ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ზურგის ტვინი
გარეგანი აგებულება
ზურგის ტვინი მდებარეობს ხერხემლის არხში და მხოლოდ ემრიონული განვითარების მეხუთე თვემდე ავსებს მას მთლიანად. შემდეგ უკვე ხერხემალი ასწრებს ზრდაში ზურგის ტვინს. ასაკის მატებასთან ერთად კი ხერხემლის არხის კაუდალური მონაკვეთი თავისუფლდება ზურგის ტვინის შემცველობისგან.
მოზრდილი ადამიანის ზურგის ტვინი მხოლოდ წელის მეორე მალამდე ავსებს ხერხემლის არხს, ამ დროისთვის მისი სიგრძე 41-45 სმ-ია, ხოლო წონა 30-32 გ. მამაკაცის ზურგის ტვინი 2-3 სმ-ით მეტია, ვიდრე ქალის.
ზურგის ტვინის ბოლოდ, ანუ თავის ტვინსა და ზურგის ტვინს შორის საზღვრად მიჩნეულია ატლანტკეფის სახსარი, ზურგის ტვინის I წყვილი ნერვის გამოსვლის დონე ან პირამიდული გზის ჯვარედინი. სამივე ეს ანატომური ელემენრი ტოპოგრაფიულად ემთხვევა ერთმანეთს და ფაქტობრივად ერთ დონეს გამოხატავს. ზურგის ტვინის დაბოლოებას კუდუსუნის სეგმენტები წარმოადგენს, რომელიც თანდათან ვიწროვდება და ტვინოვანი კონუსით მთავრდება.
ზურგის ტვინი იყოფა მარჯვენა და მარცხენა ნაწილად. ეს ნაწილები აგრეთვე იყოფა სამ-სამ სვეტად: წინა, გვერდით და უკანა ლარები. ზურგის ტვინი, სვეტებად დაყოფის გარდა, დაყოფილია განივად, რაც მისი ფილოგენეზის ადრეულ სტადიაზე შეძენილი თვისებაა. თითოეული ასეთ დანაყოფი ზურგის ტვინის სეგმენტია.
ადამიანის ზურგის ტვინი იყოფა 31 სეგმენრად, 8 კისტის, 12 გულმერდის, 5 წელის, 5 გავის და 1 კუდუსუნის სეგმენტად.
იხ. ვიდეო - Как устроен спинной мозг? - Мы начинаем разбирать такую большую тему как нервная система человека. И первым мы затронем спинной мозг. В коротком видео мы наглядно покажем вам, как он устроен. Немного расскажем о его функциях и скелетотопии, а так же о возрастных особенностях.
შინაგანი აგებულება
ზურგის ტვინის სხვადასხვა უბანზე თეთრი და რუხი ნივთიერების ფორმა, ასევე მათი შეფარდებითი პროპორცია განსხვავებულია. მაგალითად წელის გამსხვილების სეგმენტში რუხი ნივთიერების ოდენობა თითქმის უტოლდება თეთრისას, ხოლო გულმკერდის სეგმენტებში იგი 5-6-ჯერ ნაკლებია.
რუხი ნივთიერება
ზურგის ტვინის რუხი ნივთიერება შექმნილია ნერვული უკრედებით, ნერვული ბოჭკოებითა და ნეიროგლიით. მისი ერთგვაროვანი ნერვული უჯრედების მჭიდრო ჯგუფებად განლაგებითა და გაერთიანებით მიიღება ნერვული ბირთვები, ანუ ნერვული ცენტროები, რომლებიც ფუნქციის შესაბამისად ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებაში ლაგდებიან განცალკევებულ სვეტებად და შესაბამისად ქმნიან: წინა სვეტს და უკანა სვეტს.
თეთრი ნივთიერება
მრავლობითი, სხვადასხვა სიგრძისა და დიამეტრის მიელინიანი ან უმიელინო ნერვული ბოჭკოების გაერთიანებაა, რომელსაც თან ახლავს გლიის უჯრედები, სისხლძარღვები და შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოები. თეთრი ნივთიერების ბოჭკოები, ზურგის ტვინის ფუნქციის შესაბამისად წარმოდგენილია მოკლე ბოჭკოებით, რომლებიც აკავშირებენ ზურგის ტვინის სეგმენტს პერიფერიასთან ან მეზობელ სეგმენტებთან და გრძელი ბოჭკოებით, რომლებითაც ზურგის ტვინი დაკავშირებულია თავის ტვინთან. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს მგრძნობიარე ან მამოძრავებელი.
იხ. ვიდეო - Neurology | Gross Anatomy of the Spinal Cord and Spinal Nerves
Комментариев нет:
Отправить комментарий