пятница, 8 марта 2019 г.

                                       

                    ჩელენჯერი-2 (ტანკი)

                                       Challenger II.jpg

საბრძოლო წონა, ტ62,5
განლაგების სქემაკლასიკური
ეკიპაჟი, კაცი4
ისტორია
გამოშვების წელი(წლები)1994
ექსპლუატაციის წელი(წლები)1995
გამოშვების რაოდენობა400-ზე მეტი
ძირითადი ოპერატორებიდროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო ომანის დროშა ომანი
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ3520
სიმაღლე, მმ2490
კლირენსი, მმ500
ჯავშანი
ჯავშნის ტიპიკომბინირებული ჭურვსაწინააღმდეგო
შეიარაღება
ВН კუთხეები, გრად.-10…+20
მიზანიკომბინირებული სტაბილიზირებული SAGEM ჩაშენებული ლაზერული დიაპაზონით Barr & Stroud Nd-YAG, ღამი ტელევიზიური TOGS-2 ტელესკოპური მონოკუნური NANOQUEST L30, სტაბილიზირებული პერისკოპული პანორამული SFIM VS-580
ტყვიამფრქვევები1 × 7,62-მმ McDonnel Douglas Chain-Gun, 1 × 7,62-მმ L37A2
მობილურობა
ძრავის ტიპიV-ს მაგვარი 12-ცილინდრიანი, ოთხტაქტიკიანი, დიზელის თხევადური გაცივებით
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ.1200
ძრავის სიმძლავრე, კილოვატი880
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ56
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ400
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ.19,2
საკიდრის ტიპიჰიდროპნევმატური
აღმართზე გამავლობა, გრად.30
კედლის გადალახვა, მ0,9
თხრილის გადალახვა, მ2,8
გუბის გადალახვა, მ1,1
 დიდი ბრიტანეთის ძირითადი საბრძოლო ტანკი. ასევე შედის ომანის შეიარაღებაში.
ძირითადი საბრძოლო ტანკი „ჩელენჯერ 2“ წარმოებს ბრიტანული ფირმის „ვიკერს დეფენს სისტემსის“ მიერ. ეს არის ჩელენჯერ სახელის მტარებელი მესამე ტანკი. პირველი იყო „ჩელენჯერ A30“ - „კრომველის“ტანკის ვარიანტზე, რომელიც აღჭურვილი იყო 76,2 მილიმეტრიანი ზარბაზნით. მეორე იყო „ჩელენჯერ 1“ - დიდი ბრიტანეთის ძირითადი საბრძოლო ტანკი 1980-x წლებში - რომელიც 1990-x წლებში მონაწილეობას იღებდა სპარსეთის ომში. მიუხედავად იმისა რომ „ჩელენჯერ 2“ შემუშავებულია „ჩელენჯერ 1“-ზე დაყრდნობით, ახალი ტანკი გასხვავდება ძველი მოდელისაგან სრულიად ახალი დიზაინით: ნაწილთა მხოლოდ 5% არის ძველი და ახალი ტანკებისათვის საერთო. დღესდღეობით დიდი ბრიტანეთის არმიაში „ჩელენჯერ 2“-მა შეცვალა წინა მოდელი.
იხ. ვიდეო

1991 წელს დიდმა ბრიტანეთმა შეუკვეთა 127 ერთეული „ჩელენჯერ 2“ და კიდევ 259 ერთეული 1994 წელს. 1993 წელს ომანმა შეუკვეთა 18 ტანკი ხოლო 1997 წელს კიდევ 20. „ჩელენჯერ 2“ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაში შევიდა 1998 წელს, ბოლო ტანკი არმიაში შევიდა 2002 წელს. ტანკის ეს მოდელი ექსპლუატაციაში იქნება 2035 წლამდე.
ტანკები „ჩელენჯერ 2“ გამოიყენებოდა ბოსნიისკოსოვოსა და ერაყის ომში(2003 წლიდან დღემდე(2008)).
კომპანია „ვიკერს დეფენს სისტემსმა“ 1986 წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო ტანკ „ჩელენჯერ 1-ის“ შექმნა. ახალი თაობის ტანკის გენერალური შტაბის მოთხოვნებთან ერთად კომპანიამ ღიად განუცხადა თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე სამუშაოების შესახებ. დაიდო კონტრაქტი 90 მილიონ ფუტზე, რათა პირველი ნიმუში შექმნილიყო 1988 წლის დეკემბერში1991 წლის ივნისში სხვა მწარმოებლების ნიმუშებთან(მათ შორის იყვნენ „აბრამსი“M1A2„ლეკლერკი“ და „ლეოპარტი 2“) შედარებების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ტანკი „ჩელენჯერ 2“ მიიღო შეიარაღებაში.
,,ჩელენჯერ-2'' წინა ბრონი და კოშკურა
აწყობა დაიწყო 1993 წელს ორ ძირითად ქარხანაში: ნიუკასტლში და ლიდსში. მთლიანად პროექტში მონაწილეობას იღებდა 250 ფირმა. პირველი მანქანები გამოვიდა 1994 წელს.
ტანკმა წარმატებულად გაიარა საიმედოობის გამოცდა, რომელიც ჩატარდა 1994 წელს. 285 დღის მანძილზე მიმდინარეობდა სამი ტანკის გამოცდა, რომელშიც სიმულირებდა საბრძოლო პირობები. ყოველი ეს დღე შეიცავს:
  • 27 კმ სიარული გზაზე
  • 33 კმ სიარული უგზო მიდამოებში
  • 34 გასროლა ძირითადი იარაღიდან
  • 1000 გასროლა 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევიდან
  • 10 სთ მთავარი ძრავის გამოცდა
გამოცდებზე დამტკიცდა, რომ ახალი ტანკი მთლიანად აკმაყოფილებს სამხედროთა მოთხოვნებს
ჩელნჯერ 2“ აღჭურვილია 120 მილიმეტრიანი კუთხვილლულიანი ქვემეხით L30A1 - ეს იმ ქვემეხის მემკვიდრე, რომლითაც აღჭურვილი იყო „ჩიფტენი“ და „ჩელენჯერი 1“. ეს ზარბაზანი დამზადებულია ახალი, წიდის ელექტროხვეწის მეთოდით. ეს არის ერთადერთი ამ კალიბრის კუთხვილი ზარბაზანი ნატოს აღჭურვილობაში. ზარბაზნის ლულის არხი ქრომირებულია, იარაღი გადახურულია თერმო-საიზოლაციო პერანგით.სტაბილიზირებულია ორ სიბრტყეში, სამიზნები მოწყობილობები მთლიანად ელექტრონულია. საბრძოლო მარაგი არის 52 გასროლა.
ძირითად იარაღთან შეწყვილებულია 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი L94A1. სამეთაურო ლუკთან ახლოს კოშკზე დაყენებულია 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი L37A2, რომელიც ასრულებს ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის ფუნქციას. ტანკში სულ არის 7,62 კალიბრის 4000 ტყვია.
ტანკი აღჭურვილია „ჯენერალ დაინამიქსის“ მიერ შექმნილი ცეცხლის კონტროლის ციფრული სისტემით, რომელსაც გააჩნია 32 ბიტიანი პროცესორი და მონაცემთან შინი Mil Std 1553.
იხ.ვიდეო


ჩელენჯერ 2“ არის ერთ-ერთი მძიმედ შეჯავშნული დასავლური ტანკი: კოშკიც და მისი კორპუსიც შეჯავშნულია მეორე თაობის კომბინირებული ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშანით, რომლის ინფორმაცია ახლაც კი გასაიდუმლოებულია. ბრიტანეთში ტანკზე გამოყენებული იყო რეაქტიური ჯავშნის პაკეტებიბიოლოგიური და ქიმიური იარაღისაგან დაცვის კომპლექსი იმყოფება კოშკის შიგნით. წინ, კოშკის ორივე მხარეს იმყოფება კვამლსგამშვები ჭურვების სასროლი მოწყობილობა. ჩელენჯერს ასევე შეუძლია მის გარშემო შექმნას კვამლის ფარდა.
სამხედრო გამოყენება ტანკები ,,ჩელნჯერ2'' გამოიყენეს სამშვიდობო მისიით ბევრ მისიებში, გამოიყენეს საბრძოლო მოქმედებებში შეჭრისას ერაყში 2003წ. ამ დროს მე-7-ე ბრონეტანკის შენაერთი, რ-ის შედიაოდა 1-ი ბრონირებული დივიზიაში, შეიარაღებაში ჰქონდა 120 ტანკი ,,ჩელლენჯერ2'' ტანკები აქტიუარად გამოიყენეს ბრძოლებისას ბასრაში, სადაც მხარიდაუჭირეს საცეცხლე მხარდაჭერა ბრიტანული ძალების.
ერაყის ომის დროს დაფიქსირდა ორი ინციდენტი, რ-ის დროს დააზიანეს ტანკები ,,ჩელენჯერ 2''
ერთი იყო სრულად განადგურებული ,,მეგობრული ცეცხლით'' როცა ერთმა ტანკმა შეცდომით გაანადგურა მეორე ტანკი. ორი ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.
2007წ-ს სროლისას ხელით ანტისანტანკო ნაღმტყორცნიდან იყო და გახვრეტილი იყო  ქვედა  წინა დეტალი კორპუსის ,,ჩელნჯერის'' მძროლი-მექანიკოსს წააცალა სამი თითი და ფეხი, ასევე დაჭრნენ სხვა ორი ეკიპაჟის წევრები.
იყო დაფიქრირებული შემთხვევა, როცა ერთი საბრძოლო შეტაკებისას ,,ჩელენჯერის'' მიიღო 15 მორტყმა ანტისატანკო ნაღმტყორცნიდან ბრონის გახვრეტის გარეშე. ბასრაზე შტურმისას დაფიქსირებული იყო 70 მორტყმა ,,ერპგედან''  ტანკი ,,ჩელენჯერზე'' ბრონის გახვრეტის გარეშე და სხვ. 


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...