ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
შავი შაშვი
ზრდასრული ფრინველის სხეულის სიგრძეა 26 სმ, წონა — 80-125 გ. მამრები შეფერილნი არიან მუქი შავი ბუმბულით, ნისკარტი და თვალის გარშემო მდებარე რგოლი ოქროსფერია. მდედრები და მოზარდები მურა ფერისები არიან, კუდი მუქი აქვთ, კისერი და მუცელი ღია. შავი შაშვი სასიამოვნოდ მგალობელი ფრინველია. მისი ოსტატური, მაგრამ მეტწილად ნაღვლიანი სტვენა ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედება შავი შაშვი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ფრინველია მსოფლიოში. ბინადრობს მთელ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში (მაროკო, ალჟირი, ტუნისი), კავკასიაში, მცირე და შუა აზიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ძირითადად ტყეებში, სახლობენ ადამიანებთან ახლოსაც.
საქართველოში ფართოდაა გავრცელებული კავკასიური შავი შაშვი.
იგი მკვიდრი ბინადარია. მიგრაცია არ ახასიათებს.
იგი მკვიდრი ბინადარია. მიგრაცია არ ახასიათებს.
შავი შაშვი მშიშარა, უხეიროდ მფრინავი ფრთოსანია, ღია ადგილებს თავს არიდებს და დროს მეტწილად ბუჩქნარებში საკვების — ჭიაყელების, ლოკოკინების, მწერების და კენკრის ძებნას ანდომებს.
იხ. ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий