(ლათინურიდან paganus, ნიშნავს „სოფლის მცხოვრებს“) — სხვადასხვა იდეის გამაერთიანებელია ტერმინი, ძირითადად ამ სიტყვით გულისხმობენ არა-აბრაამისეულ, ადგილობრივ პოლითეისტურ რელიგიურ ტრადიციებს. იგივე კერპთაყვანისმცემლობა
ისტორიულ კონტექსტში, ამ ტერმინით მოიხსენიებენ ბერძნულ-რომაულ პოლითეიზმს, ასევე ევროპისა და ჩრდ. ამერიკის პოლითეისტურ ტრადიციებს გაქრისტიანებამდე. უფრო ფართო ჭრილში, ტერმინი მოიაზრებს თანამედროვე რელიგიებსაც, იგი მოიცავს აღმოსავლური რელიგიების უმეტესობას, ამერიკის, ცენტრალური აზიის, ავსტრალიისა და აფრიკის ადგილობრივ ტრადიციებს; ასევე არა-აბრაამისტული ხალხების რელიგიას. უფრო ვიწრო ჭრილში, ტერმინი არ გულისხმობს მსოფლიო რელიგიებს და მიეწერება ადგილობრივ, სასოფლო ტრადიციებს, რომლთაც ცივილიზებულ რელიგიებთან არ აქვთ კავშირი. პაგანურ ტრადიციებს პროზელიტიზმის ნაკლებობა და ცოცხალი მითოლოგიის არსებობა ახასიათებს.
ვენერა არლეზიიდან ქრისტეშობამდე გვიანი I საუკუნე
ქრისტიანული გადმოსახედიდან ტერმინი მოიაზრებს ყველა არა-აბრაამისტულ რელიგიას. იგი მონოთეისტებს შორის გამოიყენება დამამცირებელი მნიშვნელობით - წარმართი, ურწმუნო. ისლამში ამგვარი მნიშვნელობით გვხვდება სიტყვები კაფირი (كافر) და მუშრიკი.
პოლითეისტური რელიგიები და მითოლოგიები
სომხური მითოლოგია
ძველგერმანული მითოლოგია
ძველბერძნული მითოლოგია
დასავლეთსემიტური მითოლოგია
შუმერულ-აკადიური მითოლოგია
ძველეგვიპტური მითოლოგია
ძველსალავური მითოლოგია
ლილირიული მითოლოგია
კავკასიურ-იბერიული სალხების მითოლოგია
ბალტიისპირელი ხალხების მითოლოგია
ვაინახური მითოლოგია
თურქმანების მითოლოგია
ფინურ-უგარელების მითოლოგია
სურვილების ასრულების ხე, არქაული შეკვეთები
იხ. ვიდეო საიდუმლო უძველესი წესჩვეულებების, ბედის ნიშნები.
(ძვ. ქართული სახელწოდება კრონოსი ან ზუალი) — სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაშიიუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.
პოლარული ნათება ჩრდილოეთ პოლუსებზე სატურნის. ნათება შეფერილობით ცისფერი ფერით, ხოლო ქვემოთ მოფენილი ღრუბელი - წითლად. პირდაპირ ნათებისას ჩანს ექვსკუთხიანი ღრუბელი.
სატურნის პირველი ფოტოსურათი პიონერ 11 -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ-ის მანძილიდან. მაშინ აგრეთვე მისი რამდენიმე თანამგზავრი აღმოაჩინა და სურათები გადაუღო. სატურნს 62 თანამგზავრი ჰყავს, მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი. სატურნის ატმოსფეროს 96,3 % წყალბადისგან შედგება, 3,25 % ჰელიუმისგან, დანარჩენი 0,45 % სხვა აირებია.
ბრიტანელმა სტრონებმა აღოჩინეს სატურნის ატმოსფეროში ახალი ტიპის პოლარული ნათება, რ-იც წარმოიქმნის რგოლს გარშემო ერთ ერთ პოლუსზე.
სატურნი აფელიუმში მზიდან 1 513 325 783 კმ-ზე (10.11595804 ა.ე.) იმყოფება, ხოლო პერიფელიუმში 1 353 572 956 კმ (9.04807635 ა.ე.). მზიდან საშუალო დაშორების მანძილია 1 433 449 370 კმ (9.58201720 ა. ე.). სიდერული ბრუნვის პერიოდია 10 სთ 34 წთ. ორბიტაზე მოძრაობის სიდერული პერიოდია 29 წელი 5 თვე 15 დღე. ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.055723219. მისი ეკვატორული დიამეტრია 120 540 კმ, ხოლო პოლარული დიამეტრი 108 730 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 9690 მ/წმ. მისი მასა 95 დედამიწის მასის ტოლია. გარე ღრუბლების ფენის მაქსიმალური ტემპერატურაა -139 °C (134 °K), მინიმალური -190 °C (83 °K).
დაბნელება მზის სატურნის 2006წ-ის 15 სექტემბერი ფოტო გადაღებულია საპლანეტაშორისო სადგურ ,,კასინის'' მიერ დაშორებული 2,2მლნ|კმ. ფოგრაფიაზე მარცხნივ, ლურჯ ნათელ რგოლზე ჩანს პატარა ლურჯი წერტილი - დედამიწა
სატურნს ირგვლივ მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს, რომლის 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვრისგან შედგება. რგოლების სისქეა დაახლოებით 20 მ.
იხ. ვიდეო
ყველაზე ახლო რგოლი სატურნის ეკვატორის ზედაპირიდან 6630 კმ-ზეა, ყველაზე შორი 120 700 კმ-ზე. ამ რგოლების შესახებ 2 თეორია არსებობს.
სატურნის თანამგზავრები
პირველი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ეს რგოლები სატურნის რომელიღაც დაშლილი თანამგზავრის ნაწილებია, ხოლო მე 2 თეორიის მიედვით, მილიარდობით წლის წინ მზის სისტემის ამ ადგლზე სატურნი სწორედ ამ მტვრის ნაწილაკების შეერთებით წარმოიქმნა. იხ ვიდეო
სატურნი (მითოლოგია)
სატურნი. რომის ქანდეკება II ს ბარდოს ეროვნული მუზეუმი
(ლათ.Saturnus) — მიწათმოქმედების ღმერთი რომაულ მითოლოგიაში. ერთერთი უძველესი ღმერთი, კულტი რ-იც იყო ყველაზე გავრცელებული იტალიაში. უმაღლესი ღვთაება შეესიტყვება ბერძნ. კრონოსი. ღმერთი-მიწამოწმედების, რ-იც მითოლოგიური სიუჟეტის მიხედვით ჭამდა საკუთარ შვილებს. მისი სახელი დაარქვეს პლანეტას, რ-ის სედის მზის სისტემაში სატურნის სიმბოლოს წარმოადგენს ნამგალს - ნიშანს მიწათმოქმედებისა.
ნანგრევები სალოცავის სატურნის (რვა კოლონა მარჯვნივ), სამი კოლონა სალოცავის ვესპასიენესა და ტიტეს (მარცხნივ) ტრიუმფალური არკა სეპტიმუს სევერუსის (ცენტრში)
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991)
საქართველოს უახლოეს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღი
1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.
რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“
იხ. ვიდეო
რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ასევე მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ლტოლვა, წინააღმდეგობის პრინციპი და გადატანა (ტრანსფერი).) ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი. ფროიდი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში1939 წლის 23 სექტემბერს პირის ღრუს კიბოთი, რომლის გავრცელების შესაჩერებლად, 1923 წლიდან მოყოლებული, 33 ოპერაცია გადაიტანა და რომელმაც მას განუზომელი ფიზიკური ტანჯვა მიაყენა. ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გარდაცვალების ფაქტი ასეთია: ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან იგი ძალიან იტანჯებოდა და ტკივილების გადატანას აზრიც აღარ ჰქონდა. იგი სიკვდილის დროსაც შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა
ვაზა სადაც დასაფლავებულია ფერფლი ზიგმუტ ფროიდის და მართა ფროიდი
ვენის საერთო პროფილის საავადმყოფო ქალაქის შემოგარენში მდებარეობა და დაახლოებით ათი ჰექტარი ეკავა მეცხრე ოლქში, სწორედ რინგშტრასეს ჩრდილო-დასავლეთით. ევროპის ეს უმსხვილესი საზოგადოებრივი საავადმყოფო უზარმაზარი, მაგრამ ნახევრად დანგრეულ შენობებში იყო განთავსებული, ამ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველაზე სახელგანთქმული ექიმები მუშაობდნენ. 1884 წელს ზიგმუნდ ფროიდი დაინტერესედა ნევროლოგიით, ფროიდმა პუბლიკაციისთვის საჭირო მასალას თავი მოუყარა ამ კლინიკაში. ვენაში ფროიდს უამრავი პაციენტი ჰყავდა, ნევრლოგიით დაინტერესების პირველივე შემთხვევა ლეტალურად დასრულდა თერძის შვილმა სუიციდთ დაასრულა სიცოცხლე. ფროიდის კოლეგები უპირველესად განიხილავდნენ ნერვიულ დაავადებებში თავის ტვინის და გონების პრობლემებს. 1884 წელს პროფესორმა თეოდორ მეინერტმა კლინიკაში იგი ზიგმუნდ ფროიდის მასწავლებელი და მფარველი იყო, გამოაქვეყნა ფსიქიატრიის სახელმძღვანელო სახელწოდებით "ტრაქტატი წინა ტვინის სნეულებაზე" ამ დისციპლინაში ტვინის ანატომიას უმთავრესი ადგილი ეკავა, ბრიუკეს ლაბორატორიაში ფროიდი თევზების ცენტრალირ ნერვიულ სისტემაზე მუშაობდა, საერთო საავადმყოფოში კი ადამიანებით დაკავდა.
ფროიდის ერთერთი უმთავრესი მიღწევა შეიძლება ჩაიტვალოს დამიშავება სამკომპონენტიანი სტრუქტურა მოდელი ფსიქიკის (შედგება ,,ის'' ,,მე'' და ,,ზე მე'') გამოკვეთა სპეციფიკური ფაზების ფსიქოსექსუალირი პიროვნების განვითარება , შექმნა შექმნა ოდიოპოდის კომპლექსი, აღმოჩენა ფუნქციონირებული ფსიქიკის დაცვის მექანიზმი, ფსიქოლოგიური გაგება, ,,გაუცნობიერება'' ასევე აღმოჩენა ტრანსვერის და კონტრ-ტრანსვერის, ასევე დამუშავება ისეთი თერაპიული მეთოდის როგორიცაა მეთოდი თავისუფალი ასოციაციის და ინტერპრეტაცია სიზმრების. ფსიქოანალიტიკა.
ფროიდის კრიტიკა მრავალი მეცნიერი აკრტიკებს და უმთავრესი მინიშნება კი ფროდის არასამეცნიერო მიდგომა ასევე სექსიზმშიც ასევე პიროვნებაც იქნა გაკრიტიკებული.
იხ. ვიდეო
ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრება (ქრონოლოგია)
1856 წლის 6 მაისი — პატარა ქალაქ ფრაიბერგში (მორავია) დაიბადა სიგიზმუნდ შლომო ფროიდი.
1859 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ლაიფციგში.
1860 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ვენაში.
1865 — ფროიდი სასწავლებლად შედის გიმნაზიაში, რომელიც მდებარეობს ვენურ კვარტალში ლეოპოლდშტადტი.
1873 — გიმნაზიის გამოსაშვებ კლასში ფროიდი კითხულობს გეტეს თხზულებას „ბუნების შესახებ“ და სოფოკლეს ტრაგედიას „მეფე ოიდიპოსი“. იგი იღებს გადაწყვეტილებას, შეისწავლოს მედიცინა ვენის უნივერსიტეტში.
1877 — ფროიდის პირველი მეცნიერული ნაშრომის გამოქვეყნება — „გველთევზების სასქესო ორგანოების შესახებ“.
1882 — ნიშნობა მარტა ბერნეისთან; იწყებს მუშაობას ვენის საქალაქო საავადმყოფოში.
1884 — იკვლევს ავადმყოფების კოკაინით მკურნალობის შესაძლებლობებს.
1885 — სტაჟირება პარიზში შარკოსთან. შარკო წარმატებით იყენებს ჰიპნოზის ტექნიკას და წინ წამოაყენებს ისტერიის ახსნის ახალ მიზეზებს.
1886 — ფროიდი კერძო პრაქტიკას იწყებს ვენაში; ქორწინება მარტა ბერნეისზე.
1887 — ფროიდი სპეციალიზირდება ნერვული დაავადებების მკურნალობაზე ელექტროთერაპიისა და ჰიპნოზის გამოყენებით.
1891 — ნაშრომში „აფაზიის შესახებ“ ფროიდი მეტყველების დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია ტვინის პათოლოგიებთან.
1893 — „ანნა ო.“-ს შემთხვევა; იოზეფ ბრეიერი და ფროიდი ერთად აანალიზებენ პაციენტების ნევროზებს. ზოგჯერ ფროიდის დასკვნები ეფუძნება ბრეიერის მონათხრობებს.
1895 — ბრეიერისა და ფროიდის ბოლო საერთო სტატიაში „ისტერიის კვლევა“ აღწერილია „ანნა ო.“-ს შემთხვევა. შემდგომშო ფროიდი მუშაობს დამოუკიდებლად.
1896 — პირველად გაიჟღერა ტერმინმა „ფსიქოანალიზი“; გარდაიცვალა ფროიდის მამა.
1897 — ფროიდი დაკავებულია თვითანალიზით, რომელმაც მიიყვანა იგი ნევროზების ტრავმატული ბუნების იდეებთან, ბავშვური სექსუალობის და ოიდიპოსის კომპლექსის აღმოჩენამდე.
1899 — დეკემბერში გამოდის „სიზმრები“ (გამოცემის მონაცემებში მითითებულია 1900 წელი). ფროიდის ეს წიგნი შეიცავს თავისი საკუთარი და პაციენტების სიზმრების ანალიზს.
1901 — გამოქვეყნდა „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“.
1902 — ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიური საზოგადოება, რომელიც იკრიბებოდა ოთხშაბათობით.
1905 — „სამი ნარკვევი სექსუალობაზე“, „ისტერიის ანალიზის ფრაგმენტი“ (დორას შემთხვევა), „იუმორი და მისი კავშირი არაცნობიერთან“.
წიგნში „კმაყოფილების პრინციპის მეორე მხარეს“ წამოყენებულია ახალი ცნება „სწრაფვა სიკვდილისკენ“ — ინსტინქტი, რომელიც კონფლიქტში მოდის სიცოცხლის ინსტინქტთან.
1921 — გამოქვეყნდა „მასების ფსიქოლოგია და მე-ს სფეროს ანალიზი“.
1923 — წიგნში „ეგო და იდი“ ფროიდი პირველად აღწერს სრულად ფსიქიკის სტრუქტურას — „ეგო“, „სუპერ-ეგო“, „იდი“; ექიმები ფროიდს დიაგნოზს უსვამენ: პირის ღრუს კიბო; საყვარელი შვილიშვილი, 4 წლის ჰაინცის სიკვდილით გამოწვეული დეპრესია.
1925 — მეგობრობის დასაწყისი ბერძენ ქალთან მარია ბონაპარტთან.
1926 — წიგნში „განდევნა, სიმპტომები და შიშები“ წამოყენებულია ახალი თეორია შიშისა, როგორც „ეგო“-ს დაცვის მექანიზმი.
1927 — გამოქვეყნდა „ერთი ილუზიის მომავალი“. ფროიდი აცხადებს, რომ არ იღებს არცერთ რელიგიას და ამტკიცებს თავის ათეიზმს.
1930 — ნაშრომში „უკმაყოფილება კულტურით“ ფროიდი მსჯელობს ადამიანის მოთხოვნილებების და საზოგადოების მოთხოვნების დრამატულ შეუსაბამობაზე.
1932 — მიმოწერა აინშტაინთან, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა სათაურით „რატომ ომი?“.
1933 — ბერლინში ფაშისტები წვავენ ფროიდის წიგნებს ლოზუნგით „სექსუალური ცხოვრების სულის დამანგრეველი გადაფასების წინააღმდეგ და ადამიანის სულის კეთილშობილებისთვის“; ავსტრიის შეერთება გერმანიასთან;
1936 — ფროიდის 80 წლის იუბილე. ბრიტანეთის სამეფო საზოგადოება ირჩევს მას წევრ-კორესპონდენტად.
1938 — ფროიდი მეუღლესთან და ქალიშვილ ანნასთან ერთად საცხოვრებლად გადადის ლონდონში, რაშიც მას დაეხმარა მარია ბონაპარტი. ფროიდი განაგრძობს პაციენტების მიღებას და მუშაობს წიგნზე „ადამიანი მოსე და მონოთეისტური რელიგია“.
ტოპომინები 1973წ-ს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მიანიჭა ზიგმუტ ფროიდის სახელი მთვარის კრატერს.
იხ. ვიდეო
ჯეფ ბეზოსი
(ინგლ.Jeffrey Preston Bezos/ˈbeɪzoʊs/; დ. 12 იანვარი, 1964) — ამერიკელი მეწარმე, გამომგონებელი და ფილანტროპი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც კომპანია Amazon-ის დამაარსებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.
ბეზოსი შეუდგა თავისი ბიზნესის გაფართოებას, მას შემდეგ რაც დააფუძნა აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin2000 წელს. კომპანიამ დაიწყო სატესტო ფრენები 2015 წელს, 2018 წლისთვის გეგმავს ადამიანის სუბორბიტალურ ტურისტულ ფრენებს. 2013 წელს, 250 მილიონი აშშ დოლარად შეიძინა გაზეთი „The Washington Post“. ის ასევე ფლობს სხვადასხვა ბიზნესს, რომელსაც მართავს Bezos Expeditions.
2017 წლის 27 ივლისს ბეზოსი გახდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის შემოსავალმა 90 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმავე წლის 24 ნოემბერს შემოსავალი 100 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2018 წლის 6 მარტს ჟურნალ „Forbes“-ის მიერ ოფიციალურად დასახელდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად 112 მილიარდი დოლარით.2018 წლის 17 მარტის მონაცემით მისი შემოსავალი 129 მილიარდს შეადგენდა. იხ. ვიდეო
რაოდენობა საფეხურები - 2, სიგრძე - (საწვავით) 17მ, დიამეტრი - 1,2მ, სასტარტო მასა - 12 550კგ, სასარგებლო ტვირთი (დაბალ ორბიტაზე) 250კგ, (მზის სინქრონულ ორბიტაზე) 150კგ,
ისტორია გაშვების
მდგომარეობა - სატესტო მდგომარეობაში, ადგილმდებარეობა გაშვების Rocket Lab LC-1,
რაოდენობა გაშვების - 4, წარმატებული - 3, წარუმატებელი - 1, პირველი გაფრენა - 2017წ-ის 25 მასი, ბოლო 2019 წ-ის 29 მარტი (იხ. ვიდეო ქვემოთ), საინტერესო ტვირთი წაიღო კომპანია ,,დარფას'' მიერ დამზადებული თანამგზავრი იხ. ლინკი)
რაკეტა-მატარებელი განეკუთვნება ზემსუბუქი კლასს, შემუშავებული ახალ ზელანდიაში თანამშრომლობით ამერიკული კერძო კომპანიის მიერ არეკოსმოსური კომპანია Rocket Lab.
დანიშნულება კომერციული გაშვებისთვის მიკრო და ნანოთანამგზავრები, შესაძლებლობა აქვს გაიყვანოს სასარგებლო ტვირთი 150კგ მასა მზის-სინქრონულ ორბიტაზე სიმაღლეზე 500კგ ან 250კგ დაბალ ორბიტაზე. ღურებულება გაშვების რაკეტა-მაატრებლის შედგენს 4,9-დან 6,6 მლნ აშშ დოლარი.
ჰანთინგტონის მიხედვით მსოფლიოს უდიდეს ცივილიზაციები
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურულ-ისტორიულ კატეგორია, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყურადღება ხალხიდან და ქვეყნებიდან გადატანილ იქნა უფრო დიდ სტრუქტურებსა და პროცესებზე, რომლებიც ცივილიზაციის მასშტაბებში გაიაზრება. ო. ანდერლეს სიტყვით, კვლევის მიზნად იქცევა არა იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა, არამედ როგორ ხდებოდა, ანუ პროცესების წარმმართველი კანონზომიერებების შესწავლა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვეუფლება იმის გამო, რომ ვიცით „სულ უფრო მეტი სულ უფრო ნაკლების შესახებ“, საკმაოდ ვიცით რა „ხეების“ შესახებ, ცოტა რამ თუ ვიცით „ტყეზე“.
იზრდება ინტერესი ლოკალური ცივილიზაციებისადმი, რომელთა ურთიერთობა არსებით გავლენას ახდენს მსოფლიო ისტორიულ პროცესზე. ინტერესის ზრდა დაკავშირებულია, ერთი მხრივ, “ცივილიზაციათა შეჯახების” მოლოდინთან, მისი საფრთხის გაცნობიერებასთან, მეორე მხრივ - სწორხაზობრივი ცივილიზაციური მოდელების, მათ შორის, მარქსისტული ფორმაციული თეორიისკრიტიკასთან.
ამდენად, ცივილიზაციის ფენომენისადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია როგორც წმინდა აკადემიური, ასევე პრაქტიკული ინტერესით. იხ ვიდეო
ტერმინ “ცივილიზაციის” დამამკვიდრებლის პატივს დღემდე ერთმანეთს ეცილებიან ფრანგები და ინგლისელები. ორივე ენაში ზმნა “civiliser” – “to civilize” და ზმნიზედა “civilized” შესაბამის არსებით სახელზე ბევრად ადრე გაჩნდა.
იმ დროს, როდესაც წარმოიშვა ტერმინი “ცივილიზაცია”, ადამიანთა საზოგადოების ისტორიის შემეცნება ემყარებოდა წარმოდგენას ერთიან და ერთგვაროვან საკაცობრიო ცივილიზაციაზე, და არა რელატივისტურ თვალსაზრისს ეთნიკურ ან ისტორიულად არსებულ ცივილიზაციებზე. მის საფუძვლად და სათავედ ცხადდებოდა დაგროვილი გამოცდილება, მიწის საკუთრება, ადამიანის მიჯაჭვა მიწაზე, ვაჭრობა, სიმდიდრის დაგროვება ან რომელიმე სხვა ფაქტორი, უპირველეს ყოვლისა – ადამიანის გონების სრულყოფა. ცივილიზაციის მახასიათებლებსა და სათავეებზე კამათობდნენ, ხანდახან – ცხარედაც, მაგრამ შეხედულება ცივილიზაციაზე, როგორც საერთო-საკაცობრიო ფენომენსა და კაცობრიობის საერთო მომავალზე, ეჭვს არ იწვევდა.
შოტლანდიელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ა. ფერგიუსონმა (1723-1816) პირველმა გამოიყენა ცივილიზაციის ცნება მსოფლიო-ისტორიული პროცესის განსაზღვრული საფეხურის აღსანიშნავად.
ცივილიზაციები
XIX საუკუნის დასაწყისში ისტორიის მონისტური ინტერპრეტაცია პლურალისტურმა შეცვალა. ლ. ფევრის თანახმად, სიტყვა “ცივილიზაცია” პირველად მრავლობით რიცხვში 1819 წელს იქნა გამოყენებული, რაც ცივილიზაციური წყობის მრავალფეროვნების აღიარების დასაწყისი იყო. “მოგზაურობათა ეპოქაში” დაგროვილმა მასალამ ცხადყო კულტურათა და ცივილიზაციათა მრავალსახეობა მსოფლიოში, აგრეთვე მათი განვითარების სასრულობა. ლ.ფევრის მოხდენილი ნათქვამით, “ადამიანებმა, რომლებმაც გამოიარეს რევოლუცია და იმპერია, გაიგეს ის, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ მათ წინაპრებს; მათ გაიგეს, თანაც არა წიგნებიდან, რომ ცივილიზაცია შეიძლება მოკვდეს”. მოგვიანებით ჟ. ა. დე გობინო წერდა: “ცივილიზაციათა დაცემა ისტორიულ ფენომენთაგან ყველაზე უცნაური და, ამავე დროს, იდუმალებით მოცული რამაა”.
მოგზაურთა, ლინგვისტთა, მეცნიერთა ერთობლივი ძალისხმევით, ცნება “ცივილიზაციის” შინაარსი გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა. რესტავრაციის ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა ცივილიზაციის მეტ-ნაკლებად მწყობრ თეორიებს.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან თანდათანობით ჩამოყალიბდა ცივილიზაციის რაობის რადიკალურად განსხვავებული გაგება, რომლის თანახმად, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალის მრავალფეროვნება ადასტურებს ცივილიზაციის ფორმათა მრავალგვარობას; არ არსებობს საერთო საკაცობრიო ცივილიზაცია, როგორც განვითარების უმაღლესი საფეხური, რომელსაც კაცობრიობის ერთმა ნაწილმა მიაღწია, მეორე კი მისკენ მიემართება. კაცობრიობის სხვადასხვა ნაწილი განვითარების სხვადასხვა გზას გადის და არავითარი საერთო, საყოველთაო ხაზი აქ არ არსებობს. საფუძველი ჩაეყარა ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიებს, რომელთა წარმომადგენლები არ იზიარებენ კაცობრიობის საერთო პროგრესის იდეას. ეს თეორიები წარმოადგენდა სავსებით ლოგიკურ რეაქციას ევოლუციონიზმსა და ევროპოცენტრიზმზე, თუმცა ამ უკანასკნელთ, ცხადია, არსებობა არ შეუწყვეტიათ; შემდგომში ევოლუციონიზმისა და, განსაკუთრებით, ნეოევოლუციონიზმის წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო არგუმენტით სცადეს თავიანთი თვალსაზრისის განმტკიცება, ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიების თანამედროვე ვერსიები კი მსოფლიოს ცივილიზაციური ხედვის სახით ჩამოყალიბდა. იხ. ვიდეო
დღეს საუბარი შეიძლება ცივილიზაციის ცნების სამ ძირითად ინტერპრეტაციაზე:
1) ლოკალურ-ისტორიული (ნ. დანილევსკი, ო. შპენგლერი, ა.ტოინბი, ს.ჰანთინგტონი და სხვ.). დასახელებული მკვლევარები სხვადასხვა რაოდენობისა და სახელწოდების ცივილიზაციებს ითვლიან და მათი ურთიერთობაც სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ, თუმცა მათ აერთიანებთ ცივილიზაციის ერთგვაროვანი გაგება.
2) ისტორიულ-სტადიური, რომელიც, ამა თუ იმ კრიტერიუმზე დაყრდნობით, განარჩევს სხვადასხვა ტიპის ცივილიზაციებს: ზეპირ, წერილობით, წიგნისა და ეკრანის; კოსმოგენურ, ტექნოგენურსა და ანთროპოგენურს; ტრადიციულსა და თანამედროვეს; ევოლუციურსა და ინოვაციურ ცივილიზაციებს და სხვ. გვხვდება ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “შუბის ცივილიზაცია”, “მშვილდ-ისრის ცივილიზაცია” და ა.შ.
3) მსოფლიო-ისტორიული, რომლის თანახმად, ლოკალურ ცივილიზაციათა ურთიერთობის გარკვეულ საფეხურზე ჩნდება მსოფლიო ისტორიის ფენომენი. ამ ინტერპრეტაციის ფარგლებში თავსდება ცივილიზაციის გაგება როგორც კაცობრიობის ისტორიული განვითარების საფეხურისა, რომელიც მოსდევს ველურობისა და ბარბაროსობის საფეხურებს (ლ.ჰ.მორგანი, ფ.ენგელსი); საკაცობრიო ცივილიზაციის სამი ტალღის (აგრარული, ინდუსტრიული და ინფორმაციული) კონცეფცია (უ. როსტოუ, დ. ბელი, ო. ტოფლერი); აგრეთვე კაცობრიობის ისტორიული განვითარების სქემები, შემუშავებული კ. იასპერსისა და შ. იტოს მიერ.
ცივილიზაციის განსაზღვრის სირთულე რამდენიმე მომენტითაა განპირობებული. ჯერ ერთი, რთულია თავად ცივილიზაციის შემადგენლობა. თითოეულ მათგანში მიმდინარეობს დაძაბული შინაგანი ბრძოლა ბუნებრივი და ადამიანური რესურსებისათვის, ჰეგემონიისათვის იდეოლოგიისა და რელიგიის სფეროში. ამასთან, ამ ბრძოლაში ცალკეული ჯგუფები თუ კოალიციები ეძებენ გარეშე მხარდაჭერას ცივილიზაციელ თანამოძმეთა წინააღმდეგ. ამის მაგალითს იძლევა XX საუკუნის არაბულ-მუსლიმური ცივილიზაციის ისტორია.
გარდა ამისა, ცივილიზაციას შინაგანი დინამიკურობა ახასიათებს. ძველი თავისებურებანი ქრება, ჩნდება ახალი. თავს იჩენს გარედან მოსული და შინაგანი იმპულსების, რაციონალიზმისა და ტრადიციონალიზმის ურთიერთქმედების რთული პროცესი. იცვლება ცივილიზაციათა საზღვრები. ისიც უნდა ითქვას, რომ ოიკუმენა არ იყოფა ცივილიზაციებად ნაშთის გარეშე. იგი მოიცავს ცივილიზაციის მიღმა, ცივილიზაციათაშორის და ცივილიზაციათა თანხვედრის არეალებსაც. იხ. ვიდეო
როგორც ჩანს, ამ სირთულეებითაა განპირობებული სკეპტიკური დამოკიდებულება ცივილიზაციის კონცეფციებისადმი. ამერიკელი ისტორიკოსი ჰ. მორგენთაუ აღნიშნავდა, რომ ეს კონცეფციები მოკლებულია ემპირიულ მკაფიობას, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ უპირატესობა ენიჭება ისტორიის კვლევას უფრო პოლიტიკური და გეოგრაფიული, ვიდრე ცივილიზაციური თვალსაზრისით, რადგან ისინი უფრო ექვემდებარება ემპირიულ შემოწმებას, ვიდრე ცივილიზაცია. ფრანგი სოციოლოგი რ. არონი უფრო შორსაც მიდიოდა და წერდა: პრობლემის არსი ისაა, რომ შეუძლებელია ვუპასუხოთ კითხვას - არსებობს თუ არა ცივილიზაცია როგორც ისტორიული რეალობა, თუ იგი ისტორიულ ქიმერად უნდა მივიჩნიოთო.
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ინტერესი ცივილიზაციური პრობლემატიკისადმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამიტომ ცივილიზაციური თეორიის საჭიროება ეჭვქვეშ ნაკლებად დგება.