среда, 6 июня 2018 г.

                              არვალელი ძმები


                                                  
                                                მარკუს ავრელიუსი სწირავს მსხვერპლს.
 რომაელ ქურუმთა კოლეგია, რომელიც დაკავშირებული იყო ძველიტალიურ ღმერთქალ დიას კულტთან. ზოგი გადმოცემის თანახმად არვალელი ძმების პირველი კოლეგია შექმნა აკა ლარენციას 12 ვაჟმა. დიას დღესასწაულზე მსხვერპლად სწირავდნენ ცხვრებსძროხებსგოჭებს. მონაწილეები მღეროდნენ განსაკუთრებულ, ე. წ. არვალურ სიმღერებს, ლოცულობდნენ მოსავლისათვის, რომელიც თითქოს ციდან გამოგზავნილი იყო. ზეიმის ბოლოს იმართებოდა ლხინი და თამაშობა-გართობანი. იმპერატორმა ავგუსტემ განაახლა დავიწყებამდე მისული დღესასწაულის რიტუალი და არვალელი ძმების კოლეგიაში შეიყვანა 12 კაცი, მათ შორის თავისი თავი და ოჯახის წევრები. დღესასწაულის დროს გამოქონდათ ხორბლის თავთავი, ხილი, ყურძენი და სხვა.
სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „arvum“, რაც ქართულად სახნავ მიწას, ყანას ნიშნავს
 (ლათ. Acca Larentia) — ძველიტალიური ღვთაება. გვიანდელი მითების მიხედვით, იგი მწყემს ფაუსტულუსის ცოლია. ფაუსტულუსმა იპოვა გადაგდებული რემუსი და რომულუსი და აღსაზრდელად მიუყვანა თავის ცოლს აკა ლარენციას. გადმოგცემენ, რომ აკა ლარენციას თორმეტმა ვაჟმა არვალელი ძმების პირველი კოლეგია შექმნეს. აკა ლარენციას ზოგჯერ დეა დიასთანაც აიგივებენ.

                    მარკუს ავრელიუსი

           იმპერატორი კეისარი მარკუს ავრელიუს ანტონინუს 
                                                       
Марк Аврелий Антонин
ომისიმპერატორი
7მარტი 161 — 17 მარტი 180
ერთადუციუს ვერუსი (7 მარტი161 — იანვარი169),
ომოდუსი  (177 — 17 მარტი180)
წინამორბედინტონიუს პიუსი
მემკვიდრეომოდუსი
ავგუსტუსი (ლათ.MARCVS ANNIVS VERVS AVRELIVS CAESAR AVGVSTI PII FILIVS) (26 აპრილი121—17 მარტი180) — რომის იმპერატორი 161 წლიდან თავის გარდაცვალებამდე.
მარკუს ავრელიუსი ისტორიაში დამკვიდრდა, როგორც დასავლური ცივილიზაციის განათლებული მონარქი და მოაზროვნე. იგი დაიბადა 121 წლის 26 აპრილს რომში, წარჩინებულთა მდიდარ ოჯახში , რომლის წარმომადგენლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო შვილობილი იმპერატორ ანტონინუს პიუსისა (ანტონინუსთა დინასტიის ეპოქაში ასეთი ტრადიცია იყო დამკვიდრებული: რომის იმპერატორები ჩვეულებრივ, მემკვიდრეობით კი არ ცვლიდნენ ერთმანეთს, არამედ ყოველ მათგანს, როგორც შვილობილს, წინამორბედი ასახელებდა ტახტის მემკვიდრედ და სიცოცხლეშივე თანამმართველად ნიშნავდა). მისი პაპა, ანიუს ვერუსი, სენატორთა წრეს განეკუთვნებოდა და მუდამ ეკავა პრეტორისა თუ კონსულის (სამგზის) საპატიო თანამდებობები. სამი წლის იქნებოდა მარკუსი როდესაც მამა გარდაეცვალა და შემდგომ მისი აღზრდა პაპამ ითავა. მარკუსის დედა-დომიტია ლუკილა, ასევე წარჩინებულთა ოჯახიდან იყო მის პაპას, კატილიუს სევერუსს, რომის პრეფექტის, ხოლო მამას, კალვისიუს ტულიუსს, კონსულის(ორგზის) თანამდებობები ეკავათ.
მარკუს ავრელიუსს ეკუთვნის ფილოსოფიური დღიური „ფიქრები“, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ, საიმპერატორო კარავში იპოვეს.
მარკ ავრელიუსმა ბევრი ისწავლა თავის მამობილისგან ანტონიუს ოიუსისგან. მსგავსად ამისა,მარკ ავრელიანე ყოველმხრივ პატივს ცემდა სენატს.
დიდ დროს უთმობდა მარკ ავრელიანე სასამართლოს. მისი მიმართულება იყო მოღვაწეობა კანონის უზენასობა. ,,არა იმდენად გააცნო ინოვაციები, რამდენი აღადგინა უძველესი უფლება'' აფრიკაში მან დაარსა ოთხი კათედრა ფილოსოფიის.


          საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია

                                              1990 წლის 18 სექტემბერს                                              მოსკოვში წითელ მოედანზე მოწყობილი სამხედრო აღლუმ
(სკკპ) (რუს. Коммунистическая партия Советского Союза; КПСС) — პოლიტიკური პარტია საბჭოთა კავშირში (სსრკ). პარტიის დამაარსებლი და ბელადი იყო ვლადიმერ ლენინი1917 წელს როგორც ცალკე პარტია ფორმალურად გამოეყო, ხოლო ფაქტობრივად 1912 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) ბოლშევიკურ ფრაქციას, რომელიც შეიქმნა 1903 წელს რსდმპ-ის II ყრილობაზე. მმართველი პარტია საბჭოთა კავშირშირუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიარსდმპ (რუს.Российская социал-демократическая рабочая партия; РСДРП), ასევე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, იყო რევოლუციურ-სოციალისტური რუსეთის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიქმნა 1898მინსკში, რამდენიმე რევოლუციური ძალის ერთ პარტიაში გაერთიანების მიზნით. რსდმპ მოგვიანებით გაიყო ბოლშევიკურ და მენშევიკურფრაქციებად, საბოლოოდ ბოლშევიკებმა შეადგინეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია.
ბოლშევიკები (რუს. большевики, წარმოებული სიტყვიდან „большинство, „უმრავლესობა“) იყვნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) ფრაქცია, რომლებსაც 1903 წლის პარტიის მეორე ყრილობაზე მოუვიდათ განხეთქილება მენშევიკურ ფრაქციასთან.
შიდა პარტიულ არჩევნებში ბოლშევიკებმა მოიპოვეს გადამწყვეტი უმრავლესობა საიდანაც მომდინარეობს მათი სახელწოდება. საბოლოოდ ისინი გარდაიქმენენ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიად. ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელში აიღეს ოქტომბრის რევოლუციის შედეგად 1917 წელს და დააფუძნეს საბჭოთა კავშირი.
ბოლშევიკური ფრაქცია ჩამოაყალიბა ვლადიმერ ლენინმა1905 წლისთვის კი პარტია მასობრვი ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც ძირითადად მუშებისგან შედგებოდა და იმართებოდა დემოკრატიული შიდა იერარქიით, დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპებით. ბოლშევიკურმა პარტიამ მოიპოვა მუშათა კლასის ავანგარდის პოზიცია ცარიზმის წინააღმდეგ რევოლუციურ ბრძოლაში.
კომუნისტური იდეოლოგია და პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც ოფიციალურად ეფუძნება კარლ მარქსისფრიდრიხ ენგელსის და ვლადიმერ ლენინის თეორიებს. იგი პროპაგანდას უწევს საერთაშორისო კომუნისტური საზოგადოების შექმნასა და განვითარებას, რომელშიც ერთი პარტია სოციალისტურ რეჟიმს მართავს. იგი თავის მხრივ, პროლეტარიატის დიქტატურას წარმოადგენს. საბჭოთა კავშირი ფორმალურად იყო მოკავშირე რესპუბლიკების ფედერალური კავშირი, ხოლო ფაქტობრივად – ცენტრალიზებულად (მოსკოვიდან) მართული და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მიერ დომინირებული სახელმწიფო. ასევე ფორმალურად ხელისუფლება შედგებოდა „დემოკრატიულად“არჩეული საბჭოებისა და პარლამენტისგან, რეალური ძალაუფლება კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას ჰქონდა, რომელიც განსაკუთრებით სტალინის მმართველობისას - ტოტალიტალურად, ხოლო მის შემდეგ - დიქტატორულად მართავდა ქვეყანას.
სსრკ-ის დაშლამდე გორბაჩოვის მიერ დაწყებულ ე.წ. „გარდაქმნის“პერიოდში სახელმწიფოში რეალური დემოკრატიის შემოღების მცდელობა განხორციელდა, რამაც მხოლოდ მის დაშლას შეუწყო ხელი.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას სახელმწიფოში არა მხოლოდ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლოებრივი ფუნქცია ჰქონდა, არამედ მის ეკონომიკასაც განაგებდა. ქვეყნის ყველა ფუნდამენტალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ინსტიტუციები.
80-იანი წლების ბოლოს საბჭოეთის სახელმწიფო სტრუქტურა თეორიულად უკვე დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სისტემას დაემსგავსა. ასე მაგალითად, კონსტიტუცია სახელმწიფო ორგანოებს განსაზღვრავდა და მოქალაქეებს მათ პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს გარანტირებდა.
1) სახელისუფლებო ძალაუფლება, 2) სახალხო დეპუტატთა საბჭო და 3) მმართველი უზენაესი საბჭო – ეს სამი ორგანო სახალხო წარმომადგენლობის სახით საბჭოთა ხალხის სუვერენიტეტს განასახიერებდა.
პრეზიდიუმს უზენაესი საბჭო ირჩევდა, რომლის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურიც იყო და სახალხო კომისართა საბჭოსაც განაგებდა (მოგვიანებით სსრკ-ის მინისტრთა საბჭო, რომელიც აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას ასრულებდა).
სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის არჩევა სახელისუფლებო ძალაუფალთა მიერ დადასტურებული უნდა ყოფილიყო, საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელი ხდებოდა.
საკონსტიტუციო იურიდიული ორგანო წარმოადგენდა სასამართლოთა სისტემას, რომელსაც უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობდა.
უზენაესი სასამართლო სახელისუფლებო ორგანოების კანონიერების მეთვალყურეობას ახორციელებდა.
1977 წლის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანას გააჩნდა ფედერალური სტრუქტურა, რომელიც თითოეული მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს გარანტირებდა (მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკურ საკითხებში).
პრაქტიკაში კი - თითოეული სახელმწიფო ორგანოს უმეტეს ამოცანებს წყვეტდა ერთადერთი ლეგალური პარტია – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია (სსრკ-ის კომპარტია).
კომპარტია იღებდა უმთავრეს ფუნდამენტალურ და პოლიტიკურ ორიენტირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო ხელისუფლება, თავად რამის დაკანონების გარეშე, ამ გადაწყვეტილებებს ასრულებდა.
მთელი რიგი მექანიზმებისა მუშაობდნენ იმაზე, რომ ხელისუფლების ყველა ორგანოს კომპარტიის გადაწყვეტილებები მიეღო და განეხორციელებინა ისინი.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მოქალაქეებს არჩევნებში გარკვეული კანდიდატისთვის ხმის მიცემის თავისუფლება ჰქონდათ, ეს კანდიდატი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი უნდა ყოფილიყო, და ამასთანავე არჩევნებში მონაწილე კანდიდატები თავად პარტიის მიერვე იყვნენ წამოყენებულნი, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის მიმართ ლოიალურად განწობილნი უნდა ყოფილიყვნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტებში მომუშავე პირები კომუნისტური პარტიის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რაც გამორიცხავდა მათი მხრიდან საერთო ოფიციალური პოლიტიკური ხაზიდან გადახვევის შესაძლებლობას.
აღმასრულებელი ორგანოს – მინისტრთა საბჭოს – უმთავრესი ამოცანა იყო ეკონომიკის მართვა.
მინისტრთა საბჭო შედგებოდა კომუნისტური პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსებისგან. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური ინსტანციის – პოლიტბიუროს – წევრიც იყო.
ხშირად ამ თავმჯდომარედ თავად კომპარტიის გენერალური მდივანივე ხდებოდა. თავმჯდომარეს დანარჩენ მინისტრთა მიმართებაში დომინანტური პოზიცია ეკავა.
1988 წლის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყნის უზენაეს ხელისუფლებას სახალხო დეპუტატთა საბჭო წარმოადგენდა. ამ საბჭოს უმთავრესი ამოცანა იყო სახელისუფლებო კრების ანუ უზენაესი საბჭოს და მისი თავმჯდომარის არჩევა, რომელიც ამასთანავე სახელმწიფოს მეთაური ხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დეპუტატთა საბჭოს თეორიულად კანონების შემოღების უფლება ჰქონდა, იგი იშვიათად იკრიბებოდა, და ისიც იმისთვის, რომ კომპარტიის, მინისტრთა საბჭოსა და უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისთვის მხარი დაეჭირა.
უზენაეს საბჭოს სსრკ-ის ძალაში მყოფ კანონთა ინტერპრეტაციისა და მინისტრთა საბჭოსთან ერთად დეკრეტების მიღების უფლება ჰქონდა, თუ კანონებში რამე გაურკვევლობები წარმოიქმნებოდა.
სამართლებრივი სისტემა დასავლეთის ქვეყნებისგან ძლიერ განსხვავდებოდა: თუ დასავლეთის სისტემაში ბრალდებულს მოსამართლის წინაშე ადვოკატი იცავს, ხოლო პროკურორი ბრალდებას უყენებს, - საბჭოთა სასამართლოში მოსამართლე როგორც ადვოკატთან, ასევე ბრალმდებელთან ერთად მუშაობდა. საბჭოთა გაგებით ასეთი სისტემა ჭეშმარიტების ძიებას ემსახურებოდა, სინამდვილეში კი - კორუპციას უხსნიდა ხელს.
საბჭოთა კავშირი მისი დაარსების პირველი დღიდანვე და მის დაშლამდე იყო ე.წ. პოლიციური სახელმწიფო, რომელშიც თვალყურს ადევნებდნენ მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს. სიტყვის, მოგზაურობის, განათლების, ეკონომიკის და სხვა თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.
ყოველი მნიშვნელოვანი ქმედება „ზემოდან“ უნდა დაშვებულიყო. მოქალაქეთა საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას საკმაოდ ინტენსიურად თვალყურს ადევნებდა და აკონტროლებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი („სუკი“). დისიდენტებს სახელმწიფო რეპრესიები და მძიმე სასჯელები ელოდა, რომელთაგან უსაშინლესი იყო დახვრეტა ან „გულაგის“ ტყვეობაში მოხვედრა.

თითოეულ მოქალაქეზე ასეთი ტოტალიტარული კონტროლი და სახელმწიფოებრივი ძალადობა განსაკუთრებით სტალინისა და ბრეჟნევის მმართველობის პერიოდებში სუფევდა, ხრუშჩოვის დროს ოდნავ შესუსტდა, ხოლო გორბაჩოვმაქვეყანაში გარკვეულ წილად შეზღუდული, მაგრამ მაინც საგრძნობი კულტურული და პირადული თავისუფლებები დაუშვა.
სტალინის შემდგომ პერიოდში საბჭოთა კავშირში ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთი ჩამოყალიბდა, რომელიც აკრძალული ლიტერატურისა („სამიზდატი“) და პოლიტიკური იუმორის - „ერევნის რადიოს“ სახით წლების განმავლობაში არსებობდა

1924–1939: სტალინის ტერორი

1922 წლიდან რუსეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გახდა იოსებ სტალინი, რომელმაც 1924 წლის 21 იანვარს ლენინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მასა და ლენინის თანამოღვაწის ლევ ტროცკისა შორის ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და მისი შენარჩუნებისთვის შეუბრალებელი ბრძოლა.
ძალაუფლების ხელში დასაკავებლად სტალინმა თავის მეტოქეებს – „მემარჯვენე“ ნიკოლაი ბუხარინს და „მემარცხენეებს“ - ლევ ტროცკისგრიგორ ზინოვიევსა და ლევ კამენევს, ასევე კომუნისტური პარტიის ყველა მისთვის არასასურველ პირს - გამიზნული ტერორი გაუმართა. ამ ბრძოლაში თითქმის ყველა დახვრეტილი იქნა, ლევ ტროცკი საბჭოთა კავშირიდან გაასახლეს და შემდეგ იგი უცხოეთში გაურკვეველ პირობებში მოკლული იქნა.
1928 წლიდან სახელმწიფო ეკონომიკა ხუთწლედიან გეგმიურ სისტემაზე გადავიდა. მეტწილად ქვეყნის აზიურნაწილებში ინდუსტრიალიზაცია დაიწყო, ყველგან შეიქმნა კოლექტიური და საბჭოთა მეურნეობები.
შეძლებული გლეხობა „კულაკებად“ გამოცხადდა და მათთან ბრძოლა გაიმართა. გლეხს მხოლოდ ერთი ცხენისა ან ერთი ძროხის ყოლის ნება დაერთო, დანარჩენი საქონელი მას კოლმეურნეობისთვის უნდა გადაეცა. ურჩი გლეხი-„კულაკები“ მასობრივად ან დახვრიტეს, ან ციმბირში გადაასახლეს. ამ ეკონომიკურმა გარდაქმნას მილიონობით ადამიანი შეიწირა – ვოლგისპირეთისა და უკრაინის სოფლებში ხალხი შიმშილისგან ამოიხოცა. მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია (უკრაინელი ისტორიკოსების მონაცემებით - 2 მილიონამდე ადამიანი).
1935 წლიდან სტალინმა პარტიისა და საკუთარი სახელმწიფოს მოსახლეობის მიმართ თავისი საყოველთაოდ ცნობილი ტოტალიტარული ტერორი წამოიწყო, ე.წ. „ჩისტკი“ („წმენდა“). მან ჩამოიცილა აბსოლუტურად ყველა (თეორიულად თუ რეალურად) იდეოლოგიურად მოწინააღმდეგე სუბიექტი.
სტალინის ტერორი ხშირად სასამართლო პროცესებით იყო შენიღბული, ხოლო დანაშაულის აღიარებები წამების შედეგად გამოძალვული იყო.
საბჭოთა კავშირის მთელი რიგი ეთნიკური უმცირესობები „გულაგში“ გადაასახლეს, ურიცხვი „კულაკები“, მღვდელ-ბერები, უმაღლესი რანგის სამხედრო პირები, კომუნისტური პარტიის ფუნქციონრები და მათი ოჯახის წევრები დახვრიტეს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით სტალინის ეპოქაში საკუთარი სახელმწიფოს მოსახლეობაზე გატარებულმა ტოტალიტარულმა ტერორმა უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიასთანბრძოლაში დაიღუპა (20 მილიონ ადამიანამდე

ნაციონალ-სოციალიზმი

                                             

                         ნაციონალ-სოციალიზმი

                                                        
ნაცისტური პარტიის დროშა,                                                      რომელიც ჰგავს, მაგრამ არ არის ნაცისტური გერმანიის ზუსტი ასლი.

 (გერმ. Nationalsozialismus) აღნიშნავს გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის პოლიტიკას. ასევე გერმანიის ხელისუფლების პოლიტიკას 1933–1945 წლებში, როდესაც ხელისუფლებაში ეს პარტია იმყოფებოდა, ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით.
ნაციონალ-სოციალისტური პოლიტიკა ფართო აღიარებით (და თვითგამოცხადებით) იყო გამოხატულად რასისტული და ანტისემიტური.
                                                      
ნაციონალ-სოციალიზმის                                                                                  "ფიურერი" ადოლფ ჰიტლერი
ნაციონალ-სოციალიზმა  განაცხადა თავისი მიზანი შექმნას და დაამტკიცოს საკმაოდ ფართო თეორია რასისიტული სუფთა სახელმწიფო ანუ ,,არიული რასა'' ჰქონდეს ყველაფერი რათა აყვავებულად იარსებობს მრავალი წლის განმავლობაში (ათასწლიანი რეიხი)
 ნაციოლ-სოციალისტები წარმოადგენენ ერთ-ერთი ტოტალიტარიზმს.
იდეოლოგია ნაციონალ-სოციალიზმი სხვადასხვა ელემენტებს სოციალიზმის, ნაციონალიზმი, რასიზმი, ფაშიზმი, ანტისემიტიზმი და ტოტალიტარიაზმი.

(გერმ. Deutsches Reichქართ. გერმანული იმპერია), დიდი გერმანული რაიხი (გერმ. Großdeutsches Reichქართ. დიდი გერმანული იმპერია), მესამე რაიხი (გერმ. Drittes Reichქართ. მესამე იმპერია) ასევე ნაცისტური გერმანია — გერმანული სახელმწიფო, რომელმაც 1933 წლიდან 1945 წლამდე იარსება, რა დროსაც იმპერიას დიქტატორი მმართველი ადოლფ ჰიტლერი და მისი ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია მართავდა. ჰიტლერის მმართველობისას გერმანია ტრანსფორმირდა ნაცისტურ სახელმწიფოდ, რომელიც სიცოცხლის (ცხოვრების) თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებდა. 1945 წლის მაისში საბჭოთა კავშირის მიერ ბერლინის აღებისა და მოკავშირეთა ძალების მიერ გერმანიის დამარცხების შემდეგ, მესამე რაიხმა არსებობა შეწყვიტა, რითაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
1933 წლის 30 იანვარს ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსპრეზიდენტმაპაულ ფონ ჰინდენბურგმა ადოლფ ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. რის შემდეგაც საკუთარი ძალებისა და პოზიციების გამაგრება/გამყარების მიზნით ნაცისტურმა პარტიამ ყველა პოლიტიკური ოპიზიციის გაუქმება (ლიკვიდაცია) დაიწყო. 1934 წლის 2 აგვისტოს ფონ ჰინდენბურგის გარდაიცვალების შემდეგ, ჰიტლერი რაიხსპრეზიდენტისა და რაიხსკანცლერის თანამდებობების შერწყმით გერმანიის დიქტატორი გახდა. 1934 წელს ჩატარებული რეფერენდუმით, ჰიტლერი გერმანიის ერთადერთ (სოლო) ლიდერად ფიურერად აირჩიეს. მთელი ძალები ჰიტლერის ხელში იყო ცენტრალიზებული, მისი სიტყვა კი ყველა კანონზე მაღლა იდგა. ხელისუფლება არ იყო კოორდინირებული, არ არსებობდა თანამშრომლობის ორგანო, არსებობდნენ მხოლოდ სხვადასხვა ფრაქციები, რომლებიც ძალაუფლებისა და ჰიტლერის კეთილგანწყობილების (მფარველობის) მოპოვებისთვის იბრძოდნენ. დიდი დეპრესიის დროს, ნაცისტებმა აღადგინეს ეკონომიკური სტაბილურობა, მძიმე სამხედრო ხარჯებისა და შერეული ეკონომიკისხარჯზე კი ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობის პრობლემა აღმოფხვრეს. ჩატარდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სამუშაოები, მათ შორის ავტობანების (ჩქაროსნული ავტომაგისტრალების) მშენებლობა. ეკონომიკური სტაბილურობის დაბრუნებამ, ქვეყანაში რეჟიმის პოპულარობა უფრო გაზარდა
იზ. ვიდეო

მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტურმა პარტიამ წარმატებებს მიაღწია 1932წლის ორ გენერალურ არჩევნებში, უმრავლესობა მაინც ვერ მოიპოვა. ამის გამო, ჰიტლერმა ჩამოაყალიბა ხანმოკლე კოალიცია გერმანიის ნაციონალური ხალხის პარტიასთან. პოლიტიკოსების, ინდუსტრიალისტებისა და ბიზნეს-წრეების დაჟინებული მოთხოვნით, 1933წლის 30 იანვარს პრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ჰიტლერი კანცლერად დანიშნა. სწორედ ეს დღე მიიჩნევა პარტიის ძალაუფლებაში მოსვლის (Machtergreifung) დღედ. მომდევნო თვეებში, ნაცისტებმა ქვეყანაში გაშალეს გლაიხშალტუნგად (Gleichschaltung) ცნობილი პროცესი, რაც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინიციატივების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად.[13] მთელი სამოქალაქო სექტორი, აგროკულტურული ჯგუფების, მოხალისეთა ორგანიზაციებისა და სპორტული კლუბების ჩათვლით, დაექვემდებარა პარტიის კონტროლს. მათი ხელმძღვანელობა ნაცისტებისადმი ლოიალურად განწყობილი პირებით ან, სულაც, პარტიის წევრებით ჩანაცვლდა. 1933 წლის ივნისისათვის, ნაცისტები მხოლოდ არმიასა და ეკლესიას ვერ აკონტროლებდნენ.
1933 წლის 27 თებერვალს რაიხსტაგის შენობა დაიწვა; დამნაშავედ დანიელი კომუნისტი მარინუს ვან დერ ლიუბე ცნეს. ჰიტლერმა გამოაცხადა, რომ ეს კომუნისტური აჯანყების დაწყებას ნიშნავდა და ამას მათ წინააღმდეგ რეპრესიების გაშლა მოჰყვა: დააკავეს გერმანიის კომუნისტური პარტიის 4 000 წევრი. 1933 წლის 28 თებერვლის ბრძანებულებით შეიზღუდა მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებები, შეკრებისა და პრესის თავისუფლებების ჩათვლით. ბრძანებულება უფლებას აძლევდა პოლიციელებს დაეკავებინათ მოქალაქეები უვადოდ და სასამართლოს ნებართვის გარეშე. ამ პერიოდში გაძლიერდა მუშაობა პროპაგანდის მხრივ, რამაც მათ მოსახლეობის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილების მხარდაჭერა მოუტანა.
1933 წლის მარტში რაიხსტაგმა, 444 ხმით 94-ის წინააღმდეგ, შეიტანა შესწორება გერმანიის კონსტიტუციაში, რაც უფლებას აძლევდა ჰიტლერსა და მის კაბინეტს, დაემტკიცებინა კანონები პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით. ვინაიდან რაიხსტაგში ამ კანონის მიღებას 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მმართველმა პარტიამ 28 თებერვლის ბრძანებულება გამოიყენა, რათა ხმის მიცემის პროცესზე მოწინააღმდეგე სოციალ-დემოკრატები არ დაეშვა; კომუნისტები უკვე გარიცხულები იყვნენ. ივნისში სოციალ-დემოკრატების პარტიაც გააუქმეს; დაიშალნენ დარჩენილი სხვა პოლიტიკური პარტიებიც. 1933 წლის 14 ივლისს გერმანია ფაქტობრივად ერთპარტიულ სახელმწიფოდ იქცა, როდესაც ახალი პარტიის დაარსებაც აიკრძალა. 1933 წლის ნოემბრის, 1936 წლის მარტისა და 1938წლის აპრილის არჩევნები მთლიანად ნაცისტების მიერ კონტროლდებოდა და მხოლოდ ნაცისტებსა და მცირე რაოდენობის დამოუკიდებელ კანდიდატებს ირჩევდნენ. 1934 წლის იანვარში გაუქმდა რეგიონალური საკანონმდებლო ორგანოები და რაიხსრატი.
ნაცისტურმა პარტიამ გააუქმა ვაიმარის დროინდელი სიმბოლიკაც, მათ შორის, სამფეროვანი დროშა (შავი, წითელი, ოქროსფერი). სანაცვლოდ, შემოიტანეს განახლებული იმპერიული სიმბოლიკა. 1935 წლიდან სახელმწიფოს დროშად დამტკიცდა პარტიის მიერ ადრე გამოყენებული დროშა: სვასტიკის სიმბოლოთი. ჰორსტ ვესელის სიმღერა, რომელიც ასევე ნაცისტების მიერ გამოიყენებოდა მანამდე, მეორე ოფიციალურ ჰიმნად იქცა
იხ. ვიდეო
შედარება, ანალიზი ბუნების ნაციონალურ-სოცილიზმისა და კომუნისტური მოდელის. კომუსნიტური და ნაიციტური იდეოლოგია წარმოადგენს ორივე ტოტალიტარიზმის ანუ კომუნისტურიც  და ნაციონალ-სოციზლიზმი იყო ნაციანალური გადანაწილება ,, სოციალიზმის'' როგორც ალტერნატივა საერთაშორისო სოციალიზმისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ხოლო კომუნისტური კი ინტერნაციანული მხოლოდ ერთი მოდელის სისტემაში.
 (გერმ. Nationalsozialistische Deutsche Arbeiterpartei), შემოკლებით „ნსდაპ“ (გერმ. NSDAP) — 1933-1945 წლებში ერთადერთი და მმართველი პარტია გერმანიაში, მსოფლიოში მეტად ცნობილი, როგორც უბრალოდ ნაცისტური პარტია.
NSDAP-Logo.svg
ლიდერი კარლ ხარერი
1919 - 1920
გერმანიის მუშათა პარტია
German Workers party.png
გერმ. Deutsche ArbeiterparteiDAP დამფუძნებელი კარლ ხარერი და ანტონ დრექსლერი
დაარსდა 1919წ-ის 5 იანვარი

                          Völkischer Beobachter




ფეკიშერ ბეობახტერ გრმ. სახალხო მიმოხილველი - გერ. გაზეთი. 1920წ-დან გამოდის საგამომცემლო ორგანო ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტია.

                       მოსვლა ნაციანლურ- სოპციალისტების კლასის გერმანიაში
                                           
1933წ-ის მსხვერპლთა  მემორიალი რეიხტაგზე ბერლინი. 96 პლასტინი ქანდაკება სიმბოლირდება რეაზდაგის დეპუტატების, დაწემული მსხვერპლის ნაცინალურ-სოციალისტების მიერ.
გადასვლა ძალაუფლების გერმანიაში ნაციანალურ-სოცილისტების ადოლფ ჰიტლერის ხელმძღვანელობით შედეგად დემოკრატიული წყობის შეცვლა დიქტატორით. ხელისუფლებაში მოსვლა ნაციანალურ-სოცილსტების  აღინიშნება ვაიმარის რესპუბლიკის დასასრული და 1933წ-დან ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა.
                

вторник, 5 июня 2018 г.

                                                     

                                საბინები

                                                     სანკუსის (იმედის და ერთგულების ღმერთი) ძეგლი მისთვის მიძღვნილი 
სალოცავიდან, ქალაქი კვირინალის მიდამოებში
საბინები ანუ სამხრეთ პიტენები — იტალიური ენის ჯგუფის ხალხი (იტალიკები). მათი ენა ენათესავება ოსკურ და უმბრულ ენებს, უფრო შორეულად ლათინურ ენასაც. ცხოვრობდნენ ანტიკურ იტალიში  რომის დაარსებამე ტეიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეული ლაციო, უმბრია და აბრუცო, აპენინის მთისწინეთში ჩრდილო-არმოსავლეთით რომიდან, ამ რეგიონს ასევე ეძახიან საბინას.
 ნაწილი საბინების, ცხოვრობდნენ რომის მთებში, სეასრულეს დიდი როლი ჩამოყალიბებაში რომის ხალხებში და ფორმირებაში მათი რელიგიის. ლეგენდის თანახმად, რომელებმა მოიტაცეს ერთ-ერთი რელიგიური დრესასწაულისას საბინები რათა ცოლად მიეღოთ. ერთი წლის შემდეგ საბინების არმია მიადგა რომს, რათა გაენთავისუფლებინათ ტყვეები ქალები, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცები არ გამოვიდნენ ბრძოლაზე საბოლოოდ შერიგებით დასრულადა.
290 წ ჩვ. აღ. ტომი საბოლოოდ დაიპყრეს რომაელებმა, ხოლო 268 წ ჩვ. აღ. საბინებმა მიიღეს რომის მოქალაქეობა.
ბოლო საბინები სწრაფად დაკარგეს თავიანთი ენა და ლათინაზიაცია განიცადეს.

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...