среда, 1 сентября 2021 г.

დათა თუთაშხია (ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

           დათა თუთაშხია (ფილმი)

 კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1978 წლის ქართული სატელევიზიო შვიდსერიიანი მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია გიგა ლორთქიფანიძე და გიზო გაბესკირია. კომპოზიტორები: ბიძინა კვერნაძე და ჯანსუღ კახიძე. გადაღებულია ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელიც შეიქმნა 1973-1975 წლებში. „დათა თუთაშხიას“ ბეჭდვა 1971-1972 წლებში ჟურნალმა „ცისკარმა“ დაიწყო და საქართველოში მაშინვე პოპულარული გახდა.

იხ. ვიდეო



ფილმში მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესითენგიზ არჩვაძეიური იარვეტიკარლო საკანდელიძესოფიკო ჭიაურელიიმედა კახიანიიპოლიტე ხვიჩიაგივი ბერიკაშვილიგურამ საღარაძეგივი ბერიკაშვილიდოდო აბაშიძესესილია თაყაიშვილიოთარ კობერიძეზინაიდა კვერენჩხილაძევასილ ჩხაიძე და სხვები.

იხ. ვიდეო



ფილმში გაშუქებულია საქართველო, სადაც ადგილი აქვს რუსეთის იმპერიის ბატონობის ბოლო პერიოდს. ფილმის მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. მთავარი გმირია დათა თუთაშხია (ოთარ მეღვინეთუხუცესი), რომელიც კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი ბიძაშვილი მუშნი ზარანდია (თენგიზ არჩვაძე) სხვა არჩევანს აკეთებს — ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. ფილმის მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება.

იხ. ვიდეო



აღსანიშნავია, რომ დათა თუთაშხია ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს რუსეთში „ნაპირების“ (რუს. Берега) სახელწოდებით გახდა ცნობილი. ეს რუსების მოთხოვნა იყო. „დათა“ რუსულად „დატად“ (რუს. Дата) გამოითქმის, რაც თარგმანში „თარიღს“ ნიშნავს. ნაწარმოების იდეა გახდა შემდეგნაირი: დათა ხან ერთ გზას ირჩევს, ხან — მეორეს, თავისი ცხოვრების კრედოდ, ხან — ჩაურევლობას, ხან — ჩარევას, ხანაც — მმარგვლელის როლის აუცილებლობას; სხვადასხვა ნაპირს აწყდება იმის ძიებაში, თუ როგორ უნდა იცხოვროს. ამიტომაც დაერქვა ფილმს „ნაპირები“

იხ. ვიდეო

                             დათა თუთაშხია

 ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე განთქმული რომანი. იგი შეიქმნა 1973-1975 წლებში. რომანის მოქმედება წარმოებს XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგს საქართველოში. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე და ეხება მრავალ ეთიკურ პრობლემას.
იხ. ვიდეო


თავარი გმირია დათა თუთაშხია (რეალური პიროვნება: გუძა შელია), რომელიც კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია სხვა არჩევანს აკეთებს — ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. რომანში მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება.

რომანი - დაწერილია რეალურ პიროვნებაზე - გუძა შელია - დაიბადა სამეგრელოში, კონკრეტულად წალენჯიხის რაიონ სოფელ საჩინოში, აბრაგს შეგნებულად უყრიდნენ ჭორებს, რადგან ხალხში გამოეწვიათ მისდამი ზიზღი და იმ დონემდეც კი მივიდნენ, რომ საკუთარ შვილს შეეზიზღა მამა და საბოლოო გასროლაც მან მოახდინა (გუდუ პერტია), თუმცა რეალურად ეს ხელისუფლების ჩანერგილი სიძულვილი იყო რომელიც ამ ტყვიაში განხორციელდა, მაგრამ თუთაშხიას სიკვდილის ფაქტი ვერავინ დაადასტურა. თვით გუდუ პერტიამაც არ დაადასტურა მისი სიკვდილი, მან და მჭედელმა, რომელმაც თუთაშხია ბოლოს ნახა დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ აბრაგი თურქეთში გაემგზავრა. ამგვარად საქმე ვერ დაიხურა.

იხ. ვიდეო



ომანი დაყოფილია 4 ნაწილად და მოთხრობილია მისი გმირის მორალური ევოლუციის შესახებ იმ პიროვნებების გადმოსახედიდან, რომლებთანაც წარსულში კავშირი ჰქონდა. დათა თუთაშხია არის ადამიანი, რომელიც დაბადებიდან ვერ იტანს უსამართლობას და უკანონობას. თავიდანვე, რომანში ვიგებთ, რომ იგი იყო ბრალდებული შემთხვევითი მკვლელობის თანამონაწილეობისათვის. მას შემდეგ დაიწყო ცხოვრება, როგორც ტყეში გასულმა და სასოწარკვეთილი ჟანდარმერიის მუდმივად დევნილმა. მთელი რომანის განმავლობაში, თუთაშხია იცვლის ადგილსამყოფელს, ხედავს ბოროტებას და ცდილობს როგორმე დასძლიოს იგი.

რომანის პირველი ნაწილის ძირითადი თავი მოსე ზამთარაძის მონათხრობს ეთმობა. თუთაშხია და ზამთარაძე (ორი აბრაგი) თავს საირმის ტყეს შეაფარებენ და საოცარ ამბავში გაეხვევიან. ბელადად და მამა-მარჩენალად წოდებული არქიფო სეთურისგან ხალხის ხსნის ცდა საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდებათ და გალახულებს გამოყრიან სოფლიდან. ამ ნაწილის დამამახსოვრებელი თავია იგავი ვირთხების შესახებ, რომლებიც შიმშილობის ნიადაგზე ერთმანეთის ჭამას იწყებენ და უძლიერესს ბოლოს გამოავლენენ.

რომანის მეორე ნაწილში დათა თუთაშხია, მისი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაწყვეტს, რომ აღარ ჩაერიოს სოციალურ საკითხებში, თუ სრულიად არ იქნება დარწმუნებული, რომ მისი ქმედებები კარგის მომტანი იქნება. მისი ახალი პოზიციის შედეგად ხალხი ივიწყებს ყველა მის კარგ საქმეს წარსულში, რაც გარდამტეხი აღმოჩნდება მისი გულგრილობისა.

იხ. ვიდეო



რომანის მესამე ნაწილში, თუთაშხია, რომელმაც ამ ეტაპზე დაკარგა თავისი გზა, ცდილობს გაერიოს საზოგადოებაში, რათა თვითონ განსაზღვროს ცხოვრების მნიშვნელობა და ფილოსოფია. ის უერთდება ადვოკატის, საიდუმლოებით მოცული ქალის პატარა საზოგადოებრივ წრეს და ესწრება სხვადასხვა სუფრებს, სადაც იმართება დებატები ფილოსოფიურ თემებზე. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე მათ გრაფი სეგედიც კი ეწვევათ, თუმცა თუთაშხიას დაჭერას ვერ შეძლებენ.

რომანის მეოთხე ნაწილში, დათა თუთაშხია მიხვდება, რომ ბოროტების დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ ძალით შეიძლება. ამავდროულად მისი ბიძაშვილი ერთ-ერთი რუსული იმპერიული ჟანდარმერიის საუკეთესო თანამშრომელია. მუშნი ზარანდია სრულიად „ერთგულია“ მისი სამუშაოს მიმართ და „ობიექტურად“ და გულმოდგინედ მეთვალყურეობს რეგიონში „სახიფათო“ დამნაშავეების ძიებას, როგორიცაა მისი ბიძაშვილი. ორივე ბიძაშვილის საუბედუროდ მათ შეხვედრის შესაძლებლობაც კი არ ეძლევათ. თუთაშხია გადაწყვეტს მუშნის სასიკეთოდ ციხეში ნებით ჩაჯდეს.

წიგნის უკანასკნელ ნაწილში, თუთაშხია თავისი წარსული გამოცდილებით საბოლოოდ მიხვდება, რომ საუკეთესო გზა აარიდო მსოფლიოს ბოროტება, არის იყო კარგი ადამიანი და აკეთო სიკეთე. მიუხედევად ყველაფრისა,როგორც ყველა გმირის, ისევე თუთაშხიას ბედი ერთია - სიკვდილი.

რომანის გამოსვლამ თავიდანვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ბესტსელერი გახდა.აი რას წერს რომანის შესახებ პოლ ვერლენი: „დათა თუთაშხიას“ ხალხი თავდავიწყებით კითხულობდა. ადამიანის არსებობაში კეთილ და ბოროტ საწყისთა ჭიდილი, ეს ის თემაა, რომლის მიმართ მკითხველი არასდროს ყოფილა გულგრილი. მაგრამ, როდესაც „კეთილი“ და „ბოროტი“ ისტორიული პროცესის დრამატურგიას განსაზღვრავს, როცა კეთილ და ბოროტ საწყისთა ჭიდილი ეპოქის შინაარსის გამომხატველი ხდება, ნაწარმოები, რომელიც ამ ორ საწყისს აშიშვლებს, მკითხველმა, შესაძლებელია, „ახალ სახარებად“ აღიქვას. მითუმეტეს, როცა ამისთვის მას ნაწარმოების გმირი უბიძგებს, როცა სიკეთის კეთება გმირისთვის წამებად იქცევა, როცა გმირი მთელი სამყაროს ტკივილს ატარებს თავის თავში.

ლია სტურუას თქმით, „ჭაბუა ამირეჯიბის დიდი რომანები პოეზიაა, თუმცა პროზითაა დაწერილი იმიტომ, რომ უფრო რაღაც ახლობელი და მისაღები გახდეს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის... ჩვენ ხომ ვიცით ყველამ, რომ დათა თუთაშხიას მსგავსი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ ბრმად გვჯერა მწერლის, გვინდა, რომ დავუჯეროთ, ის კი არადა, ყველა უარყოფით გმირს იმდენი კარგი თვისება აქვს, რომ ჩვენს შავ-თეთრ ცხოვრებას ლამის მზისკენ ატრიალებენ, მაგრამ მზეც რომ კვდება ზოგჯერ უმწეოდ, მოკრძალებით და გახელილი თვალებით...“ 1972 წელს ქართულ საზოგადოებას ასეთი გმირი სჭირდებოდა. საბჭოთა ინტელიგენცია ხვდებოდა, რომ „სამოციანელთა მზე“ ნელ-ნელა, მართლაც, კვდებოდა. საბჭოთა კავშირში ლიბერალიზმის ხანა დასრულდა, საქართველოს კი მოევლინა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ჩვენი „სამოციანელების“ აბსოლუტური ნდობა დაიმსახურა. კულტურა და ხელისუფლება ახლა უკვე „შეთანხმებულად“ მოქმედებდნენ. ანუ 70-იან წლებში საქართველოში ის პროცესები დაიწყო, რომელიც მოსკოვში სწორედ ამ დროს დასრულდა.

ჯანსუღ ჩარკვიანი ეუბნებოდა ამირეჯიბს: „შენ არ გჯეროდა, რომ „დათა თუთაშხია“ დაიბეჭდებოდა „ცისკარში“ და მე მითხარი, სანამ ესენი იქნებიან, ეს რომანი არ დაიბეჭდებაო, ბოლოს დაგარწმუნე და შევთანხმდით, რომ „სამოციანელები“, ე. ი. „ცისკრელები“ სხვა თაობაა და ეგრე ადვილად ვერავინ მოგვერევა. შევთანხმდით, ჩვენს თავზე ავიღეთ და დავბეჭდეთ...“

„დათა თუთაშხიას“ დაბეჭდვის გამო მთავრობას „ცისკრელებთან“ ბრძოლა არ დაუწყია. 1973 წელს რომანი უკვე ცალკე წიგნად გამოიცა, მოგვიანებით რუსულ ენაზე ითარგმნა. თუმცა რომანის პოპულარობამ, ცოტა არ იყოს, შეაშინა ხელისუფლება. „სუკის“ ძალისხმევით, საქართველოში გავრცელდა ჭორი - „ეს წიგნი ამირეჯიბის დაწერილი არ არისო“. მრავალი ისტორია შეთხზეს, რას არ ამბობდნენ. მაგრამ ამ ჭორებმა კიდევ უფრო გაზარდა ჭაბუა ამირეჯიბის პოპულარობა. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ყველაზე პოპულარული თანამედროვე ქართული რომანის ავტორი, ადამიანი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი საპყრობილეში გაატარა, ხელისუფლებასთან კონფრონტაციას ერიდება, რომ ჭაბუა ამირეჯიბი არ აპირებს გახდეს “ქართველი სოლჟენიცინი”, საქართველოს ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი „დათა თუთაშხიას“ პოპულარიზაციას. გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას მრავალსერიანი ფილმი ამ პროცესის დაგვირგვინება იყო. იგავი კაცზე, რომელიც არასოდეს დაპირისპირებია ბოროტებას ბოროტებით, საზოგადოებას დესტრუქციულ ვნებებს არ უღვიძებდა.

ლია სტურუას ამბობდა: „მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც „დათა თუთაშხიას“ ბოლომდე წაიკითხავს და ეს საოცარი ფინალი არ დაარწმუნებს სიკეთისა და ლმობიერების უპირატესობაში შურისძიებაზე, ბოღმაზე, ინტრიგებზე...“ მითუმეტეს, რომ „დათა თუთაშხია“ არა თანამედროვეობას, არამედ ცარიზმის ეპოქას ასახავდა... უბრალო მკითხველს, შესაძლოა, ამ სამყაროს თანამონაწილედ არც ეგრძნო თავი. ანუ რომანი, რომელშიც პუბლიცისტური პათოსი პოეტური სახეებით, საინტერესო თავგადასავლითა და დადებითი გმირითაა „შერბილებული“, ვერ იქნებოდა „საშიში“ ხელისუფლებისთვის.




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...