суббота, 12 декабря 2020 г.

ალუბალი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ალუბალი                                                        

 (ლათ. Prunus cerasus) — მერქნიანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახის ქლიავის გვარისა. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, შეკრებილი ქოლგა ყვავილედებად. ნაყოფი წვნიანია, კურკიანა.

ალუბალი ყინვაგამძლეა, ადრემსხმოიარე (მოსავსლა იძლევა დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს). ყოველწლიურად მაღალმოსავლიანი (დაახლოებით 10 ტ ჰა-ზე). ალუბლის ნაყოფი გემრიელია, შეიცავს 7,3-17,5% შაქარს, 0,8-2,4% მჯავას, 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას. 

ალუბლის ყვავილი

 

იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (მურაბაჯემიკომპოტინაყენისაკონდიტრო ნაწარმი). ალუბალი გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მ-მდე. ველური ფორმები არ გვხვდება. ვარაუდობენ, რომ ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ქონდარა ბალამწარას ბუნებრივი შეჯვარებით. კულტურის ფორმებში განასხვავებენ 2 ჯგუფს — ბუჩქოვანსა და ხისებრს. ბუჩქოვანთა ნაყოფი მუქი ფერისაა, თითქმის შავი (ასეთ ნაყოფს მორელი ანუ გრიოტი ეწოდება). ცნობილია მათი გავრცელებული ჯიშები — ვლადიმირისა, ლიუბსკაია და სხვა. საქართველოში კულტივირებულია ესპანურა, ვლადიმირისა და ლიუბსკაია. დარაიონებულია — ქართული ალუბალი და პოდბელსკი.

არადამუშავებული ნაყოფი შეიცავს: საკვები ღირებულება 100გრ. პროდიქტიდან ენერგეტიკული ღირებულება - 52კკალ. 217კჯ, წყალი - 84,4გრ, ცილა - 0,8გრ, ცხიმი - 0,2გრ, ნახშირწყლები - 10,6გრ, რეტინოლი  (A ვიტ.) - 17მკგ, რიბოლავინი (B2) - 0,03მგრ, ფოლაცია (B9) - 6მგ, ასკორბინის მჟავა (ვიტ.C) - 15 მგრ, კალციუმი - 37მგრ, რკინა- 0,5მგრ, მაგნიუმი  - 26მგრ, ფოსფორი - 30მგრ, კალიუმი 256მგრ, სპილენძი 100მკგ

ალუბალს ამრავლებენ თესლით, ფესვის ამონაყარითა და საძირეზე მყნობით. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულსა და თიხნარ ნიადაგზე. ალუბლის მავნებლებია: ალუბლის ხერხიაალუბლის ხვატარიალუბლის ბუზი. დაავადებებია: ნაყოფის სიდამპლე, კლასტეროსპორიოზი, ვერტიცილიოზი

იხ. ვიდეო

როოგორც ბუნებრივი წამალი, ანთების საწინაამღდეგოდ შეიძლება იმოქმედოს ანუ ითვლება ანთების საწინაამღდეგო თვისებები. ამის დასამტკჯიცებლად ჩატარდა ექსპერიმენტი კერძოდ მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა 90 დღის განმავლობაში თაგვებს ჯერ დასავლური საკვები შემდეგ კი ალუბლის ფხვნის მთლიანი საკვების 1% ოდენობით. აღმოჩნდა, რომ ალუბლის ჭამა არამარტო ამცირებს შინაგანი ორგანოების ანთების მარკერების დონეს, არამედ ამცირებს გულის დაავადების რისკ ფაქტორებს.



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...