ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
უკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპარი
(LUCA – Last Universal Common Ancestor) — ორგანიზმი, რომელიც დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის საერთო წინაპარია. LUCA არ უნდა იქნეს მიჩნეული დედამიწაზე მცხოვრებ პირველ ორგანიზმად. მეცნიერთა შეფასებით, LUCA დაახლოებით 3,5-3,8 მილიარდი წლის წინ არსებობდა (ზოგჯერ პალეოგენურ ხანაში). LUCA-ს შედგენილობა პირდაპირ არ არის ხელმისაწვდომი, როგორც ნამარხი, არამედ ის შესწავლილია მისი შთამომავლების გენომების შედარებით — იმ ორგანიზმებისა, რომლებიც დღეს არსებობენ. 2016 წლის ივლისში, მეცნიერებმა გამოაცხადეს LUCA-ს 355 გენის იდენტიფიკაცია, რომლებსაც დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმი იზიარებს.
დედამიწაზე სიცოცხლის ყველაზე ადრეული მტკიცებულება ბიოგენური გრაფიტია, რომელიც 3,7 მილიარდი წლის მეტამორფიზებულ ქვებში აღმოაჩინეს გრენლანდიაში და მიკრობული ფენის ნამახრები, რომლებიც 3,48 მილიარდი წლის ქვიშაქვაში იპოვეს დასავლეთ ავსტრალიაში. 2015 წლის კვლევამ აღმოაჩინა პოტენციურად ბიოგენური ნახშირბადი 4,1 მილიარდი წლის წინანდელ კლდეებში დასავლეთ ავსტრალიაში, თუმცა, ასეთი აღმოჩენები მიუთითებს დედამიწაზე განსხვავებული მდგომარეობების არსებობას ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე დღესაა ზოგადად მიჩნეული, და მიუთითებს სიცოცხლის უფრო ადრეულ წარმოშობაზე.
ჩარლზ დარვინმა წამოაყენა უნივერსალური საერთო წინაპრის (ევოლუციური პროცესებით წარმოქმნილი) თეორია თავის წიგნში „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ 1859 წელს, სადაც ამბობს: „აქედან გამომდინარე, მე უნდა გავაკეთო დასკვნა, რომ ალბათ ყველა ორგანული არსება, რომელსაც ოდესმე უცხოვრია ამ დედამიწაზე, წარმოიშვა ერთი ფორმიდან, რომელშიც პირველად სიცოცხლემ ისუნთქა“
იხ. ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий