воскресенье, 22 апреля 2018 г.

                ბიბლიური ტექსტები
                 ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу სატანა ხელოვნებაში
ბიბლიური ტექსტები არ გვაძლევს სატანის რაიმე თვალსაჩინო სახეს. ამის საპირისპიროდ კი, შუა საუკუნეების ფანტაზია ჭარბია ასეთი სახეების დეტალიზების მაგალითებით. ამ პერიოდში პროტოტიპი მდიდრდება სხვადასხვა სახიე ანტროპომორფული და ცხოველური ნიშნებით.
ეშმაკის ხახა ხშირად ასოცირდება ჯოჯოხეთის კარიბჭესთან, მასში შესვლა კი ნიშნავს შეჭმას. დანტეს ღვთაებრივ კომედიაში (ჯოჯოხეთი, XXXIV) ეშმაკი, ნახევრად ჩაეყინება ყინულში (სიცივე, ყინული — უსიყვარულობის სიმბოლო) და ღვთაებრივი (ციური) სიმბოლოების საპირისპიროდ მას სამი სახე აქვს (შევადაროთ სამებას). ერთი წითელია (მრისხანება სიყვარულის წინააღმდეგ), მეორე — ღია ყვითელი (სისუსტე და სიზარმაცე - ძლიერების წინააღმდეგ), მესამე შავია (უმეცრება და უწესობა განათლების და სამართლიანობის წინააღმდეგ). ეშმაკის 6 ფრთა უპირისპირდება ქერუბიმნის 6 ფრთას. სატანას კბილები ღრღნიან იუდას - უმაღლესი სულიერი ავტორიტეტის გამცემს, ასევე ბრუტას და კასიას — ვინც ხელყო უმაღლესი სახელმწიფო ავტორიტეტი.
ჯ. მილტონი დაკარგულ სამოთხეში სატანას ანიჭებს ეპიკური გმირის ბნელ დიდებულებას. ამავე მიმართულებით ვითარდება ი ვან დელ ვონდელას ლუციფერი, რომლის გმირსაც უნარი შესწევს იყოს იმპოზანტური და განსჯის ღმერთს რომ გამოასწოროს მისი შეცდომა — მისავე სასარგებლოდ. მხოლოდ ჯ. ბაირონის და მისი ეპოქის რომანტიზმში, ლიბერალიზმისა და ანტიკლერალიზმის ფონზე, კეთდება მცდელობა წარმოვიდგინოთ სატანის სახე, როგორც თავისუფელბის და ჯანყის მოყვარულ „დადებით“ გმირისა, რომელიც იღებს ძველბერძნული ღვთაების ნაკვთებს ( „სატანას“ კარდუჩი, „ლუციფერი“ რასპისარდი, „ლიტანია სატანას“ ბოდლერი). ა. ფრანცისთვის კი, როგორც ამ ტრადიციის მემკვიდრისთვის, უკვე აქსიომატურია სატანა, როგორც იდეალი. იგი თამასობს ამ აქსიომით („ანგელზთა აჯანყება“) და ამტკიცებს, რომ ჩვენს თავში ღმერთი უნდა განადგურდეს „რამდენადაც ჩვენ არ გვესმოდა, რომ გამარჯვება - სულია და ჩვენში, და მხოლოდ ჩვენში უნდა დავძლიოთ და გავანადგუროთ იალდავაოფი.“
ბევრმა არ იცის, რომ აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი, მსოფლიოში, თავისი მელოდიურობით ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო“-ს სიუჟეტი ითვალისწინებს სამ მეტაფორას (სამი — ღვთიური ციფრია) — ღმერთის სამ ჰიპოსტასს: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა (სულიკო). ეშმაკის პროტოტიპი აქ არის ეკალი. ალბათ ასევე სიმბოლურია შავი ყორანი, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“-ს პერსონაჟია; მაგრამ, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარში — „ყინულის დედოფალი“, იგივე შავი ყორანი არის კეთილი მეგობარი, რომელიც გოგონა „ჰერდა“-ს ასწავლის გზას — ბიჭუნა „კაი“-ს მოსაძებნად. ხი. ვიდეო ატლატიდის არსებობის შესახებ.

სატანის ბიბლიური კონცეფცია


                    სატანის ბიბლიური კონცეფცია
                   

                                           წმინდა ავგუსტინე და ეშმაკი“, მიხაელ პახერი.
  • წინასწარმეტყველ იეზეკილის წიგნის მიხედვით, საეკლესიო ტრადიციით, სატანა შექმნილი იყო ანგელოზის მიერ ჰერუვიმის წოდებით. იგი იყო „სრულყოფილების ბეჭდით, სრული სიბრძნით და სილამაზის გვირგვინით დაჯილდოებული“ და ცხოვრობდა ედემის „ცეცხლოვან ქვებში“, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ამპარტავანი გახდა, იგი ჩამოგდებული იყო მიწაზე (იეზ. 28:12-19), მას წამოყვა ანგელოზთა ის ნაწილიც, რომელნიც გარდაისახნენ დემონებად. სატანის დაცემის აღწერა მოყვანილია მოციქულ იოანესთან: სატანა, დიდი ციური ომის შემდეგ, მიწაზე ჩამოაგდო ანგელოზმა მიქაელმა (ახსნა. 12:7-9).
  • ისაია წინასწარმეტყველი გვაძლევს სატანის პირველ სახელს — ლუციფერი (Денница). ლუციფერის დაცემის შემდეგ, იგი ხდება უკუნის განმგებელი, ღმერთის წინააღმდეგ ჯანყის მეთაური.
  • ტრადიციულად, სატანის ადგილსამყოფელად ითვლება ჯოჯოხეთი, ამიტომ იგი არის ჯოჯოხეთის მთავარი. მაგრამ მოციქული პავლეს მიხედვით, დღეს სატანა მმართველობს ცაში (ეფ. 2:2). მისი მსახურნი არიან — „ამ სოფლის ბნელეთის სამყაროთ მპყრობელნი“, „ცისქვეშეთის ბოროტების სულები“ (ეფ. 6:12).
  • იოანეს წიგნში იგი სახელდება ღმერთის შვილად (ძველბერძნული ვერსიით — ანგელოზების) (1:6). იგი წინამძღვრობს ხალხებს და ცეცხლს აფქვრევს მიწაზე. (1:15-17), აგრეთვე მართავს ატმოსფერულ მოვლენებს (1:18), იძლევა სიმდიდრეს და ავრცელებს სნეულებებს (2:7).
იხ. ვიდეო

  • სახარებაში სატანა გვესახება სამყაროს ჩამოყალიბებულ გამგებლად (მათე 4:1-11), და იუდეველების ღმერთად (იოანე 8:44). ამ საფუძველზე ბევრი პირველყოფილი ღვთისმეტყველი გნოისტიკი თვლიდა, რომ ძველი აღქმით, ღმერთი, ეს არის ეშმაკი, რომელიც სრულიადაც არ ქმნის სამყაროს არაფრიდან, არამედ ქმნის პირად ჯოჯოხეთს — „ბნელეთს უფრსკულზე“ (1:2), ბაძავს რა ჭეშმარიტ ღმერთთს, სამყაროს უსახო და მიუწვდომელ პირველადს.
  • განსჯის დღეს შეებრძოლება ანგელოზს, რომელსაც აქვს უფრსკულის გასაღები, და ჩაგდებული იქნება უფრსკულში ათასი წლით (ახსნა. 20:2-3). მეორე ბრძოლის შემდეგ, სატანა ჩაგდებული იქნება „გოგირდოვან და ცეცხლოვან ტბაში“ (ახსნა. 20:7-10)
  • ზოგიერთი სატანისტი მემკვიდრეობას იღებს ანტიკური გნოსტიკებისგან, რომელნიც სამყაროს ყოფდნენ ორ ნაწილად — ხილვადი, მატერიალური და უხილავი — სულიერი. უხილავი, მუდმივი, სულიერი სამყაროს შემოქმედად, აღიარებდნენ ღმერთს, ხილვად, მატერიალურ, დროებით (დროით) ნაწილში კი სატანას.
    • სატანისტური სიმბოლიკა და ესთეთიკა, შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, როგორც მტრის ხელოვნური ხატი, რომელიც გამოიყენებოდა კათოლიკების მიერ, მათი მტრების — იუდეისტი-კაბალისტების, ერეტიკოსების მიმართ. რიცხვი 666 მოყვანილი იოანე ღვთისმეტყველის ტექსტში, პენტაგრამა იმთავითვე გამოიყენებოდა იმქვეყნიური ძალებისგან დაცვის ნიშნად (იხ. «ფაუსტი» გოეთე). '''შაბაშ'''ი — ეს არის „შაბათი“-ს, ებრაული სადღესასწაულო დღის სახეშეცვლილი დასახელება. შავი წიგნები (გრიმუარები) — ოდითგანვე წარმოადგენდნენ წყევლების და ჯადოების კრებულებს, რომლებიც მიეწერებოდა მეფე სოლომონსრქა, რომელიც იხატება ეშმაკის თავზე, იმთავითვე არის ღვთიური ნიშანი (იხ. ცხვრის რქა, ალექსანდრე მაკედონელის ეპითეტი — „რქიანი“)
    • კათოლიკური ეკლესისს კრიზისის პერიოდში, არაერთი საკითხი, რაც მანამდე უთუო წყევლას იმსახურებდა, განსხვავებული კუთხით წარმოჩნდა, გაიზარდა ინტერესი აკრძალულისადმი. ანტიკლერიკალიზმის გავლენით წინ წამოიწია მეამბოხე ანგელოზის ფიგურამ. რომანტიზმმა მოიტანა ბოროტებით ხიბლის ელემენტები, მაგრამ სატანისტები ყოველთვის აღიქვამდნენ სატანას, როგორც ტიტანს, ჯანყის მოთავეს და ქრისტიანული პირმოთნეობის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლოს

ტარტაროსი

                                 ტარტაროსი

(ბერძნ. Τάρταρος) — მიწის უღრმესი ნაწილი ჰესიოდეს მიხედვით. იგი ჰადესის უღრმესი ნაწილია და დედამიწისპირიდან ისევე დაშორებული, როგორც ცა. მას გარს აკრავს სამმაგი სიბნელე და რკინის კედელი (ზოგი ვარიანტით სამმაგი სპილენძის კედელი). ტარტაროსს აქვს პოსეიდონისაგან გაკეთებული სპილენძის კარები. ტარტაროსის ირგვლივ გამუდმებით ბობოქრობს ქარი. ტარტაროსში პირველა ჩაყარეს კრონოსი და დამარცხებული ტიტანები. მათ ასხელოვანი გოლიათები — ჰეკატონხეირები დარაჯობენ. ტარტაროსი ზოგჯერ ჰადესთანაცაა გაიგივებული. ქრისტიანულ რელიგიურ წარმოდგენაში ტარტაროსს ცვლის ჯოჯოხეთი, ჰადესს კი საიქიო. საიქიოში ყველა მიდის, ჯოჯოხეთში კი დიდი დამნაშავეები ხვდებიან. ტარტაროზი ხშირად ბოროტ არსებადაა მიჩნეული, იგი ეშმაკების მეთაური და წინამძღოლია

                               ეშმაკი

                                 
სატანა (ეშმაკი) ჯ. მილტონის პოემიდან «დაკარგული სამოთხე», მხატვ. დორე, გუსტავ
სატანაეშმაკილუციფერიბელზებელიშაითანი — ღმერთისა და ყველა მისი ერთგული, ციური და მიწიერი ძალის მთავარი ანტაგონისტი, ქრისტიანული, იუდაიზმისა და ისლამის რელიგიურ-მითოლოგიური წარმოდგენებით.
სატანა — არსი სიბნელისა და ქაოსის გამოვლინებისა, რელიგიურ-მითოლოგიური, აგრეთვე სატანისტებისფილოსოფიური წარმოდგენებით. ის უმაღლესია ქაოსსა და სიბნელეში, სატანა თავადვეა სიბნელე, ქაოსი და ნგრევა.
  • ივრითიდან სატანა שטן ითარგმნება შემდეგი შინაარსით — „წინააღმდეგობა“, „მოწინააღმდეგე“. ძველი აღქმის ზოგიერთ წიგნში სატანად იწოდება ანგელოზი, რომელიც გამოცდის წინაშე აყენებს მორწმუნის რწმენას (იხ. წ.იოანე, I, 6-12). ახალი აღქმით სატანა, როგორც აპოკალიფსური დრაკონი, წარმოგვიდგება ღმერთის მტრად, ბნელი ძალების მმართველად (იხ. იოანე ღვთისმეტყველის ახსნა XX, 2-3, 7-9).
  • ლუციფერი ((სლავ. Денница) — ლათ. «სინათლის მატარებელი», დილის ვარსკვლავის, პლანეტა „ვენერა“დასახელება, ”განთიადის შვილი” (იხ. ისაია წინასწარმეტყველი, XIV, 12).
  • διαβολος (ბერძ.) — აქედან რუს. Дьявол, лукавый, клеветник. ახალ აღქმაში გვესახება, როგორც ამ სამყაროს მბრძანებელი. ევანგელიე მათე (4:1-11).
  • იბლისი - ცეცხლოვანი არსება (ჯინი), ყურანის მიხედვით, რომელიც ეწინააღმდეგება უფალის ნებას.
  • ვეელზევული (ბაალზვუვი - בעל זבוב) ივრითიდან ითარგმნება, როგორც „ბუზების მბრძანებელი“ — სატანის სახელი ივრითის ტრადიციებით.
იხ. ვიდეო

суббота, 21 апреля 2018 г.

                 მსოფლიო საეკლესიო კრება

                                    


                              მსოფლიოს პირველი საეკლესო კრება ნიკეაში.
უმაღლესი ქრისტიანული სამღვდელოების კრება, რომლებზედაც წყდება უმნიშვნელოვანესი საეკლესიო საკითხები, აწესებენ სარწმუნოებისა და კულტის ნორმებს, ასწორებენ ან ადგენენ ახალ წესებს, აფასებენ ან უარყოფენ სხვადასხვა კონცეფციებს, განსაზღვრავენ ერესებთან ბრძოლის მეთოდებს, ამტკიცებენ დოგმებს და იღებენ ეკლესიის გაძლიერების ღონისძიებებს.
პირველ ხნებში იწვევდნენ ბიზანტიის იმპერატორების ინიციატივით, რომელიც თავჯდომარეობდა კიდეც კრებას.მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია და ეკლესიის ისტორია ამოწმებენ, რომ უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების მატარებელი არის მსოფლიო ეპისკოპატი — მოციქულთა კრების მემკვიდრე, ხოლო მსოფლიო კრება არის ყველაზე სრულყოფილი საშუალება მსოფლიო ეპისკოპატის უფლებამოსილების ეკლესიაში განხორციელებისათვის. მსოფლიო კრებათა პირველსახეა მოციქულთა კრება იერუსალიმში. მსოფლიო კრების შემადგენლობის, უფლებამოსილების და მოწვევის პირობებთან დაკავშირებით საბოლოოდ დადგენილი დოგმატური ან კანონიკური განსაზღვრებები ან მისი მოწვევის უფლებამოსილი ინსტანციები არ არსებობს. ეს იმითაა განპირობებული, რომ მსოფლიო კრებაში მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია საეკლესიო ძალმოსილების უმაღლეს ინსტანციას ჭვრეტს, რომელიც უშუალოდ სულიწმინდის მიერ იმართება და შეუძლებელია რაიმე სახის რეგლამენტაციას დაექვემდებაროს. თუმცა კი მსოფლიო კრების შესახებ კანონიკური განსაზღვრებების არქონა ხელს არ უშლის იმ ისტორიული ცნობებისა და გარემოებების თავმოყრა-განზოგადების საფუძვეზე, რომელთა პირობებშიც მოიწვეოდა ხოლმე მსოფლიო კრება, ეკლესიის სტრუქტურასა და ცხოვრებაში არსებული ამ მეტად ქარიზმატული ინსტიტუტის ზოგიერთი ძირითადი შტრიხის გამოვლენას.
შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრება იმპერატორმა მოიწვია. მაგრამ ეს ფაქტი არაა საკმარისი მიზეზი მსოფლიო საეკლესიო კრების სხვათა, სახელდობრ, საეკლესიო ინსტანციების მიერ მოწვევის შესაძლებლობის უარსაყოფად. შემადგენლობის მხრივ მსოფლიო კრება არის ეპისკოპოსთა კორპორაცია. პრესვიტერებსა და დიაკვნებს მასზე სრულუფლებიანი წევრის სტატუსით დასწრების ნება მხოოდ იმ შემთხვევაში ეძლეოდათ, როცა ისინი კრებაზე არმყოფ თავის ეპისკოპოსს წარმოადგენდნენ. არცთუ იშვიათად ისინი კრებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საკუთარი ეპისკოპოსების ამალაში მყოფი მრჩევლები. კრებაზე ასევე დაშვებული იყო მათი სიტყვის მოსმენა. ცნობილია, თუ როგორი მნიშვნელობა ჰქონდა მსოფლიო ეკლესიისათვის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრების მსვლელობაში ათანასე დიდის მონაწილეობას, რომელიც ნიკეაში დიაკონის ხარისხში, თავისი ეპისკოპოსის — წმინდა ალექსანდრე ალექსანდრიელის თანმხლებ ამალაში მყოფი ჩავიდა, მაგრამ კრებათა განჩნებებს ხელს მხოლოდ ეპისკოპოსები ან მათი მონაცვლეები აწერდნენ. გამონაკლისი მეშვდე მსოფლიო კრების აქტებია, რომლებსაც ეპისკოპოსებთან ერთად მასზე მონაწილე მღვდელმთავრის პატივის არმქონე მონაზვნებმაც მოაწერეს ხელი. ეს დაკავშირებული იყო იმ განსაკუთრებულ ავტორიტეტთან, რომელიც ბერ-მონაზვნებმა მოიპოვეს კრების წინარე ხატმებრძოლობის ეპოქაში ხატთაყვანისცემის მტკიცე აღმსარებლობითი დაცვის წყაობით და აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ამ კრების მონაწილე ზოგიერთმა ეპისკოპოსმა ხატმებრძოლებისათვის დათმობებით საკუთარი თავის კომპრომენტირება მოახდინა. მსოფლიო კრებების დადგენილებების ქვეშ იმპერატორების ხემოწერები პრინციპულად სხვაობდნენ ეპისკოპოსებისა და მათი მოადგილეების ხელმოწერისაგან. ისინი ოროსებს, კრებათა განსაზღვრებებს და კანონებს იმპერატორის კანონების ძალას ანიჭებდნენ და მათ უთანაბრებნენ.
ადგილობრივი ეკლესიები მსოფლიო კრებაზე სხვადასხვაგვარი სისრულით იყო წარმოდგენილი. მსოფლიო კრებებში რომის ეკლესიის მხოლოდ რამდენიმე წარმოამადგენელი იღებდა მონაწილეობას, თუმცა კი აღსანიშნავია, რომ ამ პიროვნებების ავტორიტეტი მაღალი იყო. მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკიდურესად მცირერიცხოვანი, თითქმის სიმბოლური იყო ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების წარმომადგენლობა. კრების მსოფლიოობის აღიარებას არასოდეს განაპირობებდა ყველა ადგილობრივი ეკლესიის პროპორციული დასწრება.
მსოფლიო კრებების კომპეტენცია უპირველეს ყოვლისა იყო სადაო დოგმატური საკითხების გადაწყვეტა. ესაა სწორედ მსოფლიო და არა ადგილობრივი კრებების უპირატესი და თითქმის ექსკლუზიური უფლება. წმინდა წერილისა და საეკლესიო გარდამოცემაზე დაყრდნობით კრებათა მამებმა დაამხეს ერეტიკული გაუკუღმართებანი, დაუპირისპირეს რა მათ კრებათა განსაზღვრებების საშუალებით სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსარება. მათ ოროსებში დაცული შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების დოგმატური განსაზღვრებები თემატურად ერთიანდება. მასში სრულიად იშლება ტრინიტარული და ქრისტოლოგიური სწავლება. კრებათა სიმბოლოებსა და ოროსებში დოგმატების გადმოცემა უცდომელია, რაც ქრისტიანობაში აღიარებულ ეკლესიის უცდომელობას გამოხატავს.
დისციპლინარულ სფეროში კრებები გამოსცემდნენ კანონებს, რომლებიც საეკლესიო ცხოვრების რეგლამენტირებას ახდენდნენ და აგრეთვე ამტკიცებდნენ ადგილობრივი საეკლესიო კრებებისა და ეკლესიის წმინდა მამათა კანონებს. ამას გარდა ისინი ცვლიდნენ და აზუსტებდნენ ადრე მიღებულ დისციპლინარულ განსაზღვრებებს. მსოფლიო კრება ასამართლებდა ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებს, სხვა იერარქებს და ეკლესიის ყველა წევრს, ანათემას უცხადებდა ცრუმოძღვრებსა და მათ მომხრეებს, გამოჰქონდა სასამართო დადგენილება საეკლესიო დისციპლინის დარღვევასთან ან საეკლესიო თანამდებობების უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. ასევე მსოფლიო კრების უფლებამოსილებაში შედიოდა ადგილობრივი ეკლესიების სტატუსზე და საზღვრებზე მსჯავრის გამოტანა.
უაღრესად რთულია კრების დადგენილებების ეკლესიის მიერ მიღების და ამასთან კავშირში მსოფლიო კრების კრიტერიუმების საკითხი. კრების უცდომელობის, მსოფლიოობის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრის გარეგნული კრიტერიუმები არ არსებობს, რადგანაც არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტების გარეგნული კრიტერიუმები. ამიტომაც, მაგალითად, ამა თუ იმ კრების მონაწილეთა რაოდენობა ან მასზე წარმოდგენილ ეკლესიათა რიცხოვნობა არ არის მთავარი მისი სტატუსის განსაზღვრისას. წმინდა მაქსიმე აღმსარებელის სწავლებით, წმინდა და აღიარებული ის კრებებია, რომლებიც სწორად გადმოსცემენ დოგმატებს. ამასთანავე წმ. მაქსიმე უარყოფდა ცეზაროპაპისტულ ტენდენციასაც იმასთან დაკავშირებით, რომ კრებათა საყოველთაო ავტორიტეტი იმპერატორების მიერ მათი დადგენილებების რატიფიკაციაზე ყოფილიყო დამოკიდებული. „ადრინდელი კრებები რომ იმპერატორების ბრძანების მიხედვით დამტკიცებულიყო და არა მართლმადიდებლური სარწმუნოებით, — ამბობს ის, — მაშინ ის კრებებიც იქნებოდა მიღებული რომლებიც ერთარსების სწავლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რადგან ისინიც იმპერატორების ბრძანებით იყვნენ მოწვეულნი... ყველა მათგანი, მართლაც, იმპერატორის ბრძანებისამებრ შეიკრიბა, მაგრამ ამის მიუხედავად ყველა განსჯილია მათზე დამტკიცებული მკრეხელური სწავლებების გამო“.
უსაფუძვლოა რომაულ-კათოლიკური ეკესიოლოგიისა და კანონიკის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კრების აქტების აღიარება რომის ეპისკოპოსის მიერ მათ რატიფიკაციაზეა დამოკიდებული. მთავარეპისკოპოს პეტრეს(ლ'იულიე) შენიშვნით „მსოფლიო კრებაზე დამსწრე მამები არასოდეს თვლიდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების ნამდვილობა რაიმე სახის შემდგომ რატიფიკაციაზე იყო დამოკიდებული... მიღებული ზომები და დადგენილებები სავალდებულო ხდებოდა კრების დამთავრებისთანავე და გადაუდებლად მიიჩნეოდა“. ისტორიულად კრების მსოფლიოდ საბოლოო აღიარებას მომდევნო კრება ახდენდა ხოლმე, ხოლო მეშვიდე კრება საყოველთაოდ, კონსტანტინოპოლის 879 წლის ადგილობრივ კრებაზე გამოცხადდა

четверг, 19 апреля 2018 г.

             გაეროს უშიშროების საბჭო

              ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу Совет Безопасности ООН

           მუდმივი წევრები

  • Flag of the United Kingdom.svg იდი ბრიტანეთი
  • Flag of the People's Republic of China.svg სრ (მდე 1971 წელი— Flag of the Republic of China.svg ინეთი რესპუბლიკა)
  • Flag of Russia.svg უსეთი (მდე 1991 წელი — Flag of the Soviet Union.svg სრკ)
  • Flag of the United States.svg შშ
  • Flag of France.svg აფრანგეთი
მუდმივი წევრები უშიშროების საბჭოს გაეროში  უფლება  «აქვთ ვეტოს.
ეს მოდელი შემორჩა რუზველის გეგმიდან «ოთხი პოლიციელის» (1941), მოდიფიცირებული დამატებული საფრაგენთი რეგიოანული კომპონენტიოს გამო.. მაშ ასეჩინეთის მაგივრად 1971წ-ის 25 ოქტომბრამდე იყო ჩინეთის რესპუბლიკა, 1949 წლამდე რ-იც აკონტორლებდა ტაილანდს და მის გარშემო მიმდებარე კუნძულებს (რეზულუცია გენერალური ანსაბლეის გაეროს 2758).
რუსეთი წარმოადგენს მუდმივმოქმედ წევრს უს გაეროში 1991წ-ის 24 დეკემბერს როგორც სახელმწიფო მემკვიდრე სსრკ.
 გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს წესდების შესაბამისად უშიშროების საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. იგი უფლებამოსილია იმოქმედოს გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით, რომლებიც ვალდებულნი არიან დაემორჩილონ მის გადაწყვეტილებებს და შეასრულონ ისინი. უშიშროების საბჭო განსაზღვრავს მშვიდობისათვის საფრთხის არსებობას, მშვიდობის დარღვევას, აგრესიის აქტს, იღებს რეკომენდაციებს და წყვეტს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ან მისი აღდგენისათვის. უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს საერთაშორისო კანონის ძალა აქვს და საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისა და სახიფათო სახელმწიფოების დამორჩილებისათვის ძალადობის გამოყენების უფლებასაც იძლევა.
უშიშროების საბჭოს 15 წევრი ჰყავს, მათგან 5 მუდმივი წევრია (აშშგაერთიანებული სამეფორუსეთისაფრანგეთიჩინეთი), დანარჩენი 10 კი ყოველ მეორე წელს აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ. პროცედურულ საკითხებზე საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მუდმივ წევრთა ერთსულოვანი თანხმობით (გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ მას მხარს არ უჭერს რომელიმე წევრი) და იგი სავალდებულოა გაეროს ყველა წევრისათვის.

                      მსოფლიო ბანკი

                        
ინგლ. World Bank
ფრანგ. Banque mondiale
ესპ. Banco Mundial
გერმ. Weltbank
World Bank logo.svg
მსოფლიო ბანკის ლოგო
დაარსების თარიღი
ტიპი
შტაბ-ბინა
წევრები
ოფიციალური ენები
პრეზიდენტი
ჯიმ იონ კიმი
საიტი
ქვეყნა-მონაწილეწილი, %
აშშ16,39
იაპონია7,86
გერმანია4,49
საფრაგენთი4,30
დიდი ბრიტანეთი4,30
ჩინეთი2,78
ინდოეთი2,78
იტალია2,78
წვეყანა-მონაწილეწილი, %
კანადა2,78
რუსეთი2,78
საუდის არაბეთი2,78
ჰოლანდია2,21
ბრაზილია2,07
ბელგია1,81
ესპანეთი1,75
შვეიცარია1,66
წვეყანა-მონაწილეწილი,%
ავსტრალია1,53
ირანი1,48
ვენესუელა1,27
მექსიკა1,18
არგეტინა1,12
დანარჩენი 164 ქვეყნები29,90
სულ100,00
 საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომლის შექმნის მიზანიც განვითარებადი ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარებაა. თავისი განვითარების ისტორიის განმავლობაში ბანკმა განიცადა სხვადასხვა სტრუქტურული ცვლილება, ამიტომ ტერმინ მსოფლიო ბანკის ქვეშ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაციები მოიაზრებოდა. თავდაპირველად მსოფლიო ბანკი ასოცირდებოდა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან, რომლის მიზანიც დასავლეთ ევროპისა და იაპონიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ფინანსური დახმარება იყო. ხოლო, მოგვიანებით, 1960წელს შეიქმნა განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, რომელმაც მსოფლიო ბანკის ფუნქციების ნაწილი იტვირთა.
ამჟამად მსოფლიო ბანკი თავის მხრივ ორ ორგანიზაციას მოიაზრებს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას. მოგვიანებით მას შეურთდა კიდევ სამი ორგანიზაციაც, რომლებსაც სხვადასხვა ამოცანების შესრულება ევალებათ, ესენია: საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო და საინვესტიციო დავების რეგულირების საერთაშორისო ცენტრი. საერთო ჯამში ერთიანდება ხუთივე ორგანიზაცია და ეწოდება მსოფლიო ბანკის ჯგუფი

           მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

                                                                                                                                                             
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
Wto logo.png
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
World Trade Organization Members.svg
დაარსების თარიღი
წევრები
149 ქვეყანა
ოფიციალური ენები
გენერალური მდივანი
პასკალ ლამი
საიტი
(ინგლ. World Trade Organization, აკრონიმი WTO) — საერთაშორისო ორგანიზაცია, შექმნილი 1995 წელს, რომელიც გლობალური სავაჭრო სისტემის კანონებს აწესებს და აგვარებს უთანხმოებებს მის წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა უმრავლესობა დაახლოებით 30 ერთობლივი შეთანხმების ხელმომწერნი არიან.
ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაში (შვეიცარია) მდებარეობს. 2005 წლის 1 სექტემბრიდან, მიმდინარე გენერალური დირექტორია პასკალ ლამი. 2016 წლის მდგომარეობით 164 ქვეყანაა გაწევრიანებული. დაარსების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გლობალიზაციის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივ გაერთიანებათა ძირითად ფოკუსშია მრავალ ქვეყანაში.
2012 წლის 22 აგვისტოს, 19-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდა რუსეთის ფედერაცია. ამოცანა WTO-სი  არაის სავაჭრო ზოგადი პრინციპების დამკვიდრებას, დეკლარაციის თანახმად  თანაბარი უფლებები. გამჭირვალობა სავაჭრო ტარიფები უსაფრთხოება.საბაჟო კავშირები.

                      ყოფილი საბჭოთა ქვეყნები და WTO


  • ყირგიზეთი, 20 დეკემბერი 1998 წელი (133-ე წევრიWTO).
  • ატვია, 10 თებერვალი 1999 წელი(134-ე член WTO).
  • სტონეთი, 13 ნოემბერი1999 წელი (135-ე членWTO ).
  • აქართველო, 14 ივნისი 2000 წელი (137-ე членWTO).
  • იტყვა, 31 მაისი 2001 წელი (141-ე член WTO).
  • ოლდავეთი, 26 ივლისი 2001 წელი (142-ე член WTO).
  • ასომხეთი, 5 თებერვალი2003 წელი (145-ე член WTO).
  • კრაინა, 16 მაისი2008 წელი (152-ე член WTO).
  • უსეთუ, 22 აგვისტო 2012 წელი (156-ეчлен WTO)
  • აჯიკეთი, 2 მარტი 2013წელი (159-ე член WTO).
  • აზახეთი, 30 ნოემბერი 2015 წელი (162-ე член WTO)

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...