среда, 29 сентября 2021 г.

ნიკოლო პაგანინი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ნიკოლო პაგანინი

 (იტალ. Niccolò Paganini; დ. 27 ოქტომბერი1782გენუაიტალია — გ. 27 მაისი1840ნიცასაფრანგეთი) — იტალიელი მევიოლინე, გიტარისტი და კომპოზიტორი განთქმული ვიოლინოს ერთ სიმზე დაკვრით. მისმა 24 კაპრიზმა გავლენა იქონია ბრამსისრახმანინოვის და ლისტის მუსიკაზე.

ნიკოლო პაგანინი დაიბადა იტალიის ქალაქ გენუაში, ღარიბ ოჯახში. ის იყო ანტონიო და ტერეზა პაგანინის მესამე შვილი. მამამისი ანტონიო კაზინოში თამაშობდა და ოჯახის ბოლო ფულს ხარჯავდა. ფულს ის მანდოლინაზე დაკვრით იღებდა. 5 წლის ასაკში ნიკოლო პაგანინმაც დაიწყო მანდოლინაზე 

იხ. ვიდეო



დაკვრა. მისი მასწავლებელი მამამისი იყო, ხოლო შვიდი წლიდან ვიოლინოზე დაკვრის სწავლას შეუდგა. ნიკოლო მალე დაეუფლა ამ ინსტრუმენტს. ბავშვობიდანვე გადიოდა კონცერტებზე რის შედეგადაც მამამისმა ბევრი ფული იშოვა.

ახალგაზრდა ნიკოლოს პირველი მასწავლებლები იყვნენ ჯოვანი სერვეტო და ჯიაკომო კოსტა,მაგრამ მისმა ტექნიკამ მალე გაუსწრო მასწავლებლების ტექნიკას. მამამისმა ნიკოლო პარმაში წაიყვანა რათა განთქმულ მევიოლინე ალესანდრო როლასთან ესწავლებინა, მაგრამ როდესაც მევიოლინემ ნიკოლოს დაკრული მოისმინა,ურჩია ფერდინანდო პაერთან წასულიყო სასწავლებლად.

ეპიტაფია


„აქ განისვენებს ნეშტი
ნიკოლო პაგანინისა, რომელიც ვიოლინოს ღვთიური ჰანგებით
აჟღერებდა, მთელი ევროპა
უბადლო გენიით მოაჯადოვა და
იტალია ახალ ბრწყინვალე
გვირგვინით შეამკო“

კვარცხლბეკზე, ურნაზე შემოდგმულ ბიუსტს რომ იჭერს მიწერილია:


„მარადიული ხსოვნის
ეს ძეგლი დაუდგა ვაჟიშვილმა აქილემ პალერმოდან“

ურნის მარჯვენა მხარეს:


„უაღრესად კეთილშობილი გული უხვად აჯილდოებდა
ახლობლებს, არტისტებსა და ღარიბებს“

მარცხნივ:


„ეს იშვიათი ტალანტი
შესანიშნავ მუსიკას ქმნიდა და
დიდოსტატთა აღტაცებას იწვევდა“

ემილ ადოლფ ბერინგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    ემილ ადოლფ ბერინგი

 (გერმ. Emil Adolf von Behring; დ. 15 მარტი1854, ჰანსდორფი, პრუსია, ახლანდ. სოფ. ლავიცე, პოლონეთი, — გ. 31 მარტი1917, მარბურგი, გერმანია) — გერმანელი ბაქტერიოლოგი, იმუნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სეროთერაპიის დარგში გაწეული სამუშაოსთვის 1901 წელს, პირველად ისტორიაში, მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. ბერინგის მიერ აღმოჩენილმა პასიურმა იმუნიზაციამ დიდი გავლენა იქონია სეროთერაპიის განვითარებაზე.

სამედიცინო განათლება მიიღო ბერლინში, კაიზერ ვილჰელმის სამხედრო აკადემიაში (დაამთავრა 1878 წელს). პრუსიის სამეფოს სამხედრო-სამედიცინო კორპუსში 10-წლიანი სამსახურის შემდეგ, 1889 წლიდან მუშაობდა ასისტენტად რობერტ კოხთან ბერლინის ჰიგიენის, შემდეგ კი ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში. აქ იაპონელ ბაქტერიოლოგ კიტასატო შიბასაბუროსთან ერთად აღმოაჩინა ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის მოქმედება (შრატს მათ „ანტიტოქსინი“ უწოდეს) და მისი ანალოგიით მიიღო ანტიდიფთერიული შრატი, რომელიც საბოლოოდ პაულ ერლიხთან ერთად განავითარა. შემდგომში ორ მეცნიერს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 1892 წლიდან ანტიდიფთერიული შრატის წარმოება დაიწყო და დიფთერიის სტანდარტული მკურნალობის ნაწილი გახდა, რამაც მკვეთრად შეამცირა ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა. ამავე წელს ბერინგმა გამოაქვეყნა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი „სისხლის შრატით მკურნალობის პრაქტიკული ამოცანები“ (გერმ. Die praktischen Ziele der Blutserumtherapie).

იხ. ვიდეო 



1893 წელს ბერინგი პროფესორად აირჩიეს. 1894 წელს ლექციებს კითხულობდა ჰალეში1895 წლიდან კი მუშაობდა მარბურგში მის მიერვე დაარსებულ ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტში. ამ პერიოდში ბერინგი ფინანსურად იყო დაკავშირებული ქიმიური საღებავების მწარმოებელ ფირმა Farbwerke Meister, Lucius und Brüning-თან (ჰიოხსტი, ახლანდ. მაინის ფრანკფურტის ერთ-ერთი რაიონი), რომელიც შემდგომში ფარმაცევტულ კომპანიად გარდაიქმნა. ფირმამ მეცნიერს საკუთარი ლაბორატორიები დაუთმო კვლევებისთვის, რომელიც, სხვათა შორის, ტუბერკულოზსაც ეხებოდა. 1901 წელს სეროთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დიფთერიის საწინააღმდეგო შრატის შექმნისთვის მიენიჭა ნობელის პრემია. ამგვარად, ბერინგი გახდა პირველი, ვინც ეს ჯილდო მიიღო ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. ამჯერად ნობელის პრემიის გარეშე დარჩა პაულ ერლიხი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა ანტიდიფთერიული შრატის შექმნაში (ერლიხმა ნობელის პრემია 1908 წელს მიიღო). ბერინგის ნობელის მედალი ამჟამად ჟენევაშიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მუზეუმში ინახება.

ბერინგი არჩეული იყო იტალიის, ოსმალეთის, საფრანგეთის, უნგრეთისა და რუსეთის სამეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრად. მიღებული ჰქონდა გერმანიის, საფრანგეთის, ოსმალეთისა და რუმინეთის სახელმწიფო ჯილდოები. 1901 წელს გერმანიის მთავრობის მიერ აყვანილი იქნა არისტოკრატულ რანგში (გვარზე „ფონ“ ნაწილაკის დამატების უფლებით), 1903 წელს კი დაინიშნა გერმანიის იმპერიის საიდუმლო საბჭოს წევრად. ასევე ჰქონდა „საიდუმლო სამედიცინო მრჩევლის“ (Geheimer Medizinalrat) და მარბუგრის საპატიო მოქალაქის (Ehrenbürger) წოდებები. გარდაიცვალა 1917 წელს.

                                          

                         პაულ ერლიხი

                                                                     
(გერმ. Paul Ehrlich; დ. 14 მარტი1854, შტრელენი, პრუსია, ახლანდ. სტშელინი, პოლონეთი, — გ. 20 აგვისტო1915, ბად-ჰომბურგ-ფორ-დერ-ჰოე, გერმანია) — გერმანელი ექიმი და მეცნიერი, თანამედროვე ჰემატოლოგიის, იმუნოლოგიისა და ფარმაკოთერაპიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ცნობილია სიფილისის პირველი ეფექტიანი სამკურნალო საშუალების აღმოჩენით; ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (ილია მეჩნიკოვთან ერთად, 1908).

ერლიხი დაიბადა ებრაელ მეწარმეთა ოჯახში 1854 წელს. 1872-1877 წლებში სამედიცინო განათლება ბრესლაუსსტრასბურგისფრაიბურგისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში მიიღო. ადრევე დაინტერესდა უჯრედების შეღებვის მეთოდებით, რომელიც ნათესავმა, პათოლოგმა კარლ ვაიგერტმა გაააცნო. სტუდენტობის პერიოდში გაუჩნდა აზრი, რომ საღებავების მიერ უჯრედის შეღებვა უჯრედს შიგნით მიმდინარე გარკვეული ქიმიური რეაქციის შედეგი იყო და იმავე პრინციპით შეიძლებოდა სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას დაავადებულ უჯრედზე ზემოქმედება მოეხდინა. 1878 წელს ექიმად მუშაობა ბერლინში, შარიტეს ჰოსპიტალში დაიწყო. აქ მან შეიმუშავა ტუბერკულოზის ბაცილის ქიმიური შეღებვის მეთოდი. მან ასევე აღწერა სისხლის უჯრედების სხვადასხვა ტიპი და ამით თანამედროვე ჰემატოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. ბიოლოგიური ქსოვილების შეღებვის ახალი მეთოდების ძიების პროცესში ერლიხმა დაასკვნა, რომ მეთილენის ლურჯის გამოყენება შესაძლებელი იყო ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. მან ასევე შეიმუშავა ტიფით დაავადებულ პაციენტებში შარდის სპეციფიკური ანალიზის მეთოდი, მუშაობდა ცხელების საწინააღმდეგო სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალების შექმნაზე და თვალის დაავადებების მკურნალობის მეთოდებზე. 1885 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ერლიხმა აღწერა მისი დაკვირვება, რომ სხვადახვა ქსოვილი ჟანგბადს სხვადასხვა მოცულობით მოიხმარს და ეს განსხვავება უჯრედის სასიცოცხლო პროცესის ცხოველმყოფელობის მახასიათებელია.

ტუბერკულოზით დაავადებული ერლიხი იძულებული გახდა მუშაობა დროებით შეეწყვიტა და ეგვიპტეში გამგზავრებულიყო. 1889 წელს, ბერლინში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა პატარა კერძო ლაბორატორიაში განაგრძო, შემდეგ კი რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტს შეუერთდა და იმუნიტეტის პრობლემებს მიაპყრო ყურადღება. იმუნოლოგიური ფენომენების ასახსნელად ე. წ. გვერდითი ჯაჭვების თეორია შექმნა, რომელიც აღწერდა იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ცილოვანი ნივთიერებების, ანტისხეულების ურთიერთქმედებას სხვა ნივთიერებებთან. კოლეგებს ერლიხმა მისი ჰიპოთეზა 1900 წელს სამეფო საზოგადოების სხდომაზე წარუდგინა. ამ თეორიამ, მიუხედავად მისი ბევრი შემადგენლის მცდარობისა, დიდი გავლენა იქონია ერლიხის შემდგომდროინდელ მოღვაწეობასა და მის მემკვიდრეებზე. ერლიხის მიერ იმუნოლოგიაში წარმოებულმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა მეტი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც იგი 1890 წელს ემილ ბერინგს შეხვდა. ამ უკანასკნელმა ერლიხის მეთოდოლოგიით დიფტერიის საწინააღმდეგო ეფექტიანი შრატის შექმნა შეძლო. 1892 წელს ერლიხმა ასევე დაადასტურა, რომ ანტისხეულები დედის რძით ახალშობილს გადაეცემოდა.

1896 წელს ერლიხი ბერლინის შრატის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელად, 1899 წელს კი ფრანკფურტის ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. ამ დაწესებულებებში ერლიხს საკუთარი გამოკვლევებისთვის შეუზღუდავი პირობები მიეცა, თუმცა ბერინგი ცდილობდა კოლეგა დაერწმუნებინა, რომ მხოლოდ იმუნოლოგიასა და სეროთერაპიაში ემუშავა. ამან ორ მეცნიერს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. ამ დროისათვის ერლიხი დარწმუნდა, რომ სეროთერაპიის შესაძლებლობები შეზღუდული იყო და არაეფექტიანი იყო არაბაქტერიული, მაგალითად, პროტოზოული ინფექციების სამკურნალოდ. ერლიხმა ახალი ექსპერიმენტები დაიწყო ისეთი ნივთიერებების გამოვლენისა და სინთეზის მიზნით, რომელიც ეფექტიანი იქნებოდა დაავადებების გამომწვევების გასანადგურებლად ან მათი ზრდის შესაჩერებლად მასპინძელი ორგანიზმის დაზიანების გარეშე. ამით მან თანამედროვე ქიმიოთერაპიის პრინციპებს ჩაუყარა საფუძველი. ტრიპანოსომოზის წინააღმდეგ ქვანახშირის ფისის პრეპარატების შექმნის უშედეგო მცდელობის შემდეგ ერლიხმა თავისი მცდელობები სიფილისის გამომწვევზე — მკრთალ ტრეპონემაზე განაგრძო. თავისი გამოკვლევებისთვის ერლიხმა საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები მიიზიდა და მის გარშემო თანამშრომელთა კომპეტენტური გუნდი შემოიკრიბა. მათ შორის იყო იაპონელი ჰატა საჰაჩირო, რომელმაც სამუშაოს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. 1909 წელს მან ერლიხის ხელმძღვანელობით ალფრედ ბერთჰაიმის მიერ შექმნილი დარიშხანის შემცველი ნივთიერება „606“-ის (შემდგომში — სალვარსანი, არსფენამინი) ანტისიფილისური თვისებები აღმოაჩინა. ლაბორატორიულ პირობებში წარმატებით გამოცდის შემდეგ, 1910 წელს კომპანია Farbwerke-Hoechst-თან თანამშრომლობით ერლიხმა პრეპარატის 65 000 ერთეული უფასოდ გადასცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსებს. წარმატებამ ერლიხს ბევრი მოშურნე და ცილისმწამებელი შესძინა. მომდევნო წლებში მიმდინარე „სალვარსანის ომმა“, რომლის დროსაც ერლიხს პირადი გამორჩენის მიზნით პრეპარატის არაკეთილსინდისიერ გავრცელებაშიც კი ადანაშაულებდნენ, მეცნიერის ჯანმრთელობას დაღი დაასვა. ის ინსულტით გარდაიცვალა 1915 წელს, 61 წლის ასაკში.

ერლიხი ბევრი საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელი იყო. 1908 წელს მან იმუნოლოგიის კიდევ ერთ პიონერთან, ილია მეჩნიკოვთან ერთად ნობელის პრემია მიიღო. პრუსიის მთავრობისგან მინიჭებული ჰქონდა „საიდუმლო მრჩევლის“ უმაღლესი სამოქალაქო საპატიო წოდება. ერლიხი იყო ოქსფორდისჩიკაგოსა და ათენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, მაინის ფრანკფურტის საპატიო მოქალაქე და სხვ.



ბიოინჟინერია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                              ბიოინჟინერია

ზოგიერთი ბიოლოგიური მოლეკულური მანქანა

 იოლოგიის მეცნიერებათაშორისი დისციპლინა, პრინციპებისა და საინჟინრო საშუალებების გამოყენება ხელსაყრელი, ეკონომიკურად ღირებული და გამოყენებადი პროდუქტის შესაქმნელად. ბიოლოგიური ინჟინერია იყენებს და იზიარებს მრავალ, აქამდე უკვე დამტკიცებულ მცნებებს მასისსითბოს გადაცემის, კინეტიკისბიომექანიკისბიოინფორმატიკის, დაშლისა და აღდგენის პროცესების, სითხის მექანიკისთერმოდინამიკის შესახებ. გამოიყენება სამედიცინო დანადგარების, ბიოთავსებადი მატერიის, დიაგნოსტიკის ხელსაწყოების დასამზადებლად, ასევე განახლებადი ბიოენერგიის, ეკოლოგიური და აგრო-კულტურული ინჟინერიის გასავითარებლად. ბიოინჟინერია გამოიყენება ადამიანის ცხოვრების სტილის გასაუმჯობესებლად. მაგალითისთვის ბიოინჟინერიის დამსახურებით შეიქმნა ბაქტერია, რომელიც გამოყოფს ქიმიკატებს, ახალი სამედიცინო დანადგარები, რომლებიც ეხმარება ექიმს ოპერაციის კარგად წარმართვაში, სწრაფი და ადვილად გამოყენებადი დაავადების გამომკვლელვი ხელსაწყო, პროთეზი. ბიოინჟინერია ისე ერწყმის ბიოსამედიცინო მცნებებს, როგორც სხვა ინჟინერიის დარგები სხვადასხვა მცნებებს (მაგალითად, საჰაერო-კოსმოსური ინჟინერია და სხვა კოსმოსური ტექნოლოგია, დაფუძნებული კინეტიკასა და ასტროფიზიკაზე).

ზოგადად, ბიოინჟინრები ცდილობენ მიბაძონ ბიოლოგიურ სისტემებს რომ შექმნან პროდუქტები ან შეცვალონ და გააკონტროლონ სისტემები, რათა შეძლონ მათი შეცვლა, გაღრმავება, შენარჩუნება, ან წინასწარ ქიმიური თუ მექანიკური პროცესების პროგნოზირება. ბიოინჟინრებს შეუძლიათ თავიანთი ცოდნა გამოიყენონ ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის სხვა დარგებშიც, მაგალითად მცენარეებსა და მიკროორგანიზმებში გენურ ცვლილებასა და ბიოპროცესების ინჟინერიაში. მუშაობენ ექიმებთან, ექთნებთან, მკვლევარებთან, იყენებენ ტრადიციული ინჟინერიის პრინციპებს, ტექნიკებს და მათი მეშვეობით იკვლევენ სამყაროს ბიოლოგიურ თუ სამედიცინო პრობლემებს.

იხ. ვიდეო მომავლის ბიოინჟინერია



ბიოლოგიური ინჟინერია ბიოლოგიური მეცნიერებების საფუძველზე შექმნილი დისციპლინაა, ისევე როგორც ქიმიურიელექტრული და მაგნიტური საინჟინრო და მაგნეტიზმი.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ბიოლოგიური ინჟინერიის კვლევა უკვე დაწყებული იყო და განიხილებოდა, როგორც ინჟინერიის დარგი და ძალიან ახალი კონცეფცია იყო ადამიანებისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ძალიან სწრაფი განვითარების ციკლი განვლო, რაც ნაწილობრივ, ბრიტანელი მეცნიერისა და მაუწყებლის ჰაინც ვოლფის დამსახურებაა. მან, 1954 წელს, ბრიტანეთის სამედიცინო კვლევის ეროვნული ინსტიტუტში პირველმა გამოიყენა ტერმინი „ბიოინჟინერია“. ვოლფმა იმავე წელს დაამთავრა ინსტიტუტი და უნივერსიტეტში ბიოინჟინერიის სამმართველოს დირექტორი გახდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბიოინჟინერიას უნივერსიტეტში ცალკე ფილიალი დაეთმო. ელექტროტექნიკა ითვლება ამ საინჟინრო სექტორის პირველ დარგად იმ დროისათვის სამედიცინო აპარატურისა და ტექნიკის განვითარების გამო. როდესაც ინჟინრები და ბიოლოგები ერთობლივად მუშაობდნენ, წარმოიშვა პრობლემა, რომ ინჟინერებმა არ იცოდნენ საკმარისი და საჭირო ინფორმაცია ბიოლოგიის შესახებ. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ინჟინრები, რომელთაც სურდათ ბიოლოგიური ინჟინერიის შესწავლა, უფრო მეტი დროის დათმობა დაიწყეს და კვლევა ჩაუტარეს დეტალებსა და პროცესებს, რომლებიც მოიცავენ როგორიცაა ბიოლოგიას, ფსიქოლოგიას და მედიცინას. ტერმინი ბიოლოგიური საინჟინრო გამოიყენება, აგრეთვე, გარემოსდაცვითი ცვლილებების აღსაწერად: ნიადაგის დაცვა, ფერდობების სტაბილიზაცია, წყლის და სანაპიროს დაცვა, ქარიშხალიმცენარეული ბარიერები. ტერმინი ბიოლოგიური ინჟინერია შეიძლება გამოვიყენოთ სოფლის მეურნეობის ინჟინერიის დასახასიათებლადაც.

იხ. ვიდეო



ბავშვი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ბავშვი

ადამიანის ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც იგი ჩვილი აღარ არის, ზრდასრული კი ჯერ არ გამხდარა. ადამიანის ბავშვობის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ საზოგადოებაში ცხოვრობს იგი. გარეოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისია 18 წლამდე ასაკის ადამიანს ბავშვად თვლის. ბავშვი არის მუდმივად მზარდი და განვითარებადი ორგანიზმი, რომელსაც აქვს გარკვეული მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მახასიათებლები თითოეულ ასაკობრივ სტადიაზე. ბავშვის ფსიქიკის განვითარების შემდეგი პერიოდია:
ახალშობილთა პერიოდი (სიცოცხლის პირველი ოთხი კვირა - 28 დღე); მკერდის ასაკი (სიცოცხლის 29 -ე დღიდან 1 წლამდე); საბავშვო ბაღის ან სკოლამდელი ასაკის პერიოდი (1 -დან 3 წლამდე); სკოლამდელი პერიოდი (3 -დან 7 წლამდე); უმცროსი სასკოლო ასაკი (7 -დან 12 წლამდე); მოზარდობა (13-14 წლიდან 17-18 წლამდე)
იხ. ვიდეო 8 ყველაზე უცნაური და გასაოცარი ბავშვი



ბავშვობის სწრაფი ზრდისა და ცვლილებების ხანაა. ადამიანს სწავლის პროცესში უნვითარდება უნარები და აზროვნება, როცა სხეული და ტვინი იზრდება და ცვლილებას განიცდის. ბავშვი თანდათან ახერხებს უფრო და უფრო ზუსტად მართოს ყოველი მოძრაობა. მეტყველებაც სწრაფად უნვითარდება — პირველ სიტყვებს ბავშვი დაახლოებით 1 წლისა ამბობს, ხოლო 6 წლისამ უკვე 2600-მდე სიტყვა იცის. ბავშვი სამყაროს, ძირითადად, თამაშით შეიმეცნებს. ცხოვრებისეული სიტუაცებისათვის იგი თამაშით ემზადება. გარდატეხის ასაკში ბავშვი დამოუკიდებელი ხდება. იგი უკვე საკმაოდ თავდაჯერებული და გამოცდილია საიმისოდ, რათა გარკვეული პასუხისმგებლობა იკისროს.

                                                              

1 წლის
2 წლის
3 წლის
4 წლის
5 წლის
6 წლის
7 წლის
8 წლის
9 წლის
10 წლის
11 წლის
12 წლის
13 წლის
14 წლის
როგორ დავიმორჩილოთ ბავშვი - მშობლები ხშირად ჩივიან, რომ შვილები მათ ნათქვამზე ყურსაც არ იბერტყავენ რაარის ეს? არაფრად ჩაგდება? აბიჩად აგდება? არა უბრალოდ ბავშვი ისევეა გატაცებული იმით, რასაც იმწუთას აკეთებს, რომ საერთოდ არ ესმის ჩვენი თქვენ შეგიძლიათ მოაქცეთ ისე რომ თქვენი სიტყვები ქარს არ გაყვეს.
ნუ წანოიწყებთ საუბარს, თუ არ აპირებთ ბავშვთან დიალოგის ჩაბმას და მხოლოდ უსიამუვნო განწყობისგან განმუხტვა გსურთ ნურც საყბედურებით და შენარჩუნებით დაიწყებთ სათქმელ ბავშვი პირველი სიტყვების გაგონებაზე თავის თავშიო ჩაიკეტება.
მიეცით მოსმენის მაგალითი აჩვენეთ ბავშვს რა ყურადღებიტ უსმენთ მეუღლეს, მეგობრებს, თავად მას. იასუბრეთ პატივისცემით ბავშვები თითქმის ყოველთვის ,,თავშივე'' ყურადღებას, როცა მათ ბრძანების ან საყვედურის კილოთი ესაუბრებით ლაპარაკის დაწყებამდე შეამოწმეთ, გიყურებთ თუ არა ბავშვი და აღიქვავს თუ არა თქვენს სიტყვებს, სთხოვეთ გაიმეოროს მოსმენილი, რათა დარწმუნდეთ, რომ მან ყველაფერი სწორად გაიგო.
ჩვენ მშობლები ხშირად ჩვენ თვითონ ვუწყევთ პროვოცირებას ბავშვების ,,გამოთიშვას'' როცა განუწყვლეტივ რაიმეზე მივუთითებთ, ვუბიძგებთ და ვაიძულებთ ამით ადამიანი შეიძლება კოფიუტერსაც შეადაროთ თუ მას ერთდროულად მისცემთ იმდენ დავალებას რამდენის შესრულებაც მის შესაძლებლობას არემატება, ის რა ტქმა უნდა გაითიშება.
განამტკიცეთ თქვენი თხოვნა მოქედებით - ჩაჰკიდეთ ბავშვს ხელი და მიიყვანეთ იმ ადგილთან სადაც მან თქვენ მიერ მითითებულ მოქმედება უნდა შეასრულოს დაყავით დავალება პატარ-პატარა ნაწილებად და მიეცით ბავშვს თითოეული მათგანს შესასრულებლად საწირო დრო მომდევნო დავალების მოცემამდე სერიოზული საუბრისათვის შეარჩიეტ შესაფერისი დრო და ადგილინაცვლად იმისა რომ შეარცხვინოთ ან დასაჯოთ, მიეცით საშუალება გამოასწოროს შეცდომა, მაგ., გაიწმიდოს ჭუჭყიანი ფეხსაცმელის ნაკვალევი.
ნუ დაიწყებთ ფრაზას სამი ,,აკრძალავი'' სიტყვით ,,თუ'' ,,შენ'' და ,,რატომ'' აღიქმება როგორც მუქარა საფრთხე ,,შენ''როგორც სიგნალი მასზე ზეწოლის ხოლო რატომ მოითხოვს საქციელის ახსნას
ნურასოდეს მიმართავთ ცრუ მიქარასა და დაპირებას ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს თუ მას რაიმეს შეპირდეთ, აუცილებალდ შეუსრულეთ.
დავეხმაროთ ბავშვის გულს - ბავშვის გული ანატომიურად და ფიზიოლოგიური თვისებებით ძალინ სუსტია ის შეიძლება დაზიანდეს გადატანილი ისეთი დაავადებებისას როგორიც არის წითელა, ფილტვების ანთება ან ანგინამ
თუ პატარამ გადაიტანა ნებისმიერი ინფექციური დააავდება ყურადრებიტ დააკვირდიტ მას ერთი თვის განმალვობაში, რადგან მიოკარდიტის სიმპტომები თვას იჩენს გამოჯამრთელებიდან 3-4 კვირის შემდეგ, თუ პატარა ვერ უმკლავდება ცვეულებრივი დატვირთულობას, უწირს სუნთქვა სირბილის დროს ან არამრთზეასვლისას და ჭრვეულობს, უსათუოდ აჩვენეთ კარდიოლოგს.
დააკვირდით პულსს, ახალშობილის გულისცემის ნორმა წუთში 150-160დარტყმა, ერთი წლის ბავშვისა -120, 5 წლის - 100. პულსი
რას გვიმალავს სავშვის ნახატი
ზის პატარა და თავისთვის რაღაცას ხატავს, დედას მეტი არაფერი უნდა. მას ხომ ბავში არ აწუხებს, თუმცა მან არ იცის, რომ ეს არის ტავისებური ,,ოქროს გაასაღები'' რ-იც გჰვაძლევს საშუალებას გავუხსნათ ჩვენს შვილებს შინაგანი სამყაროს კარი.
ხატთვის დროს პატარა არა მარტო ეუფლება სახვითო ხელოვნების ტეხნიკურ  უნარებს, არამედ შეიცნოს თავისთავი და გარემო ხშირად ბავშვი ისე იერთვება ხატვის პროცესში, როგორც თამაში და იწვევს კომენტარებს თუ რა დახატა. ხატვისას ის ბევრს განცდას ავლენს, თავს წარმლოიდგენს მთავრ გმირად, უძლიერეს და ყველაფრის შემძლედ. ამიტომ არ ღირს, ხატვის დამთავრებისთანავე გავაკტიტიკოთ მისი ნახატი, ის ამ დროს ეწ ,,ნაჯღაბნს'' კი არ გაჩვენებს, არამედ ,,რობოტების ბრძოლის ველს'' ბიჭებს განსაკუთრებით  უფრო გმირების დახატვა  მოქედებაში გოონებს კი ბვრად აკურატულად  და სწოხაზოვნად არის შესრულებული.
როგორც წესი 2-3 წის ასაკში პატარა კარგად იცის, რომ ცა ლურჯია, მზე - ყვითელი, თუ ნახატზე, ყველაფერი პირიქთაა ჰკითხეთ თუ რატომ დახატა ასე ამასთან ისე, რომ არ სეელახოთ თავმოყვარეობა მიეცით საშულება ქაღალდზე თავისუფლად იგრძონს თავი გადაიტანოს თავოსი ემოციები და სურვილები ის სახით როგორც მას სურს.
ყურადღებით დააკლვირიდით ბავშვის ნახატს ის ბევრ საიდუმლოს გაგმხელთ მაგ., მოგიყვებათ ავტორის გუნებაგანწყობას. თუ ბავში ჯამრთელია, ლაღი მხიარული, მის ნახატში სჭარბობს ნათელი ფერები,  თუ პრიქით - მუქ ფერებია გამოყენებული, მიანშნებს იმას, რომ პატარა ძალიან გაღიზიანებულია, ან პირიქით უღიმღამო უინტერესო ფერე ატარებს უფრი მეტად შიშს, მუქარას და განცდილი. დააკვორდით. დააკვირდით რასთან უნდა იყოს დაკავშირებულიიმასთან ხომ არა, რომ ბავში მუდმივად ქმნის ,, ეს არ არ აიღო გაგიტყდება'' აქეთ არ წახვიდე თორემ დაიკარგები ან ხშირად უყურებს საშინელებათ ფილმებს მიზეზი შეიძლბა იყოს სხვადასხვა, ასე რომ ბავშის ნახატებს შეუძლიათ, უკეთ გავიცნოთ შვილი, მისი პ[რობლემები და ფიქრებითქვენ ხომ არ ხართ ამის მიზეზი.
როგორ ვითარდება ბავშვის მეტყველება
თქვენი პატარის ასაკისმეზობლის ბავშვი თიტქმის ლაპარაკობს, თქვენი კი სიტყვასაც ვრ ამბობს? არ ინერვიულოთ და არ გაიქცეთ ექიმთან ახლა ვნახოთ ტუ როგორ ვითარდება ბავშვის მეტყველება
დაბადებიდან 3 თვამდე პატარა მხოლოდ ყურს უგდებს გარშემომყოფთა მეტყველებას და იწყებს გარკვეული ბგერების წარმოქმნას ღუღუნებს.
3 თვიდან 6 თვემდე აქტოურად ვითარდება მხედველობითი სმენითი კავშირი, პატარა იწყებს ლაპარაკის გაგებას თავისებურად, უფროსების სეროზული სახე და ხმამაღალი ლაპარაკი - ე.ი. რაღაც ისე არ არის, თუ იცინიან - ე.ი. ყველაფერი კარგდაა. ამის შესატყვისია ბავშვის რექციაც - იღიმის ან იწყებს ტირილს, კივილს და ეს რეაქცია შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს, მაშინაც კი როდესაც უკვე ლაპარაკობს, დადის და ა.შ. 
6 თვიდან 10 თვემდე პატარა ამყარებს სიტყვებსა და საგნებს შორის კავშირს, ბავშვების უმეტესობა ცდილობს, უფროსების მიბაძვით წარმოტქვას ,,დე'' ,,მა'', ,,ბუ'', ,,ჰა''
ერთი წლის ბავშვს შეუძლია უფროსების თხოვნით შეასრულოსმოქედება ,,აიღე ბურთი'', ,,ჭამე ფაფა'', და ა.შ. სურათზე ცნობს საგნებს  და ცდილობს წარმთქვას მისი სახელი თუმცა სიტყვათა მარაგი სულ 2-10 სიტყვაა.
ერთი წლის შემდეგ პატარა აქტიურად იწყებს  სამყაროს შეცნობას. იღებს ახალ შთაბეჭდილებებს, ამიტომ მათ უკვე აღარ აკმაყოფილებთ მიმიკები და ჟესტები, ცდილობენ გასაგებად გამოთქვან თავინთი აზრი.
თუმცა დამოუკიდბლეად აზრის გადმოცემას იწყბენ 1,5-2 წ-ის შემდეგ ასაკში, რაც ნორმალურია. ამ დროს საჭიროა ყურადღება მაქციოთ, როგორ რეაგირებსპატარა თქვენს მეტყველებაზე, ესმის თუ არა ყველაფერი, რაზეც საუბრობთ. ასრულებს თუ არა თქვენს თხოვნას, პასუხი თუ დადებთია - ე.ი. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
ერთ კია - შეეცადეთ ბავშვმა თქვენს შეკითხვაზე (რას შეჭამ, სად გავისეირნოთ და ა.შ.) უპასუხოს ერთ ან ორი სიტყვით (ნაწილობრივ), თანდათან, 3 წლისა, ის შეძლებს მარტივი წინადადებების აგებას, პატარა ლექსის დამახსოვრებას და ა.შ. 
ექიმს  შეიძლბეა მხოლოდ მაშინ მიმართოთ, თუ პატარა სამი წლის შემდეგაც ჩუმად არის.
ბავშვს წამწამებზე რაღაც უჩნდება წერტილებად, თავიდან მეგონა ტვალი აეკრა და ის დარჩა, მაგრამ კიდევმოემატა წამწამების ძირზე რაიქნება რა ვიხმარო მოსაცილებლად - ეს შესაძლოა თვალის პარაზიტული დაავადების დამოდკოზის ნიშანის იყოს, დამოუკიდებლად ნურაფერს მოიმოქედებთ. აჩვენეთ ოფთალმოლოგს.
როცა ბავშვი მოწყენილია - თიტქოსდა ყველაფერი გაქვთ - ფერადი ფანქრები, საღებავები, სათამაშოები, ბავშვის წიგნები, ჟურნალები -  რაც პატარას გაართობს, მაგრამ ის მაინც მოწყენილია. ფსიქოლოგები ამის ოთხ მიზეზს:
პირველი მზეზი - ბევრ სკლამდელი ასკის ბავშვს არ შეუძლია მშობლების და უფროსების და-ძმის გარეშე დამოუკიდბელად თამაში. მშობლ;ების ამოცანაა - აწავლონმას დამოუკიდებლად ითამაშოს. ამისათვის საწიროა წააქეზოთ ( წაახალისოღ დამოუკიდებელი თამაშისატვის, თუკი ბავში რაღაცით არის გატაცებული. შეუქმენით კეთილსასურველიგარემო - გამორთეთ ტელევიზორი (თუკი ჩართულია), შეუმჩნევლად გადით ოთახიდან. ცოტა ხნის შემდეგ შეხედეთ თუკი პატარა არ გთხოვთ, თამაშის პროცესში არ ჩაერთოთ, ხშირად შესთავაზეთ სიტუაციურ-როლიანი თამაშები. ეს თამაშები მის წარმოსახვას გაამდიდრებს, მაგ., ტატხდზე დასვით თოჯინები და უთხარით, რომ ეს საბავშო ბაღია, პატარა კი - აღმზდელი, დაე მან მოიფიქროს ან გაიხსენოს საბავშო ბაღის სიტუაციები (ეზოში თმაში, საუზმე და სხვ), დაელაპარაკოს თითოეულ ,,აღსრდელს''. დაე მან მოიფიქროს ან გაიხსენოს. თუ დასაწყისში პატარას გაუჭირდა, უკარნახეთ, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ მალავე გადით თამაშიდან.
მეორე მიზეზი - ბევრი ბავში უარს ამბობს ითამაშოს დამოუკიდებლად, როდესაც ოთახში დედა და მამაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აკლია მშობლების ყურადღება. მშობლებმა დიდი დრო უნდა დაუთმონ პატარას, ითამაშოს მასთან ერთად ისეირნოს, იმღერონ მოუსმინონ მუსიკას, წაუკითხონ ზღაპრები და ა.შ. 
მესამე მიზეზი - დღეს ბავშვებში ძალინ გავრცელებული ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ასეთი ბავშვს არ შეუძლია რამდენიმე წუთზე მეტხანს მიაპყროს რომელიმე საქმიანობას საწიროა მასთან ერთად ითამაშოთ. დასაწყისში პატარა ხშირად მალაევე ტოვებს თამაშს, როგორც კი ბავშვს თამაში მოეწონება, ის დამოიკედბლად სიამუვნებით გააგრძელებს თამშს.
მეთხე მიზეზი - იმ დატვირთვას, რ-ბსაც ბავშვები განიცდიან (ბაღში კი ცეკვავენ, მღერიან, ვარჯიშობენ, მეცადინეობენ) , ვერ უძლებენ. დაღლა მათი მუდმივი თანამგზავრია, რ-საც შეიძლება მათში დეპრესიაც გამოიწვიოს. მშობლებმა თვალყური უნდა ადევნოს, რომ ბავშვებმა კარგად გამოიძინონ, კარგად იკვებონ. ზშირად ისეირნონ, ითამაშონ თანატოლებთან ერთად, თუ გეშინიათ მისი ეზოში მარტო გაშვება მაშინ მისი მეგობრები დაპატიჟეთ შინ.














წიწმატურა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                  წიწმატურა წიწმატურა  ( ლათ.   Capsella bursa-pastoris ...