воскресенье, 24 ноября 2019 г.

სინგაპური

                                  სინგაპური

                                            Singapore montage.png   
                                                                       სინგაპური
 გლობალური ქალაქი, სუვერენული სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაში და მსოფლიოს ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფო. მდებარეობს ეკვატორიდან ერთი გრადუსით ჩრდილოეთით, კონტინენტური აზიის და მალაკის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთში. სინგაპურის ტერიტორია შედგება მთავარი კუნძულისა და 62 მცირე კუნძულისგანდამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქტიური მიწის მელიორაციის წყალობით მოახერხეს საკუთარი ტერიტორიის 23 %-ით (130 კმ²) გაზრდა. სინგაპური მწვანე კონცეფციის წყალობით ამ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში შენარჩუნებულია ტროპიკული ფლორის ბევრი პარკი და ბაღი.
1819 წელს სტემფორდ რაფლზმა დააარსა კოლონილური სინგაპური, როგორც ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის სავაჭრო პორტიბრიტანეთის ინდოეთის დაარსების შემდეგ, კუნძულები გადაეცა გაერთიანებული სამეფოს და 1826 წელს გახდა სტრეიტს სეტლმენტსის ნაწილი. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ მოახდინა სინგაპურის ოკუპაციამალაიზიასთან ფედერაციის შესაქმნელად სინგაპურმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1963 წელს მიიღო, თუმცა კავშირი ორ წელიწადში იდეოლოგიური განსხვავებების გამო დაიშალა. ქვეყანას თავიდან რამდენიმე წელი ბუნებრივი რესურსების და ტერიტორიის უკმარისობის გამო ჰქონდა პრობლემები, თუმცა შემდეგ საერთაშორისო ვაჭრობის და ადამიანური რესურსების წყალობით, როგორც აზიური ვეფხვის ეკონომიკური მოდელი სწრაფად განვითარდა.
იხ.ვიდეო

სინგაპური წარმოადგენს გლობალურ სავაჭრო, ფინანსურ და სატრანსპორტო კვანძს. მისი მიღწევების სიაში შედის: 2016 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით სინგაპური წარმოადგენს ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე ადვილ ქვეყანასმსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით სინგაპურელები ტექნოლოგიური მზაობის ინდექსის მოწინავე ერია, საერთაშორისო ასოციაციების კავშირის მიხედვით სინგაპური შეხვედრებისთვის საუკეთესო ქალაქია, ის გლობალური კონკურენციის ინდექსის მეორე ქვეყანაა, მსოფლიოში უცხოური ვალუტით ვაჭრობის სიდიდით მესამე ცენტრია, ასევე მესამე უდიდესი ფინანსური ცენტრია და ნავთობის გადამუშავების მოცულობითაც მსოფლიოში მესამეა, 1990-იანებიდან კონტეინერული გადაზიდვების პორტების უდიდეს ორეულში შედის. სინგაპურის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს წარმოადგენენ: Singapore Airlines და ჩანგის აეროპორტი.
სინგაპური აწარმოებს წარმატებულ სოციალურ პოლიტიკასადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით ის აზიაში პირველია, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მეთერთმეტე. მოსახლეობის 90 % ფლობს საკუთარ სახლს. მაღალია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ინდექსიც. სინგაპურში სახლობს 5,5 მილიონი ადამიანი, საიდანაც 38 % არის მუდმივი მაცხოვრებელი, ხოლო დანარჩენი უცხოელები. სინგაპურის მოსახლეობა ძირითადად მრავალენოვანია, საუბრობენ მშობლიურ ენაზე და ინგლისურზე როგორც მათ საერთო ენაზე. სინგაპურის კულტურული მრავალფეროვნება გამოხატულია მის სამზარეულოში და ზეიმებზე.
სინგაპური ეფექტიანი სამოქალაქო სამსახურები და მთავრობაში დაბალი კორუფციის დონე მსოფლიოში ცნობილია როგორც „სინგაპურული მოდელი“. გელაპის ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ მთავრობა მოსახლეობის 84 %-იანი ნდობით, ხოლო სასამართლო სისტემა 85 %-იანი ნდობით სარგებლობს. მიუხედავად მცირე ზომისა სინგაპურს საერთაშორისო პოლიტიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, რის გამოც მას ზოგიერთი ანალიტიკოსი საშუალო ძალის ქვეყნებში ათავსებს. Forbes-ის მიხედვით ის არის აზიაში პირველი და მსოფლიოს მასშტაბით მეთხე ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო.
სინგაპური წარმოადგენს უნიტარულ მრავალპარტიულ საპარლამენტო რესპუბლიკასსინგაპურის პარლამენტი წარმოადგენს ერთპალატიან ვესტმინსტერის სისტემის პარლამენტს, თუმცა Freedom House მას ახასიათებს როგორც „ნაწილობრივად თავისუფალს“. სახალხო მოქმედების პარტია 1959 წლიდან იგებს ყველა არჩევნებს. ის არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ხუთი დამფუძნებლიდან ერთ-ერთი, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური კავშირის სამდივნოს მასპინძელი. ასევე: აღმოსავლეთი ასიიზ სამიტისმიუმხრობლობის მოძრაობის და ერთა თანამეგობრობის წევრი.

                       გლობალური ქალაქი

                                                                           გლობალური ქალაქების რუკა, რომელიც ეფუძნება „გლობალიზაციისა და გლობალური ქალაქების შესწავლის ქსელის“ (GaWC) 2010 წლის მონაცემებს.
გლობალური ქალაქების რუკა, რომელიც ეფუძნება „გლობალიზაციისა და გლობალური ქალაქების შესწავლის ქსელის“ (GaWC) 2010 წლის მონაცემებს
 ქალაქი, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში მნიშვნელოვან კვანძად მიიჩნევა. კონცეფცია გეოგრაფიიდან და ურბანული მეცნიერებებიდან მომდინარეობს. ასეთი ქალაქები გლობალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, როგორც სტრატეგიული კვანძები, განსაკუთრებით კი ფინანსებსა და ვაჭრობაში.
ტერმინი „გლობალური ქალაქი“ მეგაქალაქის საპირისპიროდ პირველად 1991 წელს იხმარა სოციოლოგმა სასკია სასენმა თავის ნაშრომში გლობალური ქალაქი: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტოკიო. სადაც მან აღწერა ქალაქები, რომლებიც აკონტროლებდნენ მსოფლიო ბიზნესის შემოსავლების უთანასწორობას.
გლობალური ქალაქის სტატუსი სასურველად და მომგებიანად მიიჩნევა. მიღწეულია კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქი, რომ ეს სტატუსი მიენიჭოს. მათ შორისაა ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ინფრასტრუქტურული მახასიათებლები.
ცხრილში მოცემულია „გლობალიზაციისა და გლობალური ქალაქების შესწავლის ქსელის“ (GaWC მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული) ალფა, ბეტა და გამა კატეგორიის გლობალური ქალაქები

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...