воскресенье, 17 марта 2019 г.

                                    გამადრიადა

                                  

 (ბერძ. Ἁμαδρυάδες) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ხეების ნიმფები (ქართ. ფერიები). ეს ის დრიადებია, რომლებიც კვდებიან ხეებთან ერთად.
სახელი „გამადრიადა“ ორი ძველბერძნული სიტყვისგან შედგება: „ერთად“ და „მუხა“. მუხის სულები, საოცარი საზოგადოება. დრიადებისგან განსხვავებით, გამადრიადები მოკვდავები არიან. ისინი ხესთან ერთად იბადებიან და კვდებიან.
იხ. ვიდეო

როდესაც ვინმე ერისიქტონმა დემეტრას ტყეში მუხის მოჭრა ბრძანა, ტოტები გაფითრდა და ხიდან სისხლმა დაიწყო ჟონვა. ეს გამადრიადას სისხლი იყო. სიკვდილის წინ მან წმინდა ხის შეურაცხმყოფელი დაწყევლა: ის მარად მშიერი იქნებოდა, ვერასოდეს დანაყრდებოდა. რა დღე დაადგა ერისიქტონს! იმდენს ჭამდა, რომ დედამისს მისი ხალხში გამოჩენისა რცხვენოდა. ერისიქტონმა ყველაფერი ჩასანსლა, რაც კი სახლში მოიპოვებოდა, შეჭამა ჯორები, ძროხა, შეჭამა საბრძოლო ცხენი, კატა, მერე მათხოვრობა დაიწყო, მერე იქამდე მივიდა, რომ საკუთარი ქალიშვილი გაყიდა საჭმლის შესაძენი ფულის საშოვნელად, და საბოლოოდ საკუთარი სხეულიც შეახრამუნა.
ძველი ბერძენი პოეტის ფარენიკეს გმირმა გამადრიადამ თავის ძმისაგან ოქსილასაგან (რეას ვაჟიშვილი) გააჩინა ქალიშვილები: კარია (კაკალი), ბალანა (რკომუხა), კრანია (შინდი), მორეა (თუთა), ეგერა (ალვი), პტელეა (вяз) ამპელა (ვენახი), სიკა). ყველა მათგანმა მიიღო გამადრიადას სახელი.
ასევე ცნობილია ისტორია მშიშარა გამადრიდის სირინგასი, რომელიც გახდა ლერწამი, რათა თხის ფეხა პანის ჩახუტებისაგან დაეხსნა თავი.
იხ.ვიდეო

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...