понедельник, 11 марта 2019 г.

                                   კვარცი

                                                Quartz, Tibet.jpg
 ჟანგეულთა კლასის მინერალი. არსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაციის კვარცი: ჰექსაგონური კვარცი (a-კვარცი), რომელიც მდგრადია 1 ატმ. წნევისას 870-573 °C ტემპერატურულ ინტერვალში, და ტრიგონური კვარცი (ანუ b-კვარცი), რომელიც მდგრადია 573 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ბუნებაში გავრცელებულია b-კვარცი. კვარცის კრისტალებს, ჩვეულებრივ, პრიზმული იერი აქვს, იშვიათად — ბიპირამიდული. კვარცის კრისტალების, მარცვლებისა და აგრეგატების ფერი მეტად ცვალებადია. ჩვეულებრივ, უფერო და გამჭვირვალე, თეთრი ან ნაცრისფერია. კრისტალების ფერის მიხედვით კვარცს სხვადასხვა სახელი აქვს: უფეროსა და გამჭირვალეს ჰქვია — მთისბროლი, იისფერს — ამეთვისტო, ბოლის ფერს — რაუხტოპაზი, შავს — მორიონი, ყვითელს — ციტრინი.
იხ. ვიდეო

აქტინოლინისა და ქლორიტის ჩანართები იძლევა მწვანე ფერის სახესხვაობას — პრაზემს, ქარსისა და ჰემატიტისა — ოქროსფრად მოციმციმე ავანტიურინს. კვარცის ფარულკრისტალური სახესხვაობანი — აქატი და ქალცედონი — ბოჭკოვანი აგებულებისაა. კვარცს აქვს პიეზოელექტრული თვისებები. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 7, სიმკვრივე 2650 კგ/მ³.
კვარცი მეტად გავრცელებული მინერალია. წარმოიქმნება მაგმური, პეგმატიტური, ჰიდროთერმული და დანალექი გზით. დამუშავებულია კვარცის ხელოვნურად მიღების სამრეწველო ტექნოლოგია. კვარცის ქვიშა და კვარციტი კერამიკისა და მინის წარმოების ძირითადი ნედლეულია, მონოკრისტალური კვარცს იყენებენ რადიოტექნიკაში, ოპტიკურ ხელსაწყოთმშენებლობაში; ნალღობ კვარცს ქიმიური ჭურჭლის დასამზადებლად. კვარცისგან იღებენ si-ის. კვარცის გამჭვირვალე ფერადი სახეობანი, აგრეთვე აქატი, ონიქსი, სარდიონი და სხვა ნახევრადძვირფასი ქვებია.
კვარცის დიდი საბადოებია ურალზეუკრაინაშიპამირსა და მდინარე ალდანის აუზში, ასევე ბრაზილიასა და მადაგასკარზე.
იხ. ვიდეო

საქართველოში მთის ბროლი არის ხდის ხეობაში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) და შოდა-კედელას ქედზე (ონის მუნიციპალიტეტი), კვარცის ქვიშა — სურამისჭიათურისხარაგაულის მიდამოებში, კვარციტები — ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქალცედონი და აქატი — ახალციხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...