четверг, 12 сентября 2019 г.

იერიქონი

                                იერიქონი

                                                
                                                                      ქალქის შემოგარენი
(არაბ. أريحا) — ქალაქი პალესტინაშიიერიქონის მუჰაფაზას ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.მოსახლეობა 20 000 კაცი, ძირითადად პალესტინელები. იერიქონი მდებარეობს მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით, ქალაქიდან ზღვამდე მანძილი არის 16 კილომეტრი, იერიქონი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ეს ქალაქი ასევე ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ დასახლებულ ადგილად, რომელმაც დღემდე მოაღწია ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს იერუსალიმი.
 ბიბლიაში მოხსენიებული მოსეს სიკვდილის შემდეგ უდაბნოში მართალი ისუ ძე ნავესი (ივრ. იეშუა ბინ-ნუნ) გამოეცხადა ღმერთი და უთხრა მას ეხელმძღვანელა
იხ. ვიდეო
ხალხისთვის და მათან ერთად გადასულიყო იორდანეში აღქმულ მიწაზე. მართალი ისუ, ძე ნავესი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 სექტემბერი, ახალი სტილით - 14 სექტემბერი. ისუ ებრაელთა ტომის წინამძღოლი იყო მოსეს სიკვდილის შემდეგ. სწორედ მას ხვდა წილად უფლის რჩეული ერის შეყვანა აღთქმულ ქვეყანაში. ღმერთი ისუს მიერ მრავალ სასწაულს აღასრულებდა: ნეტარის წინამძღვრობით ებრაელებმა ისე გაიარეს მდინარე იორდანეში, როგორც ხმელეთზე; იერიქონის კედლები ქალაქის ირგვლივ შვიდი დღის მანძილზე შჯულის კიდობანის შემოტარებით თავისით ჩამოიქცა, ბოლოს, გაბაონში ქანაანელებთან ბრძოლისას ისუს ბრძანებით „დადგა მზე საშუალსა ცისასა“ და მხოლოდ მაშინ ჩაესვენა, როდესაც მტერი საბოლოოდ დამარცხდა. ომის დამთავრების შემდეგ ისუ ნავემ აღთქმული ქვეყანა ისრაელის თორმეტ ტომს დაუნაწილა და ასათი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (XVI ს. ქრისტეს შობამდე). სიკვდილის წინ მან ებრაელებს მოსეს სჯულის ერთგულება დაუბარა. ამ მოვლენათა შესახებ მოთხრობილია ბიბლიაში, ისუ ნავეს წიგნში (თავები: 3, 5, 7, 10)
იერიქონი — პალესტინა
ქალაქში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა რომ, აქ მოსახლეობა ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 9000 წლის წინ ცხოვრობდა. ამ ტერიტორიაზე მუდმივი დასახლება უკვე 8000 - 7000 წლის წინ ჩნდება. არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს რომ შუა ბრინჯაოს ხანაში, ქალაქის გალავანი მკვეთრად გაფართოებული და გაძლიერებული იყო. იერიქონი დროთა განმავლობაში სხვადასხვა იმპერიის შემადგენლობაში მოიექცა, ამ მიდამოებს ჯერ ასურეთი, ხოლო შემდეგ სპარსეთის იმპერია აკონტროლებდა. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, იერიქონი შევიდა მაკედონიის იმპერიის შემადგენლობაში, აქ გავრცელდა ელინიზმი. 
თანამდეროვე სიტორია 1948წ-ს არბ-ისრაელის ომის დროს 147-49წწ ერიხონი იქნა დაკავებული ტრასნაირდონაების მიერ, 1967წ-ს 6 დღიანი ომის დროს ისრაელის არმიის მიერ იქნა აღებული 1993წ-ს ოსლოს შეთანხმების შედეგად სეიქმნა პალესტიენლთა ნაციომალური ადმინისტრაცი რომლის შემაგდენლობაში შევიდა ერიხონი.
ინტიფადის ალ-აქსის   დაწყებისას  2000წ-ს ებრელეების შესავლა აკღზალული აქვთ განსაკუთრებული შემთხვევბის გარდა როცა ისრაელის არმია აძლევს შესვლის უფლებას ტურისტული ჯგუფებს.



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...