вторник, 13 июня 2023 г.

საქართველოს ეროვნული ბანკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

            საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი — საქართველოს ცენტრალური ბანკიკანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ მიღებული იქნა 1991 წლის 2 აგვისტოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს მიერ.

საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.

პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს შეიქმნა. იგი დღევანდელი სახით, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკი, 1991 წლიდან არსებობს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება. საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად. იგი ფლობს, მართავს და განკარგავს ქვეყნის ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს. საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, მის ხელთ არსებული მარეგულირებელი და მონეტარული ინსტრუმენტებით უზრუნველყოს მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ძირითადი ფუნქციებისა და მიზნების შესრულება.

საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობისათვის, სექტორის მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორს. საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ მეშვეობით ეროვნული ბანკი ატარებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ღონისძიებებს. ამასთანავე, საქართველოს ეროვნული ბანკი არის მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი.

საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლო­გიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორის სტატისტიკა, აგრეთვე, უზრუნველყოს ქვეყანაში საგადახდო სისტემების ეფექტიანი და გამართული ფუნქციო­ნირება. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების, როგორც გადახდის კანონიერი საშუალების, ემისია, ასევე, მიმოქცევისათვის ან ნუმიზმატიკური მიზნებისათვის სამახსოვრო მონეტების მოჭრა.

საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საბანკო მომსახურება გაუწიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, ცენტრალურ ბანკებსა და ფულად-საკრედიტო ორგანოებს, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მონაწილეობს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, რომელთა მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გზით ფულად-საკრედიტო სფეროში ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა.

ისტორია

1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო „კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“, რითაც ქვეყანაში საბანკო სისტემის მარეგულირებელი და ეროვნული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერ ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი. კანონს ერთვოდა წესდება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის დანიშნულება, სტრუქტურული მოწყობა, საწესდებო კაპიტალი და უფლება-მოვალეობანი იყო განმარტებული.

„საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“ კანონით:

„დამფუძნებული კრების მიერ მიღწეული წესდების თანახმად დაარსებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბანკი. გაღებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბანკის ძირითად თანხად წესდების მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხაზინიდან ორმოცდაათი მილიონი მანეთი. არსებული კანონმდებლობის ყოველი ის მუხლი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებას, გაუქმებულ იქნეს ბანკის მოქმედების დაწყების დღიდან. კანონი ესე ძალაში შედის დღიდან მისი მიღებისა დამფუძნებული კრების მიერ“. საქართველოს სახელმწიფო ბანკის ამოქმედება 1920 წლის ივლისიდან გახდა შესაძლებელი. კანონის შესაბამისად, აღნიშნულ სტრუქტურას დაარსების პირველივე დღიდან „საქართველოს სახელმწიფო ბანკი“ ეწოდა. მისი ძირითადი ფუნქცია იყო ფულის მიმოქცევისა და რესპუბლიკის ფულადი ნიშნების სტაბილურობა, აგრეთვე, ვაჭრობის, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მოკლევადიანი სესხების გაცემა. საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი ქართველი ფინანსისტი, ბანკირი იასონ ლორთქიფანიძე.

ისტორია

თანამედროვე საქართველოს ეროვნული ბანკი შეიქმნა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის (სსრკ) დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა მის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა საკრედიტო სისტემის შემადგენელი ყველა სტრუქტურა, მათ შორის სახელმწიფო ბანკი, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი. თუმცა პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919-1921 წლებში ფუნქციონირებდა.


პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919-1921 წლებში

საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების მრავალეტაპიან პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა 1919 წელს. ამ დრომდე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არ გააჩნდა საკრედიტო სისტემის მართვისა და რეგულირების საკუთარი სათავო რგოლი – საქართველოს ცენტრალური ბანკი. მის მოვალეობას ასრულებდა რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილისის განყოფილება, რომელსაც 1917 წლის ოქტომბრიდან არავითარი კავშირი აღარ ჰქონდა საიმპერიო ბანკთან. რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილისის განყოფილება 1917 წლის ნოემბრიდან ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატის ფინანსთა კომისრის ქრისტეფორე კარჩიკიანის უშუალო დაქვემდებარებაში, ხოლო შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრების გიორგი ჟურულის (ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1918 წლის 26 მაისიდან 1919 წლის 21 მარტამდე) და კონსტანტინე კანდელაკის (მოღვაწეობდა 1919 წლის 21 მარტიდან) ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ზემოხსენებული ბანკის თბილისის განყოფილების ფუნქცია ზარაფხანიდან შეტანილი ფულადი ნიშნების ფინანსთა მინისტრის დირექტივებისამებრ განკარგვა იყო. მის მუშაობას აკონტროლებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დანიშნული საგანგებო კომისარი. დამოუკიდებელი სახელმწიფო საკრედიტო აპარატის არარსებობა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ფულის მიმოქცევისა და სხვა სასიცოცხლო ეკონომიკური მნიშვნელობის საქმეთა რეგულირების პრეროგატივას, ძალზე უარყოფით როლს ასრულებდა. ამის გამო, ამგვარი ვითარების დიდხანს გაგრძელება შეუძლებელი იყო. ჯერ კიდევ 1918 წლის მიწურულს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი სახელმწიფო ბანკის დაარსებისა და მისი წესდების შესახებ. გარკვეულ მიზეზთა გამო, მისი დამტკიცება საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის ბოლომდე გადაიდო. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს საფინანსო წრეების წარმომადგენელთა აზრით, ცენტრალური ბანკი თვისებრივად ახალ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა დაფუძნებულიყო. საქართველოს მაშინდელი ფინანსთა მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკი არ უნდა მოქცეულიყო კერძო აქციონერებისა და ფინანსთა მინისტრის გავლენის ქვეშ (როგორც ეს რუსეთის საბანკო პრაქტიკაში იყო მიღებული). ასეთ პირობებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის მოდელი შვედეთის სახელმწიფო ბანკის მაგალითზე აიგო, რომელიც საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობდა და, ამავე დროს, ორივე ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციისაგან განსხვავდებოდა. ბანკის დაარსებისათვის საჭირო ძირითადი თანხა სახელმწიფო ხაზინამ გაიღო და მთელი მისი მოგებაც სახელმწიფო ხაზინას ეკუთვნოდა. იგი პირდაპირ ექვემდებარებოდა საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტს. წესდების მიხედვით, ბანკის გამგეობა და ზედამხედველობის საბჭო მთავრობისაგან დამოუკიდებელი ორგანოები უნდა ყოფილიყო. 1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო „კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“, რითაც ქვეყანაში საბანკო სისტემის მარეგულირებელი და ეროვნული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერ ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი. კანონს ერთვოდა წესდება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის დანიშნულება, სტრუქტურული მოწყობა, საწესდებო კაპიტალი და უფლება-მოვალეობანი იყო განმარტებული. „საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“ კანონით:

  • 1. „დამფუძნებული კრების მიერ მიღწეული წესდების თანახმად დაარსებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბანკი.
  • 2. გაღებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბანკის ძირითად თანხად წესდების მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხაზინიდან ორმოცდაათი მილიონი მანეთი.
  • 3. არსებული კანონმდებლობის ყოველი ის მუხლი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებას, გაუქმებულ იქნეს ბანკის მოქმედების დაწყების დღიდან.
  • 4. კანონი ესე ძალაში შედის დღიდან მისი მიღებისა დამფუძნებული კრების მიერ“.

საქართველოს სახელმწიფო ბანკის ამოქმედება 1920 წლის ივლისიდან გახდა შესაძლებელი. კანონის შესაბამისად, აღნიშნულ სტრუქტურას დაარსების პირველივე დღიდან „საქართველოს სახელმწიფო ბანკი“ ეწოდა. მისი ძირითადი ფუნქცია იყო ფულის მიმოქცევისა და რესპუბლიკის ფულადი ნიშნების სტაბილურობა, აგრეთვე, ვაჭრობის, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მოკლევადიანი სესხების გაცემა. საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი ქართველი ფინანსისტი, ბანკირი იასონ ლორთქიფანიძე. ფუნქციონირების მცირე ხნის მიუხედავად, ბანკმა საქართველოსათვის ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოასწრო: განახორციელა ფულის რეფორმა, შექმნა მნიშვნელოვანი უცხოური სავალუტო რეზერვები, მიმოქცევიდან ამოიღო ამიერკავკასიის კომისარიატის ბონები. ამ უკანასკნელის თავისუფალი მიმოქცევა აშკარად ზღუდავდა სუვერენული საქართველოს ფულად-საკრედიტო სფეროს და, ამდენად, ხანგრძლივად ვერ გაგრძელდებოდა. ამის გამო, საქართველოს ეროვნულ საბჭოში ქართული ფულის, თუნდაც ბონების სახით, გამოშვების მომხრეთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. 1918 წლის ივნისში დაარსდა „ქართული ფულის ფონდი“, რომელიც მომავალი ქართული ვალუტის სტაბილური კურსის ერთ-ერთი მყარი გარანტი უნდა გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1918 წლის ივლისში გამოცხადდა კონკურსი ქართული ფულის ნიშნების კონკრეტული მხატვრული სახის შესარჩევად და დასადგენად. ღონისძიებას კურირებდა მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია, რომელმაც ერთხმად მოიწონა მხატვარ იოსებ შარლემანის მიერ შესრულებული ესკიზი. სწორედ ეს ესკიზები დაედო საფუძვლად ქართული ბონების გარეგნულ სახეს. ამ პერიოდისათვის ქართული ბონის გამოსაშვებად უკვე მომზადებული იყო ნიადაგი – საშინაო და საგარეო მდგომარეობის შედარებით სტაბილურობის ფონზე, ყველა ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ დადგა დრო, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დასმოდა სომხეთსა და აზერბაიჯანზე საქართველოს ფინანსურ დამოკიდებულებას.

სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შემოღების მოსამზადებელი სამუშაოები 1918 წლიდან მიმდინარეობდა. ვალუტის ძირითად სახელად საქართველოში XVI საუკუნიდან გავრცელებული ფულადი ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი „მარჩილი“ შეირჩა – ისტორიული წყაროებით დადასტურებულია, რომ მარჩილი, როგორც ფულის ერთეული, მიმოიქცეოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის „სულთა მატიანეში“ მოხსენებულია ქართველი დიდგვაროვნების მიერ მონასტრისათვის შეწირული მარჩილის ნომინალები. 1920 წლის ივნისში მთავრობის დავალებით მხატვარმა ევგენი ლანსერემ 25 მარჩილის ღირებულების სახელმწიფო საკრედიტო ბილეთის ესკიზი შეასრულა. საქართველოს ეროვნული ვალუტა – მარჩილი მიმოქცევაში გერმანული მარკის პარიტეტული კურსით უნდა გასულიყო. XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის ნივთიერ წყაროდ შემორჩენილია 25 მარჩილის ღირსების სახელმწიფო საკრედიტო ბილეთის ესკიზი.

საქართველოს სახელმწიფო ბანკის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე ამ დროისათვის დაბეჭდილ ნებისმიერ ფულის ერთეულთან შედარებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მანეთი ყველაზე მტკიცე ვალუტად ითვლებოდა. მისი კურსი რუსეთის „სახელმწიფო საკრედიტო ბილეთებისა“ და ამიერკავკასიის ბონების პარიტეტული იყო, რის გამოც იგი თავისუფლად მიმოიქცეოდა არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ რუსეთის პოსტიმპერიულ ქვეყნებშიც. საქართველოს სახელმწიფო ბანკის საქმიანობის შედეგად დარეგულირდა ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე, შემუშავდა ფულის ახალი რეფორმის გატარების პროექტები და განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდგომ დამოუკიდებლობის დაკარგვამ საქართველოს სახელმწიფო ბანკს სახელმწიფოებრივი საფუძველი გამოაცალა და მან არსებობა შეწყვიტა.

1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ გენერალური ბანკის ფუნქციებს „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო ბანკი“ ასრულებდა, რომელიც 1921 წლის ოქტომბერში რუსეთში დაარსებული სახელმწიფო ბანკის ერთ-ერთ ფილიალს წარმოადგენდა. მისი საქმიანობის სფერო მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო, ვინაიდან საყოველთაოდ მიღებული მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემა ბანკების დამოუკიდებელი მოქმედების უნარს აფერხებდა და ხელს უშლიდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს

თანამედროვე საქართველოს ეროვნული ბანკი შეიქმნა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის (სსრკ) დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა მის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა საკრედიტო სისტემის შემადგენელი ყველა სტრუქტურა, მათ შორის სახელმწიფო ბანკი, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი. იმ პერიოდის საბანკო კანონმდებლობა ბევრ ნაკლს მოიცავდა. უპირველეს ყოვლისა, არ იყო მკაფიოდ გამოხატული ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რაც მის საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების არასასურველ ჩარევას ხელს ვერ უშლიდა. ასევე არ იყო ცალსახად ჩამოყალიბებული მისი ძირითადი ფუნქციები, კერძოდ, ცენტრალურ ბანკს ერთდროულად ევალებოდა ანტიინფლაციური პოლიტიკის გატარება, „ეკონომიკის შეწონასწორებული განვითარებისა" და მეურნეობრიობის გააქტიურების სტიმულირება. ეს ცენტრალური ბანკისათვის მეტად ბუნდოვანი, წინააღმდეგობრივი და ნაწილობრივ მის კომპეტენციას გაცილებულ საკითხებსაც გულისხმობდა, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლიდა ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას.

არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, საქართველოში ჩამოყალიბდა სამიარუსიანი საბანკო სისტემა, რაც არსებითად აფერხებდა მის განვითარებას. ლიბერალური მიდგომების ფონზე, პრაქტიკულად, უკონტროლოდ გამრავლდა საბანკო და სხვა ტიპის საკრედიტო დაწესებულებები, რომლებიც ვერ ასრულებდენენ ელემენტარულ ფუქნციებს და ბუნებრივია, საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. ამას დაერთო ეროვნული ბანკის მიერ ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში ზღვარგადასული ფულადი ექსპანსია, რაც ქვეყანაში ჰიპერინფლაციის გამომწვევი მიზეზი გახდა. მართალია, კანონმდებლობა უკრძალავდა ეროვნულ ბანკს ბიუჯეტის დეფიციტის პირდაპირ დაფინანსებას, მაგრამ საკრედიტო ექსპანსია კომერციული ბანკების დაკრედიტებით ხორციელდებოდა, რასაც იგივე დამღუპველი შედეგი ჰქონდა.

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ასევე არ უწყობდა ხელს მისი გამგეობის ხუთი წლის ვადით დანიშვნა, რაც ეროვნულ ბანკს პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებების მიმართ დაუცველს ხდიდა. იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანაში არ არსებობდა საკანონმდებლო ხელისუფლება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მონეტარული რეგულირების კუთხით, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იღებდა. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა შეზღუდული იყო იმითაც, რომ 1993 წლის პირველ აპრილამდე მას არ ჰქონდა ფულის ემისიის საშუალება. საქართველო შედიოდა სამანეთო ზონაში, რაც მას დამოკიდებულს ხდიდა რუსეთის ხელისუფლებაზე, რომელიც ამ ფაქტს პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლის იარაღად იყენებდა. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო - 1993 წლის გაზაფხულისათვის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეწყვიტა საქართველოსთვის მანეთის მიწოდება, 1993 წლის 3 აპრილიდან მიმოქცევაში დროებითი ფულადი ერთეულის - კუპონის გაშვება, რომელსაც სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შემოღებამდე უნდა ეტვირთა გარდამავალი პერიოდის სიმძიმე. კუპონის შემოღების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ურთულეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას დაერთო გაუმართლებლად ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რამაც განაპირობა კუპონის კატასტროფული გაუფასურება.

ეროვნული ბანკი ასევე შეზღუდული იყო სავალუტო ოპერაციების განხორციელებისას, ვინაიდან, პრაქტიკულად, არ გააჩნდა სავალუტო რეზერვები. მართალია, ქვეყანაში მიღებული იყო საექსპორტო ამონაგების სახელმწიფოსათვის სავალდებულო მიყიდვის წესი, მაგრამ საწყის ეტაპზე ეს უკანასკნელი ვერ უზრუნველყოფდა რეზერვების შევსებას. 1993 წლის ივნისიდან ამოქმედდა სახელმწიფო სავალუტო ფონდის ფორმირების ახალი წესი, რომლის თანახმად, საექსპორტო ამონაგების 32 პროცენტიდან, რომელიც სახელმწიფოსათვის სავალდებულო მიყიდვას ექვემდებარებოდა, 10 პროცენტი, მომდევნო წლიდან კი უკვე მთლიანი თანხა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას ხმარდებოდა.

1992 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური დახმარებით დაიწყო მუშაობა საქართველოში თანამედროვე ფულად-საკრედიტო და საბანკო სისტემის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. საყურადღებოა 1993 წლის 29 ნოემბრის სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება - „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ფულად-საკრედიტო რეგულირების ზოგიერთი საგანგებო ღონისძიების შესახებ", სადაც გათვალისწინებული იყო საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები და ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელობის წინადადებები. 1994 წლის 25 მაისიდან საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, ეროვნული ბანკის სპეციალური დადგენილებით, დაუწესდათ ახალი საწესდებო ფონდის ნორმატივები, რომელიც თანდათანობით ზრდიდა საბანკო სისტემის კაპიტალიზაციას. 1994 წლის 12 აგვისტოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით - „საქართველოში საბანკო სისტემის სრულყოფის შესახებ" -დასრულდა ორიარუსიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბება. ამ დოკუმენტში ასევე მნიშვნელოვანი იყო ფულის მიწოდების უკეთ რეგულირებისათვის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშების გადატანა ეროვნულ ბანკში და კლიენტებთან უშუალო ანგარიშსწორების ფუნქციის ჩამორთმევა ეროვნული ბანკისათვის და მისი კომერციული ბანკებისათვის გადაცემა.

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. კონსტიტუციის 95-ე მუხლის შესაბამისად, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით, რომელიც 1995 წლის 23 ივნისს იქნა მიღებული. ორგანული კანონი ანიჭებს დამოუკიდებლობას ცენტრალურ ბანკს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისას. ეროვნული ბანკი თავისუფალია აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი ჩარევისაგან მის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია საკანონმდებლო ხელისუფლების - საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელიც ყოველწლიურად ამტკიცებს „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს", სადაც მოცემულია ეროვნული ბანკის საქმიანობის ზოგიერთი ძირითადი სამოქმედო რაოდენობრივი პარამეტრი და წლის განმავლობაში განსახორციელებელი სტრატეგიული ღონისძიებები ფულად-საკრედიტო, პრუდენციული რეგულირების სფეროსა და ქვეყნის საგადასახდელო სისტემის განვითარებისათვის.

იხ. ვიდეო - რა უნდა იცოდეთ ეროვნული ბანკის შესახებ?



ეროვნული ბანკი დღეს

თანამედროვე საქართველოს ეროვნული ბანკი შეიქმნა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის (სსრკ) დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა მის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა საკრედიტო სისტემის შემადგენელი ყველა სტრუქტურა, მათ შორის სახელმწიფო ბანკი, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი.

იმ პერიოდის საბანკო კანონმდებლობა ბევრ ნაკლს მოიცავდა. უპირველეს ყოვლისა, არ იყო მკაფიოდ გამოხატული ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რაც მის საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების არასასურველ ჩარევას ხელს ვერ უშლიდა. 1992 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური დახმარებით დაიწყო მუშაობა საქართველოში თანამედროვე ფულად-საკრედიტო და საბანკო სისტემის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. საყურადღებოა 1993 წლის 29 ნოემბრის სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება - „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ფულად-საკრედიტო რეგულირების ზოგიერთი საგანგებო ღონისძიების შესახებ", სადაც გათვალისწინებული იყო საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები და ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელობის წინადადებები.

1994 წლის 25 მაისიდან საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, ეროვნული ბანკის სპეციალური დადგენილებით, დაუწესდათ ახალი საწესდებო ფონდის ნორმატივები, რომელიც თანდათანობით ზრდიდა საბანკო სისტემის კაპიტალიზაციას.

1994 წლის 12 აგვისტოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით - „საქართველოში საბანკო სისტემის სრულყოფის შესახებ" -დასრულდა ორიარუსიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბება. ამ დოკუმენტში ასევე მნიშვნელოვანი იყო ფულის მიწოდების უკეთ რეგულირებისათვის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშების გადატანა ეროვნულ ბანკში და კლიენტებთან უშუალო ანგარიშსწორების ფუნქციის ჩამორთმევა ეროვნული ბანკისათვის და მისი კომერციული ბანკებისათვის გადაცემა.

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. კონსტიტუციის 95-ე მუხლის შესაბამისად, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით, რომელიც 1995 წლის 23 ივნისს იქნა მიღებული.

ორგანული კანონი ანიჭებს დამოუკიდებლობას ცენტრალურ ბანკს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისას.

ეროვნული ბანკი თავისუფალია აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი ჩარევისაგან მის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია საკანონმდებლო ხელისუფლების - საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელიც ყოველწლიურად ამტკიცებს „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს", სადაც მოცემულია ეროვნული ბანკის საქმიანობის ზოგიერთი ძირითადი სამოქმედო რაოდენობრივი პარამეტრი და წლის განმავლობაში განსახორციელებელი სტრატეგიული ღონისძიებები ფულად-საკრედიტო, პრუდენციული რეგულირების სფეროსა და ქვეყნის საგადასახდელო სისტემის განვითარებისათვის.

მონეტარული პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ფასების სტაბილურობა გულისხმობს ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპის არსებობას, რაც აუცილებელი ფაქტორია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის. ამასთანავე, ეროვნული ბანკი ზრუნავს საფინანსო სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. ამგვარად, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა ემსახურება ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებას, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პოტენციალის ამაღლებასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები განსაზღვრულია ორგანულ კანონში "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ". ხოლო ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები მოცემულია "ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში", რომელიც ყოველწლიურად მუშავდება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას დამოუკიდებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოებისაგან "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში.

ფინანსური სტაბილურობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საფინანსო სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა. საფინანსო სექტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისათვის, ვინაიდან იგი ასრულებს ყველაზე ეფექტიანი შუამავლის როლს კრედიტორებსა და მსესხებლებს შორის. მაგალითად, კომერციული ბანკები, რომლებიც წარმოადგენენ საფინანსო სექტორის ძირითად რგოლს საქართველოში, იღებენ რა დეპოზიტებს მოსახლეობისა და კომპანიებისაგან, ახორციელებენ მათ შემდეგ გადასესხებას სხვა შინამეურნეობებსა და საწარმოებზე. ამავე დროს, კომერციული ბანკების მეშვეობით ხორციელდება უნაღდო ტიპის ყოველგვარი ანგარიშსწორება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომაც, ჩვეულებრივი კომპანიებისაგან განსხვავებით, კომერციული ბანკების ან საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლების პრობლემები მყისიერად აისახება დანარჩენ ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საფინანსო სექტორის რისკების მუდმივი მონიტორინგი, როგორც ცალკე აღებული საფინანსო ინსტიტუტის, ასევე მთლიანად სექტორის დონეზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი სწავლობს საფინანსო სექტორის სისტემურ რისკებს. ამ მიზნით, წელიწადში ერთხელ აქვეყნებს ამ მხრივ თავის ძირითად გამოკვლევას - ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს, რომელიც, სტანდარტული მაკროეკონომიკური ანალიზისგან განსხვავებით, შეისწავლის მოვლენებს, რომელთა მოხდენის ალბათობის დადგენა რთულია, მაგრამ რისკის მატერიალიზაციის შემთხვევაში უარყოფითი ზეგავლენა - არსებითი.

ეროვნული ბანკი, 2009 წლის დეკემბრიდან, ასევე პასუხისმგებელია საფინანსო ბაზრის ცალკეულ მონაწილეთა - კომერციული ბანკების, საკრედიტო კავშირების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობასა და რეგულირებაზე. ფინანსური სტაბილურობის მაკრო და მიკრო ასპექტების ერთი ორგანიზაციის ქვეშ მოქცევა, ფინანსური სისტემის გამართული ფუნქციონირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად განიხილება.

ქართული ფული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ცნობილია, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მხოლოდ ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, დაამზადოს, მიმოქცევის ან სხვა მიზნით, სამახსოვრო ფულის ნიშნები.

ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების (თეთრების) დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს, რის შემდეგაც იწყება ფულისნიშნების ბეჭდვისა და მოჭრის პროცესში ჩაშვება. ქართული ფულის ნიშნები წამყვან ევროპულ ორგანიზაციებში მზადდება.

საქართველოს ტერიტორიაზე მზა ფულის ნიშნების ტრანსპორტირებას და შემდგომ ეროვნული ბანკის საცავებში მათ შენახვას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. მოსახლეობას ფულის ნიშნები კომერციული ბანკების მეშვეობით მიეწოდება.

ფულის ნიშნების მიმოქცევაში გასვლის შემდეგ იწყება მათი ცვეთის ბუნებრივი პროცესი, რაც, საბოლოო ჯამში, მიმოქცევისათვის მათ გამოუსადეგარობას იწვევს. ქაღალდის ფულის ნიშნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1-დან 5 წლამდე მერყეობს, გამომდინარე ნომინალის მოხმარების თავისებურებებიდან. მონეტები მიმოქცევაში გაცილებით დიდხანს ძლებს. ეროვნული ბანკი სისტემატურად ახორციელებს ხმარებისათვის გამოუსადეგარი ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღებას და მათ ჩანაცვლებას შესაბამისი ოდენობის ახალი მონეტებითა და ბანკნოტებით. გამოუსადეგარი ფულის ნიშნების განადგურება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება.

ეროვნული ბანკი მთავარი ექსპერტია ეროვნული ვალუტის, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე - ექსპერტი უცხოური ვალუტისა და საბანკო ბილეთების ნამდვილობის დადგენის საქმეში. იგი სისტემატურად ახორციელებს მიმოქცევიდან ყალბი და ფალსიფიცირებული ფულადი ნიშნების ამოღებას. ამასთან, ყალბი და ფალსიფიცირებული ფულადი ნიშნების ამოღება ხდება კომპენსაციის გარეშე.

მიმოქცევისათვის განკუთვნილი ფულის ნიშნების ემისიის გარდა, ეროვნული ბანკი კანონმდებლობით არის უფლებამოსილი, გამოუშვას ნუმიზმატური დანიშნულების - სამახსოვრო და საინვესტიციო მონეტები.

საგადახდო სისტემები

საქართველოს საგადახდო სისტემა არის ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ინფრასტრუქტურის მნიშვენლოვანი ნაწილი. მისი მეშვეობით ხორციელდება ფინანსური ანგარიშსწორება სწრაფად, უსაფრთხოდ და საიმედოდ, რაც ფინანსური და ფულადი ბაზრების შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირების ერთ-ერთი წინაპირობაა და ხელს უწყობს მთალიანად ეკონომიკის სტაბილურობასა და ეფექტურობას. საგადახდო სისტემა მოიცავს როგორც მსხვილი ბანკთაშორის საგადახდო ასევე საცალო გადახდების სისტემებს. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში მომხმარებლების საგადახდო მომსახურებას ახორციელებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრირებული იურიდიული პირები.

საქართველოში დღესდღეობით ფუნქციონირებს ფულადი სახსრების საგადახდო სისტემები და ფასიანი ქარალდების ანგარიშსწორების სისტემები(საგადახდო ბარათების საპროცესინგო სისტემები). ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საგადახდო სისტემის - დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის ოპერატორი ეროვნული ბანკია, რომელიც უზრუნველყოფს ბანკების, მათი კლიენტების და სამთავრობო გადარიცხვების დამუშავებას და ანგარიშსწორებას.

საგადახდო სისტემების ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეგულირებისა და ზედამხედველობის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს.

სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, პასუხისმგებელია ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებელების წარმოებასა და გავრცელებაზე. 2010 წლის 17 მაისიდან საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტის წევრია.

მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტი უზრუნველყოფს ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც, რაც დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებისა და ამავდროულად, პოტენციური საგარეო ეკონომიკური პარტნიორებისა და ინვესტორების დაინტერესების გარანტია. მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტი უადვილებს წევრ ქვეყნებს კაპიტალის ბაზრებზე მონაწილეობას.

ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული სტატისტიკური სისტემის შემადგენელ ნაწილს, რომლის მიზანია აწარმოოს და მიაწოდოს მომხმარებელს ობიექტური სტატისტიკური ინფორმაცია სტატისტიკის შემდეგი დარგების მიხედვით:

• მონეტარული და ფინანსური სტატისტიკა • საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა • საერთაშორისო ინვესტიციური მდგომარეობის სტატისტიკა • საგარეო ვალის სტატისტიკა • საერთაშორისო რეზერვებისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდობის სტატისტიკა • გაცვლითი კურსების სტატისტიკა • საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა

2007 წლის იანვრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე სისტემატურად ქვეყნდება სტატისტიკურ მონაცემთა მწკრივები, სათანადო მეთოდოლოგიურ განმარტებებთან ერთად. ეს ღონისძიება ნაკარნახევია მომხმარებელთათვის მრავალფეროვანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობით. სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება ხდება "სტატისტიკური პუბლიკაციების კალენდრის" მიხედვით.


ეროვნული ბანკის საბჭო

ეროვნული ბანკის საბჭო საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც შვიდი წევრისაგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

საბჭოს წევრები:

  • არჩილ მესტვირიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი
  • პაპუნა ლეჟავა, ვიცე-პრეზიდენტი
  • ნიკოლოზ გაგუა, ვიცე-პრეზიდენტი
  • რობერტ სინგლეტერი
  • ეკატერინე მიქაბაძე
  • ეკატერინე გალდავა
  • ნათელა თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტები

საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტები

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 95

  • 1.საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას.
  • 2.ეროვნული ბანკი არის ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი.
  • 3.ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით.
  • 4.ფულის სახელწოდება და ერთეული განისაზღვრება კანონით. ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკს.

მუხლი 96

  • 1.საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით 64-ე მუხლის შესაბამისად.
  • 2.ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ბანკის საბჭოს წევრთაგან ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
  • 3.ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და ყოველწლიურად წარუდგენს მას თავისი საქმიანობის ანგარიშს.
იხ. ვიდეო - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ეკონომიკური პროგნოზები - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ, კობა გვენეტაძე ახლო მომავლის ეკონომიკურ პროგნოზებს აკეთებს.

ინფლაცია, რომელიც პანდემიის პერიოდიდან, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ მაღალ ნიშნულზეა, მისი განცხადებით, წლის განმავლობაში დაიკლებს. თუმცა, ომის ფაქტორის გათვალისწინებით, არც ისე სწრაფი ტემპით.




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...