რენე დეკარტი
(ფრანგ. René Descartes; დ. 31 მარტი, 1596, ლაე (ტურენი) ― გ. 11 თებერვალი, 1650, სტოკჰოლმი), აგრეთვე ცნობილი როგორც კარტესიუსი — ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი. თანამაედროვე ევროპის ფილოსოფიის მიმართულებაXVII ს. მეტაფიზიკისა და ეპისტოლოგიის დამფუძნებელი. საყოველთაოდ აღიარებული, როგორც თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებელი და „თანამედროვე მათემატიკის მამა“. დეკარტმა შექმნა ანალიზური გეომეტრიის საფუძვლები, შემოიღო ცვლადი სიდიდის ცნება, დაამუშავა კოორდინატთა მეთოდი და აგრეთვე, დაამყარა კავშირი ალგებრასა და გეომეტრიას შორის. იხ.ვიდეო
მნიშვნელოვანი Cogito ergo sum, (ლათ. — „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“) — რენე დეკარტის ფილოსოფიური მტკიცება, ახალი დროის დასავლური რაციონალიზმის ფუნდამენტური ელემენტი.
ეს მტკიცება დეკარტმა წამოაყენა როგორც პირველადი უტყუარობა, ჭეშმარიტება, რომელშიც შეუძლებელია ეჭვის შეტანა — და რომელზე დაყრდნობითაც, შესაბამისად, შეგვიძლია სარწმუნო ცოდნის შენობის ხელახლა აშენება.
დისპუტი დეკარტის (მარჯვნივ) და დედფალი ქრიტინა, სურათი პიერა-ლუი დიუმენილია
არგუმენტი არ უნდა გავიგოთ როგორც დასკვნა („ის, ვინც აზროვნებს, არსებობს; მე ვაზროვნებ, მაშასადამე, მე ვარსებობ“); პირიქით, მისი არსი მის სიცხადეშია, ჩემი არსებობის, როგორც მოაზროვნე სუბიექტის, თვითუტყუარობაში (res cogitans — „მოაზროვნე საგნები“): აზროვნების ყოველგვარი აქტი (უფრო ფართოდაც — ცნობიერების ყოველგვარი წარმოდგენა, განცდა, ვინაიდან cogito არ შემოიფარგლება მხოლოდ აზროვნებით), მასზე რეფლექსური დაკვირვების შემთხვევაში, აღმომაჩენს მე, მოაზროვნეს, რომელიც ვახორციელებ ამ აქტს. არგუმენტი მიუთითებს აზროვნების (ცნობიერების) აქტის დროს სუბიექტის თვითაღმოჩენაზე: მე ვაზროვნებ და საკუთარ აზროვნებაზე დაკვირვებისას აღმოვაჩენ საკუთარ თავს, მოაზროვნეს, რომელიც დგას ამ აქტებისა და მისი შემცველობების უკან.
განხილვა მეთოდოლოგიის შესახებ
Principia philosophiae, 1685