суббота, 25 сентября 2021 г.

კოსმოსური სადგური ტიანგუნი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

     კოსმოსური სადგური ტიანგუნი

ჩინელებმა საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაიწყეს დამიუკიდებლად მარტო

(ჩინ. 天宫空間站) — ჩინური კოსმოსური სადგური, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან საშუალოდ 400 კილომეტრის სიმაღლეზეა განთავსებული და სხვადასხვა მოდულისგან შემდგარ კონსტრუქციას წარმოადგენს. კოსმოსური სადგურის მთავარი მოდული 2021 წლის 29 აპრილს გაეშვა, ხოლო მთლიანად სადგურის მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. მომდევნო წელს ჩინურ კოსმოსურ სადგურს კიდევ 2 მოდული შეემატება.

კოსმოსური სადგური ტიანგუნი მირისა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შემდეგ მესამე მრავალმოდულიანი ორბიტული სადგური გახდება, მაგრამ უფრო პატარა ზომის. მშენებლობის დასრულების შემდეგ ტიანგუნის წონა 60 ტონას მიაღწევს, თუმცა მოგვიანებით მისი 100 ტონამდე გაზრდაც იქნება შესაძლებელი.

ჩინეთში იმედოვნებენ, რომ კოსმოსური სადგური ხელს შეუწყობს მეცნიერებს სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარებასა და ჩინეთს კოსმოსის უკეთ ათვისებაში დაეხმარება.

იხ. ვიდეო ტაიკონავტები პირველი ექსკურსია ჩინური კოსმოსური სადგურისა 

მისიის ტიპი - ორბიატალური, მისიის ხაგრძლივობა -  10 წ, სტატუსი -  ატიურია, დატვირთული მასა - 60ტ., სიგრძე - 20მ., სიჩქ. - 27 000 კმ/სთ (7,66მ/წმ), კვების წყარო - მზის ბატარეები

ინური კოსმოსური სადგურის მშენებლობის გეგმა ჯერ კიდევ 2010 წელს დამტკიცდა.

2013 წელს, მასობრივი გამოკითხვებისა და საექსპერტო კვლევების შედეგად მომავალი სადგურის დასახელებად "ტიანგუნი" — "ზეციური სასახლე" განისაზღვრა. 

კოსმოსური სადგურის პირველი მოდული ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა გაეშვათ, თუმცა პროცესმა 2019 წლისთვის გადაიწია. აღნიშნული შეფერხება მეტწილად რაკეტა-მატარებლის ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირდება.

იხ. ვიდეო კოსმოსური  სადგურების შედარება ჩინური სადგური უფრო საადგური ,,მირის'' გამოჯობესებული ვარიანტია.



2018 წელს ცნობილი გახდა, რომ კოსმოსური სადგურის პირველი მოდული 2020 წელს გაეშვებოდა.

2019 წლის მარტში ჩინეთის აეროკოსმოსური სამეცნიერო-ტექნიკური კორპორაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კოსმოსური სადგურის მშენებლობა 2022 წლისათვის დასრულდებოდა.

2021 წლის 19 აპრილს ჩინური კოსმოსური სადგურის პირველი მოდული წარმატებით გაეშვა და მითთებულ ორბიტაზეც გავიდა.

2021 წლის 30 მაისს მთავარ მოდულს სატვირთო ხომალდი წარმატებით მიუერთდა.

2021 წლის 17 ივნისს კოსმოსური სადგურის მოდულს მიუერთდა პილოტირებადი ხომალდი, რომლის ბორტზეც 3 ასტრონავტი იმყოფებოდა.

იხ. ვიდეო

ინური კოსმოსური სადგურის უმთავრესი დანიშნულებაა:

  • სხვადასხვა კოსმოსური ხომალდის მიერთების ტექნოლოგიის განვითარება.
  • ადამიანთა კოსმოსში გრძელვადიანი ყოფნის პერსპექტივის სიღრმისეული ანალიზი.
  • ავტონომიური ტექნოლოგიების ჩამოყალიბება სადგურის უკეთ სამართავად.
  • სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება.

კოსმოსური სადგური ტიანგუნი პეკინის კოსმოსური ფრენების ცენტრიდან იმართება. ასტრონავტთა მეტი უსაფრთხოებისა და გართულებების თავიდან აცილებისთვის, დედამიწაზე სპეციალური სამაშველო ხომალდი მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებაუკაბელო კომუნიკაციისთვის კოსმოსური სადგური WI-FI ქსელითაა აღჭურვილი. თითოეული ასტრონავტი სპეციალურ ყურსასმენსა და მიკროფონს ატარებს. გაფრენამდე მათ თავად ამოარჩიეს რამდენიმე ათეული სახეობის სასურველი საკვები. გარდა ამისა, სპეციალურ საწყობში ახალი ბოსტნეული და ხილი ინახება. დამატებით, კოსმოსურ სადგურზე მოწყობილია მცირე ზომის სამზარეული და მიკროტალღური ღუმელი, რათა ეკიპაჟმა ყოველთვის ცხელი საკვები მიირთვას.

იხ. ვიდეო







Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...