понедельник, 13 сентября 2021 г.

დედა ტერეზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            დედა ტერეზა

(ალბ. Agnes Gonxha Bojaxhiu; დ. 26 აგვისტო1910 — გ. 5 სექტემბერი1997) — ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში.

მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, მისი წევრები სხვა ქვეყნებშიც იწყებენ საქველმოქმედო საქმიანობას და უკვე 1970-იანი წლებისთვის დედა ტერეზა მსოფლიოში განთქმული ხდება ჰუმანიტარული საქმიანობისა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებისთვის. გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი ნეტარად შერაცხა, ხოლო 2016 წელს პაპმა ფრანცისკემ ის წმინდანად შერაცხა.

იხ. ვიდეო დედა ტერეზას ციტატები და გამონათქვამები, რ-აც შეცვალა სამყარო

დედა ტერეზა 1910 წლის 27 აგვისტოს დაიბადა მაკედონიის ქალაქ სკოპიეშიალბანელი არომუნების ოჯახში.

როდესაც 18 წელი შეუსრულდა, ირლანდიაში წავიდა, სადაც მონაზონთა ორდენში ჩაირიცხა „ლორეცოს ირლანდიელ დებში“.

1931 წელს გახდა მონაზონი და მიიღო სახელი ტერეზა, 1927 წელს წმინდად შერაცხულ მონაზონ–კარმელიტი ტერეზას პატივსაცემად, რომელიც ცნობილი იყო მისი კეთილი და ქველმოქმედი ბუნებით.

მალე ორდენმა იგი კალკუტაში გაგზავნა და 20 წლის განმავლობაში წმინდა მარიას ქალთა სკოლაში ასწავლიდა. 1946 წლის 10 ოქტომბერს, მან ორდენიდან გაჭირვებულთა და მიუსაფართა მზრუნველობის ნებართვა მიიღო. 1948 წელს ჩამოაყალიბა ორდენის საქველმოქმედო გაერთიანება, რომლის საქმიანობასაც გაჭირვებულთა შეფარება და მკურნალობა წარმოადგენდა, მიუხედავად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა.

1965 წელს ორდენის ქველმოქმედების საზღვრები ინდოეთს გასცდა და ამჟამად მას მსოფლიოს 111 ქვეყანაში 400 ფილიალი და 120 ქვეყანაში 700 გაჭირვებულთა თავშესაფარი გააჩნია. როგორც წესი, ისინი ჩნდებიან სტიქიურად განადგურებულ და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში.

1973 წელს ტერეზა ტემლპტონოვის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა რელიგიის პროგრესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

1979 წელს დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის პრემია.

ის გარდაიცვალა 1997 წელს 87 წლის ასაკში, ხოლო 2003 წლის ოქტომბერში კათოლიკურმა ეკლსიამ იგი წმინდანად შერაცხა.

ერთხელ დედა ტერეზამ თქვა:

„ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ ქრისტე, ამიტომ ჩვენ არ ძალგვიძს ვაჩვენოთ მას ჩვენი სიყვარული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები და მათთან ურთიერთობაში გამოვავლინოთ ის სიყვარული, რასაც გამოვავლენდით ქრისტესთან თუ მის დანახვას შევძლებდით“

იხ. ვიდეო დედა ტერეზა გიყვარეთ ერთმანეთი

დედა ტერეზა სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა რწმენის უკმარისობას და ებრძოდა საკუთარ თავს, რათა დაეძლია ურწმუნოება და ყოფილიყო რელიგიურად უფრო მტკიცე:

„სად არის ჩემი რწმენა? სადღაც შიგნით სიღრმეშიც... კი არ არის არაფერი სიცარიელისა და სიბნელის გარდა... თუ ღმერთი არსებობს–გთხოვ შემინდე. როდესაც მე ვცდილობ ჩემი ფიქრი ზეცას შევუერთო, მიჩნდება ისეთი განცდა, თითქოს ეს აზრები ისევე მე მიბრუნდებიან, მიბრუნდებიან ბასრ დანებად, რომლებიც ჩემ სულ მოუშუშებელ იარებს აყენებენ... ო როგორი მტკივნეულია ეს შეუცნობელი ტკივილი–მე არ მაქვს რწმენა. უარყოფილი, სიცარიელე, ურწმუნოება, ყოვლგვარი სურვილის გარეშე... რისთვის ვიბრძვი მე? თუ არ არსებობს ღმერთი, ვერ იარსებებს სული. თუ არ არსებობს სული, მაშინ არც შენ არსებობ იესო.“

იხ. ვიდეო დედა ტერეზა წმინადანად შერაცხეს

რომში 1984 წელს, რომის პაპ იოანე პავლე მეორესთან სტუმრობისას, დედა ტერეზამ გულის შეტევა განიცადა. მეორე შეტევის შემდეგ 1989 წელს მან მიიღო ხელოვნური კარდიოსტიმულატორი. 1991 წელს, მექსიკაში პნევმონიასთან ბრძოლის შემდეგ, მან განიცადა გულის შემდგომი პრობლემები. დედა ტერეზამ შესთავაზა უარი ეთქვა წყალობის ორდენის უფროსის თანამდებობაზე. მაგრამ ორდენის მონაზვნებმა ხმა მისცეს ფარული კენჭისყრით. 1996 წლის აპრილში დედა ტერეზა დაეცა და მოიტეხა მუხლის ძვალი. იმავე წლის აგვისტოში იგი დაავადდა მალარიით და ასევე განიცადა მარცხენა პარკუჭის უკმარისობა. მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა. როდესაც დედა ტერეზა ავად გახდა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის მკურნალობდა კალიფორნიის კეთილმოწყობილ საავადმყოფოში და არა მის ერთ კლინიკაში. კალკუტას მთავარეპისკოპოსი, ჰენრი სებასტიან დ'საუზა ამბობს, რომ როდესაც დედა ტერეზა პირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს გულის პრობლემებით, მან უბრძანა მღვდელს, რომ მისი ნებართვით განეხორციელებინა ეგზორციზმი მასზე, რადგან მას სჯეროდა, რომ მას შესაძლოა ეშმაკი ემუქრებოდეს. 1997 წლის 13 მარტს დედა ტერეზამ დატოვა თავისი მოვალეობა, როგორც წყალობის ორდენის ლიდერი. იგი გარდაიცვალა 1997 წლის 5 სექტემბერს. მისი გარდაცვალების დროს დედა ტერეზას 4000 -ზე მეტი მისიონერი მუშაობდა 610 მისიაში 123 ქვეყანაში

იხ. ვიდეო ვინ არის დედა ტერეზა






Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...