ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
საირმე (წყალი)
საირმის წყლების შესახებ პირველი ცნობები XIX საუკუნის საუკუნის 90-იან წლების წყაროებში გვხვდება. იმერეთში ტყეებში მონადირეებმა შენიშნეს, რომ ირმებს ამოჩემებული ჰქონდათ ერთი ადგილი, სადაც ხშირად მიდიოდნენ. ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად, საირმის წყალი დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა მონადირე ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გაწითლებულ ქვებზე მიედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. სწორედ მათი სიმრავლის გამო უწოდეს ამ ადგილს საირმე.
საოცარი მოვლენების გამო აქაურობას მწყემსებმაც მიაქციეს ყურადღება: მათ შეამჩნიეს, რომ ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანედ ბიბინებდა, თოვლს არ დებდა, მიწა კი წვიმის გადაღებიდან რამდენიმე წუთში მშრალი იყო. „ჯადოსნური ველის“ საიდუმლოს 20-იან წლებში აეხადა ფარდა, როდესაც გეოლოგებმა მიწაში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.
საირმის წყლების მეცნიერული შესწავლის პირველი მცდელობა ვინმე ექიმ კელენჯერაძის სახელს უკავშირდება ბაღდათელი კელენჯერაძე იმხანად ჯერ ისევ სტუდენტი იყო. სწორედ მან წაიღო 1912 წელს პეტერბურგში გამოსაკვლევად ნიმუშები. მათ პეტერბურგის სამხედრო აკადემიის პროფესორმა ცვეტმა პირველი ქიმიური ანალიზი ჩაუტარა. აღმოჩნდა რომ წყალი სამკურნალო თვისებებით იმ დროისთვის სახელგანთქმულ „ნარზანს" სჯობდა, თავად ერისთავის სამფლობელოდან გაგზავნილი ნიმუშებით პეტერბურგში დაინტერესდნენ, მომდევნო წლებში საირმის წყლების შესწავლით ლატვიელი მეცნიერი რობერტს კუპცისი დაკავდა. იგი იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ბრძანებით იკვლევდა კავკასიის, კერძოდ კი საქართველოს მინერალურ წყლებს.
რობერტს კუპცისმა შესწავლა იმ დროისათვის არსებული სამეცნიერო მიღწევების შესაბამის მაღალ დონეზე აწარმოა, რაც იოლი საქმე სულაც არ იყო - მთებში საცალფეხო ბილიკებით, საჭირო მოწყობილობის და ინსტრუმენტების ატანა ზოგჯერ წარმოუდგენელ ძალისხმევასაც მოითხოვდა. კუპცისის მიერ ჩატარებულ გამოკვლევებს, სინჯების ქიმიურ ანალიზს და მათ შედარებას პოპულარულ ევროპულ წყლებთან, ახლდა რაოდენობრივი გაანგარიშებები იმის შესახებ, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო წყლის სამრეწველო ათვისებ
საირმის წყლების შესახებ პირველი ცნობები XIX საუკუნის საუკუნის 90-იან წლების წყაროებში გვხვდება. იმერეთში ტყეებში მონადირეებმა შენიშნეს, რომ ირმებს ამოჩემებული ჰქონდათ ერთი ადგილი, სადაც ხშირად მიდიოდნენ. ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად, საირმის წყალი დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა მონადირე ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გაწითლებულ ქვებზე მიედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. სწორედ მათი სიმრავლის გამო უწოდეს ამ ადგილს საირმე.
საოცარი მოვლენების გამო აქაურობას მწყემსებმაც მიაქციეს ყურადღება: მათ შეამჩნიეს, რომ ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანედ ბიბინებდა, თოვლს არ დებდა, მიწა კი წვიმის გადაღებიდან რამდენიმე წუთში მშრალი იყო. „ჯადოსნური ველის“ საიდუმლოს 20-იან წლებში აეხადა ფარდა, როდესაც გეოლოგებმა მიწაში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.
საირმის წყლების მეცნიერული შესწავლის პირველი მცდელობა ვინმე ექიმ კელენჯერაძის სახელს უკავშირდება ბაღდათელი კელენჯერაძე იმხანად ჯერ ისევ სტუდენტი იყო. სწორედ მან წაიღო 1912 წელს პეტერბურგში გამოსაკვლევად ნიმუშები. მათ პეტერბურგის სამხედრო აკადემიის პროფესორმა ცვეტმა პირველი ქიმიური ანალიზი ჩაუტარა. აღმოჩნდა რომ წყალი სამკურნალო თვისებებით იმ დროისთვის სახელგანთქმულ „ნარზანს" სჯობდა, თავად ერისთავის სამფლობელოდან გაგზავნილი ნიმუშებით პეტერბურგში დაინტერესდნენ, მომდევნო წლებში საირმის წყლების შესწავლით ლატვიელი მეცნიერი რობერტს კუპცისი დაკავდა. იგი იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ბრძანებით იკვლევდა კავკასიის, კერძოდ კი საქართველოს მინერალურ წყლებს.
რობერტს კუპცისმა შესწავლა იმ დროისათვის არსებული სამეცნიერო მიღწევების შესაბამის მაღალ დონეზე აწარმოა, რაც იოლი საქმე სულაც არ იყო - მთებში საცალფეხო ბილიკებით, საჭირო მოწყობილობის და ინსტრუმენტების ატანა ზოგჯერ წარმოუდგენელ ძალისხმევასაც მოითხოვდა. კუპცისის მიერ ჩატარებულ გამოკვლევებს, სინჯების ქიმიურ ანალიზს და მათ შედარებას პოპულარულ ევროპულ წყლებთან, ახლდა რაოდენობრივი გაანგარიშებები იმის შესახებ, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო წყლის სამრეწველო ათვისება
იხ.ვიოდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий