четверг, 17 декабря 2020 г.

რიტორიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              რიტორიკა

ალეგორია რიტორიკის ( XVI) გრავიურა ე. დელონი

(ძვ. ბერძნ. ῥητορική (τέχνη), rhētorikḗ (téchnē) „მეტყველების, სიტყვის ხელოვნება“) — მჭევრი მეტყველების ხელოვნება, მჭევრმეტყველება.

რიტორიკა იყო ანტიკური ხანის საბერძნეთში მეტად ცნობილი დისციპლინა, რომლის ფლობაც უმნიშვნელოვანესად მიიჩნეოდა.

მჭევრი სიტყვის ამოცანა წარმოადგენს მსმენელის, ან მკითხველის დარწმუნებას, ანდა მის წარმართვას გარკვეული ქმედებისკენ. რიტორიკა სიტყვის ხელოვნებაა, რომელსაც რეციეპიენტზე ზემოქმედებისათვის საჭირო საშუალებები გააჩნია, რომელთა მოქნილი გამოყენებაც ქმნის გარკვეულ დამაჯერებლობას. დამაჯერებლობის თვალსაზრისით ზემოქმედებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტარიუმის ანალიზს ეფუძნება დარწმუნების თეორია.

რიტორიკა ითავსებს ორმაგ ფუნქციას იყოს მჭევრი სიტყვის ხელოვნებაცა და მეცნიერებაც. ლაღად და მოხდენილად ითქვას სათქმელი, რომელიც ამდროულად იქნება სტრუქტურულად გამართული, გასაგები, დამაჯერებელი.

იხ. ვიდეო



ჯერ კიდევ მანამ, სანამ არისტოტელისეული დარწმუნების თეორია შემუშავდებოდა, არსებობდა მჭევრმეტყველების მასწავლებელთა პრაქტიკა და იყო სათანადო სახელმძღვანელოები. რიტორიკოსები ნაწილობრივ სოფისტების მოძრაობას მიეკუთვნებოდნენ და დარწმუნების ლეგიტიმაციას ცდილობდნენ მოსაზრებით, რომ არ არსებობს (ერთი) სინამდვილე, მაგრამ თუ ასეთი არის, იგი შეუცნობელია.

შუა საუკუნეებში რიტორიკა ლოგიკისა და გრამატიკის გვერდით იყო ანტიკური ხანაში წამოქმნილი შვიდი თავისუფალი ხელოვნების კანონის, ტრივიუმის შემადგენელი.

განმანათლებლობის ხანაში იწყება რიტორიკის ყოველდღიურობიდან ნელ-ნელა განდევნა მეცნიერებებისა და ე.წ. საღი, სუფთა აზროვნების მიერ. რიტორიკას უსაყვედურებენ, რომ იგი ხელს უწყობს რაციონალური შემეცნებისაგან გარეგნულზე (და ამით შემეცნებისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანზე) ყურადღების გადატანას. მას შემდეგ რიტორიკა უმეტესწილად გაიგება როგორც სიტყვის (მეტყველების, საუბრის) ტექნიკა ან/და ტექსტის ანალიზი, მჭევრი სიტყვის და საუბრის თეორია და პრაქტიკა. რიტორიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კვლევები, განსაკუთრებით XX საუკუნის შუა ხნიდან მოყოლებული, ძირითადად დაკავებულია საუბრისა და მეტყველების პედაგოგიკის საკითხებით. ეს კვლევები უმთავრესად საენათმეცნიერო ბაზისს ემყარება, და განიხილება ფსიქოლოგიის, პედაგოგიკისა და სოციოლოგიის მოძღვრებათა ინტერდისციპლინურ ჭრილში.





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...