суббота, 10 декабря 2022 г.

ოლიმპი (მარსი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ოლიმპი (მარსი)

                                       ოლიმპი — უმაღლესი მთა მარსზე და მთელ მზის სისტემაში

  
(ლათ. Olympus Mons) — ჩამქრალი ვულკანი მარსზე, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე მაღალი პლანეტაზე მდებარე მთაა. სახელი შერქმეულია ბერძნულ მითებში მოხსენიებული ოლიმპოს მთის მიხედვით, სადაც ცხოვრობდნენ ოლიმპოს ღმერთები.

კოსმოსური ხომალდების გაფრენამდე (რომლებმაც დაადასტურეს, რომ ოლიმპი მთაა) ეს მთა ასტრონომებისთვის ცნობილი იყო როგორც Nix Olympica („ოლიმპის თოვლი“).

აღწერა
საფუძვლიდან ოლიმპის სიმაღლეა 21,2 კმ, რაც 2,6-ჯერ აჭარბებს დედამიწის ყველაზე მაღალი ვულკანის მაუნა-კეას სიმაღლეს (საფუძვლიდან მისი სიმაღლეა 10,2 კმ). ოლიმპი გაშლილია 540 კმ. დიამეტრის ფართობზე და აქვს 7 კმ.-მდე სიმაღლის ციცაბო ფერდობები. მათი წარმოშობის მიზეზი ჯერჯერობით არაა მკაფიოდ განსაზღვრული, თუმცა ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ოდესღაც მარსზე არსებული ოკეანის მიერ ფერდობების ჩამორეცხვით.

ოლიმპის ვულკანური კალდერის სიგრძეა 85 კმ, ხოლო სიგანე — 60 კმ. კალდერის სიღრმე კი ექვსი გადაფარული ვულკანური კრატერის წყალობით აღწევს 3 კმ-ს. შედარებისათვის, დედამიწაზე ყველაზე დიდი ვულკანის, ჰავაის შტატში არსებული მაუნა-ლოას კრატერის დიამეტრი შეადგენს 6,5 კმ-ს.

ატმოსფერული წნევა ოლიმპის მწვერვალზე შეადგენს 2 %-ს მარსის ზედაპირის საშუალო დონესთან შეფარდებით (შედარებისთვის, წნევა ევერესტის მწვერვალზე შეადგენს 25 %-ს ზღვის დონესთან შეფარდებით).

ოლიმპი იკავებს იმხელა ფართობს, რომ მისი მთლიანი დანახვა შეუძლებელია პლანეტის ზედაპირიდან. შესაბამისად, რომ დავდგეთ ვულკანის უმაღლეს მწვერვალზე, მისი ფერდობები გასცდება ჰორიზონტს.

ვულკანიზმი
ოლომპი ჩამქრალი ვულკანია, რომელიც წარმოიქმნა ამოფრქვეული ლავის ნაკადებისგან. ვინაიდან ვულკანის სიგანე 3-ჯერ აღემატება მის სიმაღლეს, სავარაუდოა, რომ ამოფრქვევა გრძელდებოდა დიდი ხნის მანძილზე.

აპარატ „მარს-ექსპრესის“ ფოტოსურათების ანალიზმა ცხადყო, რომ ოლიმპის ფერდობზე არსებული ყველაზე გვიანდელი ლავის ასაკია დაახლოებით 2 მილიონი წელი. ამიტომაც, არაა გამორიცხული, რომ ვულკანი კვლავ ამოქმედდეს.

ოლიმპის გიგანტური ზომა მიანიშნებს იმაზე, რომ მარსს დედამიწისგან განსხვავებით შესაძლოა არ გააჩნდეს ტექტონიკური ფილები. ვინაიდან არ ხდება ფილების მოძრაობა, ვულკანი შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე.

ოლიმპი მდებარეობს ფარსიდის პროვინციაში, სადაც არსებობენ სხვა გიგანტური ვულკანებიც: არსიას, ფარშევანგის და ასკრიის მთები, თუმცა ყველა მათგანი სიდიდეში ჩამოუვარდება ოლიმპს.

იხ. ვიდეო - ВУЛКАН на Марсе 4000 км, Самый большой радиотелескоп, NASA забирает ExoMars: #Космодайджест 192

ოლიმპოს მთა არის ჩამქრალი ვულკანი, რომელიც წარმოიქმნება ლავის ნაკადების გამო, რომელიც ამოიფრქვა ნაწლავებიდან და გამაგრდა ზედაპირზე. როგორც ჩანს, ამოფრქვევები ხდებოდა დიდი ხნის განმავლობაში, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ვულკანის დიამეტრი თითქმის 25-ჯერ აღემატება მის აბსოლუტურ სიმაღლეს.

Mars Express-ის აპარატის სურათების ანალიზმა აჩვენა, რომ ოლიმპოს მთის ფერდობებზე ყველაზე ახალი ლავა, სავარაუდოდ, დაახლოებით 2 მილიონი წლისაა. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ ვულკანმა კვლავ დაიწყოს ამოფრქვევა.

ოლიმპოს მთის შედარებით დიდი ზომა აიხსნება იმით, რომ მარსს დედამიწისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, არ აქვს ტექტონიკური ფირფიტები. ფირფიტების მოძრაობის ნაკლებობისა და ეროზიის ნაკლებობის გამო, ვულკანი შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
იხ. ვიდეო - What If Olympus Mons was on Earth?




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...