воскресенье, 14 июля 2024 г.

გრაფიტი (მინერალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                   გრაფიტი (მინერალი)
გრაფიტი
საერთო
ქიმიური ფორმულა C (ნახშირბადი)
იდენტიფიკაცია
ფერი ნაცრისფერი, შავი ფოლადისებური
კრისტალოგრაფია ცხრილური, ექვსგვერდიანი ფენებიანი მასა, მარცვლოვანი მკვრივი მაშები
კრისტალის სინგონია ჰექსაგონალური (პლანაქსიალური)
სიმაგრე მოოსის სკალით 1-2
მინერალის ელვარება ლითონისებური
ხაზის ფერი შავი
სიმკვრივე 2,09—2,23 კგ/მ³
Fusibility არალღვობადი
ხსნადობა უხსნადი

გრაფიტი (ძვ. ბერძნ. γράφω — ვწერ) — მინერალი თვითნაბადი ელემენტების კლასიდან, ნახშირბადის ერთ-ერთი ალოტროპიული მოდიფიკაცია. სტრუქტურა ფენოვანია. კრისტალური მესერის ფენებს შეუძლიათ განლაგდეს სხვადასხვანაირად ერთმანეთის მიმართ, რითაც ქმნიან მთელ რიგ პოლიტიპებს, სიმეტრიით ჰექსაგონალური სინგონიიდან (დიჰექსაგონალურ-დიპირამიდული), ტრიგონალური სინგონიამდე (დიტრიგონალური). ფენები სუსტი ტალღური, თითქმის ბრტყელია, შედგება ნახშირბადის ატომების ექვსკუთხა ფენებისაგან. კროსტალები ფირფიტისებურნი, ქერცლოვანია. ქმნიან ფურცლოვან და მომრგვალო რადიალურ-სხივურ აგრეგატებს, იშვიათად — აგრეგატები კონცენტრული-ზონალური აღნაგობისაა. მსხვილ კრისტალურ გამონაყოფს ხშირად სამკუთხა შტრიხი აქვს ზედაპირზე (0001).

თვისებები

კარგად ატარებს ელექტრო დენს. ალმასთან შედარებით გააჩნია დაბალი სიმაგრე (1—2 მოოსის სკალით). სიმკვრივე 2,08—2,23 გ/სმ³. ფერი მუქი ნაცრისფერიდან შავამდე, ელვარება ლითონური. უდნობადი, მდგრადია ჰაერის გარეშე გახურებისას. მჟავეებში არ იხსნება. ცხიმიანია (სრიალა, მოლიპული) ხელის შეხებისას. ბუნებრივი გრაფიტი შეიცავს 10—12 % თიხებისა და რკინის ჟანგების მინარევებს. ხახუნისას ფენებად, ქერცლებად იშლება (ეს თვისება გამოიყენება ფანქრებში).

გრაფიტის მონოკრისტალების ელ. დენის გამტარობა ანიზოტროპიულია, ბაზისური სიბრტყის პარალელური მიმართულებით, ახლოსაა ლითონის გამტარობასთან, პერპენდიკულარული მიმართულებით - ასჯერ ნაკლებია. გამტარობის მინიმალური მნიშვნელობა შეიმჩნევა ტემპერატურის 300-1300 К ინტერვალში, ამასთან მინიმუმის მდგომარეობა დაბალი ტემპერატურების რაიონში კრისტალურ სტრუქტურებში ხდება. ყველაზე მაღალი ელ. დენის გამტარობა აქვს რეკრისტალიზებულ გრაფიტს.

გრაფიტის სითბური გაფართოების კოეფიციენტი 700 К-მდე უარყოფითია ბაზისური სიბრეტყეების მიმართულებით (გრაფიტი იკუმშება გახურებისას), მისი აბსოლუტური მნიშვნელობა ტემპერატურის მომატებასთან ერთად მცირდება. 700 К-ზე მაღლა სითბური გაფართოების კოეფიციენტი დადებითი ხდება. ბაზისური სიბრტყეების პერპენდიკულარული მიმართულებით, სითბური გაფართოების კოეფიციენტი დადებითია, პრაქტიკულად არაა დამოკიდებული ტემპერატურისაგან და 20-ჯერ უფრო მეტია საბაზისო სიბრტყეების საშუალო აბსოლუტურ მნიშვნელობაზე.

გრაფიტის მონოკრისტალები დიამაგნეტურნი არიან, მაგნიტური აღქმადობა უმნიშვნელოა საბაზისო სიბრტყეებში და მაღალია ორთოგონალურ სიბრტყეში.

სტრუქტურა

α-გრაფიტი
α და β-გრაფიტების სტრუქტურები

ნახშირბადის ყოველი ატომი კოვალენტურადაა დაკავშირებული სამ სხვა ირგვლივ მყოფი ნახშირბადის ატომებთან.

განასხვავებენ გრაფიტის ორ მოდიფიკაციას: α-გრაფიტი (ჰექსაგონალური P63/mmc) და β-გრაფიტი (რომბოედრული R(-3)m). განირჩევიან ფენების შეფუთვით. α-გრაფიტში ყოველი ფენის ატომების ნახევარი განლაგებულია ექვსკუთხედების ცენტრების ზევით და ნახევარი ქვევით (წყობა …АВАВАВА…), ხოლო β-გრაფიტში ყოველი მეოთხე ფენა იმეორებს პირველს. რომბოედრული გრაფიტის წარმოდგენა ხელსაყრელია ჰექსაგონალურ ღერძებში, რათა ნაჩვენები იქნას მისი ფენოვანი სტრუქტურა.

β-გრაფიტი სუფთა სახით არ შეიმჩნევა, რადგანაც ის მეტასტაბილური ფაზაა. მაგრამ, ბუნებრივ გრაფიტებში რომბოედრული ფაზის შემცველობა შეიძლება აღწევდეს 30 %. 2500-3300 К ტემპერატურისას რომბოედრული გრაფიტი მთლიანად გადადის ჰექსაგონალურში.

ბუნებაში არსებობის პირობები 

თანმხლები მინერალებია: პირიტიძოწიშპინელი. წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურის დროს ვულკანურ და მაგმატურ მთის ქანებშიპეგმატიტებში. გვხვდება კვარციან ძარღვებში ვოლფრამთან ერთად და სხვა მინერალებთან ერთად საშუალო ტემპერატურულ ჰიდროთერმალურ პოლიმეტალურ საბადოებში. ფართოდაა გავრცელებული მეტამორფულ მთის ქანებში — მარმარილოებში, კრისტალურ ფიქალებში. მსხვილი საბადოები წარმოიქმნება ქვის ნახშირის პიროლიზის შედეგად.

ხელოვნური სინთეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნურ გრაფიტს მიიღებენ სხვადასხვა ხერხით:

  • აჩესანოვის გრაფიტიკოქსის და პეკის (ფისების) ნარევის გახურებით 2800 °C; -მდე.
  • რეკრისტალიზებური გრაფიტი: ნარევის თერმომექანიკური დამუშავებით, რომელიც შეიცავს კოქსს, პეკს, ბუნებრივ გრაფიტს და კარბიდწარმომქმნელ ელემენტებს.
  • პიროგრაფიტი: აიროვანი ნახშირწყალბადების პიროლიზით 1400—1500 °C ტემპერატურისას ვაკუუმში, წარმოქმნილი პირონახშირბადის შემდგომი გახურებით 2500—3000 °C ტემპერატურამდე 50 მპა წნევისას (წარმოქმნილი პროდუქტი — პიროგრაფიტი; ელექტროტექნიკურ მრეწველობაში გამოიყენება სახელწოდება «ელექტროგრაფიტი»).
  • დომენის გრაფიტი: გამოიყოფა თუჯის დიდი მასების ნელი გაცივებისას.
  • კარბიდული გრაფიტი: წარმოიქმნება კარბიდების თერმული დაშლისას.

გადამუშავება

გრაფიტის გადამუშავებით, იღებენ გრაფიტის რამდენიმე მარკას და მის სხვადასხვა ნაკეთობებს.

გრაფიტის სავაჭრო სახეებს იღებენ გრაფიტის მადნის გამდიდრებით. გრაფიტს კონცენტრატების გაწმენდის ხარისხის მიხედვით ყოფენ გამოყენების სფეროთი სამრეწველო მარკებად, სადაც ყოველი მათგანი აყენებს სპეციფიკურ მოთხოვნებს გრაფიტის ფიზიკო-ქიმიურ და ტექნოლოგიური თვისებების მიმართ.

რუსი მეცნიერების აღმოჩენების შუქზე გაჩნდა პერსპექტივა გრაფიტის მადნიდან ოქროსა და პლატინოიდების მიღებისა.

გრაფიტის გადამუშავება თერმოგაფართოებული გრაფიტი

პირველ ეტაპზე აღებულ გრაფიტის კრისტალს ჟანგავენ. ჟანგვა ხასიათდება გოგირდმჟავის ან აზოტმჟავის მოლეკულების ან იონების ჩანერგვით გრაფიტის კრისტალური მესრის ფენებს შორის დამჟანგავებთან ერთად ყოფნისას (წყალბადის ზეჟანგი, კალიუმის პერმანგანატი და სხვა). დაჟანგულ გრაფიტს რეცხავენ და აშრობენ. შემდგომ გრაფიტს ამუშავებენ თერმულად Т=1000 °C-მდე სიჩქარით 400-600 °C/წმ. ძალიან მაღალი გახურების სიჩქარის გამო ხდება გრაფიტის მესერში ჩანერგილი გოგირდმჟავის დაშლა და მისი აიროვანი პროდუქტების სწრაფი გამოყოფა. ამის შედეგად ფენებს შორის მანძილი იზრდება მიახლოებით 300 ჯერ, ხოლო გრაფიტის პატარა ნაწილაკების რიცხვი და სინჯის მოცულობა იზრდება 60-400-ჯერ. მიღებულ მასალაში რჩება გოგირდის ან აზოტის ოქსიდების გარკვეულ რაოდენობა რომლებიც გამოყენებულ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. შემდგომ მიღებულ თერმოგაფართოებულ გრაფიტს წნეხენ ზოგჯერ კი არმირებენ ნაკეთობების შემდგომ დასამზადებლად.

გრაფიტის გადამუშავება ხელოვნური გრაფიტის სხვადასხვა მარკის მისაღებად

ხელოვნური გრაფიტის მისაღებად ძირითადად გამოიყენებენ ნავთობის კოქსს, როგორც შემავსებელს და ძირითად პეკს (ფისი) როგორც მაკავშირებელი. გრაფიტის კონსტრუქციული მარკებისათვის დანამატების სახით გამოიყენებენ ბუნებრივ გრაფიტს და მურს. ქვანახშირის პეკის (ფისის) მაგივრად რომელიცაა დამაკავშირებელი და გამჟღენთი ნივთიერება გამოიყენება ზოგი სინთეთიკური ფისი, მაგალითად ფურანული და ფენოლური. ხელოვნური გრაფიტის წარმოება შედგება შემდეგი ძირითადი ტექნოლოგიური ეტაპისაგან:

  • კოქსის მომზადება წარმოებისათვის (პირველადი დაქუცმაცება, წრთობა, კოქსის დაფქვა და დაცრა ფრაქციების მიხედვით);
  • მაკავშირებელის მომზადება;
  • ნახშირბადიანი მასის მომზადება (კოქსისა და მაკავშირებლის დოზირება და შერევა);
  • ნამზადის (გამოუმწვარის) დაყალიბება ყრუ მატრიცაში ან მუნდშტუკიანი წნეხებში;
  • ნამზადის გამოწვა;
  • ნამზადის გრაფიტაცია;
  • ნამზადის მექანიკური დამუშავება ნაკეთობის საჭირო ზომამდე.

კოქსს აქუცმაცებენ 30-40 მმ ზომის ნატეხებამდე, შემდეგ აწრთობენ სპეციალურ საწრთობ ღუმელებში 1300 °C ტემპერატურის პირობებში. წრთობის დროს მიიღწევა კოქსის თერმული სტაბილიზაცია, მასში მცირდება მფრინავი ნივთიერებების შემცველობა, იზრდება მისი სიმკვრივე, ელექტრო — და თბოგამტარობა. წრთობის შემდეგ კოქსს ფქვავენ საჭირო ფრაქციამდე. კოქსის ფხვნილს დოზირებენ და ურევენ პეკს სარევ მანქანაში 90-130 °C ტემპერატურის პირობებში.

ასარევ მანქანაში თავიდან ტვირთავენ მშრალ კომპონენტებს, ხოლო შემდეგ ამატებენ თხევად პეკს (ფისს). არევის შემდეგ მასას თანაბრად აცივებენ დაწნეხვის ტემპერატურამდე (80-100 °C). ნამზადებს წნეხენ ან ზედმეტი მასის მუნდშტუკიდან გამოძევების მეთოდით, ან საწნეხ-ფორმებში (პრეს-ფორმა). ცივი ფხვნილების დაწნეხისას ცვლიან დაფქვის მომზადების და შერევის ტექნოლოგიებს.

მაკავშირებლის და ცალკეული მარცვლების დამაგრების კარბონიზაცია ნამზადის მონოლითურ მასალად საჭიროებს გამოწვას ბევრ კამერიან გაზის ღუმელებში 800—1200 °C ტემპერატურაზე. გამოწვის ციკლის ხანგრძლივობა (გახურება და გაცივება) შეადგენს 3-5 კვირას ნამზადის ზომის და სიმკვრივის გათვალისწინებით. გრაფიტაცია — საბოლოო თერმული დამუშავებაა — ნახშირბადიან მასალას გარდაქმნის გრაფიტად. გრაფიტაციას აწარმოებენ აჩესონის წინაღობის ღუმელებში ან პირდაპირო გაცხელების ღუმელებში 2400-3000 °C ტემპერატურისას. ნავთობის ნახშირბადიანი ნამზადების გრაფიტაციისას მიდის ნახშირბადის კრისტალების გამსხვილების პროცესი. მწვრილკრისტალური «ამორფული» ნახშირბადიდან მიიღება მსხვილკრისტალიანი გრაფიტი, რომლის ატომური მესერი არაფრით არ განსხვავდება ბუნებრივი გრაფიტის ატომური მესერისაგან. ხელოვნური გრაფიტის მიღების ტექნოლოგიური პროცესების ზოგი ცვლილება დამოკიდებულია საბოლოო მასალის საჭირო თვისებებზე. უფრო მკვრივი მასალის მისაღებად ნახშირბადიან ნამზადებს ზღენთავენ (გამოწვის შემდეგ) პეკით ავტოკლავებში ერთ ან რამდენიმეჯერ, ყოველი გაჟღენთვის შემდეგ მისი გამოწვით და პროცესის ბოლოს კი ხდება გრაფიტაცია. განსაკუთრებულად სუფთა მასალის მისაღებად გრაფიტაციას აწარმოებენ გაზის გაწმენდის თანხლებით ქლორის ატმოსფეროში.

გრაფიტის დამუშავება კომპოზიტური მასალების მისაღებად

ანტიფრიქციულ ნახშირბადიან მასალებს შემდეგი მარკისას (ძველი სსრკ-ის და რუსეთის მარკირებით) ამზადებენ: გამომწვარი ანტიფრიქციული მასალები მარკა - АО, გრაფიტირებული ანტიფრიქციული მასალები მარკა - АГ, ანტიფრიქციული მასალები, გაჟღენთილი ბაბიტითკალათი და ტყვიით АО-1500Б83, АО 1500СО5, АГ-1500Б83, АГ-1500СО5, ნიგრანი, ქიმანიტი და გრაფიტპლასტური მასალები მარკით АФГМ, АФГ- 80ВС, 7В-2А, КВ, КМ, АМС.

ანტიფრაქციული ნახშირბადიანი მასალები მზადდებიან გაუწრთობი ნავთობის კოქსისაგან, ქვანახშირის პეკისაგან ბუნებრივი გრაფიტის დამატებით. მკვრივი შეუღწევადი ანტიფრიქციული მასალის მისაღებად გამოიყენებენ ლითონით გაჟღენთვას. ასეთი მეთოდით მიიღებემ ანტიფრიქციულ მასალებს მარკით - АГ-1500 83, АГ-1500СО5 АМГ-600Б83, АМГ-600СО5. დასაშვები სამუშაო ტემპერატურა ჰაერზე და გაზის გარემოში, რომლებიც შეიცავს ჟანგბადს არის АО -თვის — 250—300 °C, АГ-თვის — 300 °C (აღმდგენ და ნეიტრალურ გარემოში 1500 და 2500 °C შესაბამისად). ნახშირბადიანი ანტიფრიქციული მასალები ქიმიურად მდგრადნი არიან ბევრ აგრესიულ აიროვან და თხევად გარემოში. ისინი მდგრადნი არიან თითქმის ყველა მჟავის მიმართ (მჟავის დუღილის ტემპერატურამდე), მარილების ხსნარების, ყველა ორგანული გამხსნელების მიმართ და შეზღუდულად მდგრადნი არიან კონცენტრირებულ ტუტეთა ხსნარების მიმართ.

გრაფიტი როგორც ოქროსშემცველი ნედლეული

იონური მას-სპექტრომეტრიით აღმოჩენილი ოქროს შემცველობა რამდენიმე ათეულჯერ აღემატება, ადრე ქიმიური ანალიზით აღმოჩენილი ოქროს შემცველობას. რუსი მეცნიერების მიერ შესწავლილ გრაფიტის სინჯებში ოქროს შემცველობა იყო 17,8 გრ/ტ-მდე – ეს მდიდარი ოქროს საბადოს დონეა. გრაფიტის მადნიდან ოქროს მოპოვების პერსპექტივაზე მეტყველებს ის რომ, ამ ტიპის საბადოები (უფრო ზუსტი წლოვანებით გვიან კემბრიამდელი-ადრეული პალეოზოური ხანისაა) ფართოდაა გავრცელებული რუსეთში და სერთოდ მსოფლიოში. არის ევროპაში, აშშ, ავსტრალიაში, აფრიკაში – პრინციპში უფრო ადვილი ჩამოსათვალია სადაც ასეთი საბადო არ არის. ამასთან პრაქტიკულად ყველა ისინი ადრე მუშავდებოდა, ხოლო დღეს მდებარეობენ კარაგად ათვისებულ ადგილებში, განვითარებული ინფრასტრუქტურით, მათ შორის სამრეწველო. ეს იმას ნიშნავს რომ აქ ოქროს მოსაპოვებლად არაა საჭირო მშენებლობების დაწყება ცარიელ ადგილას, და რაც მთავარია არაა საჭირო ზედმეტი დანახარჯები, რაც აჩქარებს და აიაფებს წარმოებას.

გამოყენება

გრაფიტის გამოყენება დაფუძნებულია მის რამდენიმე უნიკალურ თვისებაზე.

  • დნობის ქვაბის და ამონაგის ფილების დასამზადებლად — გამოყენება დაფუძნებულია გრაფიტის მაღალი ტემპერატურულ მდგრადობაზე (ჟანგბადის არარსებობის შემთხვევაში), მის ქიმიურ მდგრადობაზე მთელ რიგ გადნობილ ლითონებთან
  • ელექტროდების, გამაცხელებელი ელემენტების  საწარმოებლად — მაღალი ელექტროგამტარობის და პრაქტიკულად ყველა აგრესიული წყლის ხსნარების მიმართ მდგრადობის გამო (ბევრად უფრო მეტი ვიდრე კეთილშობილ ლითონებს გააჩნიათ).
  • ქიმიურად აქტიური ლითონების მისაღებად გადნობილი ნაერთებიდან ელექტროლიზის მეთოდით. კერძოდ ალუმინის მიღებისას გამოიყენება გრაფიტის ორი თვისება:
  1. კარგი ელექტროგამტარობა, და როგორც შედეგი — მისი ვარგისობა ელექტროდების დასამზადებლად
  2. რეაქციის პროდუქტების გაზისებურება, რომელიც ელექტროდზე მიმდინარეობს — ესაა ნახშირორჟანგი. პროდუქტის გაზისებურება ნიშნავს, რომ ის ელექტროლიზიდან გამოდის თვითონ, და ის არ საჭიროებს სპეციალურ ღონისძიებებს რეაქციის ზონიდან მოსაცილებლად. ეს თვისება საგრძნობლად აიოლებს ალუმინის წარმოების ტექნოლოგიას.
იხ. ვიდეო - Graphite Mining: From a Billion Dollar Massive Quarry to Marketplace

კვლევა და ინოვაცია გრაფიტის ტექნოლოგიებში - გლობალურად, 60000-ზე მეტი საპატენტო ოჯახი გრაფიტის ტექნოლოგიებში 2012 წლიდან 2021 წლამდე იქნა შეტანილი. პატენტები შეტანილი იქნა აპლიკანტების მიერ 60-ზე მეტი ქვეყნიდან და რეგიონიდან. თუმცა, გრაფიტთან დაკავშირებული საპატენტო ოჯახები ძირითადად წარმოიშვა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნიდან. ჩინეთი იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი 47000-ზე მეტი პატენტის ოჯახით, რაც მოიცავს ოთხს გრაფიტის პატენტის ყოველი ხუთი ოჯახიდან, რომელიც შეტანილია მსოფლიოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში. სხვა წამყვან ქვეყნებს შორის იყვნენ იაპონია, კორეის რესპუბლიკა, შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია. განმცხადებლის წარმოშობის ამ ხუთეულმა ქვეყანამ ერთად შეადგინა გრაფიტის გლობალური პატენტის პროდუქციის 95 პროცენტი.

გრაფიტის სხვადასხვა წყაროებს შორის, ფანტელ გრაფიტს აქვს პატენტის ოჯახების ყველაზე მეტი რაოდენობა, 5600-ზე მეტი შეტანილი მსოფლიოში 2012 წლიდან 2021 წლამდე. მისი კომერციული სუბიექტებისა და კვლევითი ინსტიტუტების აქტიური კვლევების მხარდაჭერით, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე აქტიურად იყენებს ფანტელ გრაფიტს და აქვს წვლილი შეიტანა ამ სფეროში გლობალური პატენტის შეტანის 85 პროცენტში.

ამავდროულად, ინოვაციები, რომლებიც იკვლევენ ხელოვნურ გრაფიტის სინთეზის ახალ მეთოდებს და იყენებენ მთელ მსოფლიოში, რადგან ქვეყნები ცდილობენ გამოიყენონ ამ ხელოვნურ ნივთიერებასთან დაკავშირებული უმაღლესი მატერიალური თვისებები და შეამცირონ დამოკიდებულება ბუნებრივ მასალაზე. საპატენტო საქმიანობას მკაცრად ხელმძღვანელობენ კომერციული სუბიექტები, განსაკუთრებით მსოფლიოში ცნობილი ბატარეების მწარმოებლები და ანოდური მასალების მომწოდებლები, პატენტის ინტერესით ორიენტირებული ბატარეის ანოდის აპლიკაციებზე.

ნაყარი გრაფიტის ექსფოლაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს ნახშირბადის ფენების განცალკევებას გრაფიტის შიგნით, ფართოდ იქნა შესწავლილი 2012-2021 წლებში. კერძოდ, ულტრაბგერითი და თერმული აქერცვლა იყო ორი ყველაზე პოპულარული მიდგომა მსოფლიოში, შესაბამისად 4267 და 2579 პატენტის ოჯახი. მეტი, ვიდრე ქიმიური ან ელექტროქიმიური ალტერნატივებისთვის.

ულტრაბგერითი აქერცვლასთან დაკავშირებული გლობალური საპატენტო აქტივობა წლების განმავლობაში შემცირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს იაფი ტექნიკა კარგად დამკვიდრდა. თერმული აქერცვლა უფრო უახლესი პროცესია. ულტრაბგერითი ექსფოლიაციასთან შედარებით, ამ სწრაფმა და გამხსნელების გარეშე თერმულმა მიდგომამ უფრო დიდი კომერციული ინტერესი გამოიწვია.

როგორც ლითიუმ-იონური ბატარეების ყველაზე გავრცელებული ანოდური მასალა, გრაფიტმა მიიპყრო მნიშვნელოვანი ყურადღება მთელ მსოფლიოში ბატარეის პროგრამებში გამოყენებისთვის. 2012 წლიდან 2021 წლამდე შეტანილი 8000-ზე მეტი პატენტის ოჯახი, ბატარეის აპლიკაციები იყო გლობალური გრაფიტთან დაკავშირებული გამოგონებების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამ სფეროში ინოვაციებს ხელმძღვანელობენ ბატარეების მწარმოებლები ან ანოდის მომწოდებლები, რომლებმაც შეაგროვეს დიდი პატენტის პორტფელი, რომელიც ძლიერად არის ორიენტირებული ბატარეის მუშაობის გაუმჯობესებაზე, გრაფიტის ანოდის ინოვაციების საფუძველზე. ინდუსტრიის მოთამაშეების გარდა, აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტები - განსაკუთრებით ჩინეთის უნივერსიტეტები - იყო გრაფიტის ანოდის ტექნოლოგიებში ინოვაციების მნიშვნელოვანი წყარო.

პოლიმერული აპლიკაციებისთვის გრაფიტი იყო ინოვაციის აქტუალური თემა 2012 წლიდან 2021 წლამდე, 8000-ზე მეტი პატენტის ოჯახი დაფიქსირდა მთელ მსოფლიოში. თუმცა, ბოლო წლებში, ამ სფეროში განმცხადებლის წარმოშობის პირველ ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში, იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ), პატენტის შევსება შემცირდა.
კერამიკის წარმოებისთვის გრაფიტი წარმოადგენს ინტენსიური კვლევის კიდევ ერთ სფეროს, 6000-ზე მეტი პატენტის ოჯახი რეგისტრირებულია მხოლოდ ბოლო ათწლეულში. კონკრეტულად, ცეცხლგამძლე გრაფიტი შეადგენდა კერამიკასთან დაკავშირებული გრაფიტის პატენტების ოჯახების მესამედს ჩინეთში და დაახლოებით ერთ მეხუთედს დანარჩენ მსოფლიოში. გრაფიტის სხვა მნიშვნელოვანი აპლიკაციები მოიცავს მაღალი ღირებულების კერამიკულ მასალებს, როგორიცაა კარბიდები კონკრეტული ინდუსტრიებისთვის, დაწყებული ელექტრული და ელექტრონიკიდან, კოსმოსური და ზუსტი ინჟინერიიდან სამხედრო და ბირთვულ პროგრამებამდე.
გრაფიტთან დაკავშირებული პატენტების ოჯახების განაწილება წყაროს ტიპების მიხედვით - 2012-2022 წწ.


ნახშირბადის ჯაგრისები წარმოადგენს გრაფიტის გამოყენების დიდი ხნის შესწავლილ ადგილს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ სფეროში რამდენიმე გამოგონება ყოფილა, 2012 წლიდან 2021 წლამდე 300-ზე ნაკლები პატენტის ოჯახი იყო წარდგენილი, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე 1992-დან 2011 წლამდე.

ბიოსამედიცინო, სენსორული და გამტარ მელანი არის გრაფიტის გამოყენების სფეროები, რომლებმაც მიიპყრო ინტერესი როგორც აკადემიური, ისე კომერციული სუბიექტების, მათ შორის ცნობილი უნივერსიტეტებისა და მრავალეროვნული კორპორაციების მხრიდან. როგორც წესი, განვითარებადი ტექნოლოგიების სფეროსთვის, დაკავშირებული პატენტების ოჯახები წარდგენილი იყო სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, მოთამაშეების დომინირების გარეშე. შედეგად, საუკეთესო განმცხადებლებს აქვთ გამოგონების მცირე რაოდენობა, განსხვავებით კარგად შესწავლილი სფეროებისგან, სადაც მათ ექნებათ ძლიერი ტექნოლოგიების დაგროვება და დიდი პატენტის პორტფელი. ამ სამი განვითარებადი სფეროს ინოვაციური აქცენტი ძალიან გაფანტულია და შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, თუნდაც ერთი განმცხადებლისთვის. თუმცა, ბოლოდროინდელი გამოგონებები ხელს უწყობს გრაფიტის ნანომასალების, განსაკუთრებით გრაფიტის ნანოკომპოზიტების და გრაფენის განვითარებას.
გრაფიტის ინოვაციის სიმწიფის მატრიცა

იხ. ვიდეო - Minerals : Native Elements - Graphite


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...