მანიჰიკი), Taku-ua (მარკიზის კუნძულები) და Tokiva (პუკაპუკა). ტუამოტუს კუნძულების კოსმოლოგიაში, სირიუსს რამდენიმე სახელწოდება ჰქონდა: Takurua-te-upuupuTe Kaha („ქოქოსის ბოჭკო“),Te Upuupu  და Taranga და Vero-ma-torutoru. ვიქტორიას შტატის ჩრდილო-დასავლეთში მცხოვრები აბორიგენები, სირიუსს Warepil-ს უწოდებდნენ.
იხ. ვიდეო ➩➩➩➩
სირიუსი, როგორც ყველაზე  ბწყინვალე ცის  ვარსკვლავი, რ-იც უძველესი პერიოდიდან ყურადღების ქვეშ იყო ადამიენების მხრიდან, ხშირად მოხსიენებულია ყველა ნაწილში ადამიენიბის მოღვაწეობაში.
მაორის ( ახალიზელანდიის მკვიდრი მოსახლეობა) მიწერილია წმინდა არსება, რ-იც ცხოვრობს ცაზე, იველაზე ,აღალ ცაზე - მეათე ცაზე.  სახელწოდებით რეხუა. რეხუა ასოცირდებოდა რამდენიმე ვარსკლავებთან, ამავედროს ყოველ ხალხს სხვადასხვა ვარკლავი ყავდათ, რ-იც დაკავშირებული იყო ამ მითოლოგიური არსებასთან.  ტუხოეს ხალხს, ჩრდ. კუნძულზე ახალ ზელანდიაში  ეს იყო ანტარესი, თუმცა ბევრ ერებს მაინ სირიუსი მიჩნდათ, ბრწყინვალე და ბრზენი ვარსკლავი. რამდენადაც რეხურა ყველაზე მაღალ ცაზე ცხოვრობს მას არ ემუქრება სიკვდილი, რეხურას შეეძლო კვდარის გაცოცხლება და განკურნება ნებისმიერი ავადყომფობის. მრავალი მაორის სჯეროდათ, რომ სირიუსის სახით ისინი ხედავენ რეხუას - ბრძენს არსებებიდან, რ-იც კი არსებპბს სამყაროში. ყარანშიც არის მოხსენიებული ვარსკლავი სირიუსი.


იხ. ვიდეო ⇒⇒⇒⇒⇒⇒


                                 

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...