воскресенье, 6 декабря 2020 г.

თეონა ქუმსიაშვილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      თეონა ქუმსიაშვილი          


(დ. 27 იანვარი1984სიონი — გ. 22 ივლისი2010მუცოს ხეობა, ხევსურეთი) — ქართველი მომღერალი. ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი
იხ. ვიდეო

თეონა ქუმსიაშვილი დაიბადა დაბა სიონში1984 წლის, 27 იანვარს2007–2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივლებზე: „ხევსურული საღამო“ და „არტგენი“. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს, თეონა ქუმსიაშვილი, ანსამბლ „შავნაბადა“-სთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე თურქეთში. სახელი გაითქვა თავისი უნიკალური ხმითა და მუსიკალური კომპოზიციების შესრულებით.

იხ. ვიდეო



გამოცემული აქვს სოლოალბომები: 2005 წელს — „პირიმზე“, 2009 წელს — „მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“.

2010 წლის 22 ივლისსათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონა ქუმსიაშვილი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონას დაც.

იხ. ვიდეო





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...