вторник, 15 декабря 2020 г.

ალექსანდრე ბასილაია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

        ალექსანდრე ბასილაია - ზღაპარი                                          სიყვარულისა 

(დ. 11 მარტი1942თბილისისაქართველოს სსრ — გ. 3 ოქტომბერი2009გერმანია) — ქართველი კომპოზიტორი, ანსამბლ „ივერიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1987). 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი, ხელმძღვანელი ნ. სავჩენკო). 1963 წლიდან მუშაობდა მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში ჯერ პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან კი - ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის „ივერიის“ ხელმძღვანელად და სოლისტად. ბასილაია ძირითადად საესტრადო ჟანრში მუშაობდა. იგი ავტორია მრავალი საესტრადო სიმღერისა, რომელთაგან აღსანიშნავია „თეთრი ფიფქები“ (ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), „მოგონებანი“ (კ. კვეიძის ლექსზე), „სიყვარულის ზღაპარი“, „გულო, ჩადექ საგულესა“, „ახალგაზრდული“ (მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), „სიმღერა საქართველოზე“ (ლექსი ნ. მალაზონიასი) და სხვა. ანსამბლ „ივერიისათვის“ დაწერა მიუზიკლები: „ჩხიკვთა ქორწილი“ (1979), „არგონავტები“ (1980), „შლაგერი, შლაგერი“ (1985), „თოვლის ბებოს ზღაპარი“ (1986), „ფიროსმანი“ და სხვა. ამავე ანსამბლისათვის მან არაერთი ქართული ხალხური სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფილი სსრკ და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში (პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია).

მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა. ალექსანდრე ბასილაის ბოლო ნამუშევარია მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით - „რაღაც დასრულდა“, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე ხნის წინ გაიმართა.

იხ. ვიდეო ზღაპარი სიყვარულისა 



გარდაიცვალა გერმანიაში, სადაც მკურნალობის კურს გადიოდა. დაავადებული იყო ფილტვის კიბოთი. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...