ანაკოფია ციხე-ქალაქის ნანგრევები ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე (აფხაზეთი). VII-VIII საუკუნეებში ანაკოფია აბაზგთა საერისთავოს პოლიტიკური ცენტრი იყო.ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულიამურვან ყრუსლაშქრობასთან დაკავშირებით, VIII საუკუნის 30-იან წლებში , როცა არაბთაგან ანაკოფიას აღების ცდა მარცხით დამთავრდა. VIII საუკუნის ბოლოდან ანაკოფია ახლად შექმნილიაფხაზთა სამეფოსმთავარ ქალაქად იქცა და დედაქალაქადქუთაისისგამოცხადების შემდეგაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. საქართველოს ერთიანი სამეფოს შექმნის შემდეგ ანაკოფია იყო "თავადი ციხეთა აფხაზეთისათა" ("ქართლის
იხ.ვიდეო
ცხოვრება"),1032ანაკოფიაბიზანტიელებმადაიკავეს.1074წელს კვლავ საქართველოს დაუბრუნდა. XIV საუკუნიდან ანაკოფია თანდათან დაკნინდა. XIV-XV საუკუნეებში გუნუელებმა ანაკოფიაში, ზღვის პირას,მდ. ფსირცხისშესართავთან ციხე ააგეს და ფაქტორია დააარსეს. XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავარმალევან დადიანმაანაკოფიას ზღუდე შემოავლო. XVIII საუკუნეში ციხე და ზღუდე უქმად იყო.1875წელს ანაკოფიის ნანგრევებთან დაარსდაახალი ათონის მონასტერი, რომლის სახელი ეწოდა მთელ იმ ადგილსაც.ვახუშტისცნობები:
იყო ქალაქი კეთილი, შვენიერი, ზღვასა ზედა წაშენებული და შემდგომად ბაგრატიონთაგან უმეტეს განდიდებული, რომლისა ზღვასა შინა სვეტნი ორმოცამდე დღესაც ჩანან.
ანაკოფიის ტერიტორიაზე 1957-1958 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა (ხელმძღვანელი მ. ტრაპში) ცხადყო, რომ ციხე-ქალაქს 7 ჰა ფართობი ეკავა. გარშემორტყმული იყო კოშკებიანი გალავნით. შიდა ციხე ბორცვის წვერზე იდგა, იქვე იყო კოშკები, ბაზილიკური ეკლესია, ჭა და სხვა. ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩნდა VII-XII საუკუნეების საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ტაძრის ნანგრევები, საკირე. ნაპოვნია მინისა და თიხის ჭურჭელი და სამეურნეო იარაღი და სხვა. აქვე მიკვლეულია ელინისტური ხანის ნამოსახლარის ნაშთები.
ასევე, ლაზური ომი — ომი, რომელიც ბიზანტიასა და სასანიდთა იმპერიას შორის ეგრისის (ლაზიკის) ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ეგრისში გაბატონებისათვის. ეგრისის დიდი ომი 20 წელს გაგრძელდა (542-562 წწ.) და ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ომი დეტალურად აქვთ აღწერილი პროკოპი კესარიელსა და აგათია სქოლასტიკოსს.
ეგრისს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა, კავკასიონის მთებზე მნიშვნელოვან გადასასვლელებს აკონტროლებდა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე იმპერიისთვის. ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად.
სპარსელი სასანიდები დასთანხმდნენ ეგრისის ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩენას 532 წელს დადებული სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულებით, თუმცა ბიზანტიელთა უსამართლო მმართველობამ 541 წელს ეგრისელთა აჯანყება გამოიწვია. ეგრისის მეფე გუბაზ II-მ დასახმარებლად ირანის მეფეს — ხოსრო I ანუშირვანს მიმართა, რომელიც 542 წელს, ქართლის გავლით, დიდძალი ჯარით შეიჭრა ეგრისში. ვარდციხესთან სპარსელებს გუბაზ მეფე დახვდა ეგრისელთა ლაშქრით. სპარსელ-ეგრისელთა ჯარმა ეგრისში ბიზანტიელთა მთავარი დასაყრდენი — ქალაქი პეტრააიღო და ბიზანტიელები განდევნა, თუმცა მალე გამომჟღავნდა შაჰის ფარული განზრახვა, რომელიც ქვეყნიდან ეგრისელთა აყრასა და მათ ადგილას სპარსელთა ჩასახლებას გულისხმობდა. 548 წელს ეგრისელები კვლავ აჯანყდნენ, ამჯერად სპარსელთა წინააღმდეგ. გუბაზ მეფემ დახმარება ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ს სთხოვა, რომელმაც ეგრისში 7 000 ბიზანტიელი და 1 000 ჭანი მეომარი გამოგზავნა დაგისთეს სარდლობით.
იხ.ვიდეო
მოკავშირეებმა უშედეგოდ სცადეს პეტრის აღება. ხოსრო I-მა ეგრისში ძლიერი ჯარი გამოგზავნა მერმეროეს სარდლობით, რომელმაც პეტრის ციხეში 3 000 კაცი ჩააყენა, თავად კი პერსარმენიისაკენ გაემართა. 550 წელს ეგრის-ბიზანტიის ჯარმა რიონის ბრძოლაში სპარსელთა 5 000 კაციანი რაზმი გაანადგურა. სპარსელი სარდალი ხურიანე ეგრისში ახალი ჯარით შეიჭრა, მაგრამ ცხენისწყალთან ბრძოლაში დამარცხდა. ბრძოლის შემდეგ მოკავშირეთა შორის უთანხმოებამ იჩინა თავი. ბიზანტიელთა სარდლობის უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო ეგრისელებმა იმპერატორს მიმართეს, რომელმაც დაგისთე გაიწვია და დააპატიმრა, მის ნაცვლად კი გამოცდილი სტრატეგოსი ბესა გამოგზავნა. მას ეგრისში სპარსელთა სარდალი ნაბედი დახვდა, რომელიც ბიზანტიელთა წინააღმდეგ აჯანყებულმა აბაზგებმა მოიწვიეს. ბესამ ჯერ აბაზგები დაიმორჩილა, ხოლო შემდეგ, 551 წელს, პეტრაც აიღო. პეტრის დასახმარებლად მიმავალმა მერმეროემ გეზი იცვალა და ციხეგოჯს (არქეოპოლისს) მიადგა, მაგრამ დამარცხდა და უკან დაიხია, თუმცა ქუთაისისა და უქიმერიონის ციხეთა აღება მაინც მოახერხა, რითაც ეგრისს ლეჩხუმისა და სვანეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადაუკეტა. 553 წლის ზაფხულში მერმეროე ახალი ჯარით შემოვიდა ეგრსში და ტელეფისის ბრძოლაში ეგრის-ბიზანტიის ლაშქარი დაამარცხა. ამ მარცხს გუბაზი ბიზანტიელ სარდლებს აბრალებდა და მისი დასმენით იუსტინიანემ ბესა დასაჯა. ამით უკმაყოფილო სარდლებმა რუსტიკემ და იოანემ 554 წელს გუბაზ მეფე ვერაგულად მოკლეს. მომხდარით აღშფოთებულმა ეგრისელებმა იმპერატორს მკვლელების დასჯა და გუბაზის ძმის, წათეს გამეფება მოსთხოვეს. იუსტინიანე I-მა ეს მოთხოვნა შეასრულა.
555 წელს ხოსრო I-მა ეგრისში სპარსელთა ჯარის მეთაურად გამოცდილი სარდალი ნახორაგონი გამოგზავნა, რომელიც ბიზანტიელებმა და ეგრისელებმა ციხეგოჯისა და ფოთის ბრძოლებში დაამარცხეს. ამ გამარჯვებების შემდეგ, ბიზანტიელებმა გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს რუსტიკე და იოანე.
იუსტინიანე I
ბიაზნტიელებს მოუწიათ მათი მოხელეთა თვითნებობის შედეგად აჯანყებული მისიმიელებისა და აფშილების დამორჩილება. 556 წელს სპარსელები კვლავ დამარცხდნენ ეგრისში. 562 წელს ბიზანტიასა და სპარსეთს შორის დაიდო 50 წლიანი ზავი, რომლის თანახმადაც, ეგრისი ბიზანტიის ვასალურ ქვეყნად დარჩა.
555 წელს ნახორაგონის მიერ ეგრისში განახლებული ომი, ფაქტობრივად, ქალაქ ფაზისის (ფოთი) ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. სპარსელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ რათა ზღვაზე გასასვლელი ნავსადგური მოეპოვებინათ, მაგრამ მიზანს ვერც ამჯერად მიაღწიეს და სასტიკად დამარცხდნენ ფოთთან გამართულ ბრძოლაში, სადაც 60 000 კაციანმა სპარსულმა არმიამ 10 000 მებრძოლი დაკარგა, ხოლო დანარჩენები სამარცხვინოდ გაიქცნენ მთავარსარდალთან ერთად და მუხურისში დაბანაკდნენ. ამის შემდეგ, ზამთრის დასაწყისში, ნახორაგონი ქართლში დაბრუნდა. საომარი მოქმედებები შეწყდა. დამარცხებით განრისხებულმა ხოსრო ანუშირვანმა ნახორაგონი ქართლიდან გამოიწვია და ცოცხლად გაატყავებინა.
გუბაზ მეფის მკვლელობა
სპარსელთა ასეთმა წარმატებებმა და ბიზანტიელი სარდლების წინდაუხედავობამ და გულარხეინობამ ეგრისელ წარჩინებულთა ერთ ნაწილს კვლავ სპარსელებთან შერიგება აფიქრებინა, თუმცა თავად მეფე გუბაზი იმპერატორისათვის მიცემულ პირობას მტკიცედ იცავდა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მეფემ იუსტინიანეს ელჩები გაუგზავნა, რომლებმაც მას ბიზანტიელ სარდალთა სილაჩრისა და მათი შეუთანხმებელი მოქმედებების შედეგების შესახებ აცნობეს. იმპერატორმა სტრატეგოსი ბესა გადააყენა, სხვა ორი სარდალი კი, მარტიანე და რუსტიკე, კვლავ თანამდებობებზე დატოვა. ამ გარემოებებით შეშფოთებულმა სარდლებმა გადაწყვიტეს გუბაზი მოღალატედ გამოეცხადებინათ და მოეკლათ, მით უმეტეს, რომ ამ სარდლებთან გუბაზს ურთიერთობა უკვე დიდი ხნის გაფუჭებული ჰქონდა.
მარტიანემ და რუსტიკემ გუბაზის მოკვლა დაგეგმეს, თუმცა მანამდე ჯერ საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნეს. მათ კონსტანტინოპოლში რუსტიკეს ძმა, იოანე გაგზავნეს, რომელმაც იუსტინიანეს მოახსენა გუბაზი ფარულად სპარსელებს ეხმარება და თუ სასწრაფოდ არაფერი ვიღონეთ ქვეყანას მათ გადასცემსო. იმპერატორმა გუბაზის შეჩერება ბრძანა. ამ პასუხმა შეთქმულებს ხელ-ფეხი გაუხსნა. მათ მეფე მდინარე ხობის პირას დაიბარეს, ვითომ ონოგურისის ციხის ასაღებად გალაშქრების თაობაზე მოსალაპარაკებლად და უიარაღოდ, მხოლოდ რამდენიმე კაცის თანხლებით მოსული ლაზთა მეფე ვერაგულად მოკლეს. მომხდარმა ეგრისელთა დიდი მღელვარება გამოიწვია. მათ მეფის დაკრძალვის შემდეგ ბიზანტიელებთან ერთად ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს და მათთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა დააპირეს. მოღალატე სარდლებმა იუსტინიანესათვის თავის მოსაწონებლად, ონოგურისის ციხეზე მიიტანეს იერიში, თუმცა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი უსუსურობა — ბიზანტიელთა 50 000 კაციანი არმია სპარსელ მეციხოვნეთა 3 000 კაციანმა ჯარმა სამარცხვინოდ დაამარცხა და ციხის მისადგომებიდანაც გააქცია
554 წლის ზამთარში, როდესაც საომარი მოქმედებები შეწყდა, ხოლო ბიზანტიელთა მთელი ჯარი ქალაქებსა და ციხეებში იყო გადანაწილებული, ლაზმა დიდებულებმა „კავკასიის ერთ ხეობაში შეყარეს დიდძალი ხალხი ჩუმად, რომ რომაელებს არ შეეტყოთ, რასაც აქ მოაგვარებდნენ, და დასვეს საკითხი — სპარსელების მხარეზე გადავიდეთ, თუ ისევ რომაელებთან დავრჩეთო“. როგორც მოსალოდნელიც იყო, ამ სახალხო კრებაზე სპარსოფილური და ელინოფილური ორიენტაციის წარმომადგენლებს შორის ცხარე კამათი გაიმართა. აგათია სქოლასტიკოსმა შემოგვინახა განსხვავებული პოზიციის მქონე ორი წარჩინებული ლაზის — აიეტისა და ფარტაზის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც, მისივე შეფასებით, მჭერმეტყველების შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ. დიდი კამათის შემდეგ, საბოლოოდ, შეთანხმდნენ იმ აზრზე, რომ სჯობდა არ აჩქარებულიყვნენ, ბიზანტიელთა მხარეს დარჩენილიყვნენ და იმპერატორ იუსტინიანესათვის შეეტყობინებინათ მისი სტრატეგოსების მოღალატეობრივი და უსამართლო საქციელის შესახებ, რათა მას ყველა გარემოება მიუკერძოებლად გამოეძია და დამნაშავეები დაესაჯა. გარდა ამისა, ლაზები მოითხოვდნენ, რომ იმპერატორს მათთვის მეფედ გამოეგზავნა გუბაზის უმცროსი ძმა წათე, რომელიც იმჟამად კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა.
იუსტინიანესათვის ცხადი გახდა, რომ ეგრისს ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის გარეშე ვერ შეინარჩუნებდა, ამიტომაც მათი ყველა თხოვნა შეასრულა. ეგრისში გაგზავნა იმპერატორის კარზე დაწინაურებული პიროვნება — ათანასე, რათა მას ზედმიწევნით ზუსტად გამოეკვლია მომხდარი ამბავი და საქმე რომაული კანონების შესაბამისად გაერჩია. ეგრისში ჩასვლისთანავე ათანასემ სარდალი რუსტიკე მაშინვე აფსაროსის ციხეში გამოამწყვდევინა, მისი ძმა, იოანე კი, რომელიც დანაშაულის უშუალო შემსრულებელი იყო, გაქცეულიყო. ის მალევე იპოვეს და დააპატიმრეს.
555 წელს იბერიის გავლით ეგრისში ხოსროს მიერ სპარსული ლაშქრის მთავარსარდლად დანიშნული ნახორაგონი შემოიჭრა, რომელის მუხურისში ჯარების შეკრებასა და ომისთვის მზადებას შეუდგა. ბუნებრივია, შექმნილ გარემოებაში სასამართლოს გამართვა ვეღარ მოხერხდა.
ამასობაში, წათე კონსტანტინოპოლიდან ეგრისში დაბრუნდა. ბიზანტიელმა სტრატეგოსებმა, ჯარმა და მოსახლეობამ ის დიდი პატივით მიიღეს. წათეს თან ჩამოჰყვა სტრატეგოსი სოტერიქე, რომელსაც იმპერატორისაგან დავალებული ჰქონდა დასავლეთ იმიერკავკასიაში მცხოვრები მოკავშირე ტომებისათვის ფული დაერიგებინა. სოტერიქე თავისი ორი შვილითურთ მისიმიელთა ქვეყანაში გაემართა და ბუქლოოსის ციხეში გაჩერდა. მისიმიელები ბიზანტიელებს არ ენდობოდნენ და იფიქრეს, რომ ისინი მათი ციხესიმაგრის ალანებისათვის გადაცემას აპირებდნენ და ამიტომაც, სტრატეგოსთან ორი წარჩინებული კაცი გაგზავნეს და შეუთვალეს, ჩვენი ქონების წართმევა არ გაივლო გულშიო. სოტერიქემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და თავის მხლებლებს ელჩები ჯოხებით აცემინა. ღამით მისიმიელები თავს დაესხნენ სტრატეგოსს, მოკლეს ის, მისი შვილები და მხლებლებიც და იმპერატორის გამოგზავნილი ფულიც გაიტაცეს. მოგვიანებით, მისიმიელები მიხვდნენ, რომ ბიზანტიელები ჩადენილს არ აპატიებდნენ, ამიტომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და ელჩები გაუგზავნეს სპარსელებს, რათა მიეღოთ ისინი, როგორც ქვეშევრდომები.
ბიზანტიელებმა მხოლოდ 556 წლის გაზაფხულისათვის მოიცალეს მისიმიელებისთვის და მათ დასასჯელად 4 000 კაციანი რაზმი გაგზავნეს, მაგრამ მათ იქ ქართლიდან და მუხურისიდან წამოსული სპარსული ლაშქარი დახვდათ, ამიტომაც მათ იქ შეჭრა ვერ მოახერხეს და კოდორის ქვემო წელზე გაჩერდნენ. მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში შეტაკება არ მომხდარა. ზამთრის დადგომისთანავე, სპარსელები ქუთაისსა და ქართლში გაბრუნდნენ, რათა იქ გამოეზამთრებინათ. ამით ისარგებლეს ბიზანტიელებმა, შეიჭრნენ მისიმინიაში და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ მათ
დამნაშავეთა გასამართლება და დასჯა
ბიზანტიელთა გამარჯვების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები შეწყდა, კვლავ დღის წესრიგში დადგა გუბაზ მეფის მკვლელობის საკითხი. არქეოპოლისში გამართული სასამართლო, რომელსაც თავად ათანასე ხელმძღვანელობდა, ბერძნული სამართლის ყველა წესის დაცვით წარიმართა: გაიმართა პაექრობა ბრალმდებლებსა და ბრალდებულებს შორის. სასამართლომ ორივე მხარეს მოუსმინა და საბოლოოდ, სარდალ რუსტიკესა და მის ძმას, იოანეს, სიკვდილი მიუსაჯა. ისინი ჯერ საჯაროდ ჩამოატარეს ჯორებზე შემსხდრები, შემდეგ კი განაჩენი შეასრულეს
მრავალწლიანი ომის შედეგად, აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით, ხოსრო I მიხვდა, რომ ეგრისში ფეხს ვერ მოიკიდებდა. ეგრისისათვის ბრძოლამ შეიწირა მისი საუკეთესო მეომრები, გაჭინაურებული ომი მძიმე ტვირთად აწვა სახელმწიფო ხაზინას. სპარსთა ჯარები ეგრისში თანდათანობით მცირდებოდა. საბოლოოდ, 562 წელს დაიდო 50 წლიანი ზავი, რომლის მიხევითაც ეგრისი თავისუფლდებოდა სპარსელთა ჯარისგან და ბიზანტიელებს უბრუნდებოდა, სამაგიეროდ ამ უკანასკნელთ დიდძალი ფული უნდა გადაეხადათ. სპარსელებმა ეგრისი დატოვეს, მაგრამ სვანეთი კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნეს. ცალკეული შეტაკებები კი ორ იმპერიას შორის დასავლეთ საქართველოში VI საუკუნის დასასრულამდე გრძელდებოდ.
საქსონური საპარადო შლემი სატონ-ჰუდან
ინგლ. Anglo-Saxons. გერმ. Angelsachsen - ძველგერმანული ტომები ანგლები და საქსები რომლებიც V საუკუნეში გადასახლდნენ ბრიტანეთის კუნძულებზე და დაიპყრეს ინგლისი. ეს ტომები ცხოვრობდნენ მდინარეების ელბასა და რაინს შორის და იუტლანდიის ნახევარკუნძულზე. რომელსაც შეურთდნენ იუტები და ფრიზები. რომის იმპერიის დახმობის შემდეგ დაწყეს გადასხლება ბრიტანეთში. ანგლო-საქსური ინგლისი— ინგლისის ისტორიის პერიოდი. მოიცავს450-1066წლებს. ანგლო-საქსთა მიერ ინგლისის დაპყრობიდან, ნორმანთა გაბატონებამდე. ქალებს ანგლოსაქსების ეცვათ გრძელი, უბრალო კაბები, რომელსაც მხერბზე მიმაგრებული ჰქონდატ ბალთებით. ასსევე იყო აღმოჩენილი სამკაულებიც - ბროშკები, ყელსაბამები, ქინძისთავები და სამაჯურები. მიგრაცია ტომების II - Vსს
რეალურ ძლიერებას მერსიის სამეფომ VIII საუკუნეში მიაღწია ორი დიდი მეფის ეთელბალდისა (716-757 წწ.) და ოფას (757-796 წწ.) მმართველობისას მიაღწია. მერსიამ ზედიზედ დაიმორჩილა ყველა ანგლო-საქსონური სამეფო. უესექსი 740 წელს, სასექსი 771 წელს, აღმოსავლეთ ინგლისი 794 წელს, ასევე კენტიც და სასექსიც. აღსანიშნავია, რომ მეფე ოფას ურთიერთობა ჰქონდა კარლოს დიდთანაც.
786 წელს დანიელი ვიკინგი ბეოტრიკი უესექსის მეფედ დაინიშნა, 789 წელს მან მეფე ოფას ქალიშვილზე იქორწინა. 793 წელს დაიწყო ვიკინგთა სამსაუკუნოვანი ექსპანსია ბრიტანეთზე, ლინდისფარნეზე თავდასხმით. ამას მოყვა მერსიის დასუსტება და უესექსის გაძლიერება. სასექსის, უესექსისა და ესექსის გაერთიანება (825 წ.). აღმოსავლეთ ინგლისის გათავისუფლება (825-827 წწ.) ვიკინგთა მიერ ირლანდიის ნაწილის დაპყრობა (835-841 წწ.), პირველი თავდასხმა ინგლისზე (851 წ.) და წარმატებით მოგერიება მეფე ეთელვულფის მიერ (839-858 წწ.), დანიელთა დაპყრობითი ომები (865-878 წწ.) კუნძულის შუაზე გაყოფა უესექსის მეფე ალფრედისა (871-899 წწ.) და აღმოსავლეთ ინგლისის დანიელ გამგებელ გუთრუმს (869-890 წწ.) შორის, დენლოს დაპყრობა ედუარდ უფროსის მიერ (910-924 წწ.), ინგლისის წარმოქმნა უესექსის ნანგრევებზე მეფე ათელსტანის ქარტიის მიხედვით (927წ.). საქსონი მეფეების მმართველობა (927-1016 წწ.), დანიელი მეფეების მმართველობა (1016-1042 წწ.), ანგლო-საქსთა ხელისუფლების აღდგენა ედუარდ აღმსარებლის მიერ (1042-1066 წწ.). ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა (1066-1072 წწ).
ოქროს საწმისი
იასონი ოქროს საწმისით ბრუნდება, აპულიური თიხის ჭურჭლის მხატვრობა, დაახ. ძვ. წ. 340–330
(ბერძნ. Χρυσόμαλλον Δέρας) — ბერძნულ მითოლოგიაში ცხვარი ქრიზომალოსის ოქროს ტყავი იყო, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით ჰერმესმა გამოგზავნა ჰერას ან თავად ზევსის ბრძანებით, და რომლის ზურგზე ორქომენეს მეფე ათამანტეს შვილები - ფრიქსე და ჰელე - აზიის ნაპირებისკენ გაემგზავრნენ დედინაცვალი ინოსგან გადასარჩენად. გზად ჰელე ზღვაში ჩავარდა, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს - ჰელესპონტი (თანამედროვე დარდანელის სრუტე).
ფრიქსემ კოლხეთის სანაპიროს მიაღწია და ცხვარი ზევსს შესწირა, ხოლო მისი ოქროს ტყავი კოლხეთის მეფეს უბოძა. ოქროს საწმისი კოლხთა კეთილდღეობის გარანტი გახდა, რომელსაც არესის ტყეში დრაკონი დარაჯობდა.თესალიის მეფემ პელიამ თავის ძმისწულ იასონს სამეფო ტახტი შესთავაზა კოლხეთიდან ოქროს საწმისის ჩამოტანის ფასად. იასონმა ააგო გემი “არგო”, ელადის რჩეული ვაჟკაცებიდან შეარჩია ეკიპაჟი და ფათერაკებით აღსავსე ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ფასისის (მდინარე რიონი) შესართავს მიადგა. არგონავტები მდინარეს აჰყვნენ და აიეტის ციხე-სიმაგრეს კუტაიას (ქუთაისის) მიადგნენ.აიეტმა ოქროს საწმისის სანაცვლოდ უმძიმესი დავალებების შესრულება მოსთხოვა იასონს. იასონმა შეასრულა ეს მოთხოვნები აიეტის გრძნეული ასულის, უმშვენიერესი მედეას დახმარებით, რომელსაც ჭაბუკი შეხედვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა მოიპოვა ოქროს საწმისი და მედეასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და კორინთოს მეფის კრეონტის ასული შეირთო. მედეამ სასტიკი შური იძია იასონზე, ჯადო-წამლებით მოაკვდინა მეფე კრეონტი და მისი ასული, ხოლო იასონთან შეძენილი ორი შვილი ჰერას ტაძარში დამალა. თქმულების სხვა ვერსიის თანახმად, იასონზე შურის საძიებლად საკუთარი შვილებიც დახოცა. არის თქმულების კეთილად დასრულების გვიანდელი ვარიანტიც, რომლის მიხედვით აიეტი და მედეა შერიგდნენ და კოლხეთში დაბრუნდნენ. იხ. ვიდეო
(ლათ.Gallia) — ისტორიული სახელმწიფო ძველი რომის აღმოსავლეთით. გალიას ეკავა საფრანგეთის, ლუქსემბურგის და ბელგიის მიწები. გარკვეულ პერიოდებში გალიაში შედიოდა პოს დაბლობი, დასავლეთი შვეიცარია, ნიდერლანდების და გერმანიის გარკვეული ნაწილები და მდინარე რაინის დასავლეთი სანაპირო. ამ ტერიტორიაზე მკვიდრი გალები ცხოვრობდნენ, რომლებიც გალურ ენაზე საუბრობდნენ, ეს ენა იმდროინდელ ევროპაში საკმაოდ ფართოთ იყო გავრცელებული, მას აგრეთვე გააჩნდა სხვადასხვა დიალექტები. პირველად მოხსეინებული გალები რომის ნაწერ წყაროებში კელტური ტომები არც თუ ისე დიდ ნაწილი ტერიტორიისა რ-აც საერთო ჯამში უწოდეს გალები. გალია რომის დაპყობამდე კელტური წარმოშობის ერი. ცხოვრობდნენ თანამედროვე საფრანგეთის და ჩრდილო იტალიის ტერიტორიაზე. ძვ. წ. IV საუკუნეში აიღეს რომი. საბოლოოდ გალები იულიუს კეისარმა დაიპყრო ძვ. წ. I საუკუნეში. რომაული სახელწოდება ისტორიული ევროპის ნაწილში მდინარე რუბიკონი, აპენინის მთებზე ხმელთაშუაზღვის მდინარე რეინზე და ალპებზე.პირველად გალები მოხსენიებული აქვს მარკუს პორციუს კატონი (უფროს) რომაელი სახელწიფო მოღვაწესა და მწერალს. რ-იც გამოიყენა მან 168წ-ს ჩვ.წ. აღ. მისი ერთერთი გასვლისას, რომ აღენიშნა კლეტები, რ-ებმაც დაკავეს პადანის დაბლობი. თუმცა არის მონაცემები, იმისა რომ ეს სიტყვა ჯერ კიდევ დაახლ. 250 წ- ჩვ. აღ. აღინიშნებოდა.
მიჩნეულია, რომ სიტყვა გალია ანუ გალები (ლათ. Gallia) წარმოიშვა ბერძნ. სტყვისგან გალატია ტერიტორია თანამედროვე თურქეთის ტერიოტრიაზე სადაც IV—III ს ჩვ. წ. აღ. დაარსდა კელტების ტომები, რ-იც გასხვავდებოდნენ რძის ფერი კანისგან ადგილობრივი ტომებისგან (ბერძნ. Γαλάται [galatai], [galatae] ,რძე''. იხ. ვიდეო
Starship during its first test flight on 20 April 2023. -Starship პირველი საცდელი ფრენის დროს 2023 წლის 20 აპრილს.
კოსმოსური ხომალდი სპეის იქსი - ეს სრულყოფი მრავალჯერადი გამოყენების მეორე საფეხურია და კოსმოსური აპარატი, შემუშავებული რაკეტა - მატარებელი BFR SpaceX. ჩარჩო პროგრამაში. ის დაპროქერებულია როგორც ხანგრძლივი სატვირთო კოსმოსური აპარატი, რ-იც ასევე მოემსახურებაროგორც მეორე საფეხური ორსაფეხურიანი ორბიტალური სადგურზე BFR და ინტეგრირებული სექცია სასარგებლო დატვირთვის. ის ასევე დამოუკიდებელი რაკეტა არის თავისი კლასიში, რადენედაც ამით დაიწყო ფართო პროგრამა სუბორბიტალური ფრენების გამოცდები 2019 წ-ში და მოგვიანებით იგეგმება ფრენები დამოუკიდებლადსხვადასხვა პლანეტაზებზე და ციურ სხეულებზე მზის სისტემაში.
იხ.ვიდეო პირველი წარდგენილი პორტოტიპი რ-იც უნდა გამოიცადოს.
კომლექსური სსიტემური გამოცდები ვარსკვლავთმფრენის დაიწყო 2019წ-ის მარტში დამატებული ერთი რაკეტის ძრავის Raptor როგორც ფრენა საწვავის კონსტრუქცია Starhopper. Starhopper გამოიყენებოდა 2019წ-ის აგვისტომდე სტატიკური გამოცდისთვის და დაბალსიმაღლეზე, დაბალსიჩქარიანი ფრენის გამოცდისთვის ვერტიკალური გაშვებისთვის და დაშვება ივლისში და აგვისტოში. ორი დამატებითი სატესტო მოდული, ორბიტალური პროტოტიპი ვარკვლავტფრენის, შენდება კოკნკურებულ კომანდებში ტეხასში და ფლორიდაში. მათი იგეგმება გამოყენება სიმაღლის და სწრაფი სიჩქარის სატასტსტო გამოცდები დაიწყება 2019 წ-ის ბოლოს. ყველა გამოცდები აგებულია კორპუსისგან უჟანგავი ფოლადისგან 9 მ-ის (30 ფ.) დიამეტრის. იხ. ვიდეო
დანიშნულება - იგეგმება წარმატებული დამუშავების სტარშიფ რაკეტეს შემთხვევაში კოსმოსური სატრასნპორტო სფეიქსის სისტემები (ფალკონ-9, ჰევი და დრაგონი) 2020 წ-ს შეფასებით სფეიქსის სტარშიპის ყველა გაშვება იქნება უფრო იაფი ვიდრე სხვების.
იხ. ვიდელო ლაივი გამოცდები
იხ. ვიდეო - Starship | First Integrated Flight Test - Starship gave us quite a show during the first flight test of a fully integrated Starship (S24) and Super Heavy rocket (B7) from Starbase in Texas.
On April 20, 2023 at 8:33 a.m. CT, Starship successfully lifted off from the orbital launch pad for the first time. The vehicle cleared the pad and beach as Starship climbed to an apogee of ~39 km over the Gulf of Mexico – the highest of any Starship to-date.
With a test like this, success comes from what we learn, and we learned a tremendous amount about the vehicle and ground systems today that will help us improve on future flights of Starship
იხ. ვიდეო
ABORTED | SpaceX Starship SN-6 Static Fire Test | Boca Chica.TX
Starship SN8 წარმატებული გამოცდა პროტოტიპის
პირველად, პროტოტიპს ერთდროულად აქვს დახურული, ცხვირის კონუსი და 3 Raptor ძრავა. ცეცხლის ტესტები სამი ძრავის გაშვებით მოხდა 2020 წლის 20 ოქტომბერს, 10, 12 და 24 ნოემბერს. პირველი ტესტის შემდეგ სამი ძრავით SN30, SN32 და SN39, ინჟინრებმა SN39 შეცვალეს SN36 . მეორე ტესტის შემდეგ, SN32 ძრავა, რომელიც დაზიანდა ადგილის ზედაპირის ნამსხვრევებით, შეიცვალა SN42- ით. შემდეგი ტესტი იყო ფრენა 12.5 კმ სიმაღლეზე. პირველი გაშვების მცდელობა მოხდა 2020 წლის 8 დეკემბერს, მაგრამ დაგეგმილ აფრენამდე ერთი წამით ადრე, გააქტიურდა ძრავის გამორთვის სისტემა და გაშვება გადაიდო მეორე დღეს. 2020 წლის 9 დეკემბერს UTC 22:45 საათზე კოსმოსური ხომალდი წარმატებით გაუშვა სამი ძრავით და ავიდა მითითებულ სიმაღლეზე. ასვლის ბოლო ფაზაში, ძრავები თანმიმდევრულად ითიშებოდა, როგორც დაგეგმილი იყო. დაწყებიდან 1 წუთსა და 40 წამში, პირველი ძრავა გამორთულია, რაც ხანმოკლედ აანთებს მიმდებარე მოწყობილობას. მეორე ძრავა გაჩერებიდან 3 წუთში გაჩერდა. ბოლო ძრავა გამორთეს 4 წუთის შემდეგ, 40 წამის შემდეგ, რის შემდეგაც გემი, საორიენტაციო ძრავების დახმარებით, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შევიდა და ფლაპების გამოყენებით დაიწყო კონტროლირებადი დაწევა. გაშვებიდან 6 წუთში და 32 წამში, საწვავის მიწოდება მაგისტრალიდან გადავიდა წნევის ავზებზე, Starship- მა ხელახლა აამოძრავა ძრავები და გადააკეთეს ვერტიკალურ მდგომარეობაში რეაქტიული დაშვების შესასრულებლად. ამასთან, ცხვირის ავზში ჟანგბადის დაბალი წნევის გამო, ძრავები ვერ მუშაობდნენ როგორც მოსალოდნელი იყო. დამუხრუჭებით მხოლოდ ორი ძრავით, Starship- მა ვერ შეძლო შეემცირებინა მისი სიჩქარე და აფეთქდა სადესანტო ზედაპირის ზედაპირზე. ფრენის მთლიანი ხანგრძლივობა იყო 6 წუთი 42 წამი . ტესტი გთავაზობთ მონაცემებს იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება კორპუსის გადაფრენის კონტროლი დაცემის, მოწიწებისა და მოძრაობის კონტროლი.