აპოლო 11
აპოლო-11 ეკიპაჟი მარცხნივ ნილ ამსტროგი მაიკლ კოლინზი და ე4დვინ ოლდრინი
პირველი პილოტირებული მისია მთვარისაკენ, რომლის საბოლოო მიზანი მთვარეზე დაჯდომა იყო. ის აგრეთვე იყო მეხუთე პილოტირებული მისია აპოლოს პროექტის ფარგლებში და მესამე მისია მთვარისკენ. გაშვებულ იქნა 1969 წლის 19 ივლისს და მისი ეკიპაჟი იყო: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი) და მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი). 20 ივლისს, არმსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხი დაადგეს სხვა ციურ სხეულზე - მთვარეზე. ამ მისიამ მიაღწია მიზანს, რომელიც პრეზიდენტმა კენედიმ გამოაცხადა 1961 წელს - ადამიანი დამჯდარიყო მთვარეზე და უკან დაბრუნებულიყო მთვარეზე 60-იანი წლების ბოლომდე
ძირითადი ეკიპაჟი
- ნილ არმსტრონგი (მეთაური)
- ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი)
- მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი)
დუბლიორები:
- ჯეიმზ ლოველი (მეთაური)
- ბილ ანდერსი (საკომანდო მოდულის პილოტი)
- ფრედ ჰეიზი (მთვარის მოდულის პილოტი)
იხ.ვიდეო
იმის გარდა, რომ ამ გაშვებას დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს უშუალოდ ფლორიდაში არსებულ კოსმოდრომის მიდამოებში , 600 მილიონი ადამიანი უყურებდა ამ ღირსშესანიშნავ მოველნას ტელევიზიით, ეს კი თავის დროზე რეკორდი იყო. აშშ-ს იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიქსონი ყოველივე ამას თვალს ადევნებდა თეთრი სახლიდან.
აპოლო 11 გაუშვეს რაკეტა-მატარებლით სატურნ V კენედის სახელობის კოსმოდრომიდან, 1969 წლის 16 ივლისს, ადგილობრივი დროით 9 საათზე და 32 წუთზე. იგი დედამიწის ორბიტაზე 12 წუთის შემდეგ გავიდა. ერთნახევარი ორბიტის შემდეგ მესამე საფეხური ჩაირთო და მან ხომალდი მთვარისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე გადაიყვანა. 30 წუთის შემდეგ საკომანდო/სერვის მოდული გამოეყო სატურნ V მესამე საფეხურს და შეუერთდა მთვარის მოდულს. ეს შეერთებული ხომალდი გაფრინდა მთვარისკენ.
იხ.ვიდეო
აპოლო 11 მთვარესთან 19 ივლისს მიფრინდა და ჩართო სამუხრუჭე ძრავა, რომ მთვარის ირგვლივ ორბიტაზე გასულიყო. შემდეგი რამდენიმე წრის დროს, როცა ხომალდი მთვარის ირგვლივ დაფრინავდა, ეკიპაჟი დასაჯდომ ადგილს ათვალიერებდა. დასაჯდომ ადგილად აირჩიეს ”სიმშვიდის ზღვასთან” (Mare Tranquillitatis) 20 კილომეტრში არსებული კრატერი საბინე, რადგან იგი ბრტყელი და მოსახერხებელი იყო , როგორც ეს დაადგინეს უპილოტო ხომალდებმა რეინჯერ-8 და სერვეიორ-5. შემდეგში ასტრონავტები მთვარეს კიდევ 6-ჯერ ესტუმრნენ. ისინი მთვარეზე სპეციალური მთვარემავლით გადაადგილდებოდნენ. აპოლო 11-ის მიერ ჩამოტანილ მთვარის ქვებსა და ქანებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთვარისა და დედამიწის შესწავლაში.
იხ. ვიდეო
როგორც კი გახდა ნათელი, რომ პირველი დაშვებას მთვარეზე განახორციელებს აპოლონ--11 ჟურნალისტები და ნასა გარკვეული წამრომადგენლებმა ივარაუდეს, რომ პირველი ადამიანი მთვარეზე იქნებოდა ბაზ ოლდინვი, ლოგიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ფრენებისას ,,პროგრამა ჯემინი'' რ-იც ასევე გაგრძელება იყო ,,პროგრამა მერკურის'' ღია კოსმოსში გასვლას პირველი ყოველთვის ახორციელებდა პილოტი და არა მეთაური. დინალდ სლეიტონი იხსენებდა მოგვინებით, რომ მისი აზრით მიუხედავად პროტოკოლისა, მეთური უნდა ყოფილიყო პირველი.
Комментариев нет:
Отправить комментарий